სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელები ამბობენ, რომ უფროსები მაქსიმალური ჯარიმის გამოწერას ავალებენ
პოლიციელები ამბობენ, რომ უფროსები მაქსიმალური ჯარიმის გამოწერას ავალებენ

"ყო­ველ­დღე ტარ­დე­ბა თათ­ბი­რი, სა­დაც გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თუკი იქ­ნე­ბა დარ­ღვე­ვა, მძღო­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხით და­ვა­ჯა­რი­მოთ. რა­ი­ონ­ში ხში­რი არაა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ჯა­რი­მის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბაც ნაკ­ლე­ბია. ზოგ­ჯერ დღე­ში ერთი ჯა­რი­მაც არ იწე­რე­ბა და ასეთ დროს უფ­რო­სის­გან საყ­ვე­დურს ვი­ღებთ. თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლეთ და და­ი­ნა­ხე­თო..."- აცხა­დებს "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას სა­მეგ­რე­ლოს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

მსგავს გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, ასე­ვე ანო­ნი­მუ­რო­ბის პი­რო­ბით, თბი­ლი­სის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის პატ­რუ­ლი გი­ორ­გიც: "ჯა­რი­მებს ყო­ველ­თვის შე­სა­ბა­მი­სად ვწერ­დით, მაგ­რამ არის დარ­ღვე­ვე­ბი, სა­დაც და­წე­სე­ბუ­ლია მი­ნი­მა­ლუ­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რი ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა. ბოლო 2 თვეა, უფ­რო­სო­ბის­გან პირ­და­პირ ვი­ღებთ და­ვა­ლე­ბას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნი­ბით გა­მოვ­წე­როთ ჯა­რი­მე­ბი".

"რე­ზო­ნან­სი" შე­ე­ცა­და და­კავ­ში­რე­ბო­და შს სა­მი­ნის­ტროს, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რის მო­პო­ვე­ბა ვერ შევ­ძე­ლით, რო­გორც აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე იმ თან­ხე­ბის წლი­ურ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც პატ­რუ­ლის მიერ გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბი­დან სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში შე­დის.

შსს-ს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია მხო­ლოდ 2011 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი, სა­დაც არაა მი­თი­თე­ბუ­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­მო­წე­რი­ლი და გა­დახ­დი­ლი ჯა­რი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

2011 წლის სტა­ტის­ტი­კით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ-დარ­ღვე­ვე­ბით თბი­ლი­სი/მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი ლი­დე­რობს. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი დარ­ღვე­ვა კი კა­ხეთ­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ზე ხშირ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ დარ­ღვე­ვა­თა შო­რის გა­მო­იკ­ვე­თა 3 ძი­რი­თა­დი მუხ­ლი:

1.125-ე მუხ­ლი - სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა, დგო­მა-გა­ჩე­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რე­ბის შექ­მნა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვებ­ში 20, 50, 100, 150, 300, 500 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა. შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2011 წელს ამ მუხ­ლის დარ­ღვე­ვის­თვის 639 700 ჯა­რი­მა იქნა გა­მო­წე­რი­ლი, სა­ი­და­ნაც 575 620 გა­დახ­დი­ლია.

2. 118-ე მუხ­ლი- უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა, მო­ბი­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, მო­ტო­ჩა­ფხუ­ტის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა. ამ მუხ­ლის დარ­ღვე­ვა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით 10- 100 ლარი. სულ გა­მო­წე­რი­ლია 178 071 ჯა­რი­მა, სა­ი­და­ნაც გა­დახ­დი­ლია 168 688.

3. 116-ე მუხ­ლი - სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა ალ­კოჰო­ლუ­რი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ან ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ანდა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის­თვის. ის­ჯე­ბა 200, 250, 500, 1000, 1500 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის დარ­ღვე­ვის­თვის გა­მო­წე­რი­ლია 42 547 ჯა­რი­მა, სა­ი­და­ნაც გა­დახ­დი­ლია 33 142.

თუ ამ მო­ნა­ცე­მებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ (ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სამი მუხ­ლი) გა­დახ­დი­ლი ჯა­რი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მის მი­ნი­მა­ლურ თან­ხა­ზე გა­და­ვამ­რავ­ლებთ, ვნა­ხავთ, რომ 2011 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით (მხო­ლოდ 3 მუხ­ლზე დაყრნო­ბით), სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტ­ში პატ­რუ­ლის მიერ გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბი­დან 20 მი­ლი­ო­ნამ­დე (19 827 680) ლა­რია შე­სუ­ლი. რე­ა­ლო­ბა­ში კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბევ­რად მეტი იქ­ნე­ბა.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის­თვის ჯა­რი­მე­ბი­დან შე­სუ­ლი თან­ხა და თა­მა­შობს თუ არა იგი ძი­რი­თად როლს ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში?

"რე­ზო­ნან­სი" ესა­უბ­რა ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტს , ირაკ­ლი შა­ვიშ­ვილს, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ ხში­რად ბი­უ­ჯე­ტი სწო­რე­დაც ჯა­რი­მე­ბის ხარ­ჯზე ივ­სე­ბა.

"ბი­უ­ჯე­ტის კა­ნონ­ში თუ ჩა­ვი­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 100-150 მი­ლი­ონს შე­ად­გენს. ეს ის თან­ხე­ბია, რომ­ლის ხარ­ჯზეც ბი­უ­ჯე­ტი ივ­სე­ბა."

თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვს ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტს ირაკ­ლი იაშ­ვილს, რომ­ლის თქმი­თაც ჯა­რი­მე­ბი­დან შე­მო­სულ თან­ხებს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

ეკო­ნო­მის­ტი და პო­ლი­ტო­ლო­გი დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე კი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ არ­სე­ბულ სა­ხა­ზი­ნო პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რობს და პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის და­ვა­ლე­ბულ მო­თხოვ­ნას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის ჯა­რი­მე­ბი გა­მო­წე­რონ, ამას უკავ­ში­რებს.

"ჯა­რი­მე­ბი არ ასა­ხავს ბი­უ­ჯე­ტის შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თად ნა­წილს, მაგ­რამ ისე­თი ღა­რი­ბი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­თუ­მე­ტეს რომ ჯა­რი­მე­ბი­დან საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა შე­დის ბი­უ­ჯეტ­ში. ის, რომ პატ­რუ­ლი უბ­რა­ლო ფორ­მა­ლურ დარ­ღვე­ვებ­ზეც კი რე­ა­გი­რებს, ეს აშ­კა­რად ჩანს და ჩემს თავ­ზეც გა­მო­მიც­დია.

"არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ დღე­ებ­ში არა­ერ­თმა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ თქვა, რომ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში თან­ხე­ბის ზედ­მე­ტი ხარ­ჯვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რათა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ხა­ზი­ნე­ბი და­ეხ­ვედ­რე­ბი­ნათ. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ეს პრობ­ლე­მა დად­გა დღის წეს­რიგ­ში და ამი­ტო­მაც გაჩ­ნდა ეს მო­თხოვ­ნა, თუ, რა თქმა უნდა, სი­მარ­თლეა,"-ამ­ბობს "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას გი­ორ­ხე­ლი­ძე.

სა­ლო­მე სი­გუა

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

პოლიციელები ამბობენ, რომ უფროსები მაქსიმალური ჯარიმის გამოწერას ავალებენ

პოლიციელები ამბობენ, რომ უფროსები მაქსიმალური ჯარიმის გამოწერას ავალებენ

"ყოველდღე ტარდება თათბირი, სადაც გვეუბნებიან, რომ თუკი იქნება დარღვევა, მძღოლები მაქსიმალური რაოდენობის თანხით დავაჯარიმოთ. რაიონში ხშირი არაა მსგავსი შემთხვევები, შესაბამისად ჯარიმის საერთო რაოდენობაც ნაკლებია. ზოგჯერ დღეში ერთი ჯარიმაც არ იწერება და ასეთ დროს უფროსისგან საყვედურს ვიღებთ. თვალები გაახილეთ და დაინახეთო..."- აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას სამეგრელოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

მსგავს განცხადებას აკეთებს, ასევე ანონიმურობის პირობით, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პატრული გიორგიც: "ჯარიმებს ყოველთვის შესაბამისად ვწერდით, მაგრამ არის დარღვევები, სადაც დაწესებულია მინიმალური და მაქსიმალური ფულადი ჯარიმა. ბოლო 2 თვეა, უფროსობისგან პირდაპირ ვიღებთ დავალებას, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენიბით გამოვწეროთ ჯარიმები".

"რეზონანსი" შეეცადა დაკავშირებოდა შს სამინისტროს, თუმცა ოფიციალური კომენტარის მოპოვება ვერ შევძელით, როგორც აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ასევე იმ თანხების წლიურ რაოდენობაზე, რომელიც პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შედის.

შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია მხოლოდ 2011 წლის მონაცემები, სადაც არაა მითითებული თანხის რაოდენობა, თუმცა აღნიშნულია გამოწერილი და გადახდილი ჯარიმების რაოდენობა.

2011 წლის სტატისტიკით, ადმინისტრაციული სამართალ-დარღვევებით თბილისი/მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს. ყველაზე ნაკლები დარღვევა კი კახეთშია დაფიქსირებული.

ყველაზე ხშირ ადმინისტრაციულ დარღვევათა შორის გამოიკვეთა 3 ძირითადი მუხლი:

1.125-ე მუხლი - სიჩქარის გადაჭარბება, დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, საავარიო ვითარების შექმნა, რომელიც სხვადასხვა შემთხვევებში 20, 50, 100, 150, 300, 500 ლარით ჯარიმდება. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს ამ მუხლის დარღვევისთვის 639 700 ჯარიმა იქნა გამოწერილი, საიდანაც 575 620 გადახდილია.

2. 118-ე მუხლი- უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა, მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა. ამ მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით 10- 100 ლარი. სულ გამოწერილია 178 071 ჯარიმა, საიდანაც გადახდილია 168 688.

3. 116-ე მუხლი - სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის. ისჯება 200, 250, 500, 1000, 1500 ლარიანი ჯარიმით. აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის გამოწერილია 42 547 ჯარიმა, საიდანაც გადახდილია 33 142.

თუ ამ მონაცემებს გავითვალისწინებთ (ზემოთ აღნიშნული სამი მუხლი) გადახდილი ჯარიმების რაოდენობას შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალურ თანხაზე გადავამრავლებთ, ვნახავთ, რომ 2011 წლის მონაცემებით (მხოლოდ 3 მუხლზე დაყრნობით), საქართველოს ბიუჯეტში პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან 20 მილიონამდე (19 827 680) ლარია შესული. რეალობაში კი ეს მაჩვენებელი ბევრად მეტი იქნება.

რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ჯარიმებიდან შესული თანხა და თამაშობს თუ არა იგი ძირითად როლს ქვეყნის ბიუჯეტში?

"რეზონანსი" ესაუბრა ეკონომიკის ექსპერტს , ირაკლი შავიშვილს, რომელიც აღნიშნავს, რომ ხშირად ბიუჯეტი სწორედაც ჯარიმების ხარჯზე ივსება.

"ბიუჯეტის კანონში თუ ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 100-150 მილიონს შეადგენს. ეს ის თანხებია, რომლის ხარჯზეც ბიუჯეტი ივსება."

თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომიკის ექსპერტს ირაკლი იაშვილს, რომლის თქმითაც ჯარიმებიდან შემოსულ თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეკონომისტი და პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე კი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სახაზინო პრობლემაზე საუბრობს და პატრულის თანამშრომლებისთვის დავალებულ მოთხოვნას, რომ მაქსიმალური რაოდენობის ჯარიმები გამოწერონ, ამას უკავშირებს.

"ჯარიმები არ ასახავს ბიუჯეტის შემოსავლის ძირითად ნაწილს, მაგრამ ისეთი ღარიბი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მნიშვნელოვანია. მითუმეტეს რომ ჯარიმებიდან საკმაოდ დიდი თანხა შედის ბიუჯეტში. ის, რომ პატრული უბრალო ფორმალურ დარღვევებზეც კი რეაგირებს, ეს აშკარად ჩანს და ჩემს თავზეც გამომიცდია.

"არჩევნების შემდგომ დღეებში არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თქვა, რომ სახელმწიფო უწყებებში თანხების ზედმეტი ხარჯვა მიმდინარეობდა, რათა ახალი ხელისუფლებისთვის დაცარიელებული ხაზინები დაეხვედრებინათ. სავარაუდოდ, სწორედ ეს პრობლემა დადგა დღის წესრიგში და ამიტომაც გაჩნდა ეს მოთხოვნა, თუ, რა თქმა უნდა, სიმართლეა,"-ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გიორხელიძე.

სალომე სიგუა

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ