საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გავითვალისწინებთ, რომ ალას ქორფა ბიჭები მოსწონს, ბიძინას ადგილზე, მაგ ქალს ჩემს შვილს ახლოსაც არ გავაკარებდი!"
"თუ გავითვალისწინებთ, რომ ალას ქორფა ბიჭები მოსწონს, ბიძინას ადგილზე, მაგ ქალს ჩემს შვილს ახლოსაც არ გავაკარებდი!"

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი კონ­ცერ­ტის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ხალ­ხის აჟი­ო­ტა­ჟის მი­ზე­ზი გახ­და. ზოგი ამ ამ­ბავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას მი­ა­წერს და მი­იჩ­ნევს, რომ თუკი წი­ნათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნილ უცხო­ელ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან დუ­ე­ტებს სოფო ნი­ჟა­რა­ძე წერ­და, ახლა რო­მე­ლი­მე რუსი ვარ­სკვლა­ვის და სო­ფოს "შემ­ცვლე­ლის" ბე­რას დუ­ე­ტიც მო­სა­ლოდ­ნე­ლი­აო...

კო­მენ­ტა­რის­თვის კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორს - ბა­ტონ და­ვით ოქი­ტაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ხალ­ხის აჟი­ო­ტა­ჟის მი­ზეზს ვერ ვხვდე­ბი: ძვე­ლით ახალ წელს, თბი­ლი­სის თით­ქმის ყვე­ლა კლუბ­ში და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბა ჩა­ი­შა­ლა, რად­გან ერთ-ერთ კლუბ­ში ცნო­ბი­ლი რუ­სუ­ლი ჯგუ­ფი - "გრა­დუ­სი" მღე­რო­და. ამით ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მი გახ­ლავთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში მსმე­ნელს სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს, თა­ვად აირ­ჩი­ოს, თუ რო­მელ კონ­ცერტს და­ეს­წრე­ბა...

- ბე­რას და მა­გა­ლი­თად, ალა პუ­გა­ჩო­ვას დუ­ეტს მარ­თლა ხომ არ უნდა ვე­ლო­დოთ?

- არა, რას ამ­ბობთ?! ეს სულ სხვა­დას­ხვა ჟან­რია! თან, მი­მაჩ­ნია, რომ არა­ვის არა­ვინ შე­უც­ვლია. ბერა უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღე­რა­ლია. მის ოჯახს ძა­ლი­ან ახ­ლოს ვიც­ნობ...

- გა­სა­გე­ბია, რომ სხვა­დას­ხვა ჟან­რია, მაგ­რამ მსოფ­ლიო ესტრა­დას სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ახ­სოვს...

- ვინ ვის­თან იმ­ღე­რებს, ჩემი საქ­მე არ არის. ასეთ რა­ღა­ცებ­ში არც ჩავ­რე­ულ­ვარ და არც ჩა­ვე­რე­ვი. ალა პუ­გა­ჩო­ვას გარ­და, ბევ­რი რუსი შემ­სრუ­ლებ­ლის ჩა­მოს­ვლაა და­გეგ­მი­ლი.

- ხალ­ხის აჟი­ო­ტა­ჟის მი­ზე­ზი ის გახ­ლავთ, რომ ამ­ბო­ბენ, - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და უკვე რუსი მომ­ღერ­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა და­ი­წყე­სო...

- ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, რად­გან წი­ნათ მთავ­რო­ბა წყვეტ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ჩა­მო­სუ­ლი­ყო. მსოფ­ლი­ოს არც ერთი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა­ში ასე არ ხდე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო შო­უ­ბიზ­ნეს­ში არ უნდა ერე­ო­დეს, ამ სფე­როს არ უნდა აფი­ნან­სებ­დეს, წინა მთავ­რო­ბის დროს კი უაზ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­წყო­ბა­ში მი­ლი­ო­ნე­ბი "იყ­რე­ბო­და". შე­იძ­ლე­ბა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ან­ში, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის, სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე, მკვლე­ლი და ჯა­შუ­ში ეძე­ბონ?! სირ­ცხვი­ლია! 20 იან­ვარს მოს­კოვ­ში მივ­დი­ვარ. რა, სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ებ­თან მი­ვემ­გზავ­რე­ბი?! რაც შე­ე­ხე­ბა, ალა პუ­გა­ჩო­ვას ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ აჟი­ო­ტაჟს, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­მი­დას­ტუ­რე­ბია. შე­იძ­ლე­ბა, ალა პუ­გა­ჩო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბას სტუმ­რის სტა­ტუ­სით და­ეს­წროს. ჯერ ერთი, ეტყო­ბა, ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" არი­ან "გარ­ჭო­ბი­ლე­ბი" (გა­მოთ­ქმის­თვის ბო­დიშს ვიხ­დი) და ილან­ძღე­ბი­ან. მათ ისიც არ იცი­ან, რომ ალა პუ­გა­ჩო­ვა რუ­სე­თის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ოპო­ზი­ცი­უ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი; მე­ო­რე: არ მინ­და, რომ კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბო­დეს; მე­სა­მე: ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ისე­თი მთავ­რო­ბა ჰყავს, რო­მე­ლიც არა­ვის ეტყვის, - სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მოხ­ვი­დე, არ იმ­ღე­რო და იცეკ­ვოო.

ძი­რი­თა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა კომ­პა­ნია "ის­ტერნ პრო­მო­უ­შე­ნის" სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტორს - ბა­ტონ კახა კან­დე­ლაკს რუ­სუ­ლი ესტრა­და არ მოს­წონს და მა­გა­ლი­თად, ალა პუ­გა­ჩო­ვას ჩა­მოყ­ვა­ნა­ში 10 000 დო­ლა­რის გა­დახ­დას სა­ქარ­თვე­ლო­ში ერი­კა ბა­დუს ჩა­მოყ­ვა­ნა ურ­ჩევ­ნია. მისი კომ­პა­ნი­ის მი­სია ხალ­ხის გე­მოვ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბა გახ­ლავთ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"თუ გავითვალისწინებთ, რომ ალას ქორფა ბიჭები მოსწონს, ბიძინას ადგილზე, მაგ ქალს ჩემს შვილს ახლოსაც არ გავაკარებდი!"

"თუ გავითვალისწინებთ, რომ ალას ქორფა ბიჭები მოსწონს, ბიძინას ადგილზე, მაგ ქალს ჩემს შვილს ახლოსაც არ გავაკარებდი!"

საქართველოში რუსული ესტრადის ვარსკვლავების მოსალოდნელი კონცერტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ხალხის აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. ზოგი ამ ამბავს ხელისუფლების ცვლილებას მიაწერს და მიიჩნევს, რომ თუკი წინათ საქართველოში ჩამოყვანილ უცხოელ შემსრულებლებთან დუეტებს სოფო ნიჟარაძე წერდა, ახლა რომელიმე რუსი ვარსკვლავის და სოფოს "შემცვლელის" ბერას დუეტიც მოსალოდნელიაო...

კომენტარისთვის კულტურული პროექტების ორგანიზატორს - ბატონ დავით ოქიტაშვილს დავუკავშირდით:

- ხალხის აჟიოტაჟის მიზეზს ვერ ვხვდები: ძველით ახალ წელს, თბილისის თითქმის ყველა კლუბში დაგეგმილი ღონისძიებება ჩაიშალა, რადგან ერთ-ერთ კლუბში ცნობილი რუსული ჯგუფი - "გრადუსი" მღეროდა. ამით ყველაფერი ნათქვამი გახლავთ. საქართველოში მსმენელს საშუალება უნდა ჰქონდეს, თავად აირჩიოს, თუ რომელ კონცერტს დაესწრება...

- ბერას და მაგალითად, ალა პუგაჩოვას დუეტს მართლა ხომ არ უნდა ველოდოთ?

- არა, რას ამბობთ?! ეს სულ სხვადასხვა ჟანრია! თან, მიმაჩნია, რომ არავის არავინ შეუცვლია. ბერა უნიჭიერესი მომღერალია. მის ოჯახს ძალიან ახლოს ვიცნობ...

- გასაგებია, რომ სხვადასხვა ჟანრია, მაგრამ მსოფლიო ესტრადას საინტერესო ექსპერიმენტები ახსოვს...

- ვინ ვისთან იმღერებს, ჩემი საქმე არ არის. ასეთ რაღაცებში არც ჩავრეულვარ და არც ჩავერევი. ალა პუგაჩოვას გარდა, ბევრი რუსი შემსრულებლის ჩამოსვლაა დაგეგმილი.

- ხალხის აჟიოტაჟის მიზეზი ის გახლავთ, რომ ამბობენ, - ხელისუფლება შეიცვალა და უკვე რუსი მომღერლების ჩამოყვანა დაიწყესო...

- ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება შეიცვალა, რადგან წინათ მთავრობა წყვეტდა, საქართველოში რომელი შემსრულებელი ჩამოსულიყო. მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კულტურაში ასე არ ხდება. სახელმწიფო შოუბიზნესში არ უნდა ერეოდეს, ამ სფეროს არ უნდა აფინანსებდეს, წინა მთავრობის დროს კი უაზრო ღონისძიებების მოწყობაში მილიონები "იყრებოდა". შეიძლება, რომ ყველა ადამიანში, ვინც საქართველოში არ არის, სამშობლოს მოღალატე, მკვლელი და ჯაშუში ეძებონ?! სირცხვილია! 20 იანვარს მოსკოვში მივდივარ. რა, სამშობლოს მოღალატეებთან მივემგზავრები?! რაც შეეხება, ალა პუგაჩოვას ჩამოსვლასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, ეს ინფორმაცია არ დამიდასტურებია. შეიძლება, ალა პუგაჩოვა საქართველოში ერთ-ერთ ღონისძიებას სტუმრის სტატუსით დაესწროს. ჯერ ერთი, ეტყობა, ინტერნეტსაიტებზე "ნაციონალები" არიან "გარჭობილები" (გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი) და ილანძღებიან. მათ ისიც არ იციან, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი; მეორე: არ მინდა, რომ კულტურული ღონისძიებები პოლიტიკას უკავშირდებოდეს; მესამე: ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს ისეთი მთავრობა ჰყავს, რომელიც არავის ეტყვის, - საქართველოში არ ჩამოხვიდე, არ იმღერო და იცეკვოო.

ძირითადად, საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" სახელს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ კომპანიის მარკეტინგის დირექტორს - ბატონ კახა კანდელაკს რუსული ესტრადა არ მოსწონს და მაგალითად, ალა პუგაჩოვას ჩამოყვანაში 10 000 დოლარის გადახდას საქართველოში ერიკა ბადუს ჩამოყვანა ურჩევნია. მისი კომპანიის მისია ხალხის გემოვნების ამაღლება გახლავთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება