მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური იუნა შაფათავა "მეცხრე არხზე" გადაცემას წაიყვანს
სკანდალური იუნა შაფათავა "მეცხრე არხზე" გადაცემას წაიყვანს

გა­სულ კვი­რას სკან­და­ლუ­რად ცნო­ბი­ლი იუნა შა­ფა­თა­ვას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა. დათო ხუ­ჯა­ძეს­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი იუ­ნას ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

იუნა შა­ფა­თა­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფილმ "მა­მა­ჩე­მის გერლფ­რენ­დი­დან" იც­ნობს, თუმ­ცა როლ­ზე მეტი პო­პუ­ლა­რო­ბა ამ ქალ­ბა­ტონს ხმა­უ­რი­ან­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა და გუ­ლახ­დილ­მა ფო­ტო­სე­სი­ებ­მა მო­უ­ტა­ნა.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, რამ­დე­ნი­მე დღით თბი­ლის­ში ჩა­მო­სულ დათო ხუ­ჯა­ძეს იუნა ერთ-ერთ კლუბ­ში შეხ­ვედ­რია. ამ­ბობს, რომ ერ­თმა­ნე­თი სტუ­დენ­ტო­ბის დროს რამ­დენ­ჯერ­მე გა­იც­ნეს, თუმ­ცა მე­გობ­რე­ბი არ ყო­ფი­ლან.

ახლა კი იუნა და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მი­ეჭ­რა, ახა­ლი წელი მი­უ­ლო­ცა, თავი შე­ახ­სე­ნა და საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა. ალ­ბათ რთუ­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია ორი პო­პუ­ლა­რუ­ლი პერ­სო­ნის ამ ფო­ტო­სე­სი­ის შემ­დეგ, იფიქ­რო, რომ კლუბ­ში იუნა და დათო მხო­ლოდ საქ­მე­ზე სა­უბ­რობ­დნენ, მაგ­რამ სას­წა­უ­ლე­ბიც ხდე­ბა...

რო­გორც გა­ირ­კვა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დი­ის მიერ დაბ­ლო­კი­ლი იუნა "მე­ცხრე არხზე" ახალ გა­და­ცე­მას იწყებს. მარ­თა­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით თა­ვად არ სურს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი მა­ინც გა­ვი­გეთ.

სკან­და­ლუ­რი ქალ­ბა­ტო­ნი "მე­ცხრე არხზე" არას­კან­და­ლურ გა­და­ცე­მას წა­იყ­ვანს, თუმ­ცა სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა, რაზე ისა­უბ­რებს - სო­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე თუ პო­ლი­ტი­კა­ზე. მარ­თა­ლია, იუნა უარ­ყოფს, რომ გა­და­ცე­მა სკან­და­ლუ­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ დათო ხუ­ჯა­ძეს სწო­რედ გა­და­ცე­მა­ზე ესა­უბ­რე­ბო­და და სტუმ­რად ეპა­ტი­ჟე­ბო­და.

დღეს­დღე­ო­ბით იუნა ყვე­ლა­ზე გუ­ლახ­დი­ლი რეს­პონ­დენ­ტია ქარ­თულ ბო­მონდში, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ხუ­ჯა­ძე­ზე ლა­პა­რა­კის­გან და გა­და­ცე­მის თე­მა­ტი­კის და­კონ­კრე­ტე­ბის­გა­ნაც თავი შე­ი­კა­ვა. იმას კი დაგვპირ­და, რომ მალე გა­მოჩ­ნდე­ბა "მე­ცხრე არხზე". ბო­ლოს კი და­ა­მა­ტა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის გარ­და, ერთ-ერთ რა­დი­ო­შიც შე­ი­თავ­სებს წამ­ყვა­ნო­ბას.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სკანდალური იუნა შაფათავა "მეცხრე არხზე" გადაცემას წაიყვანს

სკანდალური იუნა შაფათავა "მეცხრე არხზე" გადაცემას წაიყვანს

გასულ კვირას სკანდალურად ცნობილი იუნა შაფათავას "ფეისბუქის" გვერდზე რამდენიმე საინტერესო ფოტო გამოქვეყნდა. დათო ხუჯაძესთან ჩახუტებული იუნას ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იუნა შაფათავას საზოგადოება ფილმ "მამაჩემის გერლფრენდიდან" იცნობს, თუმცა როლზე მეტი პოპულარობა ამ ქალბატონს ხმაურიანმა განცხადებებმა და გულახდილმა ფოტოსესიებმა მოუტანა.

როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე დღით თბილისში ჩამოსულ დათო ხუჯაძეს იუნა ერთ-ერთ კლუბში შეხვედრია. ამბობს, რომ ერთმანეთი სტუდენტობის დროს რამდენჯერმე გაიცნეს, თუმცა მეგობრები არ ყოფილან.

ახლა კი იუნა დანახვისთანავე მიეჭრა, ახალი წელი მიულოცა, თავი შეახსენა და საქმიანი წინადადებით მიმართა. ალბათ რთული დასაჯერებელია ორი პოპულარული პერსონის ამ ფოტოსესიის შემდეგ, იფიქრო, რომ კლუბში იუნა და დათო მხოლოდ საქმეზე საუბრობდნენ, მაგრამ სასწაულებიც ხდება...

როგორც გაირკვა, წლების განმავლობაში ნაციონალური მედიის მიერ დაბლოკილი იუნა "მეცხრე არხზე" ახალ გადაცემას იწყებს. მართალია, ჯერჯერობით თავად არ სურს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ რამდენიმე საინტერესო დეტალი მაინც გავიგეთ.

სკანდალური ქალბატონი "მეცხრე არხზე" არასკანდალურ გადაცემას წაიყვანს, თუმცა საიდუმლოდ რჩება, რაზე ისაუბრებს - სოციალურ თემებზე თუ პოლიტიკაზე. მართალია, იუნა უარყოფს, რომ გადაცემა სკანდალური იქნება, მაგრამ ამბობს, რომ დათო ხუჯაძეს სწორედ გადაცემაზე ესაუბრებოდა და სტუმრად ეპატიჟებოდა.

დღესდღეობით იუნა ყველაზე გულახდილი რესპონდენტია ქართულ ბომონდში, მაგრამ ამჯერად ხუჯაძეზე ლაპარაკისგან და გადაცემის თემატიკის დაკონკრეტებისგანაც თავი შეიკავა. იმას კი დაგვპირდა, რომ მალე გამოჩნდება "მეცხრე არხზე". ბოლოს კი დაამატა, რომ ტელევიზიის გარდა, ერთ-ერთ რადიოშიც შეითავსებს წამყვანობას.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები