სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქსანა გრიგორიევა ადვოკატებს საბოტაჟში ადანაშაულებს
ოქსანა გრიგორიევა ადვოკატებს საბოტაჟში ადანაშაულებს

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, მელ გიბ­სო­ნის ყო­ფი­ლი საყ­ვა­რე­ლი, რუსი პი­ა­ნის­ტი და მომ­ღე­რა­ლი ოქ­სა­ნა გრი­გო­რი­ე­ვა ად­ვო­კა­ტებს სა­ბო­ტაჟ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

საქ­მე 2011 წლის სკან­დალს შე­ე­ხე­ბა, რო­დე­საც ოქ­სა­ნამ გიბ­სო­ნი ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ხან­გრძლი­ვი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი ოქ­სა­ნას სა­სარ­გებ­ლოდ დას­რულ­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, პი­ა­ნისტს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა - 750 000 დო­ლა­რი შე­მო­ეფ­ლან­გა.

ოქ­სა­ნა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მის­მა პი­რად­მა ად­ვო­კა­ტებ­მა, რონ ლიტზ­მა და დე­ნი­ელ ჰო­რო­ვიტზ­მა ყვე­ლა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გიბ­სო­ნის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­ფორ­მეს და ის სა­ბო­ტა­ჟის მსხვერ­პლია. ოქ­სა­ნას სარ­ჩელ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ერთ-ერთი პუნ­ქტის მი­ხედ­ვით, მას აღარ აქვს უფ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში უთან­ხმო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მსა­ხი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ლე­გა­ლუ­რად იბ­რძო­ლოს; ოქ­სა­ნა ში­შობს, რომ, შე­საძ­ლოა, გიბ­სონ­მა მათ სა­ერ­თო შვილს, ლუ­სის, ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა შე­უ­წყვი­ტოს.

ოქ­სა­ნას ბრალ­დე­ბე­ბი სა­სა­ცი­ლოდ არ ჰყოფ­ნით მის ყო­ფილ ად­ვო­კა­ტებს.

"ამ ქალს ნორ­მა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია. დაჯ­დეს სახ­ლში და შვილს მი­ხე­დოს. არ მეს­მის, რა­ტომ იბ­რძვის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­საც მის­თვის კარ­გი უნ­დათ", - გა­ნა­ცხა­და ოქ­სა­ნას ად­ვო­კატ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია TMZ-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ოქსანა გრიგორიევა ადვოკატებს საბოტაჟში ადანაშაულებს

ოქსანა გრიგორიევა ადვოკატებს საბოტაჟში ადანაშაულებს

ჰოლივუდის ვარსკვლავის, მელ გიბსონის ყოფილი საყვარელი, რუსი პიანისტი და მომღერალი ოქსანა გრიგორიევა ადვოკატებს საბოტაჟში ადანაშაულებს.

საქმე 2011 წლის სკანდალს შეეხება, როდესაც ოქსანამ გიბსონი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ხანგრძლივი სასამართლო განხილვები ოქსანას სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პიანისტს კომპენსაციის სახით მიღებული თანხა - 750 000 დოლარი შემოეფლანგა.

ოქსანა ირწმუნება, რომ მისმა პირადმა ადვოკატებმა, რონ ლიტზმა და დენიელ ჰოროვიტზმა ყველა ხელშეკრულება გიბსონის სასარგებლოდ გააფორმეს და ის საბოტაჟის მსხვერპლია. ოქსანას სარჩელში მითითებულია, რომ ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მას აღარ აქვს უფლება მომავალში უთანხმოების არსებობის შემთხვევაში, მსახიობის წინააღმდეგ ლეგალურად იბრძოლოს; ოქსანა შიშობს, რომ, შესაძლოა, გიბსონმა მათ საერთო შვილს, ლუსის, ფულადი დახმარება შეუწყვიტოს.

ოქსანას ბრალდებები სასაცილოდ არ ჰყოფნით მის ყოფილ ადვოკატებს.

"ამ ქალს ნორმალურად ცხოვრება არ შეუძლია. დაჯდეს სახლში და შვილს მიხედოს. არ მესმის, რატომ იბრძვის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც მისთვის კარგი უნდათ", - განაცხადა ოქსანას ადვოკატმა.

მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება