ტიმ ბერტონმა და მისმა მეუღლე ჰელენა ბონემ კარტერმა გადაწყვიტეს შეისვენონ. მსახიობმა ამის შესახებ ლონდონის კინოკრიტიკოსების საზოგადოების დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.
მსახიობმა განმარტა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მეუღლეთან ერთად მიიღო, რომ საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოს. მან ასევე აღიარა, რომ დედობა რთულია და იგი გამუდმებით გრძნობს, რომ რაღაც შეცდომას უშვებს.
წყვილს ორი შვილი ჰყავს. მათი უფროსი ვაჟი ბილი რეი 10 წლისაა. უმცროსი ქალიშვილი ნელი - 5 წლის. რამდენ ხანს გაგრძელდება ჰელენა ბონემ კარტერის და ტიმ ბერტონის "შვებულება", უცნობია.
ლონდონის კრიტიკოსების საზოგადოებამ ჯილდოები 20 იანვარს გასცა. აღსანიშნავია, რომ ცერემონიაზე, რომლის დროსაც ჰელენა ბონემ კარტერმა კარიერაში შესვენების შესახებ განაცხადა, მსახიობმა კრიტიკოსებისგან კინომატოგრაფიაში ცხოვრებისეული მიღწევისთვის ჯილდო მიიღო.
მომზადებულია The Daily Express-ის მიხედვით.