ლონდონელმა მკვლევარებმა ჩაის ახალი სახეობა შექმნეს. მათ ცხელი სასმელი ყავის ფოთლებისგან მოხარშეს.
მეცნიერების აზრით, სასმელი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. მაგალითად, დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის ეფექტური საშუალებაა. მასში ნაკლები კოფეინი და ბევრი ანტიოქსიდანტია, რისი წყალობითაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.
მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.