მოზაიკა
პოლიტიკა
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიმ ბესინჯერი აქტიურ სამსახიობო კარიერას უბრუნდება
კიმ ბესინჯერი აქტიურ სამსახიობო კარიერას უბრუნდება

59 წლის ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი კიმ ბე­სინ­ჯე­რი აქ­ტი­ურ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას უბ­რუნ­დე­ბა.

პა­პა­რა­ცებ­მა მსა­ხი­ო­ბი ნიუ ორ­ლე­ან­ში შე­ნიშ­ნეს, სა­დაც ახა­ლი ფილ­მის, "Grudge Match"-ის გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. კიმს ფილმში პარტნი­ო­რო­ბას ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­ბერტ დე ნირო და სილ­ვეს­ტერ სტა­ლო­ნე უწე­ვენ. პა­პა­რა­ცებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ 59 წლის ბე­სინ­ჯე­რი მწვა­ნე ქურ­თუკ­სა და მოკ­ლე შავ კა­ბა­ში ძა­ლი­ან ელე­გან­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

"მის და­ნახ­ვა­ზე გამ­ვლე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი შეშ­დე­ბოდ­ნენ. ბე­სინ­ჯერს სათ­ვა­ლე ეკე­თა, რათა არ შე­ე­ნიშ­ნათ, მაგ­რამ რთუ­ლია ასეთ ქალს გვერ­დით გულ­გრილ­მა ჩა­უ­ა­რო ", - ამ­ბო­ბენ პა­პა­რა­ცე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, კი­მის მე­უღ­ლე მსა­ხი­ო­ბი ალეკ ბოლ­დუ­ი­ნი იყო. წყვილს 17 წლის გო­გო­ნა აირ­ლან­დი ჰყავს. კიმი და ალე­კი ერ­თმა­ნეთს 7 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ 2000 წელს და­შორ­დნენ. გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ქა­ლიშ­ვი­ლის მე­ურ­ვე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ომი ჰქონ­დათ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. ჰო­ლი­ვუდ­ში 17 წლის აირ­ლან­დით უკვე და­ინ­ტე­რეს­დნენ.

მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბე­სინ­ჯე­რი ჰო­ლი­ვუ­დის აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას ჩა­მო­შორ­და, არ და­დი­ო­და გლა­მუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, არ სთა­ვა­ზობ­დნენ სე­რი­ო­ზულ რო­ლებს, უარს ამ­ბობ­და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­სა და ფო­ტო­სე­სი­ებ­ზე. ის ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლია და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ო­ბის ნაც­ვლად, ცხო­ველ­თა დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

კიმ ბესინჯერი აქტიურ სამსახიობო კარიერას უბრუნდება

კიმ ბესინჯერი აქტიურ სამსახიობო კარიერას უბრუნდება

59 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი კიმ ბესინჯერი აქტიურ სამსახიობო კარიერას უბრუნდება.

პაპარაცებმა მსახიობი ნიუ ორლეანში შენიშნეს, სადაც ახალი ფილმის, "Grudge Match"-ის გადაღებები მიმდინარეობს. კიმს ფილმში პარტნიორობას ჰოლივუდის ვარსკვლავები, რობერტ დე ნირო და სილვესტერ სტალონე უწევენ. პაპარაცებმა განაცხადეს, რომ 59 წლის ბესინჯერი მწვანე ქურთუკსა და მოკლე შავ კაბაში ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა.

"მის დანახვაზე გამვლელი მამაკაცები შეშდებოდნენ. ბესინჯერს სათვალე ეკეთა, რათა არ შეენიშნათ, მაგრამ რთულია ასეთ ქალს გვერდით გულგრილმა ჩაუარო ", - ამბობენ პაპარაცები.

შეგახსენებთ, კიმის მეუღლე მსახიობი ალეკ ბოლდუინი იყო. წყვილს 17 წლის გოგონა აირლანდი ჰყავს. კიმი და ალეკი ერთმანეთს 7 წლიანი ქორწინების შემდეგ 2000 წელს დაშორდნენ. განქორწინებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ქალიშვილის მეურვეობასთან დაკავშირებით ომი ჰქონდათ გაჩაღებული. ჰოლივუდში 17 წლის აირლანდით უკვე დაინტერესდნენ.

მთელი ამ დროის განმავლობაში ბესინჯერი ჰოლივუდის აქტიურ ცხოვრებას ჩამოშორდა, არ დადიოდა გლამურულ ღონისძიებებზე, არ სთავაზობდნენ სერიოზულ როლებს, უარს ამბობდა ინტერვიუებსა და ფოტოსესიებზე. ის ვეგეტარიანელია და გადასაღებ მოედანზე მუშაობის ნაცვლად, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება