ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ხელმძღვანელი თამარ ჩხეიძე აცხადებს, რომ მისთვის ახალი ხელისუფლების პრორუსული კურსის შესახებ ადრევე იყო ცნობილი, თუმცა არ ელოდა, რომ პროცესები ასე განვითარდებოდა.
"ამ ხელისუფლების მიმართ არანაირი მოლოდინი არ მქონია, რადგან საქართველოში ხელისუფლება, როგორც წესი, გარედან იცვლება. განსაკუთრებით მეშინოდა რუსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების, რადგან ცნობილია, რომ ამ გუნდში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა უარყოფითი და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია კარგად იყო ცნობილი. თუმცა მაინც არ მოველოდი ისეთ უარყოფით პროცესებს, რაც მოხდა, ვგულისხმობ სულელურ დაჭერებს და რეპრესიებს."
თამარ ჩხეიძის თქმით, ახალ ხელისუფლებას უნდა გამოეძიებინა გახმაურებული წამების, მიტინგებზე ხალხის დახვრეტის, ქონების ჩამორთმევის ფაქტები, მაგრამ მისი აზრით, ის რაც დღეს ხდება, პირადი ანგარიშსწორებაა და არა სამართლიანობის აღდგენა.
სრული ვერსია