სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედ ხასანის" ერთადერთი ინტერვიუ: ”მშვიდად ვცხოვრობ, ხელს არავის ვახლებ”
"დედ ხასანის" ერთადერთი ინტერვიუ: ”მშვიდად ვცხოვრობ, ხელს არავის ვახლებ”

რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა kp.ru კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ას­ლან უსო­ი­ა­ნის ერ­თა­დერთ ინ­ტერ­ვი­უს ფრაგ­მენტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა რე­პორ­ტი­ორ­მა მაქ­სიმ გლად­კიმ მას­თან 2009 წელს ჩა­წე­რა.

- რა ხდე­ბა დღეს ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში?

- მე უკვე შორს ვარ ამის­გან. ჩვენ მშვი­დო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ხელს არა­ვის ვუშ­ლით. გვსურს, მშვი­დო­ბა და არ გვინ­და, რომ იყოს უკა­ნო­ნო­ბა. წყნა­რად ვცხოვ­რობთ.

- სა­კუ­თარ თავს მშვი­დო­ბის­მყო­ფელ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევთ?

- დიახ, რა თქმა უნდა. მშვი­დად ვცხოვ­რობ, ხელს არა­ვის ვუშ­ლი, მე მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი ვარ.

- თქვენს კრი­მი­ნა­ლურ ის­ტო­რი­ას ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა შე­უ­რიგ­დნენ?

- სად წა­ვი­დე, მო­ხუ­ცი ვარ უკვე, ცხოვ­რე­ბა­ში მრა­ვა­ლი რამ ვნა­ხე - ვიცი, რა­საც ვამ­ბობ.

- ჯემა გახ­სოვთ? (კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ევ­გე­ნი ვა­სი­ნი, რო­მე­ლიც 2001 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ხა­ბა­როვ­სკის სა­გა­მო­ძი­ე­ბო იზო­ლა­ტორ­ში გარ­და­იც­ვა­ლა).

- ჩვენ ტო­ბოლ­სკში ერ­თად ვიხ­დი­დით სას­ჯელს, შემ­დეგ მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვი: აკორ­დე­ო­ნი, დას­ვე­ნე­ბა, ის ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო.

- ის კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია, რა წე­სი­ე­რე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­სუ­ლე­ლეა. თუ ვინ­მე ბავ­შვს მოკ­ლავს - თავ­საც მო­ვაჭ­რით. არ­სე­ბობს ღმერ­თი, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და ის აღ­დგე­ბა.

- ღმერ­თის გწამთ?

- წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, დიახ. ცხოვ­რე­ბა თა­მა­შია. გნე­ბავთ, და­ი­ჭი­რეთ ქურ­დი. და­ი­ჭე­რენ და შემ­დეგ მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გა­და­დის. ცი­ხე­ში წიგ­ნე­ბის კი­თხვას იწყებს. ჭკვი­ა­ნუ­რი წიგ­ნე­ბი უნდა იკი­თხო და ჭკვი­ა­ნურ ფილ­მებს უყუ­რო და არ და­ეშ­ვა იმ ადა­მი­ა­ნის დო­ნემ­დე, რომ­ლის­თვი­საც მხო­ლოდ მო­პარ­ვაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. უნდა გან­ვი­თარ­დე.

- თქვენ გან­ვი­თარ­დით. სე­რი­ო­ზუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი გაქვთ.

- ჩვე­ნი სამ­ყა­რო სხვაა.

- რას ფიქ­რობთ ზაქ­რო კა­ლა­შო­ვის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ? (ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ლი­დე­რი, რო­მელ­საც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის­თვის ეს­პა­ნეთ­ში 7,5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს).

- ყვე­ლა­ფე­რი არას­წო­რად გა­კეთ­და. რამ­დე­ნი სი­კე­თე აქვს მას ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი, ამას არა­ვინ და­ი­ვი­წყებს. მაგ­რამ ეს­პა­ნეთ­ში მისი და­კა­ვე­ბა არას­წო­რი იყო. მას ბევ­რი მტე­რი ჰყავს, ათას­გვარ სი­ბინ­ძუ­რეს სწა­მე­ბენ, ისე უბ­რა­ლოდ.

- მას ნათ­ლი­მა­მად მი­იჩ­ნევ­დნენ, თქვენ კი მე­ო­რე პი­რად მის შემ­დეგ?

- არ არის ეს სი­მარ­თლე. ვი­ღა­ცას მისი გა­შა­ვე­ბა და იმის წარ­თმე­ვა სურს, რაც რუ­სეთ­ში გა­აჩ­ნია. ის ხომ ბიზ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ზო­გა­დად, მსურ­ვე­ლე­ბი ბევ­რნი არი­ან.

- თქვენ არ გსურს ნათ­ლი­მა­მო­ბა?

- მე პენ­სი­ო­ნე­რი ვარ, პენ­სი­ა­ზე ვცხოვ­რობ.

- ნამ­დვი­ლად პენ­სი­ით ცხოვ­რობთ?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, კი.

- ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კა­ლა­შო­ვის და­კა­ვე­ბით კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს მმარ­თვე­ლი წრე გა­შიშ­ვლდა.

- ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც კა­ლა­შო­ვის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობ­დნენ, ცუ­დია. ის კარ­გი, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია, ქურ­დებ­თან მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ეს ხომ ნორ­მა­ლუ­რია. რა­ტომ არა­ვინ კი­თხუ­ლობს: რაც ერ­თის­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლია, მე­ო­რეს­თვის არ არის? ასე ვართ მე და შაქ­რო. ის ქურ­დის კვა­ლო­ბა­ზე ცუ­დად მო­იქ­ცა, რო­დე­საც თბი­ლის­ში სა­სახ­ლე აი­შე­ნა. მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი უნდა იყო.

- თქვენ არც ისე ცუ­დად ცხოვ­რობთ.

- მე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ. ხელს არა­ვის ვახ­ლებ. მინ­და მშვი­დად და­ვას­რუ­ლო სი­ცო­ცხლე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kp.ru-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"დედ ხასანის" ერთადერთი ინტერვიუ: ”მშვიდად ვცხოვრობ, ხელს არავის ვახლებ”

"დედ ხასანის" ერთადერთი ინტერვიუ: ”მშვიდად ვცხოვრობ, ხელს არავის ვახლებ”

რუსული ინტერნეტ-გამოცემა kp.ru კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან უსოიანის ერთადერთ ინტერვიუს ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელიც დამოუკიდებელმა რეპორტიორმა მაქსიმ გლადკიმ მასთან 2009 წელს ჩაწერა.

- რა ხდება დღეს ქურდულ სამყაროში?

- მე უკვე შორს ვარ ამისგან. ჩვენ მშვიდობიანი ადამიანები ვართ, ხელს არავის ვუშლით. გვსურს, მშვიდობა და არ გვინდა, რომ იყოს უკანონობა. წყნარად ვცხოვრობთ.

- საკუთარ თავს მშვიდობისმყოფელ ადამიანად მიიჩნევთ?

- დიახ, რა თქმა უნდა. მშვიდად ვცხოვრობ, ხელს არავის ვუშლი, მე მშვიდობისმყოფელი ვარ.

- თქვენს კრიმინალურ ისტორიას ადამიანები უნდა შეურიგდნენ?

- სად წავიდე, მოხუცი ვარ უკვე, ცხოვრებაში მრავალი რამ ვნახე - ვიცი, რასაც ვამბობ.

- ჯემა გახსოვთ? (კანონიერი ქურდი ევგენი ვასინი, რომელიც 2001 წლის ოქტომბერში ხაბაროვსკის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა).

- ჩვენ ტობოლსკში ერთად ვიხდიდით სასჯელს, შემდეგ მის დაბადების დღეზე ვიყავი: აკორდეონი, დასვენება, ის ძალიან წესიერი ადამიანი იყო.

- ის კანონიერი ქურდია, რა წესიერებაზე შეიძლება იყოს საუბარი?

- ეს ყველაფერი სისულელეა. თუ ვინმე ბავშვს მოკლავს - თავსაც მოვაჭრით. არსებობს ღმერთი, სამართლიანობა და ის აღდგება.

- ღმერთის გწამთ?

- წლების მატებასთან ერთად, დიახ. ცხოვრება თამაშია. გნებავთ, დაიჭირეთ ქურდი. დაიჭერენ და შემდეგ მომდევნო ეტაპზე გადადის. ციხეში წიგნების კითხვას იწყებს. ჭკვიანური წიგნები უნდა იკითხო და ჭკვიანურ ფილმებს უყურო და არ დაეშვა იმ ადამიანის დონემდე, რომლისთვისაც მხოლოდ მოპარვაა მნიშვნელოვანი. უნდა განვითარდე.

- თქვენ განვითარდით. სერიოზული ავტორიტეტი გაქვთ.

- ჩვენი სამყარო სხვაა.

- რას ფიქრობთ ზაქრო კალაშოვის დაკავების შესახებ? (ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი, რომელსაც ფულის გათეთრებისთვის ესპანეთში 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს).

- ყველაფერი არასწორად გაკეთდა. რამდენი სიკეთე აქვს მას ადამიანებისთვის გაკეთებული, ამას არავინ დაივიწყებს. მაგრამ ესპანეთში მისი დაკავება არასწორი იყო. მას ბევრი მტერი ჰყავს, ათასგვარ სიბინძურეს სწამებენ, ისე უბრალოდ.

- მას ნათლიმამად მიიჩნევდნენ, თქვენ კი მეორე პირად მის შემდეგ?

- არ არის ეს სიმართლე. ვიღაცას მისი გაშავება და იმის წართმევა სურს, რაც რუსეთში გააჩნია. ის ხომ ბიზნესით იყო დაკავებული. ზოგადად, მსურველები ბევრნი არიან.

- თქვენ არ გსურს ნათლიმამობა?

- მე პენსიონერი ვარ, პენსიაზე ვცხოვრობ.

- ნამდვილად პენსიით ცხოვრობთ?

- შეიძლება ითქვას, კი.

- ოპერატიული მონაცემების მიხედვით, კალაშოვის დაკავებით კრიმინალური სამყაროს მმართველი წრე გაშიშვლდა.

- ყველაფერი, რასაც კალაშოვის შესახებ ლაპარაკობდნენ, ცუდია. ის კარგი, კეთილი ადამიანია, ქურდებთან მუშაობდა, მაგრამ ეს ხომ ნორმალურია. რატომ არავინ კითხულობს: რაც ერთისთვის ნებადართულია, მეორესთვის არ არის? ასე ვართ მე და შაქრო. ის ქურდის კვალობაზე ცუდად მოიქცა, როდესაც თბილისში სასახლე აიშენა. მოკრძალებული უნდა იყო.

- თქვენ არც ისე ცუდად ცხოვრობთ.

- მე მოკრძალებულად ვცხოვრობ. ხელს არავის ვახლებ. მინდა მშვიდად დავასრულო სიცოცხლე.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ