პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი - "ბიზნესზე ყოველდღიური ზეწოლა ხორციელდება"
ვანო მერაბიშვილი - "ბიზნესზე ყოველდღიური ზეწოლა ხორციელდება"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ექ­სპერ­ტებ­მა სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი­დან მო­ი­პო­ვეს და სა­ქარ­თვე­ლო დგას სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზი­სის წი­ნა­შე. კერ­ძოდ, მისი თქმით, რე­ა­ლუ­რი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის ზრდა 2011 წლის ოთხი­ვე კვარ­ტალ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, 2012 წელს კი, პირ­ველ კვარ­ტალ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და მშპ-ს 6,7%-იანი, მე­ო­რე კვარ­ტალ­ში 8,2%-იანი ზრდა, ხოლო მე­სა­მე კვარ­ტალ­ში 7,5%-იანი, მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში კი, 2,3%-იანი კლე­ბა და­ფიქ­სირ­და, რაც ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

გარ­და ამი­სა, მან წარ­მო­ად­გი­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის დე­კემ­ბრის შე­ფა­სე­ბა. მისი თქმით, 2010 წელს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო 6,1%, 2011 წელს 8,5%. მე­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, 2012 წელს და­ფიქ­სირ­და პირ­ვე­ლი ვარ­დნა და მი­ნუს 1,5% შე­ად­გი­ნა, რაც სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა დღგ-ს ბრუნ­ვებს, მე­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, წინა წლის შე­სა­ბა­მის თვეს­თან შე­და­რე­ბით, 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 6%-ს, ნო­ემ­ბერ­ში 3,6%-ს, ხოლო დე­კემ­ბერ­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და შე­ად­გენს მი­ნუს 5,2%-ს.

მე­რა­ბიშ­ვილ­მა ასე­ვე წარ­მო­ად­გი­ნა ექ­სპორ­ტის წლი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში. კერ­ძოდ, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წელს ექ­სპორ­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოქ­ტომ­ბერ­ში იყო 16,3%, ნო­ემ­ბერ­ში მი­ნუს 3,1%, დე­კემ­ბერ­ში კი, მი­ნუს 22,4%.. მან მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში იმ­პორ­ტის ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ იმ­პორ­ტი ოქ­ტომ­ბერ­ში იყო 6,8%, ნო­ემ­ბერ­ში მი­ნუს 4,7%, დე­კემ­ბერ­ში კი - მი­ნუს 9,1%.

რაც შე­ე­ხე­ბა სეს­ხებ­სა და დე­პო­ზი­ტებს, მე­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 2011 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ზრდა. კერ­ძოდ, სეს­ხე­ბი 2011 წელს იყო 4,2%, დე­პო­ზი­ტე­ბი კი - 10,3%, 2012 წელს სეს­ხე­ბი - 1,7%, დე­პო­ზი­ტე­ბი - 2,1%.

ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის კლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თიც და­ა­სა­ხე­ლა. კერ­ძოდ, მისი თქმით, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, რომ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი და სის­ტე­მა­ტი­უ­რი ზე­წო­ლა ბიზ­ნეს­ზე. ასე­ვე, მისი თქმით, პო­ლი­ცი­ამ ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, რაც მისი მი­ნის­ტრო­ბის დროს პო­ლი­ცი­ას აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და.

მე­ო­რე მი­ზე­ზად კი, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის ერ­თი­ა­ნი მკა­ფიო გეგ­მის არარ­სე­ბო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. კერ­ძოდ, მისი თქმით ფერ­მერ­მა და გლეხ­მა არ იცი, რა არის მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი.

"არა­ვინ იცის, თუ რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და ცრუ და­პი­რე­ბე­ბი ამ­ცი­რებს ინ­ვეს­ტო­რე­ბის მზა­ო­ბას ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა მე­რა­ბიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, მშე­ნებ­ლო­ბე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია და ეს და­საქ­მე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ამ თვე­ებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ად­გი­ლი აქვს წი­ნას­წარ გა­დახ­დებს. მე­რა­ბიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ასე­თი კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა და ეს რომ ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მომ­ხდა­რი­ყო, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბო­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

მე­რა­ბიშ­ვილ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რომ ძველ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "ფორ­მა­ში და­ტო­ვა" ბი­უ­ჯე­ტი, არ­სე­ბობს რე­ზერ­ვე­ბი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. თუმ­ცა, მისი თქმით, თუ ახალ­მა მთავ­რო­ბამ დრო­უ­ლად არ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და ზო­მე­ბი, საფრ­თხე არა მხო­ლოდ ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის გეგ­მებს, არა­მედ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებ­საც და­ე­მუქ­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვანო მერაბიშვილი - "ბიზნესზე ყოველდღიური ზეწოლა ხორციელდება"

ვანო მერაბიშვილი - "ბიზნესზე ყოველდღიური ზეწოლა ხორციელდება"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ეკონომიკური მაჩვენებლების პრეზენტაცია გამართა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილმა განაცხადა, ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია "ნაციონალების" ექსპერტებმა სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვეს და საქართველო დგას სერიოზული საბიუჯეტო კრიზისის წინაშე. კერძოდ, მისი თქმით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2011 წლის ოთხივე კვარტალში შეინიშნებოდა, 2012 წელს კი, პირველ კვარტალში შეინიშნებოდა მშპ-ს 6,7%-იანი, მეორე კვარტალში 8,2%-იანი ზრდა, ხოლო მესამე კვარტალში 7,5%-იანი, მეოთხე კვარტალში კი, 2,3%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც ცუდი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, მან წარმოადგინა ეკონომიკური ზრდის დეკემბრის შეფასება. მისი თქმით, 2010 წელს ეს მაჩვენებელი იყო 6,1%, 2011 წელს 8,5%. მერაბიშვილის თქმით, 2012 წელს დაფიქსირდა პირველი ვარდნა და მინუს 1,5% შეადგინა, რაც საგანგაშო ვითარებაა.

რაც შეეხება დღგ-ს ბრუნვებს, მერაბიშვილის თქმით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 2012 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 6%-ს, ნოემბერში 3,6%-ს, ხოლო დეკემბერში კატასტროფული მაჩვენებელია და შეადგენს მინუს 5,2%-ს.

მერაბიშვილმა ასევე წარმოადგინა ექსპორტის წლიური მაჩვენებელი მეოთხე კვარტალში. კერძოდ, მისი ინფორმაციით, 2012 წელს ექსპორტის მაჩვენებელი ოქტომბერში იყო 16,3%, ნოემბერში მინუს 3,1%, დეკემბერში კი, მინუს 22,4%.. მან მეოთხე კვარტალში იმპორტის ზრდის მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმპორტი ოქტომბერში იყო 6,8%, ნოემბერში მინუს 4,7%, დეკემბერში კი - მინუს 9,1%.

რაც შეეხება სესხებსა და დეპოზიტებს, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2011 წლის განმავლობაში შეინიშნებოდა ზრდა. კერძოდ, სესხები 2011 წელს იყო 4,2%, დეპოზიტები კი - 10,3%, 2012 წელს სესხები - 1,7%, დეპოზიტები - 2,1%.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კლებასთან დაკავშირებით, მერაბიშვილმა დღეს რამდენიმე მაგალითიც დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხორციელდება ყოველდღიური და სისტემატიური ზეწოლა ბიზნესზე. ასევე, მისი თქმით, პოლიციამ ეკონომიკური დანაშაულის გამოძიება დაიწყო, რაც მისი მინისტრობის დროს პოლიციას აკრძალული ჰქონდა.

მეორე მიზეზად კი, ყოფილმა პრემიერმა დღევანდელი მთავრობის ერთიანი მკაფიო გეგმის არარსებობა დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით ფერმერმა და გლეხმა არ იცი, რა არის მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტები.

"არავინ იცის, თუ რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს მთავრობას და ცრუ დაპირებები ამცირებს ინვესტორების მზაობას ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მერაბიშვილმა. მისივე თქმით, მშენებლობები შეჩერებულია და ეს დასაქმებაზეც აისახება.

მისივე თქმით, ამ თვეებში "ნაციონალური მოძრაობა" დაადასტურებს, რომ ადგილი აქვს წინასწარ გადახდებს. მერაბიშვილის შეფასებით, ასეთი კრიზისული ვითარება ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა და ეს რომ ძველი ხელისუფლების დროს მომხდარიყო, საგანგებო მდგომარეობა იქნებოდა გამოცხადებული.

მერაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით რომ ძველმა ხელისუფლებამ "ფორმაში დატოვა" ბიუჯეტი, არსებობს რეზერვები, რომლის გათვალისწინებითაც დაგეგმილ პროექტებს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, მისი თქმით, თუ ახალმა მთავრობამ დროულად არ მიიღო გადაწყვეტილებები და ზომები, საფრთხე არა მხოლოდ ამჟამინდელი მთავრობის გეგმებს, არამედ წინა ხელისუფლების დროს დაგეგმილ პროექტებსაც დაემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა