Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის დასახვედრად ზუგდიდის რეზიდენციაში "უბორკა" მიმდინარეობს
პრეზიდენტის დასახვედრად ზუგდიდის რეზიდენციაში "უბორკა" მიმდინარეობს

ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ საა­კაშ­ვი­ლი ზუგ­დი­დის საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში აპი­რებს გა­დას­ვლას და მუ­შა­ო­ბა­სო. ისიც ით­ქვა, რე­ზი­დენ­ცი­ა­ში უკვე დიდი სამ­ზა­დი­სი­აო. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ზუს­ტებ­ლად მოძ­რა­ო­ბა "და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ კახა მი­ქა­ი­ას ზუგ­დიდ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით:

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს თუ ჰგო­ნია, ზუგ­დი­დის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გად­მო­ბარ­გე­ბით თა­ვი­დან აი­ცი­ლებს მო­სახ­დენს, ძა­ლი­ან ცდე­ბა. მთე­ლი სა­მეგ­რე­ლო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­ცი­ე­ლით, თუნ­დაც მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ კრი­მი­ნა­ლი გუ­ნა­ვა დაგ­ვი­ნიშ­ნა გუ­ბერ­ნა­ტო­რად. ასე რომ, მი­შას არ ვურ­ჩევ ზუგ­დიდ­ში ჩა­მოს­ვლას.

- ხომ არ შე­გი­ნიშ­ნავთ, რა ხდე­ბა ზუგ­დი­დის საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში?

-"აუ­ბორ­კე­ბენ", დიდი სამ­ზა­დი­სია...

- საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცია რო­მე­ლი­მე შე­ნო­ბა­შია თუ სპე­ცი­ა­ლუ­რად აშენ­და?

- სპე­ცი­ა­ლუ­რად აა­შე­ნა და, რაც მთა­ვა­რია, ის­ტო­რი­უ­ლი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სხვა­გან ხომ არ ეკად­რე­ბო­და სა­ა­კაშ­ვილს?!

- რო­გორ ფიქ­რობთ, მა­ინც რა­ტომ მო­ი­სურ­ვა ზუგ­დი­დის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გად­მოს­ვლა?

- მი­მაჩ­ნია, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა დრო­ის შეგ­რძნე­ბა და­კარ­გა. გუ­ნა­ვას გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ვნაც ამის­გა­ნაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. სა­ა­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობს, სა­მეგ­რე­ლო და­აბ­რუ­ნოს იმ ავადსახ­სე­ნე­ბელ წარ­სულ­ში, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან მო­ვი­შო­რეთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი გუ­ნა­ვას გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ვნა?! მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პი­ა­რის გამო გა­ა­კე­თა. ის ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ინ­ტრი­გა­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გუ­ნა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლი კი მას სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რად ნიშ­ნავს და რომ და­ი­ჭი­რონ გუ­ნა­ვა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვი­რილს და­ი­წყებს, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა­აო და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს მის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­სა და დაბ­ნე­უ­ლო­ბა­ზე.

- სხვა რა ხდე­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში?

- ჩვენს კუ­თხე­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიომ დაჰ­ბე­რა და ხალ­ხს აღა­რაფ­რის ეში­ნია. მეგ­რე­ლი ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს მო­ით­მენს, გარ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვი­სა და სწო­რედ ეს არის ბოლო არ­ჩევ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რი. მე კი იქამ­დე გა­ვაპ­რო­ტეს­ტებ გუ­ნა­ვას გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბას, ვიდ­რე არ მოგ­ვა­შო­რე­ბენ. ხოლო თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი ზუგ­დიდ­ში გად­მო­ვა სა­მუ­შა­ოდ, მას კვლავ მო­ვუ­წყობ ჩე­მე­ბურ აქ­ცი­ებს - მი­ვად­გე­ბი რე­ზი­დენ­ცი­ა­ში და დამ­ჭკნარ ვარდს ვა­ჩუ­ქებ.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პრეზიდენტის დასახვედრად ზუგდიდის რეზიდენციაში "უბორკა" მიმდინარეობს

პრეზიდენტის დასახვედრად ზუგდიდის რეზიდენციაში "უბორკა" მიმდინარეობს

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ საა­კაშვილი ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში აპირებს გადასვლას და მუშაობასო. ისიც ითქვა, რეზიდენციაში უკვე დიდი სამზადისიაო. ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერ კახა მიქაიას ზუგდიდში დავუკავშირდით:

- მიხეილ სააკაშვილს თუ ჰგონია, ზუგდიდის რეზიდენციაში გადმობარგებით თავიდან აიცილებს მოსახდენს, ძალიან ცდება. მთელი სამეგრელო გაღიზიანებულია სააკაშვილის საქციელით, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ კრიმინალი გუნავა დაგვინიშნა გუბერნატორად. ასე რომ, მიშას არ ვურჩევ ზუგდიდში ჩამოსვლას.

- ხომ არ შეგინიშნავთ, რა ხდება ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში?

-"აუბორკებენ", დიდი სამზადისია...

- საპრეზიდენტო რეზიდენცია რომელიმე შენობაშია თუ სპეციალურად აშენდა?

- სპეციალურად ააშენა და, რაც მთავარია, ისტორიული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. სხვაგან ხომ არ ეკადრებოდა სააკაშვილს?!

- როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ მოისურვა ზუგდიდის რეზიდენციაში გადმოსვლა?

- მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა დროის შეგრძნება დაკარგა. გუნავას გუბერნატორად დანიშვნაც ამისგანაა გამოწვეული. სააკაშვილი ცდილობს, სამეგრელო დააბრუნოს იმ ავადსახსენებელ წარსულში, რომელიც ახლახან მოვიშორეთ. როგორ შეიძლება ბრალდებული გუნავას გუბერნატორად დანიშვნა?! მაგრამ სააკაშვილმა ეს ყველაფერი პოლიტიკური პიარის გამო გააკეთა. ის იაფფასიანი ინტრიგანია. წარმოიდგინეთ, გუნავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სააკაშვილი კი მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ნიშნავს და რომ დაიჭირონ გუნავა, სააკაშვილი ყვირილს დაიწყებს, ეს პოლიტიკური დევნააო და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს მის არაკომპეტენტურობასა და დაბნეულობაზე.

- სხვა რა ხდება სამეგრელოში?

- ჩვენს კუთხეში თავისუფლების სიომ დაჰბერა და ხალხს აღარაფრის ეშინია. მეგრელი ხალხი ყველაფერს მოითმენს, გარდა თავისუფლების დაკარგვისა და სწორედ ეს არის ბოლო არჩევნების ყველაზე დიდი მონაპოვარი. მე კი იქამდე გავაპროტესტებ გუნავას გუბერნატორობას, ვიდრე არ მოგვაშორებენ. ხოლო თუ სააკაშვილი ზუგდიდში გადმოვა სამუშაოდ, მას კვლავ მოვუწყობ ჩემებურ აქციებს - მივადგები რეზიდენციაში და დამჭკნარ ვარდს ვაჩუქებ.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა