სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი "ქართუ" 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი "ქართუ" 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს

კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ფონ­დი "ქარ­თუ" 100 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე გა­მო­ყოფს. კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­ცე­მა 21 იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა. რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში კა­ხე­თის სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­სი­ის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, კომ­პენ­სა­ცია კა­ხე­თის 5 რა­ი­ონ­ში, 28 500 ოჯახ­ზე გა­ნა­წილ­დე­ბა. კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის თენ­გიზ შერ­გე­ლაშ­ვი­ლის თქმით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის ოდე­ნო­ბა 100 ლა­რი­დან რამ­დე­ნი­მე ათას ლა­რამ­დე გა­ნი­სა­ზღვრა.

ფონდ "ქარ­თუს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ნიკო ჩხე­ტი­ა­ნის თქმით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ზა­რა­ლის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად ფონდმა 95 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ყო, ხოლო სა­ხუ­რა­ვე­ბის შე­სა­კე­თებ­ლად და­მა­ტე­ბით 5 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე გა­და­ი­რი­ცხე­ბა. ჩხე­ტი­ა­ნის თქმით, ჯამ­ში ფონ­დი ქარ­თუ სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 100 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე გა­მო­ყოფს. ამას­თან, კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის თქმით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ზა­რა­ლის სრუ­ლად ანა­ზღა­უ­რე­ბის და­პი­რე­ბას იძ­ლე­ო­და და მათი კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნაა, რომ ეს და­პი­რე­ბა შეს­რულ­დეს. მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოვ­ლე­ნე­ბი იყოს გამჭვირ­ვა­ლე და ყვე­ლა­ფე­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხდე­ბო­დეს.

დღეს­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კა­ხე­თის 5 რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა­ში სა­ხუ­რა­ვე­ბის პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით 6 500-მდე გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­და, გა­და­ი­ხუ­რა 100-ზე მეტი სახ­ლი, შე­სა­კე­თე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის კომ­პენ­სა­ცია გა­ი­ცა 350 ოჯახ­ზე. თენ­გიზ შერ­გე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და ჯამ­ში სა­ხუ­რა­ვე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა იმ ოჯახს, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რალ­და. მი­სი­ვე თქმით, თი­თო­ე­ულ სო­ფელ­ში 5-8 კა­ცი­ა­ნი, ჯამ­ში 97 კო­მი­სია მუ­შა­ობ­და რო­მელ­მაც თი­თო­ე­ულ ოჯახ­ზე შე­ად­გი­ნა აქტი. მი­სი­ვე თქმით, სა­მი­ნის­ტრო­ში 28 000-ზე მეტი აქტი არ­სე­ბობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი "ქართუ" 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი "ქართუ" 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს

კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდი "ქართუ" 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს. კომპენსაციების გაცემა 21 იანვრიდან დაიწყება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, კომპენსაცია კახეთის 5 რაიონში, 28 500 ოჯახზე განაწილდება. კომისიის თავმჯდომარის თენგიზ შერგელაშვილის თქმით, დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის ოდენობა 100 ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე განისაზღვრა.

ფონდ "ქართუს" აღმასრულებელი დირექტორის ნიკო ჩხეტიანის თქმით, სოფლის მეურნეობის ზარალის ასანაზღაურებლად ფონდმა 95 მილიონი გამოყო, ხოლო სახურავების შესაკეთებლად დამატებით 5 მილიონ ლარამდე გადაირიცხება. ჩხეტიანის თქმით, ჯამში ფონდი ქართუ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს. ამასთან, კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ზარალის სრულად ანაზღაურების დაპირებას იძლეოდა და მათი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს დაპირება შესრულდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოვლენები იყოს გამჭვირვალე და ყველაფერი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხდებოდეს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კახეთის 5 რაიონის გამგეობაში სახურავების პრობლემასთან დაკავშირებით 6 500-მდე განაცხადი შევიდა, გადაიხურა 100-ზე მეტი სახლი, შესაკეთებელი სამუშაოებისთვის კომპენსაცია გაიცა 350 ოჯახზე. თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, პროცესი გაგრძელდება და ჯამში სახურავების მოწესრიგება შეეხება ყველა იმ ოჯახს, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა. მისივე თქმით, თითოეულ სოფელში 5-8 კაციანი, ჯამში 97 კომისია მუშაობდა რომელმაც თითოეულ ოჯახზე შეადგინა აქტი. მისივე თქმით, სამინისტროში 28 000-ზე მეტი აქტი არსებობს.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა