საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანუკა ჟორჟოლიანი: "გამუდმებით მიწევს იმის ახსნა, რომ ოჯახი არ დამნგრევია, უკვე გავგიჟდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი: "გამუდმებით მიწევს იმის ახსნა, რომ ოჯახი არ დამნგრევია, უკვე გავგიჟდი"

მას შემ­დეგ, რაც ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" და­ტო­ვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მით­ქმა-მოთ­ქმა ატყდა - ზოგი ამ­ბობ­და, "ნა­ნუ­კას შოუ" სა­მუ­და­მოდ და­ი­ხუ­რაო, ზოგ­მა ისიც თქვა, ოჯა­ხი და­ენგრაო... სამ­თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ კი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში დაბ­რუნ­და:

- "იმე­დი­დან" წა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გა­დავ­წყვი­ტე, დავ­ბრუ­ნე­ბო­დი ტე­ლე­ვი­ზი­ას და ჩემი გა­და­ცე­მა გა­და­მერ­ჩი­ნა, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ "ნა­ნუ­კას შოუს" აქვს რე­სურ­სი, რაც "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­სუ­ლი პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მის რე­ი­ტინ­გმაც და­ამ­ტკი­ცა - აკა­დე­მი­უ­რი გა­და­ცე­მით წარვდე­ქით მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე.

- რო­გორ დაგ­ხვდნენ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი?

- ღირ­სე­უ­ლად.

- სხვა­თა შო­რის, მაია ასა­თი­ან­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ღირ­სე­უ­ლი მას­პინ­ძლო­ბა გა­გი­წია...

- ნამ­დვი­ლად! "ვა­ნოს შოუს" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი­დან და­წყე­ბუ­ლი, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მარ­თლა ღირ­სე­უ­ლად დამ­ხვდნენ.

- კი მაგ­რამ, მა­ტებს რა­მეს ტე­ლე­ვი­ზი­ას ორი ერ­თნა­ი­რი სტი­ლის შოუ?

- მოდი, შევ­თან­ხმდეთ, რომ ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არის შიდა კონ­კუ­რენ­ცია. ამას სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა "კუ­რი­ერ­ში" მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­შიც ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი. არ­ხის ბოლო კვი­რის რე­ი­ტინგს თუ გა­დავ­ხე­დავთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ძა­ლი­ა­ნაც ხელს აძ­ლევს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას მსგავ­სი გა­და­ცე­მე­ბი.

- გა­სუ­ლი წელი საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა შენ­თვის...

- ყვე­ლა­ფერს აქვს და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერს ვგუ­ლის­ხმობ. მთა­ვა­რია, ოჯა­ხის წევ­რე­ბი გყავ­დეს ჯან­მრთე­ლად, და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა. თა­ნაც, ისე­თი ვარ, ვი­ღა­ცას ყო­ველ­თვის თვალ­ში ვე­ჩხი­რე­ბი. სხვა­ზე თუ ერთს იტყვი­ან, ჩემ­ზე - ათს, მაგ­რამ ამას უკვე დიდი ხა­ნია მი­ვეჩ­ვიე.

- პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ჟი­უ­რის და­ტო­ვე­ბა­მაც მო­გი­წია...

- ამ ეტაპ­მა უკვე გა­ი­ა­რა, გული კი დამ­წყდა, მაგ­რამ... ჩემ­თვის არა­ვის უთ­ქვამს ჟი­უ­რი­დან წა­დიო. სხვა­თა შო­რის, არ­ხის და­ტო­ვე­ბაც არა­ვის მო­უ­თხო­ვია. უბ­რა­ლოდ, მა­რი­ნა ბე­რი­ძემ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ჟი­უ­რი­ში ჩემს ად­გილს და­ი­კა­ვებ­და, რაც ამ პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სერ­მა ალი­ნა არ­ვე­ლა­ძე­მაც და­მი­დას­ტუ­რა და ამით დამ­თავ­რდა ეს ამ­ბა­ვი.

- რო­დე­საც მაია ასა­თი­ა­ნი ახალ სე­ზონ­ზე ახა­ლი სა­მო­სე­ლით გა­მოჩ­ნდა, "ფე­ის­ბუ­კის" მეშ­ვე­ო­ბით "ურ­ჩიე", სად უნდა შე­ე­ძი­ნა კარ­გი ჯინ­სი...

- მთლად ეგრე არ ყო­ფი­ლა... თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­ზე რე­აქ­ცია მქონ­და, ზუს­ტად აღარც მახ­სოვს, რა დავ­წე­რე...

- მა­ი­ას ხომ ეწყი­ნე­ბო­და...

- შე­იძ­ლე­ბა ასეც იყო, მაგ­რამ ეს ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­აა. ლან­ძღვა და პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფა ხომ არ ყო­ფი­ლა?

შე­იძ­ლე­ბა მა­ი­ა­მაც თქვას რამე ჩემს გა­და­ცე­მა­ზე, მერე რა მოხ­და?

- არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ამა თუ იმ გა­და­ცე­მა­ში ბევრ პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ანს არ იწ­ვევ­დნენ, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სის გამო...

- ჩემ­ზე ამას ვერ იტყვით. ერთი მათ­გა­ნი მა­ინც და­მი­სა­ხე­ლეთ, ვინც პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სის გამო დავბლო­კე! ჩემი გა­და­ცე­მის კარი ყვე­ლას­თვის ღია იყო, რაც ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა. სხვა­თა შო­რის, ამას წი­ნათ გა­მაკ­რი­ტი­კეს, ბერა მა­ნამ­დე ჰყავ­და ნა­ნუ­კას სტუმ­რად, ვიდ­რე მა­მა­მი­სი პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ერ­თვე­ბო­დაო, რაც სი­მარ­თლე არ არის. ბერა შარ­შან, ზა­ფხულ­ში, მე­ო­რე­დაც მყავ­და მოწ­ვე­უ­ლი, ანაკ­ლი­ა­ში რომ ჩავ­წე­რე, სწო­რედ იმ გა­და­ცე­მა­ში და ახ­ლაც ვი­ტყვი: თუ ბერა გა­მო­ნა­ხავს დროს ჩემს გა­და­ცე­მა­ში მო­სას­ვლე­ლად, მობ­რძან­დეს, კარი ღიაა! ჩემს გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბა­ზე ორად-ორმა ადა­მი­ან­მა თქვა უარი - ლაშა ბუ­ღა­ძემ და ვა­სი­კო ოდიშ­ვილ­მა. მი­თხრეს, თუ სხვა მსგავს გა­და­ცე­მა­ში გვნა­ხავ, მა­შინ გე­წყი­ნო­სო. მაგ­რძნო­ბი­ნეს, რომ არ სურთ ასეთ შო­უ­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, უამ­რა­ვი ისე­თი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა, სა­ერ­თოდ რომ არ მახ­სოვ­და. ვი­ღაც ყო­ფი­ლი "ენ­ჯე­ოშ­ნი­კი" დღეს მი­ნის­ტრია, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის რი­გი­თი წევ­რიც - მი­ნის­ტრი. შე­იძ­ლე­ბა, თა­ვის დრო­ზე, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის რი­გი­თი წევ­რი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ მი­ნის­ტრის რან­გში მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც მა­ინ­ტე­რე­სებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვიც. ვიდ­რე არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ად­ვო­კა­ტი იყო, გა­და­ცე­მა­ში მის მოწ­ვე­ვას ვე­რას­დროს მო­ვი­ფიქ­რებ­დი, მაგ­რამ დღეს, რო­გორც მთა­ვარ პრო­კუ­რორს, გა­და­ცე­მა­ში თუ მო­ვიწ­ვევ და ადა­მი­ა­ნურ თე­მებ­ზე ვა­ლა­პა­რა­კებ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფთ მსგავს გა­და­ცე­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ უყ­ვართ.

- ნა­ნუ­კა, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უკვე აღარ ლა­პა­რა­კობ სა­ჯა­როდ...

- და­ვი­ღა­ლე და იმი­ტომ. გა­მუდ­მე­ბით მი­წევს იმის ახ­სნა, რომ ოჯა­ხი არ დამნგრე­ვია, უკვე გავ­გიჟ­დი. ან ასე რა­ტომ სწა­დი­ათ ჩემი ოჯა­ხის დან­გრე­ვა, ვერ ვხვდე­ბი. ამას წი­ნათ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, შენი ქმა­რი მარ­თლა 22 წლის გო­გოს­თან გა­იქ­ცაო? მერე მო­ი­გო­ნეს, ქრის­ტი­ნა იმე­და­ძეს­თან ერ­თად გა­იქ­ცა სა­ზღვარ­გა­რე­თო. უკვე ცუ­დად ვარ...

- დღეს რას საქ­მი­ა­ნობს შენი მე­უღ­ლე?

- არა­ფერს. ამ­ჟა­მად ისე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლია, რო­გორც არას­დროს. რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გია.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნანუკა ჟორჟოლიანი: "გამუდმებით მიწევს იმის ახსნა, რომ ოჯახი არ დამნგრევია, უკვე გავგიჟდი"

ნანუკა ჟორჟოლიანი: "გამუდმებით მიწევს იმის ახსნა, რომ ოჯახი არ დამნგრევია, უკვე გავგიჟდი"

მას შემდეგ, რაც ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია "იმედი" დატოვა, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა ატყდა - ზოგი ამბობდა, "ნანუკას შოუ" სამუდამოდ დაიხურაო, ზოგმა ისიც თქვა, ოჯახი დაენგრაო... სამთვიანი პაუზის შემდეგ კი ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ის ეთერში დაბრუნდა:

- "იმედიდან" წამოსვლისთანავე გადავწყვიტე, დავბრუნებოდი ტელევიზიას და ჩემი გადაცემა გადამერჩინა, რადგან მიმაჩნია, რომ "ნანუკას შოუს" აქვს რესურსი, რაც "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული პირველივე გადაცემის რეიტინგმაც დაამტკიცა - აკადემიური გადაცემით წარვდექით მაყურებლის წინაშე.

- როგორ დაგხვდნენ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები?

- ღირსეულად.

- სხვათა შორის, მაია ასათიანმაც განაცხადა, რომ ღირსეული მასპინძლობა გაგიწია...

- ნამდვილად! "ვანოს შოუს" შემოქმედებითი ჯგუფიდან დაწყებული, საინფორმაციო სამსახურით დამთავრებული, მართლა ღირსეულად დამხვდნენ.

- კი მაგრამ, მატებს რამეს ტელევიზიას ორი ერთნაირი სტილის შოუ?

- მოდი, შევთანხმდეთ, რომ ყველა ტელევიზიაში არის შიდა კონკურენცია. ამას საინფორმაციო გადაცემა "კურიერში" მუშაობის პერიოდშიც ვაცნობიერებდი. არხის ბოლო კვირის რეიტინგს თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიანაც ხელს აძლევს ტელეკომპანიას მსგავსი გადაცემები.

- გასული წელი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა შენთვის...

- ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ამ შემთხვევაში სატელევიზიო ეთერს ვგულისხმობ. მთავარია, ოჯახის წევრები გყავდეს ჯანმრთელად, დანარჩენს ყველაფერს ეშველება. თანაც, ისეთი ვარ, ვიღაცას ყოველთვის თვალში ვეჩხირები. სხვაზე თუ ერთს იტყვიან, ჩემზე - ათს, მაგრამ ამას უკვე დიდი ხანია მივეჩვიე.

- პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის დატოვებამაც მოგიწია...

- ამ ეტაპმა უკვე გაიარა, გული კი დამწყდა, მაგრამ... ჩემთვის არავის უთქვამს ჟიურიდან წადიო. სხვათა შორის, არხის დატოვებაც არავის მოუთხოვია. უბრალოდ, მარინა ბერიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჟიურიში ჩემს ადგილს დაიკავებდა, რაც ამ პროექტის პროდიუსერმა ალინა არველაძემაც დამიდასტურა და ამით დამთავრდა ეს ამბავი.

- როდესაც მაია ასათიანი ახალ სეზონზე ახალი სამოსელით გამოჩნდა, "ფეისბუკის" მეშვეობით "ურჩიე", სად უნდა შეეძინა კარგი ჯინსი...

- მთლად ეგრე არ ყოფილა... თუმცა, ბუნებრივია, ამაზე რეაქცია მქონდა, ზუსტად აღარც მახსოვს, რა დავწერე...

- მაიას ხომ ეწყინებოდა...

- შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ეს ჯანსაღი კონკურენციაა. ლანძღვა და პირადი შეურაცხყოფა ხომ არ ყოფილა?

შეიძლება მაიამაც თქვას რამე ჩემს გადაცემაზე, მერე რა მოხდა?

- არჩევნებამდე ამა თუ იმ გადაცემაში ბევრ პოპულარულ ადამიანს არ იწვევდნენ, მათი პოლიტიკური თვალსაზრისის გამო...

- ჩემზე ამას ვერ იტყვით. ერთი მათგანი მაინც დამისახელეთ, ვინც პოლიტიკური თვალსაზრისის გამო დავბლოკე! ჩემი გადაცემის კარი ყველასთვის ღია იყო, რაც ძალიან მეამაყება. სხვათა შორის, ამას წინათ გამაკრიტიკეს, ბერა მანამდე ჰყავდა ნანუკას სტუმრად, ვიდრე მამამისი პოლიტიკაში ჩაერთვებოდაო, რაც სიმართლე არ არის. ბერა შარშან, ზაფხულში, მეორედაც მყავდა მოწვეული, ანაკლიაში რომ ჩავწერე, სწორედ იმ გადაცემაში და ახლაც ვიტყვი: თუ ბერა გამონახავს დროს ჩემს გადაცემაში მოსასვლელად, მობრძანდეს, კარი ღიაა! ჩემს გადაცემაში სტუმრობაზე ორად-ორმა ადამიანმა თქვა უარი - ლაშა ბუღაძემ და ვასიკო ოდიშვილმა. მითხრეს, თუ სხვა მსგავს გადაცემაში გვნახავ, მაშინ გეწყინოსო. მაგრძნობინეს, რომ არ სურთ ასეთ შოუებში მონაწილეობა. სხვათა შორის, პირველი ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, უამრავი ისეთი ადამიანი გამოჩნდა, საერთოდ რომ არ მახსოვდა. ვიღაც ყოფილი "ენჯეოშნიკი" დღეს მინისტრია, პოლიტიკური პარტიის რიგითი წევრიც - მინისტრი. შეიძლება, თავის დროზე, როგორც პოლიტიკური პარტიის რიგითი წევრი არ მაინტერესებდა, მაგრამ მინისტრის რანგში მისი პირადი ცხოვრებაც მაინტერესებს და საზოგადოებრივიც. ვიდრე არჩილ კბილაშვილი ადვოკატი იყო, გადაცემაში მის მოწვევას ვერასდროს მოვიფიქრებდი, მაგრამ დღეს, როგორც მთავარ პროკურორს, გადაცემაში თუ მოვიწვევ და ადამიანურ თემებზე ვალაპარაკებ, ძალიან საინტერესო იქნება. თუმცა ხელისუფლებაში მყოფთ მსგავს გადაცემებში მონაწილეობა არ უყვართ.

- ნანუკა, პირად ცხოვრებაზე უკვე აღარ ლაპარაკობ საჯაროდ...

- დავიღალე და იმიტომ. გამუდმებით მიწევს იმის ახსნა, რომ ოჯახი არ დამნგრევია, უკვე გავგიჟდი. ან ასე რატომ სწადიათ ჩემი ოჯახის დანგრევა, ვერ ვხვდები. ამას წინათ დამირეკეს და მითხრეს, შენი ქმარი მართლა 22 წლის გოგოსთან გაიქცაო? მერე მოიგონეს, ქრისტინა იმედაძესთან ერთად გაიქცა საზღვარგარეთო. უკვე ცუდად ვარ...

- დღეს რას საქმიანობს შენი მეუღლე?

- არაფერს. ამჟამად ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს. რაც ჩემთვის ძალიან კარგია.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები