ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელად კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელის დანიშვნას კოალიციაში დაპირისპირება მოჰყვა. ამბობენ, რომ ედიშერ თოლორაია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ნათელ-მირონია და სწორედ ამის გამო დაინიშნა თანამდებობაზე. თოლორაიას ოჯახს ნათელმირონობა ივანიშვილის ოჯახის გარდა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან კონჯარიას ოჯახთანაც აკავშირებს. სწორედ ამ ნათესაურ კავშირებს უკავშირებენ მის გამგებლად დანიშვნას. თავად თოლორაია ამ ვარაუდს უარყოფს.
"მე ბიძინა ივანიშვილის ნათელმირონი არ ვარ. ოჯახის ერთ-ერთი წევრია ჩემი ოჯახის ნათლია. მერე რაა?! და საერთოდ, ოჯახებით მეგობრობა რომ გაგვაჩნია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო თანამდებობაზე დავინიშნე", - ამბობს ედიშერ თოლორაია.