სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი ჩაცმის უფლებას ვერ აძლევს საკუთარ თავს თამარ ჩუგოშვილი
რისი ჩაცმის უფლებას ვერ აძლევს საკუთარ თავს თამარ ჩუგოშვილი

თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ას 2010 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, 17 დე­კემ­ბრი­დან კი "სა­ი­ას" ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავს - კახა კო­ჟო­რი­ძე. რა პოსტს იკა­ვებს ამ­ჟა­მად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში უკვე ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი და რო­გორ აფა­სებს ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წლებს, ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ. გარ­და ამი­სა, თა­მარს ოჯახ­ზე, ქმარ­ზე - გი­ორ­გი მი­ხა­ნაშ­ვილ­ზე და შვილ­ზეც ვე­სა­უბ­რეთ.

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა­ნა­ი­რი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დია, ამი­ტომ დღე­სას­წა­უ­ლებს დიდი დრო ვერ და­ვუთ­მე, მა­ლე­ვე და­ვუბ­რუნ­დი სამ­სა­ხურს. სი­მარ­თლე რომ ვთქვათ, იან­ვარ­ში შე­და­რე­ბით თა­ვი­სუფ­ლი გრა­ფი­კი მაქვს, რად­გან "საია"-ს თავ­მჯდო­მა­რე აღარ ვარ. ისე, ზო­გა­დად, დი­ლის ათ სა­ათ­ზე უკვე სამ­სა­ხურ­ში ვარ, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­წევს შეხ­ვედ­რებ­ზე სი­ა­რუ­ლი, რაც და­სა­წე­რი და წა­სა­კი­თხი მაქვს, დღის ბო­ლოს­თვის ვი­ნა­ხავ, პრინ­ციპ­ში, სხვა დრო ამის­თვის არც მრჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის წლებს, ეს იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ღა­მის ოთხ სა­ათ­ზე ვი­ძი­ნებ­დი და დი­ლით ათზე უკვე სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, რაც ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ გახ­ლდათ, თუმ­ცა ეს ორი წე­ლი­წა­დი მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბის მომსწრე­ნი გავ­ხდით და ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდარ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცე­სებ­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი არა­ა­და­მი­ა­ნურ ენერ­გი­ას, შრო­მას მო­ი­თხოვ­და, მაგ­რამ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ამა­ზე სა­სარ­გებ­ლოდ და ნა­ყო­ფი­ე­რად რო­გორ უნდა გა­მე­ტა­რე­ბი­ნა ის დრო. მარ­თა­ლია, იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი შვი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უდე­დოდ დავ­ტო­ვე, მაგ­რამ მა­შინ ჩვი­ლი იყო, თბილ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბო­და და ნაკ­ლე­ბად გა­ნიც­დი­და უდე­დო­ბას, ახლა კი უკვე ვგრძობ, რომ მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩემ­თან ყოფ­ნა.

- რა სტა­ტუ­სით დარ­ჩით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში?

- ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის წევ­რი ვარ, ასე­ვე მაქვს ძვე­ლი, გად­მო­ყო­ლი­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი, ჯერ კი­დევ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის კო­მი­სი­ე­ბის წევ­რი ვარ, შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე სა­კონ­სტი­ტუ­ციო გან­ხილ­ვებ­ში აქ­ტი­უ­რად მი­წევს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­ვე ვმუ­შა­ობ ამ­ნის­ტი­ის თე­მა­ზეც. მო­გეხ­სნე­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მეა თა­ვი­დან გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი და ამ პრო­ცეს­ში შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტი და­ნა­შა­უ­ლი გა­მოვ­ლინ­დეს. მსგავს სა­კი­თხებ­ზე იან­ვრის ბო­ლომ­დე ვი­მუ­შა­ვებ, შემ­დეგ უკვე ახალ ფუნ­ქცი­ებ­ზე ვი­ფიქ­რებ (იღი­მე­ბა).

ოჯა­ხი და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი

- თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე სამ­სა­ხურ­ში გავ­რბო­დი, ყო­ველ­გვა­რი სა­უზ­მი­სა და ყა­ვის გა­რე­შე, ახლა შე­და­რე­ბით მეტი დრო მაქვს, თუმ­ცა მა­ინც და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. იმ პე­რი­ოდ­ში ოჯა­ხის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ვარ­სე­ბობ­დი, კვი­რე­ე­ბი ისე გა­დი­ო­და, ბავ­შვს ერთ დღე­საც ვერ ვუთ­მობ­დი, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ახლა სახ­ლში უფრო ხში­რად რომ მხე­დავს, გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლავს (იცი­ნის). მინ­და გი­თხრათ, რომ სამ­ზა­რე­უ­ლოს­გან ძა­ლი­ან შორს ვარ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩემი ქმრის მშობ­ლებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობთ, არც მი­წევს სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბა, თან ამის დრო თით­ქმის არას­დროს მაქვს. სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­შიც არ ჩავ­რე­ულ­ვარ, ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ვიზ­რუ­ნე, თოვ­ლის ბა­ბუ­ის სტუმ­რო­ბა იყო, ჩემი შვი­ლი 2 წლი­საა და წელს პირ­ვე­ლად ეს­ტუმ­რა თოვ­ლის ბა­ბუა.

თა­ვის მოვ­ლა

- სა­ერ­თოდ, მიყ­ვარს სპორ­ტულ-თა­ვი­სუ­ფალ სტილ­ში ჩაც­მა, მაგ­რამ ამის ფუ­ფუ­ნე­ბა არ მაქვს, საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მუდ­მი­ვად კლა­სი­კუ­რად ჩაც­მა მი­წევს. ბევ­რჯერ გად­მო­მი­ღია ჯინ­სი, მი­ფიქ­რია, შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი დღე მაქვს და ხომ არ გა­მე­რის­კა ამის ჩაც­მა-მეთ­ქი, მაგ­რამ ხან გა­და­ცე­მა­ში მი­წევს მის­ვლა, ხან ისეთ შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც ჯინ­სით ვერ მი­ვალ და ამი­ტომ ვერ ვიც­ვამ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას შო­პინ­გის­თვის ვერ ვიც­ლი, ამა­ზე მივ­ლი­ნე­ბის დროს უფრო ვფიქ­რობ. შე­სა­ბა­მი­სად, ძი­რი­თა­დად სა­ზღვარ­გა­რეთ დავ­დი­ვარ მა­ღა­ზი­ებ­ში და სა­ჭი­რო ნივ­თებს ვყი­დუ­ლობ.

მე­უღ­ლე

- 13 იან­ვარს ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბი­დან ექ­ვსი წელი შეს­რულ­და და სხვა­თა შო­რის, სწო­რედ ამ დღეს ვა­ჯა­მებ­დით ჩვენს თა­ნა­ცხოვ­რე­ბას (იღი­მე­ბა) ერ­თმა­ნე­თი ერთ-ერთ კა­ფე­ში გა­ვი­ცა­ნით და მა­ლა­ვე დავ­ქორ­წინ­დით, შვი­ლი გვი­ან გაგ­ვიჩ­ნდა, ნი­ნი­კო მხო­ლოდ 2 წლი­საა. რო­გორც წესი, ოჯა­ხის შექ­მნი­სას უფრო ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი­თაა წყვი­ლი ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დი უკვე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში გა­და­დის. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით იყო, ისე უცებ მი­ვი­ღეთ ოჯა­ხის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ბო­ლომ­დე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლიც არ გვქონ­და, თუმ­ცა მერე და მერე უფრო დავ­მე­გობ­რდით და გაღ­რმავ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. თა­ნაც, გი­ორ­გი იმ მა­მა­კა­ცე­ბის კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც ოჯახ­ზე აფა­ნა­ტე­ბენ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, მას­თან თავი კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნო. ჩემი მე­უღ­ლე რომ არ დამ­ხმა­რე­ბო­და და გვერ­დით არ დამ­დგო­მო­და, ასეთ რე­ჟიმ­ში ნამ­დვი­ლად ვერ ვი­მუ­შა­ვებ­დი. რო­დე­საც ჩემს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა­ზე იყო ლა­პა­რა­კი, წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და ეს, რად­გან ორი თვის ბავ­შვი მყავ­და და მი­ჭირ­და ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა, მაგ­რამ მე­უღ­ლემ მი­თხრა, თუ გინ­და ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო, ხში­რად მო­გი­წევს ასე­თი რთუ­ლი ეტა­პე­ბის გავ­ლა, ამი­ტომ უარი არ თქვაო. როცა და­ძა­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი გაქვს, ოჯახ­ში რომ არ გქონ­დეს სიმ­შვი­დე, ვერ შეძ­ლებ შენი საქ­მის კე­თე­ბას. ჩემი მე­უღ­ლე ყო­ველ­თვის უყუ­რებს ჩემს გა­მოს­ვლებს და რჩე­ვებს მაძ­ლევს, ამ მხრივ ასე­ვე "მა­კონ­ტრი­ლებს" დედა, ის მე­დი­ა­მო­ნი­ტო­რინგზე მუ­შა­ობს, თან ჟურ­ნა­ლის­ტია და ხომ ხვდე­ბით, რო­გორ მი­უდ­გე­ბა ამ სა­კითხს?!

ნი­ნი­კო

- 2 წლი­სა და 4 თვის ნი­ნი­კოს ძა­ლი­ან გა­მოკ­ვე­თი­ლი და ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აქვს. თუ თვი­თონ არ აქვს სურ­ვი­ლი, ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თე­ბი­ნებ, იცის, რაც უნდა და სა­წა­დელს აღ­წევს კი­დეც. ძა­ლი­ან უყ­ვარს წიგ­ნე­ბი, სულ რა­ღა­ცის წა­კი­თხვას გვთხოვს. რო­გორც ვა­ტყობ, ვე­ნატ­რე­ბი ხოლ­მე და როცა მხე­დავს, ჩემ გარ­და არა­ვინ უნდა, მაგ­რამ მა­მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, ხში­რად და­დი­ან ერ­თად, უყუ­რე­ბენ სა­ინ­ტე­რე­სო მულ­ტფილ­მებს, კი­თხუ­ლო­ბენ წიგ­ნებს და ერ­თმა­ნეთს გა­და­სა­რე­ვად უგე­ბენ.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რისი ჩაცმის უფლებას ვერ აძლევს საკუთარ თავს თამარ ჩუგოშვილი

რისი ჩაცმის უფლებას ვერ აძლევს საკუთარ თავს თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა, 17 დეკემბრიდან კი "საიას" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - კახა კოჟორიძე. რა პოსტს იკავებს ამჟამად ორგანიზაციაში უკვე ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და როგორ აფასებს ასოციაციის ხელმძღვანელობის წლებს, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. გარდა ამისა, თამარს ოჯახზე, ქმარზე - გიორგი მიხანაშვილზე და შვილზეც ვესაუბრეთ.

- მოგეხსენებათ, ყველანაირი თვალსაზრისით ძალიან აქტიური პერიოდია, ამიტომ დღესასწაულებს დიდი დრო ვერ დავუთმე, მალევე დავუბრუნდი სამსახურს. სიმართლე რომ ვთქვათ, იანვარში შედარებით თავისუფლი გრაფიკი მაქვს, რადგან "საია"-ს თავმჯდომარე აღარ ვარ. ისე, ზოგადად, დილის ათ საათზე უკვე სამსახურში ვარ, მთელი დღის განმავლობაში მიწევს შეხვედრებზე სიარული, რაც დასაწერი და წასაკითხი მაქვს, დღის ბოლოსთვის ვინახავ, პრინციპში, სხვა დრო ამისთვის არც მრჩება. რაც შეეხება თავმჯდომარეობის წლებს, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, ფაქტობრივად, ღამის ოთხ საათზე ვიძინებდი და დილით ათზე უკვე სამსახურში ვიყავი, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლდათ, თუმცა ეს ორი წელიწადი მართლა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძალიან საინტერესო მოვლენების მომსწრენი გავხდით და ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან პროცესებში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ეს ყველაფერი კი არაადამიანურ ენერგიას, შრომას მოითხოვდა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ამაზე სასარგებლოდ და ნაყოფიერად როგორ უნდა გამეტარებინა ის დრო. მართალია, იმ პერიოდში ჩემი შვილი, ფაქტობრივად, უდედოდ დავტოვე, მაგრამ მაშინ ჩვილი იყო, თბილ გარემოში იზრდებოდა და ნაკლებად განიცდიდა უდედობას, ახლა კი უკვე ვგრძობ, რომ მისთვის აუცილებელია ჩემთან ყოფნა.

- რა სტატუსით დარჩით ორგანიზაციაში?

- ორგანიზაციის გამგეობის წევრი ვარ, ასევე მაქვს ძველი, გადმოყოლილი ფუნქციები, ჯერ კიდევ საკონსტიტუციო საჯარო განხილვის კომისიების წევრი ვარ, შესაბამისად, ამჟამად მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვებში აქტიურად მიწევს მონაწილეობა, ასევე ვმუშაობ ამნისტიის თემაზეც. მოგეხსნებათ, ძალიან ბევრი საქმეა თავიდან გამოსაძიებელი და ამ პროცესში შეიძლება უფრო მეტი დანაშაული გამოვლინდეს. მსგავს საკითხებზე იანვრის ბოლომდე ვიმუშავებ, შემდეგ უკვე ახალ ფუნქციებზე ვიფიქრებ (იღიმება).

ოჯახი და საოჯახო საქმეები

- თავმჯდომარეობის პერიოდში გაღვიძებისთანავე სამსახურში გავრბოდი, ყოველგვარი საუზმისა და ყავის გარეშე, ახლა შედარებით მეტი დრო მაქვს, თუმცა მაინც დაკავებული ვარ. იმ პერიოდში ოჯახისთვის, ფაქტობრივად, არ ვარსებობდი, კვირეები ისე გადიოდა, ბავშვს ერთ დღესაც ვერ ვუთმობდი, რაც ძალიან რთული იყო. ახლა სახლში უფრო ხშირად რომ მხედავს, გაოცებას ვერ მალავს (იცინის). მინდა გითხრათ, რომ სამზარეულოსგან ძალიან შორს ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ქმრის მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ, არც მიწევს სადილების კეთება, თან ამის დრო თითქმის არასდროს მაქვს. საახალწლო სამზადისშიც არ ჩავრეულვარ, ერთადერთი, რაზეც ვიზრუნე, თოვლის ბაბუის სტუმრობა იყო, ჩემი შვილი 2 წლისაა და წელს პირველად ესტუმრა თოვლის ბაბუა.

თავის მოვლა

- საერთოდ, მიყვარს სპორტულ-თავისუფალ სტილში ჩაცმა, მაგრამ ამის ფუფუნება არ მაქვს, საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად კლასიკურად ჩაცმა მიწევს. ბევრჯერ გადმომიღია ჯინსი, მიფიქრია, შედარებით მსუბუქი დღე მაქვს და ხომ არ გამერისკა ამის ჩაცმა-მეთქი, მაგრამ ხან გადაცემაში მიწევს მისვლა, ხან ისეთ შეხვედრაზე, სადაც ჯინსით ვერ მივალ და ამიტომ ვერ ვიცვამ. სიმართლე გითხრათ, საქართველოში ყოფნისას შოპინგისთვის ვერ ვიცლი, ამაზე მივლინების დროს უფრო ვფიქრობ. შესაბამისად, ძირითადად საზღვარგარეთ დავდივარ მაღაზიებში და საჭირო ნივთებს ვყიდულობ.

მეუღლე

- 13 იანვარს ჩვენი ქორწინებიდან ექვსი წელი შესრულდა და სხვათა შორის, სწორედ ამ დღეს ვაჯამებდით ჩვენს თანაცხოვრებას (იღიმება) ერთმანეთი ერთ-ერთ კაფეში გავიცანით და მალავე დავქორწინდით, შვილი გვიან გაგვიჩნდა, ნინიკო მხოლოდ 2 წლისაა. როგორც წესი, ოჯახის შექმნისას უფრო ძლიერი ემოციებითაა წყვილი ერთმანეთთან დაკავშირებული, მომდევნო პერიოდი უკვე ყოველდღიურობაში გადადის. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო, ისე უცებ მივიღეთ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე გაცნობიერებულიც არ გვქონდა, თუმცა მერე და მერე უფრო დავმეგობრდით და გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა. თანაც, გიორგი იმ მამაკაცების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ოჯახზე აფანატებენ, რაც საშუალებას მაძლევს, მასთან თავი კომფორტულად ვიგრძნო. ჩემი მეუღლე რომ არ დამხმარებოდა და გვერდით არ დამდგომოდა, ასეთ რეჟიმში ნამდვილად ვერ ვიმუშავებდი. როდესაც ჩემს თავმჯდომარეობაზე იყო ლაპარაკი, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ეს, რადგან ორი თვის ბავშვი მყავდა და მიჭირდა ამხელა პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ მეუღლემ მითხრა, თუ გინდა ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიო, ხშირად მოგიწევს ასეთი რთული ეტაპების გავლა, ამიტომ უარი არ თქვაო. როცა დაძაბული სამსახური გაქვს, ოჯახში რომ არ გქონდეს სიმშვიდე, ვერ შეძლებ შენი საქმის კეთებას. ჩემი მეუღლე ყოველთვის უყურებს ჩემს გამოსვლებს და რჩევებს მაძლევს, ამ მხრივ ასევე "მაკონტრილებს" დედა, ის მედიამონიტორინგზე მუშაობს, თან ჟურნალისტია და ხომ ხვდებით, როგორ მიუდგება ამ საკითხს?!

ნინიკო

- 2 წლისა და 4 თვის ნინიკოს ძალიან გამოკვეთილი და ძლიერი ხასიათი აქვს. თუ თვითონ არ აქვს სურვილი, ვერაფერს გააკეთებინებ, იცის, რაც უნდა და საწადელს აღწევს კიდეც. ძალიან უყვარს წიგნები, სულ რაღაცის წაკითხვას გვთხოვს. როგორც ვატყობ, ვენატრები ხოლმე და როცა მხედავს, ჩემ გარდა არავინ უნდა, მაგრამ მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, ხშირად დადიან ერთად, უყურებენ საინტერესო მულტფილმებს, კითხულობენ წიგნებს და ერთმანეთს გადასარევად უგებენ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"