მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Forbes-მა ყველაზე შემოსავლიანი ეკრანული წყვილები დაასახელა
Forbes-მა ყველაზე შემოსავლიანი ეკრანული წყვილები დაასახელა

კი­ნო­სა­გა "ბინ­დში" მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, კრის­ტენ სტი­უ­არ­ტი და რო­ბერტ პა­ტინ­სო­ნი ჟურ­ნალ­მა Forbes-მა ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ან ეკ­რა­ნულ წყვი­ლად და­ა­სა­ხე­ლა. ჟურ­ნა­ლის შედ­გე­ნილ რე­ი­ტინ­გში ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი რო­მან­ტი­უ­ლი ეკ­რა­ნუ­ლი წყვი­ლე­ბი მოხ­ვდნენ. Forbes-მა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფილ­მის კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბი დათ­ვა­ლა.

"ბინ­დის" შე­მო­სა­ვალ­მა 1,17 მლრდ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. პა­ტინ­სო­ნი რიზ უი­ზერ­სპუნ­თან ერ­თად ამა­ვე რე­ი­ტინ­გში 10-ე ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა. უი­ზერ­სპუნ­თან ერ­თად მან ფილმში - "წყა­ლი სპი­ლო­ებს" (58 მლნ დო­ლა­რი) ითა­მა­შა.

მე­ო­რე ად­გილ­ზე ჩე­ნინგ ტა­ტუ­მი და რე­ი­ჩელ მა­კა­დამ­სი არი­ან, რომ­ლე­ბიც სუ­რათ­ში "ფიცი" (2012) მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამ ფილმმა 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, ხოლო პრო­დუ­სე­რის სუფ­თა მო­გე­ბამ 30 მი­ლი­ო­ნი შე­ად­გი­ნა. ტა­ტუმ­მა ადამ სე­იფ­რიდ­თან ერ­თად მე­ექ­ვსე ად­გი­ლიც და­ი­კა­ვა (ფილ­მი "ძვირ­ფა­სო ჯონ").

სა­მე­ულს ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი და ადამ სენდლე­რი ("თავი მო­აჩ­ვე­ნე ჩემს მე­უღ­ლედ") ას­რუ­ლე­ბენ. ფილმმა და­ახ­ლო­ე­ბით 200 მლნ დო­ლა­რი მო­აგ­რო­ვა.

ლიამ ჰემსვორ­ტმა და მა­ი­ლი სა­ი­რუს­მა ფილ­მით "უკა­ნას­კნე­ლი სიმ­ღე­რა" მერ­ვე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს, ხოლო ზაკ ეფ­ტონ­მა და ტე­ი­ლორ ში­ლინ­გმა სუ­რა­თით "იღ­ბლი­ა­ნი" - მე­ცხრე ად­გი­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Forbes-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

Forbes-მა ყველაზე შემოსავლიანი ეკრანული წყვილები დაასახელა

Forbes-მა ყველაზე შემოსავლიანი ეკრანული წყვილები დაასახელა

კინოსაგა "ბინდში" მთავარი როლის შემსრულებლები, კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე შემოსავლიან ეკრანულ წყვილად დაასახელა. ჟურნალის შედგენილ რეიტინგში ყველაზე მომგებიანი რომანტიული ეკრანული წყვილები მოხვდნენ. Forbes-მა ბოლო სამი წლის განმავლობაში ფილმის კინოგაქირავებიდან შემოსული თანხები დათვალა.

"ბინდის" შემოსავალმა 1,17 მლრდ დოლარი შეადგინა. პატინსონი რიზ უიზერსპუნთან ერთად ამავე რეიტინგში 10-ე ადგილზე აღმოჩნდა. უიზერსპუნთან ერთად მან ფილმში - "წყალი სპილოებს" (58 მლნ დოლარი) ითამაშა.

მეორე ადგილზე ჩენინგ ტატუმი და რეიჩელ მაკადამსი არიან, რომლებიც სურათში "ფიცი" (2012) მონაწილეობენ. ამ ფილმმა 200 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო პროდუსერის სუფთა მოგებამ 30 მილიონი შეადგინა. ტატუმმა ადამ სეიფრიდთან ერთად მეექვსე ადგილიც დაიკავა (ფილმი "ძვირფასო ჯონ").

სამეულს ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი ("თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ") ასრულებენ. ფილმმა დაახლოებით 200 მლნ დოლარი მოაგროვა.

ლიამ ჰემსვორტმა და მაილი საირუსმა ფილმით "უკანასკნელი სიმღერა" მერვე ადგილი დაიკავეს, ხოლო ზაკ ეფტონმა და ტეილორ შილინგმა სურათით "იღბლიანი" - მეცხრე ადგილი. 

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება