მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში ნაყიდი ბიბლია და ოცნება, რომელიც აუხდენელი დარჩა
ავღანეთში ნაყიდი ბიბლია და ოცნება, რომელიც აუხდენელი დარჩა

სერ­ჟან­ტი გი­ორ­გი კი­კა­ძე მე­ცხრა­მე­ტე ჯა­რის­კა­ცია, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში და­ი­ღუ­პა. გი­ორ­გიმ მუსა კა­ლას რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ბაზა "ლა­ზი­კა" 19 დე­კემ­ბერს და­ტო­ვა... 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ძი­ე­ბა-გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცია. 29 დე­კემ­ბერს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

გი­ორ­გი 1988 წლის 16 იან­ვარს ქა­ლაქ ბორ­ჯომ­ში და­ი­ბა­და. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2009 წლი­დან მსა­ხუ­რობ­და. კრწა­ნი­სის სას­წავ­ლო ცენ­ტრში საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ II ქვე­ი­თი ბრი­გა­დის სა­არ­ტი­ლე­რიო ბა­ტა­ლი­ონ­ში ჩა­ი­რი­ცხა. 2012 წლის გა­ზა­ფხულ­ზე სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად გა­დას­რო­ლის წინ, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი 6-თვი­ა­ნი კურ­სი გა­ი­ა­რა. ავ­ღა­ნეთ­ში 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ემ­გზავ­რა.

გი­ორ­გი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცია, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში არა­საბ­რძო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა. ჯერ კი­დევ და­უდ­გე­ნე­ლია, რა­ტომ და­ტო­ვა ქარ­თველ­მა ჯა­რის­კაც­მა სამ­ხედ­რო ბაზა, რა ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა თა­ლი­ბი მებ­რძო­ლე­ბის ხელ­ში და რას ითხოვ­დნენ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ. რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უფ­ლე­ბა არ მოგ­ვცა, გი­ორ­გის შე­სა­ხებ მის თა­ნა­მებ­რძო­ლებს გავ­სა­უბ­რე­ბო­დით. იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო გი­ორ­გი, რო­გორ მოხ­ვდა არ­მი­ა­ში და რა მიზ­ნე­ბი ჰქონ­და სა­მო­მავ­ლოდ, - და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცის დე­დას, ნინო მე­ყან­წიშ­ვილ­სა და ძმას, ნიკა კი­კა­ძეს შევ­ხვდი.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, რო­გო­რი იყო გი­ორ­გი, რითი გა­მო­ირ­ჩე­ო­და თქვე­ნი და­ნარ­ჩე­ნი ორი ვა­ჟის­გან?

- ყვე­ლაფ­რით. გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შვი­ლი იყო - თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მზრუნ­ვე­ლი. ყვე­ლა­ზე მე­ტად მას ვე­ცო­დე­ბო­დი, მუ­დამ გვერ­დით მედ­გა, ჩემ გამო ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და. მისი სა­ხით მხო­ლოდ შვი­ლი კი არა, მე­გო­ბა­რიც დავ­კარ­გე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დე­დაშ­ვი­ლო­ბა გვქონ­და. ჩემი შვი­ლი რომ იყო, იმი­ტომ არ ვამ­ბობ, - ყვე­ლა და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, ძა­ლი­ან კე­თი­ლი, ალა­ლი და უეშ­მა­კო ბიჭი იყო. ბოლო თეთ­რსაც კი სხვას და­ა­ხარ­ჯებ­და. ზოგ­ჯერ ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი კი­დეც: ყვე­ლას სატ­კი­ვა­რი შენ რო­გორ უნდა მი­ი­ტა­ნო გულ­თან-მეთ­ქი?! მორ­წმუ­ნე იყო... ავ­ღა­ნე­თი­დან მისი ნივ­თე­ბი რომ ჩა­მო­ი­ტა­ნეს, მათ შო­რის, ბიბ­ლია და სა­ხა­რე­ბაც იყო. ვიცი, რომ ეს წიგ­ნე­ბი აქე­დან არ წა­უ­ღია, ალ­ბათ იქ იყი­და. მის ნივ­თებ­ში თა­ვი­სი ძმის­თვის ნა­ყი­დი თავ­საკ­რა­ვი, ბრე­ლო­კი და წინ­დე­ბიც ვნა­ხე. გული მო­მიკ­ვდა - იქაც კი თა­ვის ძმებ­ზე, ჩვენ­ზე ფიქ­რობ­და... ძმებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ გი­ორ­გი. ნიკა ცდი­ლობს, რომ ხალ­ხში არა­ფე­რი შე­იმ­ჩნი­ოს, სი­სუს­ტე არ გა­მო­ავ­ლი­ნოს, მაგ­რამ მე დედა ვარ და ვიცი, მის გულ­ში რა ცე­ცხლიც ტრი­ა­ლებს. რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვუს­წა­რი, თა­ვის ოთახ­ში ლო­გინ­ზე დამ­ხო­ბი­ლი რომ ტი­რო­და...

- გი­ორ­გიმ არ­მი­ა­ში წას­ვლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტა?

- ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ეს საქ­მე. სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­თე­მა­ტი­კა და გერ­მა­ნუ­ლი უყ­ვარ­და. "გე­პე­ი­ში" ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­შიც თა­ვი­სი ცოდ­ნა გა­მო­ავ­ლი­ნა. სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის კო­რექ­ტო­რი იყო. მტრის კო­ორ­დი­ნა­ტებს, მისი ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რეს და მსგავს რა­ღა­ცებს ად­გენ­და. ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ფე­სია ჰქონ­და. გი­ორ­გის ერთ შეც­დო­მას შე­საძ­ლოა, მთე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამ სამ­სა­ხუ­რის მი­სა­ღე­ბად ურ­თუ­ლე­სი კონ­კურ­სი გა­ი­ა­რა. 11 კა­ცი­დან 5 შე­არ­ჩი­ეს. ხუთ სა­უ­კე­თე­სოს შო­რის აღ­მოჩ­ნდა ჩემი გი­ორ­გი. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, მუ­შა­ო­ბა რომ და­ი­წყო. სამი წელი იმ­სა­ხუ­რა არ­მი­ა­ში და არ მახ­სოვს, რომ სამ­სა­ხურ­ში ერთი დღე მა­ინც და­ეგ­ვი­ა­ნე­ბი­ნოს, გაც­დე­ნა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. დი­ლით ერთს რომ და­ვუ­ძა­ხებ­დი, მა­შინ­ვე მპა­სუ­ხობ­და, - უკვე მღვი­ძავს, დედი, ვემ­ზა­დე­ბიო. თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვარ­ჯი­შობ­და. ახალ­გაზ­რდა ბიჭი იყო, ხში­რად უწევ­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად მოლ­ხე­ნა. თა­ვა­დაც უყ­ვარ­და ქე­ი­ფი, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ლევ­და, თუ მე­ო­რე დღეს სამ­სა­ხურ­ში იყო წა­სას­ვლე­ლი. სა­ოც­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო. ფორ­მა უყ­ვარ­და ძა­ლი­ან. უამ­რა­ვი ფორ­მა აქვს შინ მო­ტა­ნი­ლი - შარ­ვლე­ბი, მა­ი­სუ­რე­ბი, პე­რან­გე­ბი, ჟი­ლე­ტე­ბი, ფეხ­საც­მე­ლე­ბი, ზურგჩან­თე­ბი... მის ოთახ­ში რომ ვე­ღარ და­ვა­ტიე, სარ­დაფ­ში ჩა­ვი­ტა­ნე. ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი, - რად გინ­და ამ­დე­ნი ფორ­მა, კო­ლექ­ცი­ას ხომ არ აგ­რო­ვებ-მეთ­ქი. კი­დევ ის მა­გი­ჟებ­და, რომ სულ მუ­ხათ­გვერ­დში იყო - აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის საფ­ლა­ვებს არ სცილ­დე­ბო­და. რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­უჩ­ნდე­ბო­და, თა­ვის ძმა­კა­ცებ­თან ერ­თად იქ მირ­ბო­და. აგ­ვის­ტოს გმი­რებ­ზე ლე­გენ­დებს ჰყვე­ბო­და. ერთხელ ვუ­საყ­ვე­დუ­რე, - რა და­კარ­გე ამ მუ­ხათ­გვერ­დში, რას ეძებ-მეთ­ქი?.. რა ვი­ცო­დი, რომ მალე ჩემი შვი­ლის საფ­ლავ­ზე სხვა ჯა­რის­კა­ცებს მო­უ­წევ­დათ სი­ა­რუ­ლი.

ნიკა კი­კა­ძე:

- გი­ორ­გი მო­წო­დე­ბით იყო ჯა­რის­კა­ცი. სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა­ზე რო­დე­საც დედა უსაყ­ვე­დუ­რებ­და, რაღა ეს პრო­ფე­სია აირ­ჩი­ეო, ის პა­სუ­ხობ­და, არ­მი­ა­ში ჩემი თავი ვი­პო­ვე, ეს ის საქ­მეა, რისი კე­თე­ბაც არა­სო­დეს მომ­წყინ­დე­ბაო.

- რო­გორც ვიცი, ავ­ღა­ნეთ­ში უკვე მე­ო­რედ იყო წა­სუ­ლი.

- კი, მე­ო­რედ იყო და მე­სა­მე­დაც აპი­რებ­და წას­ვლას.

- პირ­ვე­ლად რომ დაბ­რუნ­და ავ­ღა­ნე­თი­დან, რას ამ­ბობ­და?

- თქვენ ის მკი­თხეთ, რას არ ამ­ბობ­და: სულ ჯარი და ავ­ღა­ნე­თი ეკე­რა პირ­ზე. მე­გობ­რებ­თან დაჯ­დე­ბო­და, ნა­თე­სა­ვებ­თან თუ მე­ზობ­ლებ­თან სულ თა­ვის სამ­სა­ხურ­ზე ლა­პა­რა­კობ­და. რამ­დენ­ჯერ უთ­ქვამთ მის­თვის, - დაგ­ვა­ნე­ბე შენი ჯა­რით თავი, გული ნუ გაგ­ვი­წყა­ლეო. რა ექნა, სხვა არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და. ეს საქ­მე იყო მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი. ავ­ღა­ნე­თი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო, ისევ წას­ვლა­ზე რომ ალა­პა­რაკ­და. დე­დას ძა­ლი­ან არ უნ­დო­და მისი გაშ­ვე­ბა, ალ­ბათ გული ცუდს უგ­რძნობ­და. გი­ორ­გიმ არ და­ი­შა­ლა, მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა. სულ ორი თვის წა­სუ­ლი იყო. 24 ოქ­ტომ­ბერს წა­ვი­და, 29 დე­კემ­ბერს კი და­ი­ღუ­პა... ავ­ღა­ნეთ­ში პირ­ვე­ლად რომ წა­ვი­და, 23 წლის იყო. 24 წელი რომ შე­უს­რულ­და, ყვე­ლა ერ­თად ვი­ყა­ვით, წელს კი... 16 იან­ვარს 25 წლის უნდა გამ­ხდა­რი­ყო.

ნინო:

- სი­ცო­ცხლით სავ­სე იყო ჩემი ბიჭი. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სით მი­აღ­წია, სამ­სა­ხუ­რიც თა­ვი­სით იშო­ვა.

- თუ გახ­სოვთ, პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სით რა შე­ი­ძი­ნა?

- ამ სახ­ლში რა­საც ხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი გი­ორ­გის ნა­ყი­დია. მი­სით გვედ­გა სული. ბავ­შვო­ბი­დან გვერ­დით მედ­გა. მეშ­ვი­დე კლას­ში იყო, ფი­ზი­კუ­რად რომ შრო­მობ­და, თა­ვი­სი ოჯა­ხის­თვის.

- მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე სად მუ­შა­ობ­და?

- ბორ­ჯომ­ში სო­ფე­ლი გვაქვს. ხან ტყე­ში და­დი­ო­და, ხან მი­წა­ზე მუ­შა­ობ­და. ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი ბიჭი იყო და თავ­საც არ ზო­გავ­და. ახლა რაღა მეშ­ვე­ლე­ბა, ასე­თი შვი­ლის დამ­კარ­გავ დე­დას?!

- არას­დროს გი­თხო­ვი­ათ, არ­მი­ის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა?

- მა­გას რო­გორ ვე­ტყო­დი, როცა ვი­ცო­დი, რო­გორ უყ­ვარ­და თა­ვი­სი საქ­მე?

- ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლის წინ თქვენ­თვის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­გუ­ლის­ხმო ხომ არ უთ­ქვამს?

- ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. რო­გორც დედა-შვილს სჩ­ვე­ვი­ათ, ისე და­ვემ­შვი­დო­ბეთ ერ­თმა­ნეთს. ძმა­კა­ცე­ბის­თვის კი უთ­ქვამს, - გული რა­ღაც ცუდს მიგ­რძნობს, ასე მგო­ნია, აქა­უ­რო­ბას მე­ტად ვე­ღარ ვნა­ხა­ვო. ჩემი დის­თვი­საც უთ­ქვამს, - თუ ცო­ცხა­ლი დავ­ბრუნ­დი, მერე მე ვიცი, რო­გორ მივ­ხე­დავ შენს შვი­ლებ­სო!.. ერთხელ ხუმ­რო­ბით მი­თხრა, - შენ­ზე არ ვნერ­ვი­უ­ლობ, მე თუ რამე და­მე­მარ­თე­ბა, აგერ, კი­დევ ორი ბიჭი გყავს და მოგ­ხე­და­ვე­ნო. გა­ვუ­წყე­რი, - რა სი­სუ­ლე­ლე­ებს ამ­ბობ-მეთ­ქი!

- გა­ვი­გე, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და და და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებ­და...

ნიკა:

- კი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ჰყავ­და და ოჯა­ხის შექ­მნა­ზეც ფიქ­რობ­და. სხვა­თა შო­რის, მა­ლე­ვე აპი­რებ­და და­ქორ­წი­ნე­ბას. ამ­ბობ­და, ავ­ღა­ნე­თი­დან რომ ჩა­მო­ვალ, პირ­ველ რიგ­ში, ცოლს მო­ვიყ­ვან, ცოტა ხანს ოჯა­ხუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვით დავ­ტკბე­ბი და მერე ისევ ჩემს საქ­მეს მივ­ხე­და­ვო...

ნინო:

- ავ­ღა­ნე­თი­დან, სკა­ი­პით რომ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, მა­შინ მი­თხრა, მე­სა­მე­დაც უნდა წა­ვი­დე ერაყ­შიო. გა­და­ვი­რიე, - ჯერ ჩა­მო­დი და მე­სა­მედ წას­ვლა­ზე მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ-მეთ­ქი. ვე­ღარ ჩა­მო­ვი­და...

- რო­დის გა­ი­გეთ, რომ და­ი­კარ­გა?

- 18 დე­კემ­ბერს მე და ნიკა ტე­ლე­ფო­ნით ვე­ლა­პა­რა­კეთ. მერე ტე­ლე­ფონ­ზე ან­გა­რი­ში ამოგ­ვე­წუ­რა და სკა­ი­პი ჩავ­რთეთ. ერთი-ორი სი­ტყვა იქაც მოგ­ვწე­რა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ოჯა­ხუ­რი სა­უ­ბა­რი გვქონ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი შეგ­ვი­ტყვია. გვი­თხრა, კარ­გად ვარო. ჩემ­ზე დარ­დობ­და: ავად ვარ და მე­უბ­ნე­ბო­და, - თავს მი­ხე­დე, ექიმ­თან მიდი და წამ­ლე­ბი და­ლი­ეო. მე­ო­რე დღეს, ხუ­თის ნა­ხე­ვარ­ზე მისი ნა­წი­ლი­დან მო­ვიდ­ნენ და გვი­თხრეს, გი­ორ­გი და­ი­კარ­გაო. ათი დღის შემ­დეგ კი თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი შე­მა­ტყო­ბი­ნეს. ახ­ლაც არ ვიცი, რა მოხ­და, რა­ტომ გა­ვი­და ბა­ზი­დან. გი­ორ­გის ბა­ზი­დან გა­რეთ გას­ვლა არ ევა­ლე­ბო­და, კომ­პი­უ­ტერ­თან უნდა მჯდა­რი­ყო...

ნიკა:

- 19 დე­კემ­ბე­რი იყო, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან რომ მო­ვიდ­ნენ და გი­ორ­გის და­კარ­გვის ამ­ბა­ვი გვი­თხრეს. იმე­დი­ა­ნად გვე­ლა­პა­რაკ­ნენ, ამ­ბობ­დნენ, ცო­ცხა­ლია და ვე­ძებ­თო. ამ საქ­მე­ში თა­ვად ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ალა­სა­ნია იყო ჩარ­თუ­ლი. გა­მუდ­მე­ბით გვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და, ყო­ველ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდი­და, თან გვა­ნუ­გე­შებ­და. გი­ორ­გის და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი პი­რა­დად მე მის­გან გა­ვი­გე. და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, - ეზო­ში ჩა­მო­დი, ბა­ტო­ნი ირაკ­ლი მო­დი­სო. ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან რომ გად­მო­ვი­და, ფერი აღარ ედო. მო­ვი­და, ხელი ჩა­მო­მარ­თვა, მი­თხრა, გა­მაგრდიო, და ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი გად­მომ­ცა. მერე კი­დევ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და რა­ღა­ცებს, მაგ­რამ მის სი­ტყვებს ვე­ღარ ვარ­ჩევ­დი. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ფეხ­ქვეშ მიწა გა­მო­მე­ცა­ლა. აღარც კი მახ­სოვს, ბა­ტონ ირაკ­ლის რო­გორ ავ­ყე­ვი ჩემს ბი­ნამ­დე. აზ­რზე მა­შინ მო­ვე­დი, რო­დე­საც დე­და­ჩემ­მა იკივ­ლა. დე­და­საც პი­რა­დად ბა­ტონ­მა ირაკ­ლიმ შე­ა­ტყო­ბი­ნა გი­ორ­გის და­ღუპ­ვა... მერე ბო­დიშს გვიხ­დი­და იმის გამო, რომ გი­ორ­გი ცო­ცხა­ლი ვერ დაგ­ვიბ­რუ­ნა. მის­თვის მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რაც შე­ეძ­ლო. უბ­რა­ლოდ, იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ გი­ორ­გი ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პუ­ლი ბოლო ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო იქ­ნე­ბა.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ავღანეთში ნაყიდი ბიბლია და ოცნება, რომელიც აუხდენელი დარჩა

ავღანეთში ნაყიდი ბიბლია და ოცნება, რომელიც აუხდენელი დარჩა

სერჟანტი გიორგი კიკაძე მეცხრამეტე ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთში დაიღუპა. გიორგიმ მუსა კალას რაიონში მდებარე სამხედრო ბაზა "ლაზიკა" 19 დეკემბერს დატოვა... 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. 29 დეკემბერს ქართველი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი 1988 წლის 16 იანვარს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. კრწანისის სასწავლო ცენტრში საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში ჩაირიცხა. 2012 წლის გაზაფხულზე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გადასროლის წინ, მოსამზადებელი 6-თვიანი კურსი გაიარა. ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა.

გიორგი პირველი ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთში არასაბრძოლო ვითარებაში დაიღუპა. ჯერ კიდევ დაუდგენელია, რატომ დატოვა ქართველმა ჯარისკაცმა სამხედრო ბაზა, რა ვითარებაში აღმოჩნდა თალიბი მებრძოლების ხელში და რას ითხოვდნენ მისი გათავისუფლების სანაცვლოდ. რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თავდაცვის სამინისტრომ უფლება არ მოგვცა, გიორგის შესახებ მის თანამებრძოლებს გავსაუბრებოდით. იმის გასარკვევად, თუ როგორი ადამიანი იყო გიორგი, როგორ მოხვდა არმიაში და რა მიზნები ჰქონდა სამომავლოდ, - დაღუპული ჯარისკაცის დედას, ნინო მეყანწიშვილსა და ძმას, ნიკა კიკაძეს შევხვდი.

- ქალბატონო ნინო, როგორი იყო გიორგი, რითი გამოირჩეოდა თქვენი დანარჩენი ორი ვაჟისგან?

- ყველაფრით. გამორჩეული და განსაკუთრებული შვილი იყო - თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი. ყველაზე მეტად მას ვეცოდებოდი, მუდამ გვერდით მედგა, ჩემ გამო ყველაფერს გააკეთებდა. მისი სახით მხოლოდ შვილი კი არა, მეგობარიც დავკარგე. განსაკუთრებული დედაშვილობა გვქონდა. ჩემი შვილი რომ იყო, იმიტომ არ ვამბობ, - ყველა დაგიდასტურებთ, რომ ზრდილობიანი, ძალიან კეთილი, ალალი და უეშმაკო ბიჭი იყო. ბოლო თეთრსაც კი სხვას დაახარჯებდა. ზოგჯერ ვსაყვედურობდი კიდეც: ყველას სატკივარი შენ როგორ უნდა მიიტანო გულთან-მეთქი?! მორწმუნე იყო... ავღანეთიდან მისი ნივთები რომ ჩამოიტანეს, მათ შორის, ბიბლია და სახარებაც იყო. ვიცი, რომ ეს წიგნები აქედან არ წაუღია, ალბათ იქ იყიდა. მის ნივთებში თავისი ძმისთვის ნაყიდი თავსაკრავი, ბრელოკი და წინდებიც ვნახე. გული მომიკვდა - იქაც კი თავის ძმებზე, ჩვენზე ფიქრობდა... ძმებსაც ძალიან უყვარდათ გიორგი. ნიკა ცდილობს, რომ ხალხში არაფერი შეიმჩნიოს, სისუსტე არ გამოავლინოს, მაგრამ მე დედა ვარ და ვიცი, მის გულში რა ცეცხლიც ტრიალებს. რამდენჯერმე შევუსწარი, თავის ოთახში ლოგინზე დამხობილი რომ ტიროდა...

- გიორგიმ არმიაში წასვლა რატომ გადაწყვიტა?

- ძალიან უყვარდა ეს საქმე. სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით, მათემატიკა და გერმანული უყვარდა. "გეპეიში" ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. სამხედრო სამსახურშიც თავისი ცოდნა გამოავლინა. საარტილერიო ცეცხლის კორექტორი იყო. მტრის კოორდინატებს, მისი ჯავშანმანქანების მოძრაობის სიჩქარეს და მსგავს რაღაცებს ადგენდა. ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია ჰქონდა. გიორგის ერთ შეცდომას შესაძლოა, მთელი ბატალიონის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ სამსახურის მისაღებად ურთულესი კონკურსი გაიარა. 11 კაციდან 5 შეარჩიეს. ხუთ საუკეთესოს შორის აღმოჩნდა ჩემი გიორგი. ძალიან გახარებული იყო, მუშაობა რომ დაიწყო. სამი წელი იმსახურა არმიაში და არ მახსოვს, რომ სამსახურში ერთი დღე მაინც დაეგვიანებინოს, გაცდენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. დილით ერთს რომ დავუძახებდი, მაშინვე მპასუხობდა, - უკვე მღვიძავს, დედი, ვემზადებიო. თავდაუზოგავად ვარჯიშობდა. ახალგაზრდა ბიჭი იყო, ხშირად უწევდა მეგობრებთან ერთად მოლხენა. თავადაც უყვარდა ქეიფი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დალევდა, თუ მეორე დღეს სამსახურში იყო წასასვლელი. საოცრად მოწესრიგებული იყო. ფორმა უყვარდა ძალიან. უამრავი ფორმა აქვს შინ მოტანილი - შარვლები, მაისურები, პერანგები, ჟილეტები, ფეხსაცმელები, ზურგჩანთები... მის ოთახში რომ ვეღარ დავატიე, სარდაფში ჩავიტანე. ვეჩხუბებოდი, - რად გინდა ამდენი ფორმა, კოლექციას ხომ არ აგროვებ-მეთქი. კიდევ ის მაგიჟებდა, რომ სულ მუხათგვერდში იყო - აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებს არ სცილდებოდა. როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, თავის ძმაკაცებთან ერთად იქ მირბოდა. აგვისტოს გმირებზე ლეგენდებს ჰყვებოდა. ერთხელ ვუსაყვედურე, - რა დაკარგე ამ მუხათგვერდში, რას ეძებ-მეთქი?.. რა ვიცოდი, რომ მალე ჩემი შვილის საფლავზე სხვა ჯარისკაცებს მოუწევდათ სიარული.

ნიკა კიკაძე:

- გიორგი მოწოდებით იყო ჯარისკაცი. სამხედრო კარიერის გაკეთებაზე როდესაც დედა უსაყვედურებდა, რაღა ეს პროფესია აირჩიეო, ის პასუხობდა, არმიაში ჩემი თავი ვიპოვე, ეს ის საქმეა, რისი კეთებაც არასოდეს მომწყინდებაო.

- როგორც ვიცი, ავღანეთში უკვე მეორედ იყო წასული.

- კი, მეორედ იყო და მესამედაც აპირებდა წასვლას.

- პირველად რომ დაბრუნდა ავღანეთიდან, რას ამბობდა?

- თქვენ ის მკითხეთ, რას არ ამბობდა: სულ ჯარი და ავღანეთი ეკერა პირზე. მეგობრებთან დაჯდებოდა, ნათესავებთან თუ მეზობლებთან სულ თავის სამსახურზე ლაპარაკობდა. რამდენჯერ უთქვამთ მისთვის, - დაგვანებე შენი ჯარით თავი, გული ნუ გაგვიწყალეო. რა ექნა, სხვა არაფერი აინტერესებდა. ეს საქმე იყო მისთვის ყველაფერი. ავღანეთიდან ახალი ჩამოსული იყო, ისევ წასვლაზე რომ ალაპარაკდა. დედას ძალიან არ უნდოდა მისი გაშვება, ალბათ გული ცუდს უგრძნობდა. გიორგიმ არ დაიშალა, მაინც თავისი გაიტანა. სულ ორი თვის წასული იყო. 24 ოქტომბერს წავიდა, 29 დეკემბერს კი დაიღუპა... ავღანეთში პირველად რომ წავიდა, 23 წლის იყო. 24 წელი რომ შეუსრულდა, ყველა ერთად ვიყავით, წელს კი... 16 იანვარს 25 წლის უნდა გამხდარიყო.

ნინო:

- სიცოცხლით სავსე იყო ჩემი ბიჭი. ყველაფერს თავისით მიაღწია, სამსახურიც თავისით იშოვა.

- თუ გახსოვთ, პირველი ხელფასით რა შეიძინა?

- ამ სახლში რასაც ხედავთ, ყველაფერი გიორგის ნაყიდია. მისით გვედგა სული. ბავშვობიდან გვერდით მედგა. მეშვიდე კლასში იყო, ფიზიკურად რომ შრომობდა, თავისი ოჯახისთვის.

- მეშვიდე კლასის მოსწავლე სად მუშაობდა?

- ბორჯომში სოფელი გვაქვს. ხან ტყეში დადიოდა, ხან მიწაზე მუშაობდა. ფიზიკურად ძლიერი ბიჭი იყო და თავსაც არ ზოგავდა. ახლა რაღა მეშველება, ასეთი შვილის დამკარგავ დედას?!

- არასდროს გითხოვიათ, არმიისთვის თავი დაენებებინა?

- მაგას როგორ ვეტყოდი, როცა ვიცოდი, როგორ უყვარდა თავისი საქმე?

- ავღანეთში წასვლის წინ თქვენთვის რაიმე განსაკუთრებულად საგულისხმო ხომ არ უთქვამს?

- ჩემთვის არაფერი უთქვამს. როგორც დედა-შვილს სჩვევიათ, ისე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ძმაკაცებისთვის კი უთქვამს, - გული რაღაც ცუდს მიგრძნობს, ასე მგონია, აქაურობას მეტად ვეღარ ვნახავო. ჩემი დისთვისაც უთქვამს, - თუ ცოცხალი დავბრუნდი, მერე მე ვიცი, როგორ მივხედავ შენს შვილებსო!.. ერთხელ ხუმრობით მითხრა, - შენზე არ ვნერვიულობ, მე თუ რამე დამემართება, აგერ, კიდევ ორი ბიჭი გყავს და მოგხედავენო. გავუწყერი, - რა სისულელეებს ამბობ-მეთქი!

- გავიგე, რომ შეყვარებული ჰყავდა და დაოჯახებას აპირებდა...

ნიკა:

- კი, შეყვარებულიც ჰყავდა და ოჯახის შექმნაზეც ფიქრობდა. სხვათა შორის, მალევე აპირებდა დაქორწინებას. ამბობდა, ავღანეთიდან რომ ჩამოვალ, პირველ რიგში, ცოლს მოვიყვან, ცოტა ხანს ოჯახური სიმყუდროვით დავტკბები და მერე ისევ ჩემს საქმეს მივხედავო...

ნინო:

- ავღანეთიდან, სკაიპით რომ მელაპარაკებოდა, მაშინ მითხრა, მესამედაც უნდა წავიდე ერაყშიო. გადავირიე, - ჯერ ჩამოდი და მესამედ წასვლაზე მერე ვილაპარაკოთ-მეთქი. ვეღარ ჩამოვიდა...

- როდის გაიგეთ, რომ დაიკარგა?

- 18 დეკემბერს მე და ნიკა ტელეფონით ველაპარაკეთ. მერე ტელეფონზე ანგარიში ამოგვეწურა და სკაიპი ჩავრთეთ. ერთი-ორი სიტყვა იქაც მოგვწერა. ჩვეულებრივი, ოჯახური საუბარი გვქონდა. განსაკუთრებული არაფერი შეგვიტყვია. გვითხრა, კარგად ვარო. ჩემზე დარდობდა: ავად ვარ და მეუბნებოდა, - თავს მიხედე, ექიმთან მიდი და წამლები დალიეო. მეორე დღეს, ხუთის ნახევარზე მისი ნაწილიდან მოვიდნენ და გვითხრეს, გიორგი დაიკარგაო. ათი დღის შემდეგ კი თავზარდამცემი ამბავი შემატყობინეს. ახლაც არ ვიცი, რა მოხდა, რატომ გავიდა ბაზიდან. გიორგის ბაზიდან გარეთ გასვლა არ ევალებოდა, კომპიუტერთან უნდა მჯდარიყო...

ნიკა:

- 19 დეკემბერი იყო, თავდაცვის სამინისტროდან რომ მოვიდნენ და გიორგის დაკარგვის ამბავი გვითხრეს. იმედიანად გველაპარაკნენ, ამბობდნენ, ცოცხალია და ვეძებთო. ამ საქმეში თავად ბატონი ირაკლი ალასანია იყო ჩართული. გამუდმებით გვეკონტაქტებოდა, ყოველ ახალ ინფორმაციას გვაწვდიდა, თან გვანუგეშებდა. გიორგის დაღუპვის ამბავი პირადად მე მისგან გავიგე. დამირეკეს და მითხრეს, - ეზოში ჩამოდი, ბატონი ირაკლი მოდისო. ავტომობილიდან რომ გადმოვიდა, ფერი აღარ ედო. მოვიდა, ხელი ჩამომართვა, მითხრა, გამაგრდიო, და ეს სამწუხარო ამბავი გადმომცა. მერე კიდევ მელაპარაკებოდა რაღაცებს, მაგრამ მის სიტყვებს ვეღარ ვარჩევდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. აღარც კი მახსოვს, ბატონ ირაკლის როგორ ავყევი ჩემს ბინამდე. აზრზე მაშინ მოვედი, როდესაც დედაჩემმა იკივლა. დედასაც პირადად ბატონმა ირაკლიმ შეატყობინა გიორგის დაღუპვა... მერე ბოდიშს გვიხდიდა იმის გამო, რომ გიორგი ცოცხალი ვერ დაგვიბრუნა. მისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. უბრალოდ, იმედს გამოვთქვამ, რომ გიორგი ავღანეთში დაღუპული ბოლო ქართველი სამხედრო იქნება.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"