პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კანდელაკი - პრემიერი აცხადებს, რომ შურს სომხეთის ურთიერთობისა ნატო-სთან
გიორგი კანდელაკი - პრემიერი აცხადებს, რომ შურს სომხეთის ურთიერთობისა ნატო-სთან

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს ბოლო მო­მენ­ტამ­დე ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ მაია ფან­ჯი­კი­ძე პარ­ლა­მენ­ტში მი­ვი­დო­და და მათ კი­თხვებ­ზე პა­სუხს გას­ცემ­და. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დე­პუ­ტატ­მა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, მათ დღეს დი­ლი­თაც ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფან­ჯი­კი­ძე უმ­ცი­რე­სო­ბას შეხ­ვდე­ბო­და. რო­გორც კან­დე­ლა­კი აცხა­დებს, კი­თხვე­ბი ფან­ჯი­კი­ძის მი­სა­მარ­თით ეხე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს, მი­ნის­ტრის რამ­დე­ნი­მე არა­კომ­პე­ტენ­ტურ გა­მოს­ვლას და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ სომ­ხუ­რი მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო კურსთან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ შურს სომ­ხე­თის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა ნატო-სთან. კან­დე­ლა­კი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ნატო-სკენ სომ­ხე­თი სა­ერ­თოდ არ ის­წრაფ­ვის და ამ­გვა­რი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურსთან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გა­შო სიგ­ნალ­ზე მი­უ­თი­თებს.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მინ­სიტ­რის პარ­ლა­მენ­ტში არ­მის­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სხდო­მას მა­ინც გა­მარ­თავს, რო­მე­ლიც 15:00 სა­ა­თის­თვის არის და­ნიშ­ნუ­ლი. მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტში რიგ­გა­რე­შე სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი კანდელაკი - პრემიერი აცხადებს, რომ შურს სომხეთის ურთიერთობისა ნატო-სთან

გიორგი კანდელაკი - პრემიერი აცხადებს, რომ შურს სომხეთის ურთიერთობისა ნატო-სთან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ბოლო მომენტამდე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მაია ფანჯიკიძე პარლამენტში მივიდოდა და მათ კითხვებზე პასუხს გასცემდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განუცხადა.

მისი თქმით, მათ დღეს დილითაც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ფანჯიკიძე უმცირესობას შეხვდებოდა. როგორც კანდელაკი აცხადებს, კითხვები ფანჯიკიძის მისამართით ეხება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით დაშვებულ შეცდომებს, მინისტრის რამდენიმე არაკომპეტენტურ გამოსვლას და ბიძინა ივანიშვილის მიერ სომხური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელმაც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები გააჩინა.

დეპუტატის თქმით, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ შურს სომხეთის ურთიერთობისა ნატო-სთან. კანდელაკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატო-სკენ სომხეთი საერთოდ არ ისწრაფვის და ამგვარი შინაარსის განცხადება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით საგანგაშო სიგნალზე მიუთითებს.

საგარეო საქმეთა მინსიტრის პარლამენტში არმისვლის მიუხედავად, საპარლამენტო უმცირესობა, სავარაუდოდ, სხდომას მაინც გამართავს, რომელიც 15:00 საათისთვის არის დანიშნული. მანამდე პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა