რას ნიშნავს სექსუალური მამაკაცი? - ამ შეკითხვაზე ქართველი ქალები პასუხობენ. გადაცემა "პროფილის" ჟურნალისტებმა საქართველოს თითქმის ყველა კუთხის, ყველა სოფლისა და ქალაქის სუსტი სქესის წარმომადგენლები გამოკითხეს.
"ჩვენ ვერ ვერკვევით მაინცდამაინც", "დავიბენი და რა გითხრათ, ვერ ვხვდები", "ოჯახში ეგ კაცები არ გამოგვადგება", "რა დროს სექსუალური მამაკაცებია, ძროხებია მისახედი" - ეს იმ სახალისო პასუხების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ქართველი ქალები კითხვაზე "რას ნიშნავს სექსუალური მამაკაცი" პასუხობენ.