Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განაჩენი შვილების გაჩენისთვის - ფეხქვეშ გათელილი დემოგრაფია?!
განაჩენი შვილების გაჩენისთვის - ფეხქვეშ გათელილი დემოგრაფია?!

"გა­მარ­ჯო­ბა, თქვე­ნი გა­ზე­თის ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლი ვარ. ვცდი­ლობ არ გა­მოვ­ტო­ვო "კვი­რის პა­ლიტ­რის" არც ერთი ნო­მე­რი. ექ­ვსი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი მყავს, ვცხოვ­რობ ქი­რით. ხში­რად ვკი­თხუ­ლობ თქვე­ნი გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. გა­დავ­წყვი­ტე მეც მო­მე­წე­რა. მას შემ­დეგ, რაც მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დებს ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა შეგ­ვი­ჩერ­და, შვი­ლე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად ულუკ­მა­პუ­როდ დაგ­ვირჩნენ".

სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლი რე­დაქ­ცი­ა­ში ხში­რია, ჩვენ კი, რისი გა­კე­თე­ბაც შეგ­ვიძ­ლია, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სატ­კივ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რამ­დე მი­ტა­ნაა. თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფე­რი სა­ა­ხალ­წლო ჯა­დოს­ნურ ზღა­პარს ჰგავ­და. 31 დე­კემ­ბერს "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" კე­თილ­მა "თოვ­ლის ბა­ბუ­ამ" და­რე­კა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. ჩვენც მა­შინ­ვე თა­ბო­რი­ძე­ებ­თან და­ვა­კავ­ში­რეთ. აი, ასე­თი იღ­ბლი­ა­ნი შემ­თხვე­ვი­სა და "თოვ­ლის ბა­ბუ­ის" წყა­ლო­ბით, ექვს პა­ტა­რას ბედ­ნი­ე­რი, უხვი და ჯა­დოს­ნუ­რი ახა­ლი წელი გა­უ­თენ­და.

სა­ლო­მე, და­თუ­ნა, ქეთი, მა­რი­ა­მი, გი­ორ­გი და ნინო მშობ­ლებ­თან ერ­თად ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ. სახ­ლის ნეს­ტი­ა­ნი კედ­ლე­ბი ერ­თი­ა­ნად დაბ­ზა­რუ­ლია, ია­ტა­კი ალაგ-ალაგ ჩა­ვარ­დნი­ლი, ფან­ჯრებ­ში კი ქარი ზუ­ზუ­ნებს. ბავ­შვე­ბი­დან უფ­რო­სი 13 წლი­საა, უმ­ცრო­სი - სა­მის. ოჯახს ხში­რად პუ­რის ფუ­ლიც არ აქვს, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ისეთ დიდ სიმ­დიდ­რე­ზე, რო­გო­რიც შვი­ლია, არც მო­მა­ვალ­ში იტყვი­ან უარს.

ირი­ნა ვე­ფხვა­ძე, ექ­ვსი შვი­ლის დედა: "კვი­რის პა­ლიტ­რას" ხში­რად ვკი­თხუ­ლობ. ვიცი, არ ტო­ვებთ უყუ­რა­დღე­ბოდ გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს. ბევ­რჯერ გა­ზე­თის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს და ქუ­ჩა­ში, გა­ზე­თე­ბის სტე­ლაჟ­თან ვეც­ნო­ბი საყ­ვა­რელ გა­მო­ცე­მას. იმე­დი მქონ­და, ხმას თუ მო­გაწ­ვდი­დით, ჩვენს ოჯახ­შიც დად­გე­ბო­და სი­ხა­რუ­ლით სავ­სე ახა­ლი წელი. ეს ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი იყო. მე და ჩემი მე­უღ­ლე ვის­ხე­დით და ვფიქ­რობ­დით, რა გვექ­ნა, რომ ბავ­შვე­ბი ახალ წელს ცა­რი­ელ მა­გი­დას­თან არ შეხ­ვედ­როდ­ნენ. ზუს­ტად ამ დროს ტე­ლე­ფონ­მა და­რე­კა, კე­თილ ადა­მი­ანს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სურ­და. მერე შინ გვეწ­ვია - უამ­რა­ვი ტკბი­ლე­უ­ლით, სურ­სა­თი­თა და სა­ოც­ნე­ბო ტე­ლე­ვი­ზო­რით. ჩემი შვი­ლე­ბი უნდა გე­ნა­ხათ, სი­ხა­რუ­ლი­სა და გა­ო­ცე­ბის­გან ხტოდ­ნენ, ცეკ­ვავ­დნენ... ბავ­შვე­ბის გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, ათი წლის სი­ცო­ცხლე მო­მე­მა­ტა. მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ვი­ზო­რი გაგ­ვი­ფუჭ­და, ვინ იცის, რამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, ახლა კი ამ ჯა­დოს­ნურ ყუთს ვე­რაფ­რით მო­ვა­ცი­ლე.

თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში 4 000-მდე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ვართ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და უმე­ტე­სო­ბას სა­კუ­თა­რი ჭერი არ გვაქვს. ქი­რით ვცხოვ­რობთ და თვი­დან თვემ­დე ქი­რის ფულს რის ვაი-ვაგ­ლა­ხით ვა­კო­წი­წებთ. ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბაც გვი­ჭირს, რად­გან მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის სახ­ლში შეშ­ვე­ბა ბევ­რს არ უნდა. თუ სად­მე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში მიხ­ვალ დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად, გე­უბ­ნე­ბი­ან, რა ძალა გად­გა, ამ­დენს რას აჩენ­დიო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

განაჩენი შვილების გაჩენისთვის - ფეხქვეშ გათელილი დემოგრაფია?!

განაჩენი შვილების გაჩენისთვის - ფეხქვეშ გათელილი დემოგრაფია?!

"გამარჯობა, თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველი ვარ. ვცდილობ არ გამოვტოვო "კვირის პალიტრის" არც ერთი ნომერი. ექვსი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ვცხოვრობ ქირით. ხშირად ვკითხულობ თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შესახებ. გადავწყვიტე მეც მომეწერა. მას შემდეგ, რაც მრავალშვილიან დედებს ფულადი დახმარება შეგვიჩერდა, შვილები ფაქტობრივად ულუკმაპუროდ დაგვირჩნენ".

სამწუხაროდ, მსგავსი შინაარსის წერილი რედაქციაში ხშირია, ჩვენ კი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ამ ადამიანების სატკივრის საზოგადოების ყურამდე მიტანაა. თუმცა ახლა ყველაფერი საახალწლო ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავდა. 31 დეკემბერს "კვირის პალიტრაში" კეთილმა "თოვლის ბაბუამ" დარეკა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა და სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარების სურვილი გამოთქვა. ჩვენც მაშინვე თაბორიძეებთან დავაკავშირეთ. აი, ასეთი იღბლიანი შემთხვევისა და "თოვლის ბაბუის" წყალობით, ექვს პატარას ბედნიერი, უხვი და ჯადოსნური ახალი წელი გაუთენდა.

სალომე, დათუნა, ქეთი, მარიამი, გიორგი და ნინო მშობლებთან ერთად ზემო ფონიჭალაში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ. სახლის ნესტიანი კედლები ერთიანად დაბზარულია, იატაკი ალაგ-ალაგ ჩავარდნილი, ფანჯრებში კი ქარი ზუზუნებს. ბავშვებიდან უფროსი 13 წლისაა, უმცროსი - სამის. ოჯახს ხშირად პურის ფულიც არ აქვს, თუმცა ამბობენ, რომ ისეთ დიდ სიმდიდრეზე, როგორიც შვილია, არც მომავალში იტყვიან უარს.

ირინა ვეფხვაძე, ექვსი შვილის დედა: "კვირის პალიტრას" ხშირად ვკითხულობ. ვიცი, არ ტოვებთ უყურადღებოდ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. ბევრჯერ გაზეთის ყიდვის საშუალება არ მაქვს და ქუჩაში, გაზეთების სტელაჟთან ვეცნობი საყვარელ გამოცემას. იმედი მქონდა, ხმას თუ მოგაწვდიდით, ჩვენს ოჯახშიც დადგებოდა სიხარულით სავსე ახალი წელი. ეს ნამდვილი სასწაული იყო. მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვექნა, რომ ბავშვები ახალ წელს ცარიელ მაგიდასთან არ შეხვედროდნენ. ზუსტად ამ დროს ტელეფონმა დარეკა, კეთილ ადამიანს ჩვენი დახმარება სურდა. მერე შინ გვეწვია - უამრავი ტკბილეულით, სურსათითა და საოცნებო ტელევიზორით. ჩემი შვილები უნდა გენახათ, სიხარულისა და გაოცებისგან ხტოდნენ, ცეკვავდნენ... ბავშვების გაბრწყინებული თვალები რომ დავინახე, ათი წლის სიცოცხლე მომემატა. მას შემდეგ, რაც ტელევიზორი გაგვიფუჭდა, ვინ იცის, რამდენი წელი გავიდა, ახლა კი ამ ჯადოსნურ ყუთს ვერაფრით მოვაცილე.

თბილისის მერიაში 4 000-მდე მრავალშვილიანი ოჯახი ვართ რეგისტრირებული და უმეტესობას საკუთარი ჭერი არ გვაქვს. ქირით ვცხოვრობთ და თვიდან თვემდე ქირის ფულს რის ვაი-ვაგლახით ვაკოწიწებთ. ბინის დაქირავებაც გვიჭირს, რადგან მცირეწლოვანი ბავშვების სახლში შეშვება ბევრს არ უნდა. თუ სადმე სახელმწიფო უწყებაში მიხვალ დახმარების სათხოვნელად, გეუბნებიან, რა ძალა გადგა, ამდენს რას აჩენდიო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"