პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოს ნატოში გაწევრიანება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს"
მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოს ნატოში გაწევრიანება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს"

სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ევ­რო­საბ­ჭო­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ძა­ლი­ან დიდი გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ, რო­მე­ლიც მან ერე­ვან­ში ვი­ზი­ტის დროს გა­ა­კე­თა.

"მან ხაზი გა­უს­ვა, რომ ქვე­ყა­ნას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნა­ტოს­თან და რუ­სეთ­თან ერ­თდრო­უ­ლად და ცოტა უც­ნა­უ­რი ტო­ლო­ბა დას­ვა ამ ორ ძა­ლას შო­რის და მა­გა­ლი­თად ჩვე­ნი სო­მე­ხი მე­გობ­რე­ბი მო­იყ­ვა­ნა. სა­ქარ­თვე­ლომ აირ­ჩია ნა­ტოს წევ­რო­ბა, სომ­ხეთ­მა ეს გზა არ აირ­ჩია. ეს არის ნე­ბის­მი­ე­რი ერის სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბა, რომ აირ­ჩი­ოს ის გზა, რო­მე­ლიც მის­თვის უფრო მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ინ­ტეგ­რა­ცია სხვა­დას­ხვა მცნე­ბე­ბია. ის, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, სამ­წუ­ხა­როდ, ცვლის ყვე­ლა­ფერს, რაც ჩვენ აქამ­დე გვით­ქვამს. ის ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში წევ­რო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გეს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, ერ­თია, რო­დე­საც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სეთ­თან, მაგ­რამ მე­ო­რეა, რო­დე­საც ნარ­ჩუნ­დე­ბა ქვეყ­ნის ძი­რი­თა­დი მის­წრა­ფე­ბე­ბი. "მე ვფიქ­რობ, რომ ქარ­თველ ხალ­ხს ხმა არ მი­უ­ცია ამ ძი­რი­თა­დი გზის შეც­ვლის­კენ", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოს ნატოში გაწევრიანება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს"

მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოს ნატოში გაწევრიანება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს"

საქართველოს ნატოში გაწევრიანება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოში, საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომელიც მან ერევანში ვიზიტის დროს გააკეთა.

"მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ნატოსთან და რუსეთთან ერთდროულად და ცოტა უცნაური ტოლობა დასვა ამ ორ ძალას შორის და მაგალითად ჩვენი სომეხი მეგობრები მოიყვანა. საქართველომ აირჩია ნატოს წევრობა, სომხეთმა ეს გზა არ აირჩია. ეს არის ნებისმიერი ერის სუვერენული უფლება, რომ აირჩიოს ის გზა, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია, მაგრამ ურთიერთობები და ინტეგრაცია სხვადასხვა მცნებებია. ის, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამწუხაროდ, ცვლის ყველაფერს, რაც ჩვენ აქამდე გვითქვამს. ის ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნატოში წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, ერთია, როდესაც უმჯობესდება ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ მეორეა, როდესაც ნარჩუნდება ქვეყნის ძირითადი მისწრაფებები. "მე ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს ხმა არ მიუცია ამ ძირითადი გზის შეცვლისკენ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა