პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მსახიობმა პრესა, რადიო და ტელევიზია აალაპარაკა
საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მსახიობმა პრესა, რადიო და ტელევიზია აალაპარაკა

და­ვით მალ­ტე­ზე, ანუ და­ვით მა­ღალ­და­ძე უკვე 18 წე­ლია, სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს, თე­ატ­რა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი იქ და­ამ­თავ­რა და ამ­ჟა­მად ათენ­ში საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბია, უკვე რამ­დე­ნი­მე რეკ­ლა­მა­შიც გა­და­ი­ღეს, ჯერ­ჯე­რო­ბით ბედი კი­ნო­ში არ უც­დია. რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, სა­ბერ­ძნეთ­ში ისე­თი დო­ნის მსა­ხი­ო­ბებ­თან თა­მა­შობს, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი გახ­ლდათ.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, დღეს წარ­მა­ტე­ბის რა ეტაპ­ზე ხართ?

- 2009 წელს წარ­მად­გი­ნეს მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის ჯილ­დო­ზე, ჩემი კონ­კუ­რენ­ტე­ბი საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ბერ­ძე­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი გახ­ლდნენ, რო­მელ­თა­გან არც ერთს არ ჰქო­ნია თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში მუ­შა­ო­ბის 15-წლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბი.

- რო­მელ თე­ატ­რში თა­მა­შობთ?

- სა­ბერ­ძნეთ­ში არ არის ასე­თი წესი, რომ მსა­ხი­ო­ბი რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობ­დეს. სა­დაც და­გი­ძა­ხე­ბენ, შე­გიძ­ლია, იქ ითა­მა­შო. მეც ასე ვარ. ყო­ველ წელს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში მი­წევს თა­მა­ში. იყო ისე­თი პე­რი­ო­დიც, რომ 2-3 წე­ლი­წა­დი ერ­თსა და იმა­ვე თე­ატ­რში ვთა­მა­შობ­დი.

- თქვენ ჯილ­დო ახ­სე­ნეთ, მო­ი­პო­ვეთ ის?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვი­პო­ვე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, გული არ დამ­წყვე­ტია, რად­გან ჩემი მი­ზა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა, თე­ატ­რში ჯილ­დო­ე­ბის გამო მე­თა­მა­შა. წარ­მად­გი­ნეს სპექ­ტაკ­ლის­თვის, რომ­ლის სცე­ნა­რიც ერთ-ერთი რე­პე­ტი­ცი­ის დროს დავ­წე­რეთ. სპექ­ტაკ­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ცხოვ­რე­ბას ასა­ხავ­და. ეს იყო ჩემი, რო­გორც ემიგ­რან­ტის და ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე სხვა ემიგ­რან­ტის ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს გა­დაგ­ვხდა. ეს თემა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ში 16 წე­ლია, ემიგ­რან­ტი ვარ. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთი წუ­თით არ მიგ­რძნია თავი აქა­უ­რად. სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე, რო­გორ აღიქ­ვამს ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბე­ლი უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლებს, რად­გან მათ შო­რის ბევ­რია სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის, რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლია აქ. რო­გორ გრძნო­ბენ უცხო­ე­ლე­ბი თავს სა­ბერ­ძნეთ­ში და რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მათ­და­მი ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს, სა­ხელ­მწი­ფოს - ეს თე­მა­ტი­კა აი­სა­ხა სპექ­ტაკლში.

90-იან წლებ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის, იუ­გოს­ლა­ვი­ის დაშ­ლის შემ­დეგ, სა­ბერ­ძნეთს უამ­რა­ვი ემიგ­რან­ტი შე­მო­ე­სია. გერ­მა­ნი­ა­ში, ინ­გლის­ში, საფ­რან­გეთ­ში ეს სის­ტე­მა უფრო და­ლა­გე­ბუ­ლი იყო. აქ კი სა­ხელ­მწი­ფო ამის­თვის მზად არ იყო და სი­მარ­თლე რომ ვთქვათ, არც ახლა არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ემიგ­რან­ტე­ბის მი­მართ. ისე იბა­დე­ბი­ან და იზ­რდე­ბი­ან ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო!, არც სამ­შობ­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვთ და არც სა­ბერ­ძნე­თის. იბა­დე­ბი და იზ­რდე­ბი ქვე­ყა­ნა­ში და ის არ გი­ღებს, რო­გორც სა­კუ­თარ შვილს. სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ და სულ სხვა­ნა­ი­რი სტა­ტუ­სი აქვთ, აქ კი ისე­თი გა­გე­ბა არ არის, რომ არ­სე­ბობს ბერ­ძე­ნი ქარ­თვე­ლი.

სპექ­ტაკლში ვთა­მა­შობ­დით ქარ­თვე­ლი, ალ­ბა­ნე­ლი, ბულ­გა­რე­ლი, რე­ჟი­სო­რი კი გახ­ლდათ ნა­ხევ­რად ბერ­ძე­ნი და ნა­ხევ­რად ალ­ბა­ნე­ლი. სპექ­ტაკ­ლის­თვის იმპრო­ვი­ზა­ცია მო­ვიშ­ვე­ლი­ეთ რე­ა­ლურ ამ­ბებ­თან ერ­თად, ერთი გო­გო­ნა დაგ­ვეხ­მა­რა, რომ დრა­მა­ტურ­გია შე­ეკ­რა და სცე­ნა­რი გამ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო, 2007 წელს სპექ­ტაკ­ლი პირ­ვე­ლად ვი­თა­მა­შეთ. იმ­დე­ნი ხალ­ხი მო­დი­ო­და, რომ თე­ატ­რში ბა­ლი­შე­ბის შეკ­ვე­თა მის­ცეს და ხალ­ხი კი­ბე­ებ­ზე ის­ხდა. ვი­თა­მა­შეთ ორი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქმის ერთი წელი, გა­უ­ჩე­რებ­ლად მი­დი­ო­და ეს სპექ­ტაკ­ლი, პა­რას­კევს, შა­ბათ­სა და კვი­რას დღე­ში ორ­ჯე­რაც ვთა­მა­შობ­დით.

- ალ­ბათ ამ სპექ­ტაკლმა მო­გი­ტა­ნათ პო­პუ­ლა­რო­ბა?

- იქამ­დეც იცოდ­ნენ, რომ ასე­თი მსა­ხი­ო­ბი არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა მარ­თა­ლი ხართ, ამ სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­და პრე­სა, რა­დიო და ტე­ლე­ვი­ზია. სა­ბერ­ძნეთ­ში ემიგ­რან­ტის ზო­გა­დი სუ­რა­თი ასე­თია - ნაწ­ვა­ლე­ბი, მში­ე­რი ადა­მი­ა­ნი, აუ­ცი­ლებ­ლად უსა­ბუ­თო, ქურ­დი, მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან ცუ­დად უყუ­რე­ბენ. უც­ბად კი გა­მოჩ­ნდა სამი ადა­მი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მშვე­ნივ­რად მე­ტყვე­ლე­ბენ ბერ­ძნუ­ლად, რომ­ლებ­მაც სას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­ბერ­ძნეთ­ში და­ამ­თავ­რეს. ამი­ტო­მაც ამან დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. კი­თხუ­ლობ­დნენ, რო­გორ, ემიგ­რან­ტებს თე­ატ­რშიც შე­უძ­ლი­ათ თა­მა­ში? ამის­თვი­საც სცა­ლი­ა­თო? და­მის­ვეს შე­კი­თხვე­ბი იმის შე­სა­ხებ, რო­გორ ვა­ხერ­ხებ­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის რჩე­ნას და პა­რა­ლე­ლუ­რად თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა­საც. ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში რომ გვიწ­ვევ­დნენ, იმ­დე­ნად უაქ­ცენ­ტოდ ვლა­პა­რა­კობთ ბერ­ძნუ­ლად, რომ ვერ იგებ­დნენ, რო­მე­ლი იყო ჩვენ შო­რის ემიგ­რან­ტი. რად­გან და­ვი­თი მქვია, ებ­რა­ე­ლი ვე­გო­ნე.

- თქვენ გვა­რი შე­იც­ვა­ლეთ?

- დიახ, და­ვით მა­ღალ­და­ძე გახ­ლა­ვართ, მალ­ტე­ზედ გა­და­ვი­კე­თე, რად­გან ჩემი გვა­რის და­წე­რა ძა­ლი­ან უჭირ­დათ ჟურ­ნა­ლის­ტებს. ამან მა­ი­ძუ­ლა, რა­ღაც მო­მე­გო­ნე­ბი­ნა, რომ გა­მო­სათ­ქმე­ლად და და­სა­წე­რად ად­ვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო. არ მინ­დო­და, რომ ბერ­ძნულ გვარს დამ­სგავ­სე­ბო­და, რად­გან და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მქონ­და. მალ­ტე­ზე ბერ­ძნულ გვარს არა­ნა­ი­რად არ ჰგავს და ეტყო­ბა, რომ მისი მა­ტა­რე­ბე­ლი უცხო­ე­ლია. ეს იყო ჩემი მი­ზა­ნი, რო­დე­საც ფსევ­დო­ნიმს ვარ­ჩევ­დი.

- სპექ­ტაკლმა, რო­მელ­ზეც ვი­სა­უბ­რეთ, რა­ი­მე გარ­და­ტე­ხა მო­ახ­დი­ნა თქვენს კა­რი­ე­რა­ში?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, წა­მო­ვი­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, მსა­ხი­ო­ბო­ბის გარ­და მუ­სი­კო­სი გახ­ლა­ვართ, ვუკ­რავ საქ­სო­ფონ­ზე, გი­ტა­რა­ზე, ცოტა პი­ა­ნი­ნო­სა და და­სარ­ტყამ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე. მსა­ხი­ო­ბის­თვის ეს ისე­თი­ვე სა­ჭი­როა, რო­გორც მშე­ნებ­ლის­თვის ჩა­ქუ­ჩი. რო­დე­საც მსა­ხი­ობს ბევ­რი რამ შე­უძ­ლია, უფრო მეტი შან­სი აქვს, რომ როლი მი­ი­ღოს. ენე­ბის ცოდ­ნაც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და, რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებ­საც ვფლობ. ამ სპექ­ტაკ­ლის წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ მი­მიწ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბილ­მა ბერ­ძენ­მა რე­ჟი­სორ­მა მი­ხა­ილ მარ­მა­რი­ნოს­მა. მას­თან ერთ სე­ზონ­ზე ვი­თა­ნამ­შრომ­ლე, შემ­დეგ კი უკვე შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­მა იმა­ტა. იმ ეტა­პამ­დე მი­ვე­დი დღეს, რომ იშ­ვი­ა­თად მიწ­ვევს კას­ტინ­გებ­ზე წას­ვლა, თა­ვად მიწ­ვე­ვენ სპექ­ტაკ­ლებ­ზე.

- ქუ­ჩა­ში გცნო­ბენ?

- დიახ, შე­მიძ­ლია ასე ვთქვა, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ გამო და­დი­ან სპექ­ტაკ­ლებ­ზე. მერე მწე­რენ იმე­ილ­ზე, "ფე­ის­ბუქ­ზე". თუკი ცენ­ტრში ვიმ­ყო­ფე­ბი, 30-40-ჯერ მომ­ხდა­რა ისე­თი ფაქ­ტი, რომ ქუ­ჩა­ში გა­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ თაყ­ვა­ნის­მცე­მელს, თუმ­ცა ვერ გე­ტყვით, რომ ყო­ველ­დღე მა­ჩე­რე­ბენ. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა მა­ყუ­რებ­ლის სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი. ეს არის ჩემ­თვის დიდი ჯილ­დო და არა ვთქვათ, "ოს­კა­რი" ან სხვა რა­ი­მე ჯილ­დო. რო­დე­საც ხალ­ხი აღი­ა­რებს შენს ტა­ლანტს, ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან არ გქო­ნი­ათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, კი­ნო­დან?

- სე­რი­ა­ლე­ბის კას­ტინ­გებ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე დამ­პა­ტი­ჟეს, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი. მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მომ­წონს სე­რი­ა­ლებ­ში მუ­შა­ო­ბა, რად­გან იქ საქ­მეს ცოტა არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა კი­ნოს, რამ­დე­ნი­მე ფილმში პა­ტარ-პა­ტა­რა რო­ლე­ბი შე­ვას­რუ­ლე, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ მქო­ნია. რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­რეკ­ლა­მა­ში გა­და­მი­ღეს.

- რა გახ­და იმის მი­ზე­ზი, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში წახ­ვე­დით?

- სა­ქარ­თვე­ლო­დან 1996 წელს წა­მო­ვე­დი და 26 აგ­ვის­ტოს ჩა­მო­ვე­დი სა­ბერ­ძნეთ­ში. მგო­ნი, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლას გა­ვახ­სე­ნო, რა წლე­ბი იყო და რა გა­ჭირ­ვე­ბა 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში. 1993-დან 1996 წლამ­დე ჯარ­ში ვი­ყა­ვი. შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე დავ­რჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩე­მე­ბი უკვე წა­მო­სუ­ლი იყ­ვნენ სა­ბერ­ძნეთ­ში. ყვე­ლა­ფერს ეტყო­ბო­და, რომ სი­ტუ­ა­ცია მალე ვერ გა­მოს­წორ­დე­ბო­და, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე სა­ბერ­ძნეთ­ში გა­მომ­გზავ­რე­ბა. ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზით ჩა­მო­ვე­დი, ავ­ტო­ბუ­სით და გზა­ში ორი დღე გა­ვა­ტა­რე. სა­ზღვარ­ზე რომ გა­დავ­დი­ო­დი, თან გული მწყდე­ბო­და, თან მი­ხა­რო­და. არ ვი­ცო­დი, რა იქ­ნე­ბო­და მო­მა­ვალ­ში, რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბო­დი სამ­შობ­ლო­ში... რო­დე­საც სპექ­ტაკლს ვდგამ­დით ემიგ­რან­ტე­ბის შე­სა­ხებ და ვე­ძებ­დით ამა თუ იმ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს, გა­და­ვა­წყდით ის­ტო­რი­ას ბერ­ძნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვიდ­ნენ 60-იან წლებ­ში. ისი­ნი წლე­ბი აგ­რო­ვებ­დნენ ნივ­თებს, რომ­ლე­ბიც სა­ბერ­ძნეთ­ში უნდა ჩა­მო­ე­ტა­ნათ, 30-40 წლის შემ­დეგ ეს ყუ­თე­ბი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი ელა­გა მათ სახ­ლებ­ში გერ­მა­ნი­ა­ში. მეც ასე­თი­ვე შეგ­რძნე­ბა მქონ­და, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში 16 წელი გა­ვი­და...

- დღეს თავს რო­გორ გრძნობთ? ფიქ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­მუ­და­მოდ დავ­ბრუნ­დე­ბი თუ არა, არ ვიცი. სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს გეგ­მე­ბის და­წყო­ბა. იმა­საც არ ვა­პი­რებ­დი, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში 16 წელი მე­ცხოვ­რა და არც მსა­ხი­ო­ბო­ბას ვგეგ­მავ­დი, მაგ­რამ ასე მოხ­და.

- ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად გი­თა­მა­ში­ათ სცე­ნა­ზე?

- მხო­ლოდ ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ვთა­მა­შობ. პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი ისე­თი დო­ნის მსა­ხი­ობ­თან ერ­თად ვი­თა­მა­შე, რო­გო­რიც სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე­ო­რე კურ­სზე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა და­მა­კა­ვა ამ სპექ­ტაკლზე. ჩა­ბა­რე­ბის დროს აქ ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო, 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი­დან 140 მი­ი­ღეს და იქი­დან უცხო­ე­ლი მხო­ლოდ მე გახ­ლდით. სა­ბერ­ძნეთ­ში უძ­ვე­ლე­სი და ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვამ­თავ­რე. 2005 წლი­დან სე­ზონ­ზე სამ-ოთხ სპექ­ტაკლში ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხა­ნია არ ყო­ფილ­ხართ?

- მას მერე, რაც სა­ბერ­ძნეთ­ში ჩა­მო­ვე­დი.

- და­ვით, სა­ინ­ტე­რე­სოა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა თუ მო­ა­წყვეთ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ჯერ რჩე­ულს ვე­ლო­დე­ბი (იღი­მე­ბა). სი­მარ­თლე გი­თხრათ, და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­ფიქ­რია. ტრა­დი­ცი­ე­ბის დიდი მიმ­დე­ვა­რი არ ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად არ მი­მაჩ­ნია, გა­ვიც­ნო გო­გო­ნა, მერე გვყავ­დეს შვი­ლე­ბი, დავ­ბერ­დეთ და ერ­თად მოვ­კვდეთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ აქ­ტუ­ა­ლუ­რია შე­კი­თხვა, ცოლი ხომ არ მო­იყ­ვა­ნე ან ხომ არ აპი­რებ (იცი­ნის), ეს კი მე არ მეს­მის. თუ იარ­სე­ბებს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მეყ­ვა­რე­ბა და მენ­დო­მე­ბა, რომ ჩემი შვი­ლე­ბის დედა იყოს, მა­შინ გა­დავ­დგამ ამ ნა­ბიჯს, მაგ­რამ იძუ­ლე­ბით და იმის ში­შით, რომ მარ­ტო არ დავ­ბერ­დე, ვერ და­ვო­ჯახ­დე­ბი.

- გი­ფიქ­რი­ათ, ვინ იქ­ნე­ბით, როცა წლე­ბი გა­ივ­ლის?

- შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რა მინ­და, რომ მოხ­დეს. სურ­ვი­ლი მაქვს, რე­ჟი­სო­რი ვიყო. 20 წლის შემ­დეგ კი მინ­და ვიყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რი (იღი­მის), მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბო­ბას თავს არ და­ვა­ნე­ბებ და ამ ორ პრო­ფე­სი­ას ერ­თმა­ნეთს შე­ვუ­თავ­სებ. ერთი სპექ­ტაკ­ლი უკვე მაქვს დად­გმუ­ლი, რო­მელ­მაც ფეს­ტი­ვალ­ზე მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. 2009 წლის ზამ­თრის სე­ზონ­ზე უნდა და­მედ­გა ერთ-ერთ თე­ატ­რში, მაგ­რამ კრი­ზი­სის გამო ვერ შევ­ძე­ლი. იმე­დი მაქვს, რომ სი­ტუ­ა­ცია და­ლაგ­დე­ბა და მო­მე­ცე­მა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მსახიობმა პრესა, რადიო და ტელევიზია აალაპარაკა

საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მსახიობმა პრესა, რადიო და ტელევიზია აალაპარაკა

დავით მალტეზე, ანუ დავით მაღალდაძე უკვე 18 წელია, საბერძნეთში ცხოვრობს, თეატრალური სასწავლებელი იქ დაამთავრა და ამჟამად ათენში საკმაოდ ცნობილი თეატრალური მსახიობია, უკვე რამდენიმე რეკლამაშიც გადაიღეს, ჯერჯერობით ბედი კინოში არ უცდია. როგორც თავად გვითხრა, საბერძნეთში ისეთი დონის მსახიობებთან თამაშობს, როგორიც საქართველოში სოფიკო ჭიაურელი გახლდათ.

-  საინტერესოა, დღეს წარმატების რა ეტაპზე ხართ?

-  2009 წელს წარმადგინეს მამაკაცის საუკეთესო როლის ჯილდოზე, ჩემი კონკურენტები საკმაოდ ცნობილი ბერძენი მსახიობები გახლდნენ, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონია თეატრალურ სამყაროში მუშაობის 15-წლიან გამოცდილებაზე ნაკლები.

-  რომელ თეატრში თამაშობთ?

-  საბერძნეთში არ არის ასეთი წესი, რომ მსახიობი რომელიმე კონკრეტულ თეატრში მოღვაწეობდეს. სადაც დაგიძახებენ, შეგიძლია, იქ ითამაშო. მეც ასე ვარ. ყოველ წელს სხვადასხვა თეატრში მიწევს თამაში. იყო ისეთი პერიოდიც, რომ 2-3 წელიწადი ერთსა და იმავე თეატრში ვთამაშობდი.

-  თქვენ ჯილდო ახსენეთ, მოიპოვეთ ის?

-  სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვე. სიმართლე გითხრათ, გული არ დამწყვეტია, რადგან ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, თეატრში ჯილდოების გამო მეთამაშა. წარმადგინეს სპექტაკლისთვის, რომლის სცენარიც ერთ-ერთი რეპეტიციის დროს დავწერეთ. სპექტაკლი ემიგრანტების ცხოვრებას ასახავდა. ეს იყო ჩემი, როგორც ემიგრანტის და ასევე, რამდენიმე სხვა ემიგრანტის ისტორიები, რომლებიც თავს გადაგვხდა. ეს თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, უცხო სახელმწიფოში 16 წელია, ემიგრანტი ვარ. ამ წლების განმავლობაში არც ერთი წუთით არ მიგრძნია თავი აქაურად. საინტერესოა ასევე, როგორ აღიქვამს ადგილობრივი მცხოვრებელი უცხო ქვეყნიდან ჩამოსულებს, რადგან მათ შორის ბევრია სხვადასხვა კულტურის, რელიგიის წარმომადგენელი. უამრავი ქართველია აქ. როგორ გრძნობენ უცხოელები თავს საბერძნეთში და რა დამოკიდებულება აქვთ მათდამი ადგილობრივ მცხოვრებლებს, სახელმწიფოს - ეს თემატიკა აისახა სპექტაკლში.

90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, საბერძნეთს უამრავი ემიგრანტი შემოესია. გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში ეს სისტემა უფრო დალაგებული იყო. აქ კი სახელმწიფო ამისთვის მზად არ იყო და სიმართლე რომ ვთქვათ, არც ახლა არის ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ. ისე იბადებიან და იზრდებიან ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, არც სამშობლოს მოქალაქეობა აქვთ და არც საბერძნეთის. იბადები და იზრდები ქვეყანაში და ის არ გიღებს, როგორც საკუთარ შვილს. საქართველოში სომხები, აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ და სულ სხვანაირი სტატუსი აქვთ, აქ კი ისეთი გაგება არ არის, რომ არსებობს ბერძენი ქართველი.

სპექტაკლში ვთამაშობდით ქართველი, ალბანელი, ბულგარელი, რეჟისორი კი გახლდათ ნახევრად ბერძენი და ნახევრად ალბანელი. სპექტაკლისთვის იმპროვიზაცია მოვიშველიეთ რეალურ ამბებთან ერთად, ერთი გოგონა დაგვეხმარა, რომ დრამატურგია შეეკრა და სცენარი გამზადებულიყო, 2007 წელს სპექტაკლი პირველად ვითამაშეთ. იმდენი ხალხი მოდიოდა, რომ თეატრში ბალიშების შეკვეთა მისცეს და ხალხი კიბეებზე ისხდა. ვითამაშეთ ორი სეზონის განმავლობაში, თითქმის ერთი წელი, გაუჩერებლად მიდიოდა ეს სპექტაკლი, პარასკევს, შაბათსა და კვირას დღეში ორჯერაც ვთამაშობდით.

-  ალბათ ამ სპექტაკლმა მოგიტანათ პოპულარობა?

-  იქამდეც იცოდნენ, რომ ასეთი მსახიობი არსებობდა, თუმცა მართალი ხართ, ამ სპექტაკლის შემდეგ ჩემით დაინტერესდა პრესა, რადიო და ტელევიზია. საბერძნეთში ემიგრანტის ზოგადი სურათი ასეთია - ნაწვალები, მშიერი ადამიანი, აუცილებლად უსაბუთო, ქურდი, მოკლედ, ამ ყველაფერს ძალიან ცუდად უყურებენ. უცბად კი გამოჩნდა სამი ადამიანი, მსახიობები, რომლებიც მშვენივრად მეტყველებენ ბერძნულად, რომლებმაც სასწავლებლები საბერძნეთში დაამთავრეს. ამიტომაც ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია. კითხულობდნენ, როგორ, ემიგრანტებს თეატრშიც შეუძლიათ თამაში? ამისთვისაც სცალიათო? დამისვეს შეკითხვები იმის შესახებ, როგორ ვახერხებდი საკუთარი თავის რჩენას და პარალელურად თეატრში მუშაობასაც. ტელევიზიებში რომ გვიწვევდნენ, იმდენად უაქცენტოდ ვლაპარაკობთ ბერძნულად, რომ ვერ იგებდნენ, რომელი იყო ჩვენ შორის ემიგრანტი. რადგან დავითი მქვია, ებრაელი ვეგონე.

-  თქვენ გვარი შეიცვალეთ?

-  დიახ, დავით მაღალდაძე გახლავართ, მალტეზედ გადავიკეთე, რადგან ჩემი გვარის დაწერა ძალიან უჭირდათ ჟურნალისტებს. ამან მაიძულა, რაღაც მომეგონებინა, რომ გამოსათქმელად და დასაწერად ადვილი ყოფილიყო. არ მინდოდა, რომ ბერძნულ გვარს დამსგავსებოდა, რადგან დასამალი არაფერი მქონდა. მალტეზე ბერძნულ გვარს არანაირად არ ჰგავს და ეტყობა, რომ მისი მატარებელი უცხოელია. ეს იყო ჩემი მიზანი, როდესაც ფსევდონიმს ვარჩევდი.

-  სპექტაკლმა, რომელზეც ვისაუბრეთ, რაიმე გარდატეხა მოახდინა თქვენს კარიერაში?

-  რასაკვირველია, წამოვიდა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მსახიობობის გარდა მუსიკოსი გახლავართ, ვუკრავ საქსოფონზე, გიტარაზე, ცოტა პიანინოსა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მსახიობისთვის ეს ისეთივე საჭიროა, როგორც მშენებლისთვის ჩაქუჩი. როდესაც მსახიობს ბევრი რამ შეუძლია, უფრო მეტი შანსი აქვს, რომ როლი მიიღოს. ენების ცოდნაც ძალიან მეხმარებოდა, რუსულ და ინგლისურ ენებსაც ვფლობ. ამ სპექტაკლის წარმატების შემდეგ მიმიწვია საქართველოში ცნობილმა ბერძენმა რეჟისორმა მიხაილ მარმარინოსმა. მასთან ერთ სეზონზე ვითანამშრომლე, შემდეგ კი უკვე შემოთავაზებებმა იმატა. იმ ეტაპამდე მივედი დღეს, რომ იშვიათად მიწვევს კასტინგებზე წასვლა, თავად მიწვევენ სპექტაკლებზე.

-  ქუჩაში გცნობენ?

-  დიახ, შემიძლია ასე ვთქვა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემ გამო დადიან სპექტაკლებზე. მერე მწერენ იმეილზე, "ფეისბუქზე". თუკი ცენტრში ვიმყოფები, 30-40-ჯერ მომხდარა ისეთი ფაქტი, რომ ქუჩაში გავუჩერებივარ თაყვანისმცემელს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ყოველდღე მაჩერებენ. ძალიან სასიამოვნოა მაყურებლის სითბო და სიყვარული. ეს არის ჩემთვის დიდი ჯილდო და არა ვთქვათ, "ოსკარი" ან სხვა რაიმე ჯილდო. როდესაც ხალხი აღიარებს შენს ტალანტს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

-  ტელევიზიიდან არ გქონიათ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, კინოდან?

-  სერიალების კასტინგებზე რამდენჯერმე დამპატიჟეს, მაგრამ უარი ვუთხარი. მაინცდამაინც არ მომწონს სერიალებში მუშაობა, რადგან იქ საქმეს ცოტა არასერიოზულად უდგებიან. რაც შეეხება კინოს, რამდენიმე ფილმში პატარ-პატარა როლები შევასრულე, მაგრამ ჯერჯერობით სხვა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მქონია. რამდენიმე ტელერეკლამაში გადამიღეს.

-  რა გახდა იმის მიზეზი, რომ საბერძნეთში წახვედით?

-  საქართველოდან 1996 წელს წამოვედი და 26 აგვისტოს ჩამოვედი საბერძნეთში. მგონი, არ არის აუცილებელი ყველას გავახსენო, რა წლები იყო და რა გაჭირვება 90-იანი წლების საქართველოში. 1993-დან 1996 წლამდე ჯარში ვიყავი. შემდეგ რამდენიმე თვე დავრჩი საქართველოში, ჩემები უკვე წამოსული იყვნენ საბერძნეთში. ყველაფერს ეტყობოდა, რომ სიტუაცია მალე ვერ გამოსწორდებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე საბერძნეთში გამომგზავრება. ტურისტული ვიზით ჩამოვედი, ავტობუსით და გზაში ორი დღე გავატარე. საზღვარზე რომ გადავდიოდი, თან გული მწყდებოდა, თან მიხაროდა. არ ვიცოდი, რა იქნებოდა მომავალში, როდის დავბრუნდებოდი სამშობლოში... როდესაც სპექტაკლს ვდგამდით ემიგრანტების შესახებ და ვეძებდით ამა თუ იმ საინტერესო ამბავს, გადავაწყდით ისტორიას ბერძნების შესახებ, რომლებიც გერმანიაში წავიდნენ 60-იან წლებში. ისინი წლები აგროვებდნენ ნივთებს, რომლებიც საბერძნეთში უნდა ჩამოეტანათ, 30-40 წლის შემდეგ ეს ყუთები ხელუხლებელი ელაგა მათ სახლებში გერმანიაში. მეც ასეთივე შეგრძნება მქონდა, მაგრამ ამასობაში 16 წელი გავიდა...

-  დღეს თავს როგორ გრძნობთ? ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?

-  სიმართლე გითხრათ, სამუდამოდ დავბრუნდები თუ არა, არ ვიცი. საერთოდ, არ მიყვარს გეგმების დაწყობა. იმასაც არ ვაპირებდი, რომ საბერძნეთში 16 წელი მეცხოვრა და არც მსახიობობას ვგეგმავდი, მაგრამ ასე მოხდა.

-  ცნობილ მსახიობებთან ერთად გითამაშიათ სცენაზე?

-  მხოლოდ ცნობილ მსახიობებთან ერთად ვთამაშობ. პირველი სპექტაკლი ისეთი დონის მსახიობთან ერთად ვითამაშე, როგორიც სოფიკო ჭიაურელი გახლდათ საქართველოში. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ერთმა მასწავლებელმა დამაკავა ამ სპექტაკლზე. ჩაბარების დროს აქ ძალიან დიდი კონკურენცია იყო, 1000-ზე მეტი ადამიანიდან 140 მიიღეს და იქიდან უცხოელი მხოლოდ მე გახლდით. საბერძნეთში უძველესი და ყველაზე პრესტიჟული თეატრალური სასწავლებელი დავამთავრე. 2005 წლიდან სეზონზე სამ-ოთხ სპექტაკლში ვარ დაკავებული.

-  საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილხართ?

-  მას მერე, რაც საბერძნეთში ჩამოვედი.

-  დავით, საინტერესოა, პირადი ცხოვრება თუ მოაწყვეთ ამ ხნის განმავლობაში?

-  ჯერ რჩეულს ველოდები (იღიმება). სიმართლე გითხრათ, დაოჯახებაზე სერიოზულად არ მიფიქრია. ტრადიციების დიდი მიმდევარი არ ვარ, აუცილებლად არ მიმაჩნია, გავიცნო გოგონა, მერე გვყავდეს შვილები, დავბერდეთ და ერთად მოვკვდეთ. საქართველოში სულ აქტუალურია შეკითხვა, ცოლი ხომ არ მოიყვანე ან ხომ არ აპირებ (იცინის), ეს კი მე არ მესმის. თუ იარსებებს ისეთი ადამიანი, რომელიც მეყვარება და მენდომება, რომ ჩემი შვილების დედა იყოს, მაშინ გადავდგამ ამ ნაბიჯს, მაგრამ იძულებით და იმის შიშით, რომ მარტო არ დავბერდე, ვერ დავოჯახდები.

-  გიფიქრიათ, ვინ იქნებით, როცა წლები გაივლის?

-  შემიძლია გითხრათ, რა მინდა, რომ მოხდეს. სურვილი მაქვს, რეჟისორი ვიყო. 20 წლის შემდეგ კი მინდა ვიყო წარმატებული რეჟისორი (იღიმის), მაგრამ მსახიობობას თავს არ დავანებებ და ამ ორ პროფესიას ერთმანეთს შევუთავსებ. ერთი სპექტაკლი უკვე მაქვს დადგმული, რომელმაც ფესტივალზე მოწონება დაიმსახურა. 2009 წლის ზამთრის სეზონზე უნდა დამედგა ერთ-ერთ თეატრში, მაგრამ კრიზისის გამო ვერ შევძელი. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია დალაგდება და მომეცემა ამის საშუალება.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება