მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება
 ილია მეორე - დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო მის­გან ჩა­მო­შო­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს და­იბ­რუ­ნებს, - "ინ­ტერ­ფაქ­სის" ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ილია მე­ო­რემ მოს­კოვ­ში, მა­ცხოვ­რის ტა­ძარ­ში გა­მარ­თულ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ბრძა­ნა.

ილია მე­ო­რე მოს­კოვ­ში გუ­შინ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ერე­ბის ერ­თო­ბის ფონ­დის პრე­მი­ით და­ა­ჯილ­დო­ვეს, რო­მელ­საც მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, ეს პრე­მია ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც კო­მუ­ნის­ტუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ღვთის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა, აღად­გი­ნა და აა­შე­ნა ათა­სო­ბით ეკ­ლე­სია, მო­ნას­ტე­რი და მათ­თან ერ­თად აღიდ­გი­ნა სუ­ლი­ე­რე­ბა.

"სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლომ უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა სირ­თუ­ლე­ებს ყო­ველ­თვის უმკლავ­დე­ბო­და... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ღმერ­თის შე­წევ­ნით, ბრძე­ნი და მა­მა­ცი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე რუ­სეთ­ში და, ბუ­ნებ­რი­ვია, აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა. რაც მალე მოხ­დე­ბა ეს, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი უძღვე­ბო­და. მისი თქმით, ილია მე­ო­რემ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ცხოვ­რე­ბის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ნორ­მე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა­სა და რწმე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა გა­ნა­ცხა­და, ილია მე­ო­რე არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, არა­მედ მთე­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­როს დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობს.

"მისი სიბ­რძნე და ღრმა გა­მოც­დი­ლე­ბა და­ეხ­მა­რა რუ­სულ და ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ებს, სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ყვე­ლა­ზე რთულ წლებ­შიც კი შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ ქრის­ტეს­მი­ე­რი, ძმუ­რი და გუ­ლი­თა­დი სიყ­ვა­რუ­ლი", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა.

რუ­სეთ­ში სა­შო­ბაო ფეს­ტი­ვალ­ზე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მიერ და­წე­რი­ლი "ავე მა­რი­აც" შეს­რულ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ილია მეორე - დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება

 ილია მეორე - დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დარწმუნებულია, რომ საქართველო მისგან ჩამოშორებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, - "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ ილია მეორემ მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ბრძანა.

ილია მეორე მოსკოვში გუშინ მართლმადიდებელი ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოვეს, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობს.

როგორც საქართველოს პატრიარქმა ბრძანა, ეს პრემია ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც კომუნისტური მემკვიდრეობის მიუხედავად, ღვთის დიდი სიყვარული გამოავლინა, აღადგინა და ააშენა ათასობით ეკლესია, მონასტერი და მათთან ერთად აღიდგინა სულიერება.

"საუკუნეების განმავლობაში საქართველომ უზარმაზარი გამოცდილება მიიღო, თუმცა სირთულეებს ყოველთვის უმკლავდებოდა... დარწმუნებული ვართ, ღმერთის შეწევნით, ბრძენი და მამაცი ადამიანების დახმარებით, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში და, ბუნებრივია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის", - ბრძანა პატრიარქმა.

დაჯილდოების ცერემონიას რუსეთის პატრიარქი კირილი უძღვებოდა. მისი თქმით, ილია მეორემ წლების განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა ცხოვრების ქრისტიანული ნორმების დამკვიდრებასა და რწმენის გაძლიერებაში.

როგორც პატრიარქმა კირილმა განაცხადა, ილია მეორე არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს დიდი პატივისცემით სარგებლობს.

"მისი სიბრძნე და ღრმა გამოცდილება დაეხმარა რუსულ და ქართულ ეკლესიებს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ყველაზე რთულ წლებშიც კი შეენარჩუნებინათ ქრისტესმიერი, ძმური და გულითადი სიყვარული", - ბრძანა პატრიარქმა კირილმა.

რუსეთში საშობაო ფესტივალზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი "ავე მარიაც" შესრულდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"