რამდენჯერმე წინასწარ დაანონსებული და გადადებული შეხვედრა მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ ჩხაიძისა და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების ლიდერებს შორის, ბოლოს და ბოლოს შედგა. დღეს კოალიციის ყოფილი შტაბ-ბინის შენობასთან დილიდანვე იყვნენ შეკრებილები კოალიციის კოორდინატორები და ოფისის ყოფილი თანამშრომლები.
თემურ ჩხაიძემ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ზაზა ურუშაძე წარუდგინა, როგორც გამგებლობის კანდიდატი. წარდგენილი კანდიდატი შეეცადა მისი მისამართით დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გაეცა.
სრული ვერსია