მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოტნე ანანიძე ციხეში გატარებულ დროსა და სამომავლო გეგმებზე
ცოტნე ანანიძე ციხეში გატარებულ დროსა და სამომავლო გეგმებზე

ცოტ­ნე ანა­ნი­ძე 23 წლის ასაკ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. 2011 წლის 21 მა­ისს "სა­ხალ­ხო კრე­ბის" აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო. აქ­ცია პო­ლი­ცი­ის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­შა­ლეს. და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლებს ბრა­ლად აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის ბლო­კი­რე­ბა და მას­ში შეჭ­რის მცდე­ლო­ბა ედე­ბო­დათ. ცოტ­ნე ანა­ნი­ძემ ცი­ხე­ში წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი გა­ა­ტა­რა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა პარ­ლა­მეტ­მა იგი პო­ლიტ­პა­ტიმ­რად ცნო და 29 დე­კემ­ბერს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან უჭირს, თუმ­ცა ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბულ დროს მა­ინც იხ­სე­ნებს. საკ­ვე­ბი, ან­ტი­სა­ნი­ტა­რია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა - ეს ის სა­კი­თხე­ბია, რო­მე­ლიც ყვე­ლა პა­ტიმ­რის პრო­ტესტს იწ­ვევს.

"იყო ძა­ლი­ან დიდი კო­რი­ან­ტე­ლი მო­რა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა ჩე­გი­ა­ნის მხრი­დან. რო­მე­ლიც გვე­ძახ­და ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ებს, რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბებს, ტე­რო­რის­ტებს. თუ შე­იძ­ლე­ბა, რა­ი­მე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ეპი­თე­ტე­ბი მო­ი­ფიქ­რო ადა­მი­ან­მა, ამის ფან­ტა­ზია ჰქონ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბრწყინ­ვა­ლედ და შე­სა­ბა­მი­სად, გვამ­კობ­და კი­დეც. გე­გუთ­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ, 3 დღე დავ­ყა­ვით იქ კა­რან­ტინ­ში. ცუდი ამინ­დე­ბი და­ემ­თხვა ჩვენს ეტა­პი­რე­ბას. თოვ­და. გათ­ბო­ბა არ იყო. მხო­ლოდ რკი­ნის სა­წო­ლე­ბი... ია­ტა­კი წყლი­ა­ნი."

ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ზეც ყვე­ბა:

"მე მა­შინ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი გე­გუ­თის ცი­ხე­ში. 6 სა­ა­თი­ან კუ­რი­ერს ვუ­ყუ­რებ­დით პა­ტიმ­რე­ბი. ერთ-ერთი კად­რი გავ­რცელ­და, სა­დაც სა­კან­ში ცე­მენ ადა­მი­ანს, შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობ­და, რომ ეს იყო თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის დაკ­ვე­თა. ამის შემ­დეგ, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ი­ძა­ხეს, რომ ყვე­ლა პა­ტი­მა­რი უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით საკ­ნებ­ში. საკ­ნე­ბი ჩა­ი­კე­ტა. ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი გა­ი­ტა­ნეს საკ­ნე­ბი­დან. ტე­ლე­ფო­ნე­ბიც გა­ი­თი­შა. ჩვენ, პა­ტი­მარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას გვე­გო­ნა, რომ სპეც­რაზ­მი უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო ცი­ხე­ში და უნდა მომ­ხდა­რი­ყო ე.წ. "პა­ტიმ­რე­ბის და­ლეწ­ვა". მე­ო­რე დღემ­დე ვცდი­ლობ­დით, რომ ცოტა მეტი ტან­საც­მე­ლი ჩაგ­ვეც­ვა, რომ უფრო მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დავ­ხვედ­რო­დით, ნაკ­ლე­ბად მტკივ­ნე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. შემ­დეგ, ად­ვო­კა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­ვი­ტყვეთ ინ­ფორ­მა­ცია, რაც ხდე­ბო­და."

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ცოტნე ანანიძე ციხეში გატარებულ დროსა და სამომავლო გეგმებზე

ცოტნე ანანიძე ციხეში გატარებულ დროსა და სამომავლო გეგმებზე

ცოტნე ანანიძე 23 წლის ასაკში დააპატიმრეს. 2011 წლის 21 მაისს "სახალხო კრების" აქციის მონაწილეების მიერ ტელევიზიასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. აქცია პოლიციის ძალის გამოყენებით დაშალეს. დაპატიმრებულებს ბრალად აჭარის ტელევიზიის ბლოკირება და მასში შეჭრის მცდელობა ედებოდათ. ცოტნე ანანიძემ ციხეში წელიწად ნახევარი გაატარა. რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ახალმა პარლამეტმა იგი პოლიტპატიმრად ცნო და 29 დეკემბერს გაათავისუფლეს. ამ საკითხზე საუბარი ძალიან უჭირს, თუმცა ციხეში გატარებულ დროს მაინც იხსენებს. საკვები, ანტისანიტარია, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა - ეს ის საკითხებია, რომელიც ყველა პატიმრის პროტესტს იწვევს.

"იყო ძალიან დიდი კორიანტელი მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფისა ჩეგიანის მხრიდან. რომელიც გვეძახდა ქვეყნის მოღალატეებს, რაღაც საშინელებებს, ტერორისტებს. თუ შეიძლება, რაიმე შეურაცხმყოფელი ეპითეტები მოიფიქრო ადამიანმა, ამის ფანტაზია ჰქონდა განვითარებული ბრწყინვალედ და შესაბამისად, გვამკობდა კიდეც. გეგუთში გადაყვანის შემდეგ, 3 დღე დავყავით იქ კარანტინში. ცუდი ამინდები დაემთხვა ჩვენს ეტაპირებას. თოვდა. გათბობა არ იყო. მხოლოდ რკინის საწოლები... იატაკი წყლიანი."

ყოფილი პოლიტპატიმარი ციხის კადრების გავრელების პერიოდზეც ყვება:

"მე მაშინ ვიმყოფებოდი გეგუთის ციხეში. 6 საათიან კურიერს ვუყურებდით პატიმრები. ერთ-ერთი კადრი გავრცელდა, სადაც საკანში ცემენ ადამიანს, შემდეგ ჟურნალისტი ამბობდა, რომ ეს იყო თამაზ თამაზაშვილის დაკვეთა. ამის შემდეგ, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაიძახეს, რომ ყველა პატიმარი უნდა შევსულიყავით საკნებში. საკნები ჩაიკეტა. ტელევიზორები გაიტანეს საკნებიდან. ტელეფონებიც გაითიშა. ჩვენ, პატიმართა უმრავლესობას გვეგონა, რომ სპეცრაზმი უნდა შემოსულიყო ციხეში და უნდა მომხდარიყო ე.წ. "პატიმრების დალეწვა". მეორე დღემდე ვცდილობდით, რომ ცოტა მეტი ტანსაცმელი ჩაგვეცვა, რომ უფრო მეტად მომზადებულები დავხვედროდით, ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო. შემდეგ, ადვოკატების მეშვეობით შევიტყვეთ ინფორმაცია, რაც ხდებოდა."

სრული ვერსია

"გურია ნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ