პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "საქართველომ თავისი ევროატლანტიკური არჩევანის გამო დიდი ფასი გადაიხადა"
მიხეილ სააკაშვილი - "საქართველომ თავისი ევროატლანტიკური არჩევანის გამო დიდი ფასი გადაიხადა"

სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის გამო დიდი ფასი გა­და­ი­ხა­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სტრას­ბურ­გში ჟან-კლოდ მი­ნი­ონ­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის გარ­და არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მთავ­რო­ბას, მათ შო­რის ჩემ­საც, და­სა­წყის­ში­ვე ჰქონ­და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნის მცდე­ლო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას სურს რუ­სეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა, მთა­ვა­რი კი­თხვა არის ის, არის თუ არა რუ­სე­თი ევ­რო­პუ­ლი მე­ზო­ბე­ლი. სი­ტუ­ა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ რუ­სე­თი არა მარ­ტო ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლია, არა­მედ არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20 პრო­ცენ­ტი, სა­დაც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და დღე­საც გრძელ­დე­ბა. ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბა, რო­მე­ლიც მე მაქვს ახალ მთავ­რო­ბას­თან ასე­თია: ახალ­მა მთავ­რო­ბამ თქვა, რომ ურ­თი­ერ­თო­ბის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი არის ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თი, რო­მელ­საც ერ­თნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს რუ­სეთ­თან და ნატო-სთან. არ მგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ისე­თი­ვე დის­ტან­ცია უნდა ჰქონ­დეს ნატო-სა და ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რო­გორც რუ­სეთ­თან აქვს. ვფიქ­რობ, რუ­სეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უნდა გვქონ­დეს, მაგ­რამ სომ­ხეთს არ უნდა ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. მე ამას პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის გარ­და არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს. ამას პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ვე­კი­დოთ. სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის გამო დიდი ფასი გა­და­ი­ხა­და", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მიხეილ სააკაშვილი - "საქართველომ თავისი ევროატლანტიკური არჩევანის გამო დიდი ფასი გადაიხადა"

მიხეილ სააკაშვილი - "საქართველომ თავისი ევროატლანტიკური არჩევანის გამო დიდი ფასი გადაიხადა"

საქართველომ თავისი ევროატლანტიკური არჩევანის გამო დიდი ფასი გადაიხადა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში ჟან-კლოდ მინიონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის გარდა არჩევანი არ აქვს.

"საქართველოს ყველა მთავრობას, მათ შორის ჩემსაც, დასაწყისშივე ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობა. ბუნებრივია, ყველას სურს რუსეთთან კარგი ურთიერთობა, თუმცა, მთავარი კითხვა არის ის, არის თუ არა რუსეთი ევროპული მეზობელი. სიტუაციის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი არა მარტო ჩვენი მეზობელია, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, სადაც განხორციელებული ეთნიკური წმენდა დღესაც გრძელდება. ფუნდამენტური განსხვავება, რომელიც მე მაქვს ახალ მთავრობასთან ასეთია: ახალმა მთავრობამ თქვა, რომ ურთიერთობის მისაბაძი მაგალითი არის ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელსაც ერთნაირი ურთიერთობები აქვს რუსეთთან და ნატო-სთან. არ მგონია, რომ საქართველოს ისეთივე დისტანცია უნდა ჰქონდეს ნატო-სა და ევროსტრუქტურებთან ურთიერთობაში, როგორც რუსეთთან აქვს. ვფიქრობ, რუსეთთან კარგი ურთიერთობები უნდა გვქონდეს, მაგრამ სომხეთს არ უნდა ნატო-ში გაწევრიანება. მე ამას პატივს ვცემ, მაგრამ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის გარდა არჩევანი არ აქვს. ამას პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. საქართველომ თავისი ევროატლანტიკური არჩევანის გამო დიდი ფასი გადაიხადა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადების ქართული თარგმანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა