პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათუნა მგელაძეს მაკა ზამბახიძის დედა თამთა ჭელიძე ეგონა
დათუნა მგელაძეს მაკა ზამბახიძის დედა თამთა ჭელიძე ეგონა

ბუკ­ლემ სა­კუ­თარ ხელ­ში აიღო ბლი­ცინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ სა­ხეს­თან და ამ­ჯე­რად ამ სა­კი­თხით და­თუ­ნა მგე­ლა­ძეს მი­ვა­კი­თხე, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც გა­ა­ხა­ლი­სა ჩემ მიერ დას­მულ­მა შე­კი­თხვებ­მა და მარ­თა­ლი გი­თხრათ, თა­ვა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ხა­ლი­სე ჩემს რეს­პონ­დენ­ტთან ერ­თად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბუკ­ლი­კოს შე­კი­თხვე­ბი თქვენც კარგ ხა­სი­ათ­ზე და­გა­ყე­ნებთ. მაშ ასე, ბლი­ცი და­თუ­ნას­თან!..

- ჯერ ის მი­თხა­რი, ახა­ლი წელი რო­გორ გა­ა­ტა­რე?

- რო­გორც ვა­ტა­რებ­დი ბოლო ხუთი წე­ლია, კონ­ცერ­ტებ­ზე. ახალ წელს სახ­ლში შევ­ხვდი, შემ­დეგ რუს­თავ­ში წა­ვე­დი და ბო­ლოს კლუბ­ში ვიმ­ღე­რე. ამ ახალ­მა წელ­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ი­ა­რა.

- სურ­ვი­ლი ჩა­ი­ფიქ­რე?

- რო­გორც ყვე­ლა მომ­ღე­რალ­მა, ჩა­ვი­ფიქ­რე, ბევ­რი კონ­ცერ­ტი გვქონ­დეს (იღი­მე­ბა).

- კარ­გი, ახლა მი­თხა­რი სამი რამ, რა­საც გა­ა­კე­თებ­დი, რომ იცო­დე, ერთ კვი­რა­ში დე­და­მი­წას მე­ტე­ო­რი და­ე­ჯა­ხე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გურ­დე­ბა.

- ასე სწრა­ფად რო­გორ გი­პა­სუ­ხო? ერთ კვი­რა­ში ვკვდე­ბით ყვე­ლა?!. რას გა­ვა­კე­თებ­დი... რა თქმა უნდა, მი­ვი­დო­დი ეკ­ლე­სი­ა­ში, შემ­დეგ წა­ვი­დო­დი და ჩე­მებს ვნა­ხავ­დი, ჩემს დის­შვი­ლებს ჩა­ვე­ხუ­ტე­ბო­დი, მე­გობ­რებს და ყო­ველ­დღე ასეთ სიყ­ვა­რუ­ლო­ბა­ში ვიქ­ნე­ბო­დი. ფხი­ზე­ლი ჩემი მტე­რი შეხ­ვდა სამ­ყა­როს აღ­სას­რულს და აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ლევ­დი (იცი­ნის).

- სა­ინ­ტე­რე­სოა, გულ­ჩვი­ლი თუ ხარ, თუ გი­ტი­რია რა­მე­ზე?

- კი, კაცო, რო­გორ არა!.. ბო­ლოს "ტი­ტა­ნიკ­ზე" ვი­ტი­რე, ეს დიდი ხნის წინ იყო. რო­მელ მო­მენტზე ვი­ტი­რე, აღარ მახ­სოვს. ფილ­მებ­ზე გულ­ჩვი­ლი ვხდე­ბი (იცი­ნის).

- მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი და ად­რი­ა­ნა ლიმა, სა­მი­ვე ერ­თდრო­უ­ლად მო­გევ­ლი­ნა და გთა­ვა­ზო­ბენ ერთი ღა­მის მათ­თან გა­ტა­რე­ბას. მხო­ლოდ ერთი უნდა შე­არ­ჩიო...

- რა თქმა უნდა, მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი, რა­ღაც­ნა­ი­რი ეშ­ხი­ა­ნი და გემ­რი­ე­ლი ქა­ლია.

- ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ალ­ბათ იმი­ტომ არ შე­არ­ჩევ­დი, რომ ექ­ვსი შვი­ლი ჰყავს.

- (იცი­ნის) რამ­დე­ნი შვი­ლიც უნდა ჰყავ­დეს, მა­ინც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­ტა­რებ­დი ღა­მეს, სა­ერ­თოდ, სა­მი­ვე შენ მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ქალი ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ მო­ნი­კა გან­სა­კუთ­რე­ბით და რამ­დე­ნი შვი­ლიც უნდა ჰყავ­დეს და რა ასაკ­შიც უნდა იყოს, მა­ინც სა­სურ­ვე­ლი ქა­ლია. ყო­ველ­თვის დავ­ნებ­დე­ბი!..

- ვერ მო­გარ­თვით სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გეს­ტუმ­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და გე­უბ­ნე­ბა, რომ უნდა შეც­ვა­ლო ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის პოსტზე კახი კა­ლა­ძე, ოღონდ უარს არ იღებს. შენი რე­აქ­ცია.

- (იცი­ნის) ჰოოო... პირ­ველ რიგ­ში, შე­მო­ვი­პა­ტი­ჟებ სახ­ლში, სას­მელ­ზე და­ვი­თან­ხმებ და იქ­ნებ, ლა­პა­რაკ-ლა­პა­რაკ­ში გა­და­ვა­ფიქ­რე­ბი­ნო. აზრს შე­ვაც­ვლე­ვი­ნებ და ჩა­ვა­ნაც­ვლე­ბი­ნებ. თუ გა­მო­სა­ვა­ლი არაა, სხვა რა­მის მი­ნის­ტრო­ბა­ზე დავ­თან­ხმდე­ბი.

- შუ­ა­ღა­მი­სას ინგა გრი­გო­ლია გეს­ტუმ­რა გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან ერ­თად, მიკრო­ფო­ნით ხელ­ში და გე­კი­თხე­ბა, რას ფიქ­რობ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ზე.

- როცა მძი­ნავს და მაღ­ვი­ძე­ბენ, ძა­ლი­ან ცუდი რე­აქ­ცი­ე­ბი მაქვს ხოლ­მე, მაგ­რამ სახ­ლში შე­მო­სულ სტუ­მარს რო­გორ გა­ვაგ­დებ? რა თქმა უნდა, შე­ვეც­დე­ბი, რომ იუ­მორ­ში გა­ვა­ტა­რო. პა­სუხს გავ­ცემ­დი, თუმ­ცა რამ­დე­ნად ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და, ეს აღარ ვიცი.

- მგო­ნია, რომ უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ძა­ლი­ან იბ­ნე­ვი.

- ნამ­დვი­ლად ასეა. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ სხვა ადა­მი­ა­ნი ერთ ჩემს კო­ლე­გა­ში ამე­რია. ერ­თნა­ი­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა ჰქონ­დათ. უკ­ნი­დან მი­ვე­პა­რე, თვა­ლებ­ზე ხე­ლე­ბი ავა­ფა­რე და თმა ავუ­ჩე­ჩე, შე­ვა­ჯან­ჯღა­რე, კოც­ნა-პროშ­ნა ავუ­ტე­ხე და... თამ­თა ჭე­ლი­ძე მე­გო­ნა, აღ­მოჩ­ნდა, რომ მაკა ზამ­ბა­ხი­ძის დედა ყო­ფი­ლა (იცი­ნის). ისე შემ­რცხვა, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი. დიდი ბო­დი­შე­ბი ვუ­ხა­დე, მაგ­რამ მა­კას დედა მოკ­ვდა სი­ცი­ლით. ეს ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე მოხ­და, თამ­თაც იქ იყო, ერ­თნა­ი­რი ფე­რის თმა ჰქონ­დათ. თამ­თა მარ­თლა იმ ად­გი­ლას იჯდა, მაგ­რამ მე რომ გა­ვე­დი, სხვა­გან გა­დამ­ჯდა­რა. ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, შიშ­ვლად გა­და­ღე­ბას გთა­ვა­ზობს ქალ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ზე გათ­ვლი­ლი ძა­ლი­ან მა­გა­რი ჟურ­ნა­ლი და გიხ­დი­ან სო­ლი­დურ თან­ხას. და­თან­ხმდე­ბი?

- (და­ფიქ­რდა) შიშ­ვლად რო­გორ? წელს ზე­ვით?

- მთლი­ა­ნად.

- არა, რა თქმა უნდა!.. არა­ნა­ი­რი თან­ხის სა­ფა­სუ­რად არ დავ­თან­ხმდე­ბი.

- წარ­მო­იდ­გი­ნე სი­ტუ­ა­ცია - სა­ღა­მო ხა­ნია. შენი სახ­ლის ფან­ჯრებ­თან მო­დის ივა­ნა მე­ლაი ქსოვ­რე­ლებ­თან ერ­თად და გიმ­ღე­რის დარ­დი­მან­დულ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სიმ­ღე­რას.

- ჰა­ჰა­ჰა... რო­გო­რი რე­აქ­ცია მექ­ნე­ბა, არ ვიცი, მაგ­რამ რას გა­ვი­ფიქ­რებ, ზუს­ტად ვიცი - მარ­თლა რა მაგ­რად ჰყვა­რე­ბია ქარ­თვე­ლე­ბი-მეთ­ქი (იცი­ნის).

- გიმ­ღე­რია სე­რე­ნა­დე­ბი?

- რამ­დენ­ჯე­რაც გინ­და, მაგ­რამ სხვებს წავ­ყო­ლი­ვარ.

- უც­ბად და­მი­სა­ხე­ლე ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი 3 ქალ­ბა­ტო­ნი.

- მა­გას უც­ბად რო­გორ გე­ტყვი, ძა­ლი­ან ბევ­რჯერ გვიმ­სჯე­ლია და ვერ გა­მი­ცია პა­სუ­ხი.

- ჯერ ის მი­თხა­რი, რა გან­სა­ზღვრავს ქა­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბას, პირ­ველ რიგ­ში, რას აკ­ვირ­დე­ბი?

- (იცი­ნის) ანუ საით გა­მირ­ბის თვა­ლი?.. არ დავკვირ­ვე­ბი­ვარ. ლა­მა­ზი უნდა იყოს აუ­ცი­ლებ­ლად, რი­თაც ქალი გან­სხვავ­დე­ბა კა­ცის­გან, ის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეს კარ­გად წარ­მოდ­გე­ნი­ლი, შავ­თმი­ა­ნი იქ­ნე­ბა თუ ქერა, ამას არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. თუ მო­მე­წო­ნა, ჩემ­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რიც იქ­ნე­ბა. ისე­თი გო­გო­ნა არას­დროს მომ­წო­ნე­ბია, რო­მე­ლიც სექ­სუ­ა­ლუ­რი არ ყო­ფი­ლა.

- შენ რომ გი­წო­დე­ბენ სექ­სუ­ა­ლურ მა­მა­კაცს, მოგ­წონს?

- რა ვიცი... რა გი­თხრა (იცი­ნის).

- ვერ მო­ი­ფიქ­რე, ვინ არის სამი სექ­სუ­ა­ლუ­რი ქალ­ბა­ტო­ნი?

- ლა­მა­ზებს გე­ტყვი - ჩემი ნი­ნუ­კე­ლა ბა­დუ­რა, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე და მაკა ასა­თი­ა­ნი, რა თქმა უნდა.

- ბო­ლოს, მინ­და, რა­ი­მე ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­დღეგ­რძე­ლო მი­თხრა.

- სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი მიყ­ვარს, მაგ­რამ დიდი მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი. სამ ჩ-ს გა­უ­მარ­ჯოს-მეთ­ქი, არას­დროს მით­ქვამს.

- "სამი ჩ" რა არის?

- არ გა­გი­გია ასე­თი სა­დღეგ­რძე­ლო?.. - ჩვენს ჩუმ ჩა­ნა­ფიქ­რებს გა­უ­მარ­ჯო­სო (იცი­ნის)? ადრე ამ­ბობ­დნენ ხოლ­მე. მე ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­დღეგ­რძე­ლო არ მაქვს.

- და­ბო­ლოს, მი­თხა­რი, გეგ­მე­ბი თუ გაქვს რა­ი­მე 2013 წელს?

- ახლა ვფიქ­რობ, ორ სიმ­ღე­რას შო­რის ერთ-ერთი ამო­ვარ­ჩიო და მას­ზე კლი­პი გა­და­ვი­ღო, რო­მე­ლიც მა­ი­სის­თვის მზად იქ­ნე­ბა.

dj ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

დათუნა მგელაძეს მაკა ზამბახიძის დედა თამთა ჭელიძე ეგონა

დათუნა მგელაძეს მაკა ზამბახიძის დედა თამთა ჭელიძე ეგონა

ბუკლემ საკუთარ ხელში აიღო ბლიცინტერვიუების ჩაწერა საზოგადოებისთვის ცნობილ სახესთან და ამჯერად ამ საკითხით დათუნა მგელაძეს მივაკითხე, რომელიც თვითონაც გაახალისა ჩემ მიერ დასმულმა შეკითხვებმა და მართალი გითხრათ, თავადაც ძალიან ბევრი ვიხალისე ჩემს რესპონდენტთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ბუკლიკოს შეკითხვები თქვენც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. მაშ ასე, ბლიცი დათუნასთან!..

- ჯერ ის მითხარი, ახალი წელი როგორ გაატარე?

- როგორც ვატარებდი ბოლო ხუთი წელია, კონცერტებზე. ახალ წელს სახლში შევხვდი, შემდეგ რუსთავში წავედი და ბოლოს კლუბში ვიმღერე. ამ ახალმა წელმა ჩვეულებრივად ჩაიარა.

- სურვილი ჩაიფიქრე?

- როგორც ყველა მომღერალმა, ჩავიფიქრე, ბევრი კონცერტი გვქონდეს (იღიმება).

- კარგი, ახლა მითხარი სამი რამ, რასაც გააკეთებდი, რომ იცოდე, ერთ კვირაში დედამიწას მეტეორი დაეჯახება და ყველაფერი განადგურდება.

- ასე სწრაფად როგორ გიპასუხო? ერთ კვირაში ვკვდებით ყველა?!. რას გავაკეთებდი... რა თქმა უნდა, მივიდოდი ეკლესიაში, შემდეგ წავიდოდი და ჩემებს ვნახავდი, ჩემს დისშვილებს ჩავეხუტებოდი, მეგობრებს და ყოველდღე ასეთ სიყვარულობაში ვიქნებოდი. ფხიზელი ჩემი მტერი შეხვდა სამყაროს აღსასრულს და აუცილებლად დავლევდი (იცინის).

- საინტერესოა, გულჩვილი თუ ხარ, თუ გიტირია რამეზე?

- კი, კაცო, როგორ არა!.. ბოლოს "ტიტანიკზე" ვიტირე, ეს დიდი ხნის წინ იყო. რომელ მომენტზე ვიტირე, აღარ მახსოვს. ფილმებზე გულჩვილი ვხდები (იცინის).

- მონიკა ბელუჩი, ანჯელინა ჯოლი და ადრიანა ლიმა, სამივე ერთდროულად მოგევლინა და გთავაზობენ ერთი ღამის მათთან გატარებას. მხოლოდ ერთი უნდა შეარჩიო...

- რა თქმა უნდა, მონიკა ბელუჩი, რაღაცნაირი ეშხიანი და გემრიელი ქალია.

- ანჯელინა ჯოლის ალბათ იმიტომ არ შეარჩევდი, რომ ექვსი შვილი ჰყავს.

- (იცინის) რამდენი შვილიც უნდა ჰყავდეს, მაინც სიამოვნებით გავატარებდი ღამეს, საერთოდ, სამივე შენ მიერ ჩამოთვლილი ქალი ძალიან მომწონს, მაგრამ მონიკა განსაკუთრებით და რამდენი შვილიც უნდა ჰყავდეს და რა ასაკშიც უნდა იყოს, მაინც სასურველი ქალია. ყოველთვის დავნებდები!..

- ვერ მოგართვით საქართველოში მონიკა ბელუჩი. ერთ მშვენიერ დღეს გესტუმრა ბიძინა ივანიშვილი და გეუბნება, რომ უნდა შეცვალო ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახი კალაძე, ოღონდ უარს არ იღებს. შენი რეაქცია.

- (იცინის) ჰოოო... პირველ რიგში, შემოვიპატიჟებ სახლში, სასმელზე დავითანხმებ და იქნებ, ლაპარაკ-ლაპარაკში გადავაფიქრებინო. აზრს შევაცვლევინებ და ჩავანაცვლებინებ. თუ გამოსავალი არაა, სხვა რამის მინისტრობაზე დავთანხმდები.

- შუაღამისას ინგა გრიგოლია გესტუმრა გადამღებ ჯგუფთან ერთად, მიკროფონით ხელში და გეკითხება, რას ფიქრობ ქართულ პოლიტიკაზე.

- როცა მძინავს და მაღვიძებენ, ძალიან ცუდი რეაქციები მაქვს ხოლმე, მაგრამ სახლში შემოსულ სტუმარს როგორ გავაგდებ? რა თქმა უნდა, შევეცდები, რომ იუმორში გავატარო. პასუხს გავცემდი, თუმცა რამდენად ლოგიკური იქნებოდა, ეს აღარ ვიცი.

- მგონია, რომ უხერხულ სიტუაციებში ძალიან იბნევი.

- ნამდვილად ასეა. რამდენიმე ხნის წინ სხვა ადამიანი ერთ ჩემს კოლეგაში ამერია. ერთნაირი ვარცხნილობა ჰქონდათ. უკნიდან მივეპარე, თვალებზე ხელები ავაფარე და თმა ავუჩეჩე, შევაჯანჯღარე, კოცნა-პროშნა ავუტეხე და... თამთა ჭელიძე მეგონა, აღმოჩნდა, რომ მაკა ზამბახიძის დედა ყოფილა (იცინის). ისე შემრცხვა, სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. დიდი ბოდიშები ვუხადე, მაგრამ მაკას დედა მოკვდა სიცილით. ეს ერთ-ერთ კონცერტზე მოხდა, თამთაც იქ იყო, ერთნაირი ფერის თმა ჰქონდათ. თამთა მართლა იმ ადგილას იჯდა, მაგრამ მე რომ გავედი, სხვაგან გადამჯდარა. ძალიან უხერხული სიტუაცია იყო.

- წარმოიდგინე, შიშვლად გადაღებას გთავაზობს ქალთა კატეგორიაზე გათვლილი ძალიან მაგარი ჟურნალი და გიხდიან სოლიდურ თანხას. დათანხმდები?

- (დაფიქრდა) შიშვლად როგორ? წელს ზევით?

- მთლიანად.

- არა, რა თქმა უნდა!.. არანაირი თანხის საფასურად არ დავთანხმდები.

- წარმოიდგინე სიტუაცია - საღამო ხანია. შენი სახლის ფანჯრებთან მოდის ივანა მელაი ქსოვრელებთან ერთად და გიმღერის დარდიმანდულ სასიყვარულო სიმღერას.

- ჰაჰაჰა... როგორი რეაქცია მექნება, არ ვიცი, მაგრამ რას გავიფიქრებ, ზუსტად ვიცი - მართლა რა მაგრად ჰყვარებია ქართველები-მეთქი (იცინის).

- გიმღერია სერენადები?

- რამდენჯერაც გინდა, მაგრამ სხვებს წავყოლივარ.

- უცბად დამისახელე ყველაზე სექსუალური 3 ქალბატონი.

- მაგას უცბად როგორ გეტყვი, ძალიან ბევრჯერ გვიმსჯელია და ვერ გამიცია პასუხი.

- ჯერ ის მითხარი, რა განსაზღვრავს ქალის სექსუალურობას, პირველ რიგში, რას აკვირდები?

- (იცინის) ანუ საით გამირბის თვალი?.. არ დავკვირვებივარ. ლამაზი უნდა იყოს აუცილებლად, რითაც ქალი განსხვავდება კაცისგან, ის ღირსშესანიშნაობები უნდა ჰქონდეს კარგად წარმოდგენილი, შავთმიანი იქნება თუ ქერა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. თუ მომეწონა, ჩემთვის სექსუალურიც იქნება. ისეთი გოგონა არასდროს მომწონებია, რომელიც სექსუალური არ ყოფილა.

- შენ რომ გიწოდებენ სექსუალურ მამაკაცს, მოგწონს?

- რა ვიცი... რა გითხრა (იცინის).

- ვერ მოიფიქრე, ვინ არის სამი სექსუალური ქალბატონი?

- ლამაზებს გეტყვი - ჩემი ნინუკელა ბადურა, ქრისტინე იმედაძე და მაკა ასათიანი, რა თქმა უნდა.

- ბოლოს, მინდა, რაიმე ორიგინალური სადღეგრძელო მითხრა.

- სადღეგრძელოები მიყვარს, მაგრამ დიდი მჭევრმეტყველებით არ გამოვირჩევი. სამ ჩ-ს გაუმარჯოს-მეთქი, არასდროს მითქვამს.

- "სამი ჩ" რა არის?

- არ გაგიგია ასეთი სადღეგრძელო?.. - ჩვენს ჩუმ ჩანაფიქრებს გაუმარჯოსო (იცინის)? ადრე ამბობდნენ ხოლმე. მე ორიგინალური სადღეგრძელო არ მაქვს.

- დაბოლოს, მითხარი, გეგმები თუ გაქვს რაიმე 2013 წელს?

- ახლა ვფიქრობ, ორ სიმღერას შორის ერთ-ერთი ამოვარჩიო და მასზე კლიპი გადავიღო, რომელიც მაისისთვის მზად იქნება.

dj ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება