საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ღლონტი - შალვას დილის გადაცემა დაიხურა იმიტომ, რომ ზიანს აყენებდა შალვასაც და "მაესტროსაც"
მამუკა ღლონტი - შალვას დილის გადაცემა დაიხურა იმიტომ, რომ ზიანს აყენებდა შალვასაც და "მაესტროსაც"

"მა­ესტრო­ზე" დიდი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ი­წყო. არხი სა­ერ­თო მა­უ­წყებ­ლის ფორ­მატ­ზე გა­და­დის. სექ­ტემ­ბრი­დან კი ორად იყო­ფა და ცალ­კე ახა­ლი ამ­ბე­ბის არხი გა­აგ­რძე­ლებს მა­უ­წყებ­ლო­ბას. მა­მუ­კა ღლონტს ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ.

- თე­ბერ­ვლი­დან რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პე­რი­ო­დი გვექ­ნე­ბა, რად­გან "მა­ესტროს" ბა­ზა­ზე ორი არხი უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. ერთს ერ­ქმე­ვა "მა­ესტრო" და იქ­ნე­ბა სა­ერ­თო მა­უ­წყე­ბე­ლი და მე­ო­რე, "მა­ესტრო 24", იქ­ნე­ბა ახა­ლი ამ­ბე­ბის არხი. ეს პე­რი­ო­დი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ჰიბ­რი­დულ არხს პირ­ვე­ლი ორი პრო­ექ­ტი - "მა­ესტროს დილა" და "შუ­ა­დღე" თე­ბერ­ვლი­დან და­ე­მა­ტე­ბა. აპ­რი­ლი­დან სა­ღა­მოს პრა­იმ ტა­იმს მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბა და სექ­ტემ­ბერ­ში ორი­ვე არხი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ გა­ცალ­კევ­დე­ბა.

- საკ­მა­ოდ დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა ტე­ლე­ბა­ზარ­ზე დი­ლის გა­და­ცე­მებ­ში.

- ჩვე­ნი დილა ში­ნა­არ­სობ­რი­ვად იგი­ვე იქ­ნე­ბა, რად­გან სა­ერ­თო მა­უ­წყებ­ლის დი­ლას ერთი ფორ­მა­ტი აქვს, უბ­რა­ლოდ ვეც­დე­ბით, უფრო სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ვა­კე­თოთ, რო­გორც წამ­ყვა­ნე­ბით, ასე­ვე თე­მე­ბი­თა და სი­უ­ჟე­ტე­ბით. დი­ლას მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი და ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი წა­იყ­ვა­ნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორი­ვეს კარ­გად იც­ნობს. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ჭებს, ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლე­ბი, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არი­ან. "შუ­ა­დღეს" ნიკა ლო­მი­ძე და ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე გა­უ­ძღვე­ბი­ან. ასე­ვე ერთი თა­ნა­წამ­ყვა­ნი ეყო­ლე­ბათ და სტუმ­რებს და­პა­ტი­ჟე­ბენ.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ტი­უ­რად აა­ნონ­სებ­დით ახალ გა­და­ცე­მას - "ვის და­ე­ცე­მა ტუზი".

- "ტუზი" გა­სარ­თო­ბი პრო­ექ­ტია, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი მო­ნა­ცე­მის ადა­მი­ანს. საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტია სო­ლი­დუ­რი პრი­ზით. გა­და­ცე­მას ნიკა ლო­მი­ძე წა­იყ­ვანს. ნა­ნი­კო, გარ­და "შუ­ა­დღი­სა", მოყ­ვი­თა­ლო თოქ­შო­უ­საც გა­უ­ძღვე­ბა, რო­მე­ლიც კვი­რა­ში ერთხელ გავა.

- ბოლო წლე­ბის მოვ­ლე­ნე­ბის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბევრ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­ხე­ზე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. რთუ­ლი არ იყო მათი შერ­ჩე­ვა?

- მე არ ვფიქ­რობ, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან გად­მოვ­ლენ ან გად­მო­ვიდ­ნენ, რა­ი­მე მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით არი­ან დატ­ვირ­თუ­ლი. მით უმე­ტეს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი მე­ფობ­და. ჩვენ თუ იმ პრინ­ცი­პით და­ვი­წყებთ ადა­მი­ა­ნე­ბის შერ­ჩე­ვას, ვინ სუფ­თაა, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ციფ­რამ­დე და­ვალთ.

- თუ არ ვცდე­ბით, მუ­სი­კა­ლურ კონ­კურსსაც იწყებთ...

- დიახ, აპ­რი­ლი­დან "მაგ­თის ვარ­სკვლა­ვი" და­ი­წყე­ბა და მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის გარ­და ეს იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი შოუც, რად­გან მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თად იცხოვ­რე­ბენ. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს მი­ნი­მუმ ერ­თწ­ლი­ან კონ­ტრაქტს გა­ვუ­ფორ­მებთ და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ტურ­ნე­ებს და­ვუ­გეგ­მავთ. თუ გა­ა­მარ­თლებს და ვნა­ხავთ, რომ რე­სურ­სი აღ­მო­აჩ­ნდე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა, ეს კონ­ტრაქ­ტი ხუთ წლამ­დეც გაგ­რძელ­დეს. გვინ­და, ისევ დავ­ბრუნ­დეთ შო­უ­ბიზ­ნეს­ში სა­კუ­თა­რი მომ­ღერ­ლე­ბით.

- დღეს, გა­ყო­ფი­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი ისევ ერ­თად ჩნდე­ბი­ან კონ­ცერ­ტებ­ზე.

- ძა­ლი­ან კარ­გი, რაც უფრო ადრე მორ­ჩე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ყო­ფა, მით უფრო მალე ამო­ი­სუნ­თქვავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ზე, ვი­საც სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი არ აქვს ჩა­დე­ნი­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ უნდა და­ი­ბოღ­მოს და მომ­ღე­რალ­მა, რო­მე­ლიც მი­შას დროს მღე­რო­და, ახ­ლაც უნდა იმ­ღე­როს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ხალ­ხი მი­უ­ტე­ვებს ამ ადა­მი­ა­ნებს?

- არ ვიცი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს უნდა გა­ა­კე­თოს. ზონ­დე­რი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს სცემ­და, თუ ახლა გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის წევ­რი, რო­მელ­საც სცე­მენ, გა­მო­დის, რომ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მათ არ ექ­ნე­ბათ თვით­ცენ­ზუ­რა?

- რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მო­ი­ნა­ნი­ებს იმას, რომ თვალს ხუ­ჭავ­და მომ­ხდარ­ზე, მით უფრო მალე და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას, თუ ვერ მო­ი­ნა­ნი­ებს, იმით არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, რომ აქი­ლი­კო. ადა­მი­ანს როცა აპა­ტი­ე­ბენ, მა­შინ ად­გე­ბა თვალ­ზე ცრემ­ლი.

- რა ბედი ეწე­ვათ ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლის, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის, თეა სი­ჭი­ნა­ვას გა­და­ცე­მებს?

- ისი­ნი არი­ან მა­ესტრო­ე­ლე­ბი და ასე დარ­ჩე­ბი­ან. შალ­ვას დი­ლის გა­და­ცე­მა და­ი­ხუ­რა, იმი­ტომ, რომ ვფიქ­რობ, უკვე ზი­ანს აყე­ნებ­და შალ­ვა­საც და "მა­ესტრო­საც", რად­გან აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღარ არის დი­ლას მძი­მე თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი, როცა ამ თე­მებ­ზე შე­გიძ­ლია, სა­ღა­მო­საც ილა­პა­რა­კო. შე­სა­ბა­მი­სად, დი­ლის გა­და­ცე­მას ამი­ტომ ვცვლით. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენს, ყვე­ლა პრო­ექ­ტი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, უბ­რა­ლოდ, ნინო ახლა შრი ლან­კა­შია, თვის ბო­ლოს დაბ­რუნ­დე­ბა და ძვე­ლე­ბუ­რად გაგ­რძელ­დე­ბა გა­და­ცე­მა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ხომ არ იქ­ნე­ბა მე­დი­ა­ში?

- არ მგო­ნია, მაგ­რამ ნე­ტავ მარ­თლა ასე მოხ­დეს. ისე აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღარ არის პო­ლი­ტი­კა, ჩვე­ნი რე­ი­ტინ­გი საგ­რძნობ­ლად და­ე­ცა, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში აღარ ხდე­ბა ის კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი, რაც აქამ­დე ხდე­ბო­და. რო­მე­ლი­ღაც ნა­ძი­რა­ლას და­კა­ვე­ბა კა­ტაკ­ლიზ­მა არ არის. ეს სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხე­ბის ხვედ­რია, როცა არა­ფე­რი ხდე­ბა, და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვთ.

- მა­შინ რა სა­ჭი­როა, მე­ო­რე, ახა­ლი ამ­ბე­ბის არხი?

- მარ­ტო რე­ი­ტინ­გი არ არის. ეს სო­ლი­დუ­რო­ბის მო­მენ­ტია. გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­თვის ტარ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი. ოქ­ტომ­ბერ­შიც არ­ჩევ­ნე­ბია. თა­ნაც ჩვენ მი­ვიჩ­ნევთ, რომ "ნიუს არ­ხის" ერ­თა­დერ­თი ნიშა, რაც "მა­ესტროს" აქვს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს.

- მარ­თა­ლია, "მა­ესტრო­ზე" ახ­ლა ბევ­რი რეკ­ლა­მა გა­დის, მაგ­რამ გარ­და ამ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი­სა, კი­დევ რა სახ­სრე­ბით გა­ა­კე­თებთ ამ გა­და­ცე­მებს?

- პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, რომ ბიზ­ნეს­კა­ნო­ნე­ბით ვი­თა­მა­შოთ. მა­ნამ­დე ვამ­ბობ­დი, გინ­და სა­ა­კაშ­ვილ­მა და­მა­ფი­ნან­სოს, ნუ ჩა­ე­რე­ვა სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში-მეთ­ქი, ეს იყო იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სახ­სარს ვერ მო­ვი­პო­ვებ­დით. ახლა რეკ­ლა­მა გა­თა­ვი­სუფ­ლდა და ჩვენ უკვე თვით­და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­და­ვე­დით. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ უზარ­მა­ზარ ხარ­ჯებს ვე­რე­ვით და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის კრე­დი­ტის აღე­ბას ვა­პი­რებთ.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერ­და, რაც ნინო თო­ლორ­და­ვა მი­იწ­ვი­ეს "მა­ეს­ტორ­ზე", ამ არხს შეგ­ნე­ბუ­ლად აღარ ვუ­ყუ­რე­ბო.

- არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა ხდე­ბა ეკ­რან­ზე, მთა­ვა­რია, რა ხდე­ბა ეკ­რანს მიღ­მა. მათ შო­რის არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც პა­ტივს ვცემ. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა ხდე­ბა ეკ­რან­ზე. სა­მარ­თლი­ან, ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ქალ­ბა­ტო­ნი ნინო თო­ლორ­და­ვა წა­ი­კი­თხავს თუ სხვა ჟურ­ნა­ლის­ტი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მით უმე­ტეს, მე ნი­ნოს პო­ზი­ცია რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ვი­ცო­დი, ვიდ­რე ის "პირ­ვე­ლი არ­ხი­დან" წა­მო­ვი­დო­და. ნი­ნოს­თან ვი­სა­უბ­რეთ და ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი ემ­თხვე­ო­და ერ­თმა­ნეთს. ეს არ იყო სპონ­ტა­ნუ­რად მოყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ მე ვერ ვხე­დავ "მა­ესტრო­ში" ნი­ნოს მუ­შა­ო­ბა­ში პრობ­ლე­მას.

- ბოლო დროს ხში­რად აკრი­ტი­კე­ბენ "პრეს-პრესს", სა­დაც გია ხუ­ხაშ­ვი­ლის სტუმ­რო­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებ­მა და გა­და­ცე­მამ საკ­მა­ოდ ცუდი შე­ფა­სე­ბა დაიმ­სა­ხუ­რა.

- ვა­ღი­ა­რებ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ბევ­რი პრობ­ლე­მაა. ეს არ ეხე­ბა დი­ა­ნას. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მოს­მე­ნა არ იცი­ან. ადრე ჟურ­ნა­ლის­ტი კი­თხვას რომ უს­ვამ­და ხე­ლი­სუ­ფალს, ის პა­სუხს არ აძ­ლევ­და და სხვა თე­მა­ზე იწყებ­და ლა­პა­რაკს, ახლა სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა და კი­თხვას რომ უს­ვა­მენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­სუხს იძ­ლე­ვა, მაგ­რამ ამის მოს­მე­ნა აღარ სურს ჟურ­ნა­ლისტს და მე­ო­რე კი­თხვა­ზე გა­და­დის ან სა­უ­ბარს აწყვე­ტი­ნებს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ინერ­ცი­ით აგ­რძე­ლე­ბენ ღია კა­რის მტვრე­ვას.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, ახ­ლა­ხან ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს "მა­ესტრომ" პრო­ცე­სი მო­უ­გო.

- 16 მი­ლი­ონს გვე­და­ვე­ბო­და და აქე­დან ათ მი­ლი­ონს რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის­თვის. მო­სა­მარ­თლემ ჰკი­თხა, ის ფირ­მა, რომ­ლის რე­პუ­ტა­ცი­აც შე­ი­ლა­ხა, მა­ნამ­დეც გქონ­დათ, თუ "მა­ესტროს­თვის" შექ­მე­ნი­თო და არა, "მა­ესტროს­თვის" შევ­ქმე­ნი­თო. რო­გორც მი­ნი­მუმ, რე­პუ­ტა­ცია უნდა გქონ­დეს, რომ შე­გე­ლა­ხოს და არა­და, ფირ­მა მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და.

- ერო­სი თა­ვად თუ ეს­წრე­ბო­და პრო­ცესს?

- ბოლო პრო­ცეს­ზე მო­ვი­და. მი­ლი­ონ სა­მა­სი ათა­სი უნდა გა­დაგ­ვი­ხა­დოს და იმ 16 მი­ლი­ო­ნი­დან ჩვენ არა­ფერს ვუხ­დით. ახლა იქ­ნე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც თუ მის­თვის ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა, სა­კან­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. "მა­ესტრო­ში" შე­მო­იჭ­რა, მოხ­სნა დი­რექ­ტო­რი და შე­ნო­ბა­ში დარ­ჩა, რის შემ­დე­გაც დე­კო­რა­ცია და­ამ­ტვრია, სა­დე­ნე­ბი გა­დაჭ­რა და აპა­რა­ტუ­რა მო­ი­პა­რა. ამა­ზე პა­სუ­ხი უნდა აგოს. იმ­დე­ნად უტვი­ნოა, რომ ამ­ბობს, მე არა, აპა­რა­ტუ­რა "მა­ესტრომ" წა­ი­ღოო და ამ დროს, კადრში ჩანს, რო­გორ გა­მო­დი­ან ხელ­ცა­რი­ე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­ნო­ბი­დან. მე­ო­რე დღეს კი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ა­ტა­რა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ნა­ხეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ად­გილ­ზე იყო.

- მა­შინ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც.

- ჩარ­თუ­ლი კი არა, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გეგ­მა იყო. ამო­ი­ღოს გა­მო­ძი­ე­ბამ იმ დღის სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი, ვის ესა­უბ­რე­ბა ერო­სი, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს იქ­ნე­ბა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი. მე არ ვიცი, რა მო­ა­ტყუა მას ერო­სიმ. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სხვა­ნა­ი­რად და­უ­ხა­ტა სი­ტუ­ა­ცია, მა­საც მოჰ­პა­რა ფული. მერე გა­ვი­გე, რომ ყველ­გან ტყუ­ი­ლებს ლა­პა­რა­კობ­და. ისიც შე­იყ­ვა­ნა შეც­დო­მა­ში და გა­და­რია, მაგ­რამ არა­ნა­ი­რად არ ვა­მარ­თლებ ოქ­რუ­აშ­ვილს.

- ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან სა­უბ­რის მცდე­ლო­ბა არ გქო­ნი­ათ?

- არ მაქვს სურ­ვი­ლი, რა­ი­მე შე­ხე­ბა მქონ­დეს იმ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც ტიტ­ველ ქა­ლებს დას­დევ­და სა­როს­კი­პო­ებ­ში და ვი­დე­ოს უღებ­და.

- რო­გორ ფიქ­რობთ, სწო­რად მი­დის დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი?

- ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ რომ მო­ვი­თხო­ვოთ, ყვე­ლა­ფე­რი უშეც­დო­მოდ იყოს, აბ­სურ­დია, რა თქმა უნდა, ამა­თაც აქვთ შეც­დო­მე­ბი და მო­მა­ვალ­შიც ექ­ნე­ბათ, მაგ­რამ მე და­ვი­ნა­ხე მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ზე" ატე­ხი­ლი ხმა­უ­რის გამო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებს ხსნის. ეს ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ხალ­ხის აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებს და მი­ტინ­გი რომ გა­ი­მარ­თოს, სა­ერ­თოდ...

- რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა მი­ტინ­გი უკვე ვნა­ხეთ, მა­გა­ლი­თად, ბაჩო ახა­ლი­ას მხარ­დამ­ჭე­რი...

- თეა თუთ­ბე­რი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" წერ­და, ვაპ­რო­ტეს­ტებ პი­ა­ნისტ ბექა გო­ჩი­აშ­ვილ­ზე ზე­წო­ლა­სო და მივ­წე­რე, აქამ­დე რა­ტომ არ აპ­რო­ტეს­ტებ­დი არც ერთ ზე­წო­ლას-მეთ­ქი. ეს არის წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის მი­სა­ღე­ბი პრო­ტეს­ტი, თუმ­ცა ისი­ნიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი არი­ან და მათი ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ყვე­ლამ ნახა, რომ არ გავ­ხდით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხალ­ხის ტე­ლე­ვი­ზია და ყვე­ლა­ზე მე­ტად ვაკ­რი­ტი­კებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე ვამ­ბობ, რომ მათი გა­დად­გმუ­ლი ბევ­რი ნა­ბი­ჯი მომ­წონს და იმე­დი­ა­ნად ვარ გან­წყო­ბი­ლი.

- ინგა გრი­გო­ლი­ა­ზეც გკი­თხავ, ამ­ბობ­დნენ, რომ თქვენ­თან იწყებ­და მუ­შა­ო­ბას.

- ინ­გას შევ­ხვდი, ოღონდ პო­ლი­ტი­კურ თოქ­შო­უ­ზე უარი ვუ­თხა­რი. ჯერ ერთი, პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შოუ რომ ჩას­ვა, და­მა­ტე­ბი­თი ად­გი­ლი არ არის, ძა­ლი­ან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვყავს ამ დარ­გში. ინ­გას შევ­თა­ვა­ზე, სხვა სა­ხის თოქ­შო­უს თუ გა­ა­კე­თებ­და, თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურს. რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ მო­უნ­და, რად­გან არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია.

- ბო­ლოს მა­ინც ხომ არ გაგ­ვიმ­ხელთ კი­დევ ერთ სა­ხეს, რო­მე­ლიც "მა­ესტრო­ზე" გა­მოჩ­ნდე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა, სოსო თო­ლო­რია ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ამე­რი­კი­დან, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

მამუკა ღლონტი - შალვას დილის გადაცემა დაიხურა იმიტომ, რომ ზიანს აყენებდა შალვასაც და "მაესტროსაც"

მამუკა ღლონტი - შალვას დილის გადაცემა დაიხურა იმიტომ, რომ ზიანს აყენებდა შალვასაც და "მაესტროსაც"

"მაესტროზე" დიდი რეორგანიზაცია დაიწყო. არხი საერთო მაუწყებლის ფორმატზე გადადის. სექტემბრიდან კი ორად იყოფა და ცალკე ახალი ამბების არხი გააგრძელებს მაუწყებლობას. მამუკა ღლონტს ცვლილებების შესახებ ვესაუბრეთ.

- თებერვლიდან რეორგანიზაციის პერიოდი გვექნება, რადგან "მაესტროს" ბაზაზე ორი არხი უნდა ჩამოყალიბდეს. ერთს ერქმევა "მაესტრო" და იქნება საერთო მაუწყებელი და მეორე, "მაესტრო 24", იქნება ახალი ამბების არხი. ეს პერიოდი, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. ჰიბრიდულ არხს პირველი ორი პროექტი - "მაესტროს დილა" და "შუადღე" თებერვლიდან დაემატება. აპრილიდან საღამოს პრაიმ ტაიმს მეგაპროექტები შეუერთდება და სექტემბერში ორივე არხი ჩამოყალიბდება და საბოლოოდ გაცალკევდება.

- საკმაოდ დიდი კონკურენციაა ტელებაზარზე დილის გადაცემებში.

- ჩვენი დილა შინაარსობრივად იგივე იქნება, რადგან საერთო მაუწყებლის დილას ერთი ფორმატი აქვს, უბრალოდ ვეცდებით, უფრო საინტერესოდ გავაკეთოთ, როგორც წამყვანებით, ასევე თემებითა და სიუჟეტებით. დილას მანიკა ასათიანი და ნინუცა მაყაშვილი წაიყვანენ, საზოგადოება ორივეს კარგად იცნობს. რაც შეეხება ბიჭებს, ნაკლებად ცნობილები, მაგრამ ძალიან კარგები არიან. "შუადღეს" ნიკა ლომიძე და ნანიკო ხაზარაძე გაუძღვებიან. ასევე ერთი თანაწამყვანი ეყოლებათ და სტუმრებს დაპატიჟებენ.

- "ფეისბუქზე" აქტიურად აანონსებდით ახალ გადაცემას - "ვის დაეცემა ტუზი".

- "ტუზი" გასართობი პროექტია, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი მონაცემის ადამიანს. საკმაოდ ორიგინალური პროექტია სოლიდური პრიზით. გადაცემას ნიკა ლომიძე წაიყვანს. ნანიკო, გარდა "შუადღისა", მოყვითალო თოქშოუსაც გაუძღვება, რომელიც კვირაში ერთხელ გავა.

- ბოლო წლების მოვლენების გამო, საზოგადოება ბევრ სატელევიზიო სახეზე გაღიზიანებულია. რთული არ იყო მათი შერჩევა?

- მე არ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან გადმოვლენ ან გადმოვიდნენ, რაიმე მორალური პასუხისმგებლობით არიან დატვირთული. მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც ტოტალიტარიზმი მეფობდა. ჩვენ თუ იმ პრინციპით დავიწყებთ ადამიანების შერჩევას, ვინ სუფთაა, ძალიან პატარა ციფრამდე დავალთ.

- თუ არ ვცდებით, მუსიკალურ კონკურსსაც იწყებთ...

- დიახ, აპრილიდან "მაგთის ვარსკვლავი" დაიწყება და მუსიკალური კონკურსის გარდა ეს იქნება რეალური შოუც, რადგან მონაწილეები ერთად იცხოვრებენ. კონკურსში გამარჯვებულ რამდენიმე ადამიანს მინიმუმ ერთწლიან კონტრაქტს გავუფორმებთ და საქართველოს მასშტაბით ტურნეებს დავუგეგმავთ. თუ გაამართლებს და ვნახავთ, რომ რესურსი აღმოაჩნდებათ, შეიძლება, ეს კონტრაქტი ხუთ წლამდეც გაგრძელდეს. გვინდა, ისევ დავბრუნდეთ შოუბიზნესში საკუთარი მომღერლებით.

- დღეს, გაყოფილი შოუბიზნესის ძველი სახეები ისევ ერთად ჩნდებიან კონცერტებზე.

- ძალიან კარგი, რაც უფრო ადრე მორჩება ადამიანების გაყოფა, მით უფრო მალე ამოისუნთქვავს საზოგადოება. ყველა იმ ადამიანზე, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული არ აქვს ჩადენილი, საზოგადოება არ უნდა დაიბოღმოს და მომღერალმა, რომელიც მიშას დროს მღეროდა, ახლაც უნდა იმღეროს.

- როგორ ფიქრობთ, ხალხი მიუტევებს ამ ადამიანებს?

- არ ვიცი, საზოგადოებამ ეს უნდა გააკეთოს. ზონდერი, რომელიც ადამიანებს სცემდა, თუ ახლა გახდება საზოგადოების ის წევრი, რომელსაც სცემენ, გამოდის, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.

- როგორ ფიქრობთ, მათ არ ექნებათ თვითცენზურა?

- რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს იმას, რომ თვალს ხუჭავდა მომხდარზე, მით უფრო მალე დაუბრუნდება საზოგადოებას და ღირებულებების პატივისცემას, თუ ვერ მოინანიებს, იმით არაფერი ეშველება, რომ აქილიკო. ადამიანს როცა აპატიებენ, მაშინ ადგება თვალზე ცრემლი.

- რა ბედი ეწევათ ნინო ჟიჟილაშვილის, შალვა რამიშვილის, თეა სიჭინავას გადაცემებს?

- ისინი არიან მაესტროელები და ასე დარჩებიან. შალვას დილის გადაცემა დაიხურა, იმიტომ, რომ ვფიქრობ, უკვე ზიანს აყენებდა შალვასაც და "მაესტროსაც", რადგან აქტუალური აღარ არის დილას მძიმე თემებზე საუბარი, როცა ამ თემებზე შეგიძლია, საღამოსაც ილაპარაკო. შესაბამისად, დილის გადაცემას ამიტომ ვცვლით. რაც შეეხება დანარჩენს, ყველა პროექტი შენარჩუნებულია, უბრალოდ, ნინო ახლა შრი ლანკაშია, თვის ბოლოს დაბრუნდება და ძველებურად გაგრძელდება გადაცემა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენიმე თვეში პოლიტიკური თემების ნაკლებობა ხომ არ იქნება მედიაში?

- არ მგონია, მაგრამ ნეტავ მართლა ასე მოხდეს. ისე აქტუალური აღარ არის პოლიტიკა, ჩვენი რეიტინგი საგრძნობლად დაეცა, რადგან ქვეყანაში აღარ ხდება ის კატაკლიზმები, რაც აქამდე ხდებოდა. რომელიღაც ნაძირალას დაკავება კატაკლიზმა არ არის. ეს საინფორმაციო არხების ხვედრია, როცა არაფერი ხდება, დაბალი რეიტინგი აქვთ.

- მაშინ რა საჭიროა, მეორე, ახალი ამბების არხი?

- მარტო რეიტინგი არ არის. ეს სოლიდურობის მომენტია. გარდა ამისა, ქვეყანაში ყოველთვის ტარდება არჩევნები. ოქტომბერშიც არჩევნებია. თანაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ "ნიუს არხის" ერთადერთი ნიშა, რაც "მაესტროს" აქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

- მართალია, "მაესტროზე" ახ­ლა ბევრი რეკლამა გადის, მაგრამ გარდა ამ ფინანსური რესურსისა, კიდევ რა სახსრებით გააკეთებთ ამ გადაცემებს?

- პირველი ოქტომბრიდან გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ბიზნესკანონებით ვითამაშოთ. მანამდე ვამბობდი, გინდა სააკაშვილმა დამაფინანსოს, ნუ ჩაერევა სარედაქციო დამოუკიდებლობაში-მეთქი, ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც სახსარს ვერ მოვიპოვებდით. ახლა რეკლამა გათავისუფლდა და ჩვენ უკვე თვითდაფინანსებაზე გადავედით. ჯერჯერობით ამ უზარმაზარ ხარჯებს ვერევით და ახალი პროექტებისთვის კრედიტის აღებას ვაპირებთ.

- რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რაც ნინო თოლორდავა მიიწვიეს "მაესტორზე", ამ არხს შეგნებულად აღარ ვუყურებო.

- არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება ეკრანზე, მთავარია, რა ხდება ეკრანს მიღმა. მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც პატივს ვცემ. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, რა ხდება ეკრანზე. სამართლიან, ობიექტურ ინფორმაციას ქალბატონი ნინო თოლორდავა წაიკითხავს თუ სხვა ჟურნალისტი, მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს, მე ნინოს პოზიცია რამდენიმე თვით ადრე ვიცოდი, ვიდრე ის "პირველი არხიდან" წამოვიდოდა. ნინოსთან ვისაუბრეთ და ჩვენი პოზიციები ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს არ იყო სპონტანურად მოყვანილი ადამიანი, ამიტომ მე ვერ ვხედავ "მაესტროში" ნინოს მუშაობაში პრობლემას.

- ბოლო დროს ხშირად აკრი­ტიკებენ "პრეს-პრესს", სადაც გია ხუხაშვილის სტუმრობისას ჟურ­ნალისტების კითხვებმა და გადაცე­მამ საკმაოდ ცუდი შეფასება დაიმ­სახურა.

- ვაღიარებ, ჟურნალისტიკაში ბევრი პრობლემაა. ეს არ ეხება დიანას. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჟურნალისტებმა მოსმენა არ იციან. ადრე ჟურნალისტი კითხვას რომ უსვამდა ხელისუფალს, ის პასუხს არ აძლევდა და სხვა თემაზე იწყებდა ლაპარაკს, ახლა სიტუაცია შეიცვალა და კითხვას რომ უსვამენ, ხელისუფლება პასუხს იძლევა, მაგრამ ამის მოსმენა აღარ სურს ჟურნალისტს და მეორე კითხვაზე გადადის ან საუბარს აწყვეტინებს. ჟურნალისტები ინერციით აგრძელებენ ღია კარის მტვრევას.

- ბატონო მამუკა, ახლახან ეროსი კიწმარიშვილს "მაესტრომ" პროცესი მოუგო.

- 16 მილიონს გვედავებოდა და აქედან ათ მილიონს რეპუტაციის შელახვისთვის. მოსამართლემ ჰკითხა, ის ფირმა, რომლის რეპუტაციაც შეილახა, მანამდეც გქონდათ, თუ "მაესტროსთვის" შექმენითო და არა, "მაესტროსთვის" შევქმენითო. როგორც მინიმუმ, რეპუტაცია უნდა გქონდეს, რომ შეგელახოს და არადა, ფირმა მანამდე არ არსებობდა.

- ეროსი თავად თუ ესწრებოდა პროცესს?

- ბოლო პროცესზე მოვიდა. მილიონ სამასი ათასი უნდა გადაგვიხადოს და იმ 16 მილიონიდან ჩვენ არაფერს ვუხდით. ახლა იქნება სისხლის სამართლის პროცესი, რომელიც თუ მისთვის ცუდად დამთავრდება, საკანში აღმოჩნდება. "მაესტროში" შემოიჭრა, მოხსნა დირექტორი და შენობაში დარჩა, რის შემდეგაც დეკორაცია დაამტვრია, სადენები გადაჭრა და აპარატურა მოიპარა. ამაზე პასუხი უნდა აგოს. იმდენად უტვინოა, რომ ამბობს, მე არა, აპარატურა "მაესტრომ" წაიღოო და ამ დროს, კადრში ჩანს, როგორ გამოდიან ხელცარიელი თანამშრომლები შენობიდან. მეორე დღეს კი პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტებმა ნახეს, რომ ყველაფერი ადგილზე იყო.

- მაშინ ამ პროცესში ჩართული იყო ირაკლი ოქრუაშვილიც.

- ჩართული კი არა, ირაკლი ოქრუაშვილის გეგმა იყო. ამოიღოს გამოძიებამ იმ დღის სატელეფონო ჩანაწერი, ვის ესაუბრება ეროსი, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს იქნება ირაკლი ოქრუაშვილი. მე არ ვიცი, რა მოატყუა მას ეროსიმ. არ გამოვრიცხავ, რომ სხვანაირად დაუხატა სიტუაცია, მასაც მოჰპარა ფული. მერე გავიგე, რომ ყველგან ტყუილებს ლაპარაკობდა. ისიც შეიყვანა შეცდომაში და გადარია, მაგრამ არანაირად არ ვამართლებ ოქრუაშვილს.

- ირაკლი ოქრუაშვილთან საუბრის მცდელობა არ გქონიათ?

- არ მაქვს სურვილი, რაიმე შეხება მქონდეს იმ ადამიანთან, რომელიც ტიტველ ქალებს დასდევდა საროსკიპოებში და ვიდეოს უღებდა.

- როგორ ფიქრობთ, სწორად მიდის დღეს პოლიტიკური პროცესები?

- ნაციონალური ხელისუფლების შემდეგ რომ მოვითხოვოთ, ყველაფერი უშეცდომოდ იყოს, აბსურდია, რა თქმა უნდა, ამათაც აქვთ შეცდომები და მომავალშიც ექნებათ, მაგრამ მე დავინახე მთავრობა, რომელიც "ფეისბუქზე" ატეხილი ხმაურის გამო მინისტრის მოადგილეებს ხსნის. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც ხალხის აზრს ითვალისწინებს და მიტინგი რომ გაიმართოს, საერთოდ...

- რამდენიმე პატარა მიტინგი უკვე ვნახეთ, მაგალითად, ბაჩო ახალიას მხარდამჭერი...

- თეა თუთბერიძე "ფეისბუქზე" წერდა, ვაპროტესტებ პიანისტ ბექა გოჩიაშვილზე ზეწოლასო და მივწერე, აქამდე რატომ არ აპროტესტებდი არც ერთ ზეწოლას-მეთქი. ეს არის წმინდა პოლიტიკური დივიდენდების მისაღები პროტესტი, თუმცა ისინიც საზოგადოების წევრები არიან და მათი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ყველამ ნახა, რომ არ გავხდით გამარჯვებული ხალხის ტელევიზია და ყველაზე მეტად ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, მაგრამ, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ მათი გადადგმული ბევრი ნაბიჯი მომწონს და იმედიანად ვარ განწყობილი.

- ინგა გრიგოლიაზეც გკითხავ, ამბობდნენ, რომ თქვენთან იწყებდა მუშაობას.

- ინგას შევხვდი, ოღონდ პოლიტიკურ თოქშოუზე უარი ვუთხარი. ჯერ ერთი, პოლიტიკური თოქშოუ რომ ჩასვა, დამატებითი ადგილი არ არის, ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს ამ დარგში. ინგას შევთავაზე, სხვა სახის თოქშოუს თუ გააკეთებდა, თუნდაც სოციალურს. რაც, სავარაუდოდ, არ მოუნდა, რადგან არ შემხმიანებია.

- ბოლოს მაინც ხომ არ გაგვიმხელთ კიდევ ერთ სახეს, რომელიც "მაესტროზე" გამოჩნდება.

- შეიძლება, სოსო თოლორია ჩამოვიყვანოთ ამერიკიდან, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები