მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასჯელაღსრულების სამინისტროდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა
სასჯელაღსრულების სამინისტროდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რო­გორც სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბით

დად­გინ­და, რომ 2013 წლის 21 იან­ვარს, სა­მი­ნის­ტროს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ოპე­რა­ტი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი, იუს­ტი­ცი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტი ნ.კ. თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და რეს­ტო­რან "ბა­ბი­ლო­ში", სა­დაც შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და სუფ­რის წევ­რებ­თან. ინ­ცი­დენ­ტი გა­და­ი­ზარ­და სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში. არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ინ­სპექ­ტორ­მა სა­ქამ­რე­დან ამო­ი­ღო სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი-საშ­ტა­ტო ია­რა­ღი და მი­მარ­თა ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერთი პი­როვ­ნე­ბის­კენ. თუმ­ცა, იქვე მყო­ფი პი­რე­ბის ჩა­რე­ვით მო­ხერ­ხდა ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვა.

"ამ­დე­ნად, ოპე­რა­ტი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტორ­მა, იუს­ტი­ცი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტმა ნ.კ-მ ჩა­ი­დი­ნა "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 78-ე მუხ­ლის, I პუნ­ქტის, "გ"ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა ოფიც­რის მიერ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ მი­მარ­თულ უღირს საქ­ცი­ელ­ში. ასე­ვე უგუ­ლე­ბელ­ყო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრის #183 ბრძა­ნე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ეთი­კის კო­დექ­სის მე-11 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტრომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნია: სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ოპე­რა­ტი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რის, იუს­ტი­ცი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტის ნ.კ-ს მი­მართ, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზომა - "სის­ტე­მის ორ­გა­ნო­დან და­თხოვ­ნა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

კი­დევ ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა. 20 იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე, ე. ჩ. იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის "თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლი" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სლოტ-კლუბ­ში "ევ­რო­პა-ბეთი", სა­დაც არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა კლუ­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს.

"ამ­დე­ნად, ე. ჩ-მ ჩა­ი­დი­ნა "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 78-ე მუხ­ლის, I პუნ­ქტის, "გ" ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა მის მიერ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ მი­მარ­თულ უღირს საქ­ცი­ელ­ში. ასე­ვე უგუ­ლე­ბელ­ყო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრის #183 ბრძა­ნე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ეთი­კის კო­დექ­სის მე-11 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნია: სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რის, იუს­ტი­ცი­ის რი­გი­თის ე.ჩ-ს მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზომა - "სის­ტე­მის ორ­გა­ნო­დან და­თხოვ­ნა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სასჯელაღსრულების სამინისტროდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა

სასჯელაღსრულების სამინისტროდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა

სასჯელაღსრულების სამინისტროდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით

დადგინდა, რომ 2013 წლის 21 იანვარს, სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორი, იუსტიციის ლეიტენანტი ნ.კ. თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა რესტორან "ბაბილოში", სადაც შელაპარაკება მოუვიდა სუფრის წევრებთან. ინციდენტი გადაიზარდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ინსპექტორმა საქამრედან ამოიღო სამსახურეობრივი-საშტატო იარაღი და მიმართა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნებისკენ. თუმცა, იქვე მყოფი პირების ჩარევით მოხერხდა ვითარების განმუხტვა.

"ამდენად, ოპერატიული განყოფილების ინსპექტორმა, იუსტიციის ლეიტენანტმა ნ.კ-მ ჩაიდინა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის, I პუნქტის, "გ"ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა ოფიცრის მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელში. ასევე უგულებელყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის #183 ბრძანებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორის, იუსტიციის ლეიტენანტის ნ.კ-ს მიმართ, გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - "სისტემის ორგანოდან დათხოვნა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც სამინისტროდან გათავისუფლდა, წვრილმანი ხულიგნობის თანამონაწილეა. 20 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ე. ჩ. იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრის "თბილისი ცენტრალი" ტერიტორიაზე მდებარე სლოტ-კლუბში "ევროპა-ბეთი", სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კლუბის მომსახურე პერსონალს.

"ამდენად, ე. ჩ-მ ჩაიდინა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის, I პუნქტის, "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა მის მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელში. ასევე უგულებელყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის #183 ბრძანებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის, იუსტიციის რიგითის ე.ჩ-ს მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - "სისტემის ორგანოდან დათხოვნა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ