ოლეგ იაძის მოწინააღმდეგე მანდილოსნებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ოლეგ იაძის მოწინააღმდეგე მანდილოსნებმა შიმშილობა შეწყვიტეს

კასპის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ონოფრიშვილის ბიუროში მყოფმა მოშიმშილეებმა რამდენიმე წუთის წინ შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც ცნობილია, კოალიცია "ქართული ოცნების" 6-მა აქტივისტმა აქცია კასპის გამგებლის ოლეგ იაძის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო.

"ჩვენთან ჩამოვიდა ირაკლი ალასანიას პარტიის ორი წარმომადგენელი. ისინი შეგვპირდნენ, რომ ჩვენს მოთხოვნებს განიხილავენ. მოხდება ასევე შეხვედრა კასპის დეპუტატთან ბატონ დავით ონოფრიშვილთან, სადაც საუბარი ასევე იქნება ჩვენს მოთხოვნებზე, ჩვენ ამის გამო ვწყვეტთ შიმშილობას" - აცხადებს სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ლია ოღაძე.

6 მოშიმშილე ითხოვს თავიანთ სოფლებში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნას, რასაც იაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა