სტიქიით დაზარალებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენის მოსახლეობა ხელისუფლებას ზარალის სრულად ანაზღაურებას სთხოვს.
ადგილობრივების თქმით, ზარალის დამთვლელი კომისიის მიერ შევსებული განცხადებები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შეცვალეს, რათა დაზარალებულებმა მცირე კომპენსაცია აიღონ.
კახელი გლეხებისთვის მიუღებელია 100-ლარიანი კომპენსაციაც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ზარალის სრულად აუნაზღაურებლობის შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ.
გლეხების პროტესტს ლაგოდეხის გამგებელი გამოეხმაურა. ვლადიმერ ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობა კომპენსაციას იმ გეგმის მიხედვით მიიღებს, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაითვალა.
სტიქიით დაზარალებული გლეხებისთვის კომპენსაციების დარიგება ხვალიდან იწყება.