პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით დასრულდება ბუტა რობაქიძის საქმის ხელახალი გამოძიება
რით დასრულდება ბუტა რობაქიძის საქმის ხელახალი გამოძიება

პირ­ვე­ლი საქ­მე, რომ­ლის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბაც ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო, ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მეა. პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი "ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის" პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი 19 წლის ახალ­გაზ­რდა გახ­და, ის 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბას, დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ას­თან პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა გრი­გოლ ბა­შა­ლე­იშ­ვილ­მა მოკ­ლა. ძა­ლოვ­ნებ­მა ეს არ იკ­მა­რეს და უდა­ნა­შა­უ­ლო მსხვერ­პლი და მისი მე­გობ­რე­ბი კრი­მი­ნა­ლე­ბად შე­რა­ცხეს - ად­გილ­ზე მი­ი­ტა­ნეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და მათი მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩა­დეს, შემ­დეგ კი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მის გა­ყალ­ბე­ბა­ში ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დელ უფ­როს ზუ­რაბ მი­ქა­ძეს, თუმ­ცა ის მო­სა­მარ­თლემ 16.000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს ნაც­ვლად პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რა­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. გვე­სა­უბ­რე­ბა ბუტა რო­ბა­ქი­ძის დედა ია მეტ­რე­ვე­ლი.

- ქალ­ბა­ტო­ნო ია, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ბო­ლომ­დე არ იცის, რო­გორ მოკ­ლეს ბუტა რო­ბა­ქი­ძე ან სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი...

- პრე­ზი­დენ­ტი ამით თა­ვის გულ­გრი­ლო­ბას და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რო­ბას უს­ვამს ხაზს. ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არც აინ­ტე­რე­სებს ის ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ამო­წყვი­ტა და სა­მუ­და­მოდ გა­ა­უ­ბე­დუ­რა. ამ უბე­დუ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი დამ­ნა­შა­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლია, რად­გან მან პი­რა­დად გას­ცა "ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის" მი­თი­თე­ბა, ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა მის­ცა პო­ლი­ცი­ე­ლებს და მათ­თვის სა­სა­მარ­თლო არ არ­სე­ბობ­და.

- ბუტა და მისი მე­გობ­რე­ბი კრი­მი­ნა­ლე­ბად შე­რა­ცხეს და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ავ­ტო­მა­ტე­ბი "აღ­მო­უ­ჩი­ნეს". მა­ინც ვინ იყო ამ იდე­ის ავ­ტო­რი? ბუ­ტას მა­მამ, სოსო რო­ბა­ქი­ძემ, პირ­და­პირ და­ა­დო ხელი სა­ა­კაშ­ვილს, მე­რა­ბიშ­ვილ­სა და ადე­იშ­ვილს.

- უშუ­ა­ლოდ მათი მი­თი­თე­ბით მოხ­და თუ არა ეს, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, მაგ­რამ ისი­ნი რომ დამ­ნა­შა­ვე­ებს ხელს აფა­რებ­დნენ, ყვე­ლა­ფერს მა­ლავ­დნენ და ჩქმა­ლავ­დნენ, ფაქ­ტია! ჩვენ სა­ა­კაშ­ვი­ლი დაგ­ვცი­ნო­და, როცა პო­ლი­ცი­ე­ლებს აჯილ­დო­ებ­და, ზე­იმს უწყობ­და ჩვენს და­სა­ნა­ხა­ვად და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ პატ­რუ­ლი იყო ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად კრი­მი­ნა­ლი აღიკ­ვე­თა და ამი­ტომ პატ­რულს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ნდო­ბა ჰქონ­და. სა­ა­კაშ­ვილს სინ­დი­სის ძარ­ღვი გა­წყვე­ტი­ლი აქვს, მკვლე­ლია და მის­გან ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ის აღარ არის ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი და არც უნდა იყოს. მას რომ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტი ჰქვია, ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა.

- რას იტყვით გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი?

- რო­გორც კი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და, პირ­ვე­ლი საქ­მე, რომ­ლის გა­მო­ძი­ე­ბაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო, ბუ­ტას საქ­მე იყო. და­ა­კა­ვეს კი­დეც ზუ­რაბ მი­ქა­ძე - სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, რო­მე­ლიც ამ უბე­დუ­რე­ბა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა იყო. მისი და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ მთე­ლი თბი­ლი­სი მი­რე­კავ­და, რად­გან ეს ტრა­გე­დია გას­ცდა ჩემი ოჯა­ხის ფარ­გლებს. მი­ქა­ძის და­კა­ვე­ბით ხალ­ხში გაჩ­ნდა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა. თუმ­ცა შემ­დეგ მი­ქა­ძე ცი­ნი­კუ­რად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზი­დან. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­სა­მარ­თლო ჯერ არ არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­, ისევ კუბ­ლაშ­ვი­ლის ხელ­შია და მი­შას ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის წნე­ხის ქვე­შაა მოქ­ცე­უ­ლი. ამი­ტო­მაც არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, მი­ქა­ძეს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი რომ გა­მო­უ­ტა­ნონ. ვე­ლო­დე­ბი რე­ფორ­მას, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც სა­სა­მარ­თლო აუ­ცი­ლებ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას, საქ­მე­ში გა­მო­იკ­ვე­თა სხვა ბევ­რი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ხელს ადე­ბენ და ააშ­კა­რა­ვე­ბენ. მი­ქა­ძემ ზუ­რაბ ბაქ­რა­ძეს (კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სი) და­ა­დო ხელი, ბაქ­რა­ძე მი­ქა­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლებს. მი­ქა­ძე ამ­ბობს, ბაქ­რა­ძემ მიბ­რძა­ნა ია­რა­ღის ად­გილ­ზე მი­ტა­ნაო, მან­ვე და­ა­სა­ხე­ლა ლე­ვან გვა­ზა­ვაც. რო­დე­საც მათ და­ი­ბა­რე­ბენ და­სა­კი­თხა­ვად, ისი­ნი სხვებს და­ა­დე­ბენ ხელს, ის სხვე­ბი - სხვებს და ა.შ. მე ისე­დაც ვი­ცო­დი, რომ ბევ­რი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, მთე­ლი მთავ­რო­ბა იყო ჩარ­თუ­ლი ამ უბე­დუ­რე­ბა­ში.

- გუ­რამ დო­ნა­ძე ამ­ბობ­და, იმ­ხა­ნად გერ­მა­ნი­ა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დიო. იგი ახ­ლაც უცხო­ეთ­შია და იფი­ცე­ბა, რომ ამ საქ­მეს­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია.

- ჩვენ გვაქვს უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ დო­ნა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას იყო. ბაქ­რა­ძე, ბუ­ტას მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლა, ამ­ბობს, რომ ის ვაჟ­ბა­ტო­ნი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბო­და. იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც დო­ნა­ძე გა­მო­ვა­აშ­კა­რა­ვეთ, ის მუ­ქა­რის წე­რი­ლებს გვიგ­ზავ­ნი­და. ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც დო­ნა­ძეს ახ­ლდა, ალა­პა­რაკ­და. იგი ამ­ჟა­მად სო­ზარ სუ­ბა­რის უწყე­ბა­ში მუ­შა­ობს და ამ­ბობს, რომ ბევრ სხვა რა­მე­საც იტყვის.

- რას ელით გა­მო­ძი­ე­ბის­გან?

- ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბა. ღმერ­თმა ნუ ქნას, ეს იმე­დიც გა­მიც­რუვ­დეს. მთა­ვა­რია, სა­სა­მარ­თლო გა­თა­ვი­სუფ­ლდეს კუბ­ლაშ­ვი­ლის მარ­წუ­ხე­ბის­გან და მა­შინ მარ­თლა აღ­სრულ­დე­ბა სა­მარ­თა­ლი. და­კი­თხა­ვენ შს იმ­ჟა­მინ­დელ მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­საც და მის­გა­ნაც გა­ირ­კვე­ვა რა­ღაც. თუმ­ცა მახ­სოვს, რომ ტრა­გე­დი­ი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი აღარ იყო მი­ნის­ტრი, მის ად­გი­ლას ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­ში იწყებთ მუ­შა­ო­ბას. თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა თავს და­ტე­ხილ­მა ტრა­გე­დი­ამ ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბა?

- რა თქმა უნდა. ვერ ვი­ტან უსა­მარ­თლო­ბას, ისე­დაც არა­ფე­რი დამ­რჩე­ნია და ჩემს დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბას და ენერ­გი­ას უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას მო­ვახ­მარ. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ვიც­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, მხარ­ში ამო­ვუდ­გე გა­ჭირ­ვე­ბულ ხალ­ხს და სი­კე­თე ვა­კე­თო. გავ­რცელ­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ომ­ბუდსმე­ნის მო­ად­გი­ლედ ვი­ნიშ­ნე­ბი. ბა­ტონ უჩა ნა­ნუ­აშ­ვილს უკვე ჰყავს მო­ად­გი­ლე, მე, შე­საძ­ლოა, აპა­რატ­ში და­ვი­წყო მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რით დასრულდება ბუტა რობაქიძის საქმის ხელახალი გამოძიება

რით დასრულდება ბუტა რობაქიძის საქმის ხელახალი გამოძიება

პირველი საქმე, რომლის ხელახალი გამოძიებაც ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეა. პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული "ნულოვანი ტოლერანტობის" პირველი მსხვერპლი 19 წლის ახალგაზრდა გახდა, ის 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, დიდუბის ეკლესიასთან პატრულის თანამშრომელმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა მოკლა. ძალოვნებმა ეს არ იკმარეს და უდანაშაულო მსხვერპლი და მისი მეგობრები კრიმინალებად შერაცხეს - ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღი და მათი მანქანის საბარგულში ჩადეს, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდებით დააპატიმრეს. პროკურატურამ საქმის გაყალბებაში ბრალი წაუყენა საპატრულო პოლიციის იმჟამინდელ უფროს ზურაბ მიქაძეს, თუმცა ის მოსამართლემ 16.000-ლარიანი გირაოს ნაცვლად პატიმრობიდან გაათავისუფლა, რასაც დაზარალებულის ოჯახის აღშფოთება მოჰყვა. გვესაუბრება ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.

- ქალბატონო ია, პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლომდე არ იცის, როგორ მოკლეს ბუტა რობაქიძე ან სანდრო გირგვლიანი...

- პრეზიდენტი ამით თავის გულგრილობას და არაადამიანურობას უსვამს ხაზს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არც აინტერესებს ის ოჯახები, რომლებიც ამოწყვიტა და სამუდამოდ გააუბედურა. ამ უბედურებაში ყველაზე დიდი დამნაშავე სააკაშვილია, რადგან მან პირადად გასცა "ნულოვანი ტოლერანტობის" მითითება, ყველაფრის უფლება მისცა პოლიციელებს და მათთვის სასამართლო არ არსებობდა.

- ბუტა და მისი მეგობრები კრიმინალებად შერაცხეს და შემთხვევის ადგილზე ავტომატები "აღმოუჩინეს". მაინც ვინ იყო ამ იდეის ავტორი? ბუტას მამამ, სოსო რობაქიძემ, პირდაპირ დაადო ხელი სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს.

- უშუალოდ მათი მითითებით მოხდა თუ არა ეს, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ისინი რომ დამნაშავეებს ხელს აფარებდნენ, ყველაფერს მალავდნენ და ჩქმალავდნენ, ფაქტია! ჩვენ სააკაშვილი დაგვცინოდა, როცა პოლიციელებს აჯილდოებდა, ზეიმს უწყობდა ჩვენს დასანახავად და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პატრული იყო ყველაზე წარმატებული პროექტი, რისი განხორციელების შედეგად კრიმინალი აღიკვეთა და ამიტომ პატრულს საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობა ჰქონდა. სააკაშვილს სინდისის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, მკვლელია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის აღარ არის ჩვენი პრეზიდენტი და არც უნდა იყოს. მას რომ კიდევ პრეზიდენტი ჰქვია, ეს არის საშინელება.

- რას იტყვით გამოძიებაზე, როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი?

- როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა, პირველი საქმე, რომლის გამოძიებაც პროკურატურამ დაიწყო, ბუტას საქმე იყო. დააკავეს კიდეც ზურაბ მიქაძე - საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც ამ უბედურებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა იყო. მისი დაპატიმრების შემდეგ მთელი თბილისი მირეკავდა, რადგან ეს ტრაგედია გასცდა ჩემი ოჯახის ფარგლებს. მიქაძის დაკავებით ხალხში გაჩნდა სამართლიანობის განცდა. თუმცა შემდეგ მიქაძე ცინიკურად გაათავისუფლეს სასამართლოს დარბაზიდან. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ჯერ არ არის გათავისუფლებული­, ისევ კუბლაშვილის ხელშია და მიშას ნაციონალური მმართველობის წნეხის ქვეშაა მოქცეული. ამიტომაც არ გამიკვირდება, მიქაძეს გამამართლებელი განაჩენი რომ გამოუტანონ. ველოდები რეფორმას, რომლის წყალობითაც სასამართლო აუცილებლად გათავისუფლდება. რაც შეეხება გამოძიებას, საქმეში გამოიკვეთა სხვა ბევრი მაღალჩინოსანი, რომლებიც ერთმანეთს ხელს ადებენ და ააშკარავებენ. მიქაძემ ზურაბ ბაქრაძეს (კრიმინალური პოლიციის იმჟამინდელი უფროსი) დაადო ხელი, ბაქრაძე მიქაძეს ადანაშაულებს. მიქაძე ამბობს, ბაქრაძემ მიბრძანა იარაღის ადგილზე მიტანაო, მანვე დაასახელა ლევან გვაზავაც. როდესაც მათ დაიბარებენ დასაკითხავად, ისინი სხვებს დაადებენ ხელს, ის სხვები - სხვებს და ა.შ. მე ისედაც ვიცოდი, რომ ბევრი მაღალჩინოსანი, მთელი მთავრობა იყო ჩართული ამ უბედურებაში.

- გურამ დონაძე ამბობდა, იმხანად გერმანიაში ვიმყოფებოდი და შემთხვევის ადგილზე როგორ ვიქნებოდიო. იგი ახლაც უცხოეთშია და იფიცება, რომ ამ საქმესთან შეხება არ ჰქონია.

- ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ დონაძე შემთხვევის ადგილას იყო. ბაქრაძე, ბუტას მეგობრები, ყველა, ამბობს, რომ ის ვაჟბატონი შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა. იმ პერიოდში, როდესაც დონაძე გამოვააშკარავეთ, ის მუქარის წერილებს გვიგზავნიდა. ჟურნალისტი, რომელიც დონაძეს ახლდა, ალაპარაკდა. იგი ამჟამად სოზარ სუბარის უწყებაში მუშაობს და ამბობს, რომ ბევრ სხვა რამესაც იტყვის.

- რას ელით გამოძიებისგან?

- ვიმედოვნებ, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. ღმერთმა ნუ ქნას, ეს იმედიც გამიცრუვდეს. მთავარია, სასამართლო გათავისუფლდეს კუბლაშვილის მარწუხებისგან და მაშინ მართლა აღსრულდება სამართალი. დაკითხავენ შს იმჟამინდელ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსაც და მისგანაც გაირკვევა რაღაც. თუმცა მახსოვს, რომ ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ ოქრუაშვილი აღარ იყო მინისტრი, მის ადგილას ვანო მერაბიშვილი დაინიშნა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველის აპარატში იწყებთ მუშაობას. თქვენი მომავალი საქმიანობა თავს დატეხილმა ტრაგედიამ ხომ არ განაპირობა?

- რა თქმა უნდა. ვერ ვიტან უსამართლობას, ისედაც არაფერი დამრჩენია და ჩემს დარჩენილ ცხოვრებას და ენერგიას უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მოვახმარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მქონდეს საშუალება, დავიცვა ადამიანების უფლებები, მხარში ამოვუდგე გაჭირვებულ ხალხს და სიკეთე ვაკეთო. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ომბუდსმენის მოადგილედ ვინიშნები. ბატონ უჩა ნანუაშვილს უკვე ჰყავს მოადგილე, მე, შესაძლოა, აპარატში დავიწყო მუშაობა, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, რა თანამდებობაზე.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ