მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაგრატის ტაძარში სვეტები გამოშიგნეს და ბეტონი ჩაასხეს, რაღა უნდა დაიცვას იუნესკომ?"
"ბაგრატის ტაძარში სვეტები გამოშიგნეს და ბეტონი ჩაასხეს, რაღა უნდა დაიცვას იუნესკომ?"

ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი უნდა აღ­დგეს, ამა­ზე სა­ერ­თოდ არ შე­ვიც­ვლი აზრს!" - ასე­თი იყო პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ზი­ცია მა­შინ, როცა იუ­ნეს­კო (გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის და კულ­ტუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცია) ბაგ­რა­ტის ტაძ­რის მიმ­დი­ნა­რე რეს­ტავ­რა­ცი­ის გამო შე­ნიშ­ვნებს გა­მოთ­ქვამ­და. დღეს ეს ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლი იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგას, რად­გან 2010 წელს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კო­მი­ტეტ­მა ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი საფრ­თხის ქვეშ მყო­ფი ძეგ­ლე­ბის სი­ა­ში ჩა­რი­ცხა, მი­ზე­ზად კი ტაძ­რის სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც ნა­გე­ბო­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბას არ­ღვევს. 2012 წელს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კო­მი­ტეტ­მა ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი კვლავ საფრ­თხის ქვეშ მყო­ფი ძეგ­ლე­ბის სი­ა­ში და­ტო­ვა და მის სტა­ტუსს 1-ელ თე­ბერ­ვალს გა­ნი­ხი­ლავს... ამ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ლი­ა­ნა ან­თე­ლა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ის, რაც ბაგ­რა­ტის ტაძ­რის გარ­შე­მო მოხ­და, ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნა­თა მთე­ლი ჯაჭ­ვის შე­დე­გია. რეს­ტავ­რა­ცი­ას მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის სა­გან­ძუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში უდი­დე­სი როლი ენი­ჭე­ბა. რეს­ტავ­რი­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია: არ შე­იძ­ლე­ბა კულ­ტუ­რის ძეგლის ისე რეს­ტავ­რი­რე­ბა, რომ მო­მა­ვალ­ში მისი შეც­ვლა ად­ვი­ლი იყოს, ამას­თა­ნა­ვე, უნდა ჩან­დეს, ძეგლის რო­მე­ლი ნა­წი­ლია ორი­გი­ნა­ლი და რო­მე­ლი - რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი. ანუ, ნა­თე­ლი უნდა იყოს, რომ რეს­ტავ­რა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ძეგლის კონ­სერ­ვა­ცი­აა, მისი ნგრე­ვა რომ არ გაგ­რძელ­დეს.

ბაგ­რა­ტის ტაძ­რის მი­მართ იუ­ნეს­კოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვლა ამ ტაძ­რი­სად­მი ჩვე­ნი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის არაპრო­ფე­სი­უ­ლი, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­დე­გია. ამ სა­კი­თხზე გა­მო­ძი­ე­ბა რომ და­ი­წყოს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თითს ყვე­ლა სხვის­კენ გა­იშ­ვერს. ვფიქ­რობ, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მე­ბი ჯერ კი­დევ 2009 წელს იყო დაშ­ვე­ბუ­ლი. ტაძ­რის ბოლო რეს­ტავ­რა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე სა­პატ­რი­არ­ქომ გარ­კვე­ვით გა­ნა­ცხა­და, რომ ამ პრო­ექტს არ ეთან­ხმე­ბო­და. სა­პატ­რი­არ­ქო მო­ი­თხოვ­და, ტა­ძარ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა აღ­ვლე­ნი­ლი­ყო, ლოც­ვის აღ­ვლე­ნა მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით რეს­ტავ­რი­რე­ბულ ტა­ძარ­შიც შე­იძ­ლე­ბა... სა­ერ­თოდ, ტა­ძარ­ზე გუმ­ბა­თის დად­გმა ყვე­ლა­ზე დიდი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მაა - ყვე­ლა ძეგლი­სათ­ვის უმ­თავ­რე­სი სა­კი­თხი. ამ თე­მას მი­ე­ძღვნა 2012 წლის მარ­ტში იტა­ლი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სი "მსოფ­ლიო გუმ­ბა­თე­ბი", რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და სა­დაც ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რომ მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ძეგლს აქვს გუმ­ბა­თის პრობ­ლე­მა, მათ შო­რის, აია სო­ფი­ას - სტამ­ბოლ­ში, სან­ტა მა­რია დელ ფი­ო­რეს - ფლო­რენ­ცი­ა­ში... სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ბზა­რებს ზო­მა­ვენ ლა­ზე­რუ­ლი სკა­ნი­რე­ბით, კოს­მო­სურ გა­მოკ­ვლე­ვებს აწარ­მო­ე­ბენ... ბაგ­რა­ტის ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ი­სას მსოფ­ლი­ოს ეს გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ, როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პირი ხარ, ცხა­დია, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო. ბაგ­რა­ტის რეს­ტავ­რა­ცი­ი­სას კი ეს პრობ­ლე­მა "იო­ლად" მო­აგ­ვა­რეს: სვე­ტე­ბი გა­მო­შიგ­ნეს, ბე­ტო­ნი ჩა­ას­ხეს და გუმ­ბა­თი რკი­ნა-ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ას და­ა­ხუ­რეს. რაღა უნდა და­იც­ვას "იუ­ნეს­კომ"? სხვა­თა შო­რის, იტა­ლი­ე­ლებ­მა კო­ლი­ზე­უ­მის რეს­ტავ­რი­რე­ბი­სას როცა და­ი­ნა­ხეს, რომ ზედ­მეტ­მა ჩა­რე­ვამ საქ­მე გა­ა­ფუ­ჭა, შე­ჩერ­დნენ, შე­ნო­ბა გა­ა­მაგ­რეს და და­ტო­ვეს.

ის, რაც ბაგ­რა­ტის ტა­ძარ­ში მოხ­და, სულ მცი­რე, დი­ლე­ტან­ტიზ­მის, უკულ­ტუ­რო­ბის შე­დე­გია. კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, თა­ვი­სი ქვეყ­ნის წარ­სულს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ასე არ ექ­ცე­ვი­ან. რომ­ში, წმინ­და პეტ­რეს ტაძ­რის მო­ე­დან­ზე შე­მა­ვალ ქუ­ჩა­ზე ის უსა­ხუ­რი სახ­ლე­ბიც კი არ და­ან­გრი­ეს, რო­მე­ლიც დიქ­ტა­ტორ მუ­სო­ლი­ნის ეპო­ქა­ში აშენ­და, ჩვენ­თან კი "იმე­ლის" შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­დევ­რია, და­ან­გრი­ეს და ამას კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნით ხსნი­ან. რა­ტომ ვცდი­ლობთ სა­კუ­თარ წარ­სულ­თან ან­გა­რი­შის გას­წო­რე­ბას? ის, რაც ახლა დგას, არ არის ბაგ­რა­ტის ტაძ­რის ის პრო­ექ­ტი, რის აშე­ნე­ბაც თუნ­დაც 2009 წელს გა­და­წყდა; ასეთ ერ­თპი­როვ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­და ვე­რა­ვინ მი­ი­ღებ­და, ხოლო მისი გან­მხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი ნიკა ვა­ჩე­იშ­ვი­ლია. ის, რაც დღეს ბაგ­რა­ტის ტაძ­რის სა­ხით მი­ვი­ღეთ, არის პა­პიე-მაშე, ერ­თგვა­რი ბუ­ტა­ფო­რია. სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ ჩემს კო­ლე­გას ავი­წყდე­ბა, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რა გარ­კე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მქო­ნეა. ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი მე­ფის, ბაგ­რატ მე­სა­მის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ანუ ერ­თი­ა­ნი ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლოა. ჩემი აზ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ას­პექ­ტიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქია ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის გზით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა - მე­ფის­თვის თავი არ მოგ­ვიჭ­რია, არც მოგ­ვიკ­ლავს, ფრან­გე­ბის­გან, ინ­გლი­სე­ლე­ბის­გან თუ რუ­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. გვა­ვი­წყდე­ბა ისიც, რომ კულ­ტუ­რუ­ლი აღმშე­ნებ­ლო­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნაა - ქვე­ყა­ნას ის პირ­ვე­ლი პირი ჰყავს, ვი­საც იმ­სა­ხუ­რებს. ახლა კი გა­მო­ვი­და, რომ მე­ფეს თუ არა, ტა­ძარს მო­ვა­ჭე­რით თავი.

- შე­საძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნევთ, 1-ელ თე­ბერ­ვალს და­ნიშ­ნულ იუ­ნეს­კოს კო­მი­ტე­ტის სხდო­მამ­დე ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს?

- ეს არის ბა­ნა­ლუ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ტყუ­ი­ლი. 2009 წლის შემ­დეგ ბაგ­რა­ტის ტა­ძარ­ში არაფ­რის შეც­ვლა აღარ შე­იძ­ლე­ბა. ბაგ­რა­ტის ტაძ­რის სა­ფუძ­ველს დღეს არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს იმას­თან, რაც ზე­მო­დან ად­გას.

ჩემი აზ­რით, იუ­ნეს­კო ბაგ­რა­ტის ტაძ­რის მი­მართ აღა­რა­ფერს შეც­ვლის და ვერც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი უშ­ვე­ლის საქ­მეს! როცა არ­ქი­ტექ­ტუ­რის ძეგლი იუ­ნეს­კოს ნუს­ხა­ში შე­დის, ნიშ­ნავს, რომ ის არის საკ­ვლე­ვი თემა, რომ ის სა­ინ­ტე­რე­სოა მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის, სხვა კულ­ტუ­რე­ბის­თვის. ახ­ლან­დე­ლი ბაგ­რა­ტი კი, სამ­წუ­ხა­როდ, ამ­გვარ ინ­ტე­რესს აღარ იწ­ვევს. არც ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და მით უმე­ტეს, მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­თვის, კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აღარ აქვს.

- თუ შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მეს შეც­ვლა, ერ­თგვა­რი გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა, რომ ბაგ­რატს სტა­ტუ­სი და­უბ­რუნ­დეს?

- სამ­წუ­ხა­როდ, არაფ­რის შეც­ვლა აღარ შე­იძ­ლე­ბა. იუ­ნეს­კომ თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომც შე­იც­ვა­ლოს, არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ ექ­ნე­ბა, მხო­ლოდ თავს მო­ვი­ტყუ­ებთ.

ბაგ­რა­ტის ტაძ­რის სა­ვა­ლა­ლო მა­გა­ლი­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მე­ტად უნდა მო­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს უნი­კა­ლურ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას. მახ­სოვს, რო­ნალ­დო დელ ბი­ან­კოს ფონ­დის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ("კულ­ტუ­რა­თა დი­ა­ლო­გი") ვა­ტი­კა­ნის ყო­ფილ­მა ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნუნ­ცი­უს­მა კლა­უ­დიო გუ­ჯე­რო­ტიმ წა­ი­კი­თხა მოხ­სე­ნე­ბა "სტუ­მარ-მას­პინ­ძლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ანა­ლი­ზი", რომ­ლის დას­კვნა­შიც თქვა: მეს­მის, რა­ტომ ღი­ზი­ან­დე­ბით უდი­დე­სი ჰუ­მა­ნის­ტუ­რი კულ­ტუ­რის შემ­ქმნე­ლი ხალ­ხი, როცა ევ­რო­პე­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან და ტრე­ნინ­გებს გი­ტა­რე­ბენ დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და ჰუ­მა­ნიზ­მზეო, და იქვე დას­ძი­ნა: სამ­წუ­ხა­როდ, თქვენ ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბა და­გა­ვი­წყდათ და ახლა ამის გახ­სე­ნე­ბაა სა­ჭი­როო.

ცნო­ბი­სათ­ვის

ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი - ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, აგე­ბუ­ლი X-XI სა­უ­კუ­ნე­ბის მიჯ­ნა­ზე, ბაგ­რატ III-ის (975-1014) მე­ფო­ბა­ში, ქუ­თა­ის­ში, "უქი­მე­რი­ო­ნის გო­რა­ზე".

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ბაგრატის ტაძარში სვეტები გამოშიგნეს და ბეტონი ჩაასხეს, რაღა უნდა დაიცვას იუნესკომ?"

"ბაგრატის ტაძარში სვეტები გამოშიგნეს და ბეტონი ჩაასხეს, რაღა უნდა დაიცვას იუნესკომ?"

ბაგრატის ტაძარი უნდა აღდგეს, ამაზე საერთოდ არ შევიცვლი აზრს!" - ასეთი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია მაშინ, როცა იუნესკო (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია) ბაგრატის ტაძრის მიმდინარე რესტავრაციის გამო შენიშვნებს გამოთქვამდა. დღეს ეს ისტორიული ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღების საშიშროების წინაშე დგას, რადგან 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ჩარიცხა, მიზეზად კი ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასახელა, რომელიც ნაგებობის ავთენტურობას არღვევს. 2012 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში დატოვა და მის სტატუსს 1-ელ თებერვალს განიხილავს... ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი ლიანა ანთელავა გვესაუბრება.

- ის, რაც ბაგრატის ტაძრის გარშემო მოხდა, ურთიერთდაკავშირებულ მოვლენათა მთელი ჯაჭვის შედეგია. რესტავრაციას მსოფლიო კულტურის საგანძურის შენარჩუნებაში უდიდესი როლი ენიჭება. რესტავრირების კონცეფციის რამდენიმე მუხლი ხელშეუხებელია: არ შეიძლება კულტურის ძეგლის ისე რესტავრირება, რომ მომავალში მისი შეცვლა ადვილი იყოს, ამასთანავე, უნდა ჩანდეს, ძეგლის რომელი ნაწილია ორიგინალი და რომელი - რესტავრირებული. ანუ, ნათელი უნდა იყოს, რომ რესტავრაციის მთავარი მიზანი ძეგლის კონსერვაციაა, მისი ნგრევა რომ არ გაგრძელდეს.

ბაგრატის ტაძრის მიმართ იუნესკოს დამოკიდებულების შეცვლა ამ ტაძრისადმი ჩვენი მაღალჩინოსნების არაპროფესიული, უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგია. ამ საკითხზე გამოძიება რომ დაიწყოს, დარწმუნებული ვარ, თითს ყველა სხვისკენ გაიშვერს. ვფიქრობ, გამოუსწორებელი შეცდომები ჯერ კიდევ 2009 წელს იყო დაშვებული. ტაძრის ბოლო რესტავრაციის თაობაზე საპატრიარქომ გარკვევით განაცხადა, რომ ამ პროექტს არ ეთანხმებოდა. საპატრიარქო მოითხოვდა, ტაძარში ღვთისმსახურება აღვლენილიყო, ლოცვის აღვლენა მსოფლიო სტანდარტების დაცვით რესტავრირებულ ტაძარშიც შეიძლება... საერთოდ, ტაძარზე გუმბათის დადგმა ყველაზე დიდი კონსტრუქციული პრობლემაა - ყველა ძეგლისათვის უმთავრესი საკითხი. ამ თემას მიეძღვნა 2012 წლის მარტში იტალიაში გამართული საერთაშორისო კონგრესი "მსოფლიო გუმბათები", რომელშიც ვმონაწილეობდი და სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ძეგლს აქვს გუმბათის პრობლემა, მათ შორის, აია სოფიას - სტამბოლში, სანტა მარია დელ ფიორეს - ფლორენციაში... სამუშაოების შესრულებისას ბზარებს ზომავენ ლაზერული სკანირებით, კოსმოსურ გამოკვლევებს აწარმოებენ... ბაგრატის ტაძრის რესტავრაციისას მსოფლიოს ეს გამოცდილება უნდა გაეზიარებინათ, როცა გადაწყვეტილების მიმღები პირი ხარ, ცხადია, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. ბაგრატის რესტავრაციისას კი ეს პრობლემა "იოლად" მოაგვარეს: სვეტები გამოშიგნეს, ბეტონი ჩაასხეს და გუმბათი რკინა-ბეტონის კონსტრუქციას დაახურეს. რაღა უნდა დაიცვას "იუნესკომ"? სხვათა შორის, იტალიელებმა კოლიზეუმის რესტავრირებისას როცა დაინახეს, რომ ზედმეტმა ჩარევამ საქმე გააფუჭა, შეჩერდნენ, შენობა გაამაგრეს და დატოვეს.

ის, რაც ბაგრატის ტაძარში მოხდა, სულ მცირე, დილეტანტიზმის, უკულტურობის შედეგია. კულტურულ მემკვიდრეობას, თავისი ქვეყნის წარსულს ცივილიზებულ ქვეყნებში ასე არ ექცევიან. რომში, წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე შემავალ ქუჩაზე ის უსახური სახლებიც კი არ დაანგრიეს, რომელიც დიქტატორ მუსოლინის ეპოქაში აშენდა, ჩვენთან კი "იმელის" შენობა, რომელიც საბჭოთა არქიტექტურის შედევრია, დაანგრიეს და ამას კომერციული მიზნით ხსნიან. რატომ ვცდილობთ საკუთარ წარსულთან ანგარიშის გასწორებას? ის, რაც ახლა დგას, არ არის ბაგრატის ტაძრის ის პროექტი, რის აშენებაც თუნდაც 2009 წელს გადაწყდა; ასეთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას სააკაშვილის გარდა ვერავინ მიიღებდა, ხოლო მისი განმხორციელებელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ნიკა ვაჩეიშვილია. ის, რაც დღეს ბაგრატის ტაძრის სახით მივიღეთ, არის პაპიე-მაშე, ერთგვარი ბუტაფორია. სამწუხაროდ, ბევრ ჩემს კოლეგას ავიწყდება, რომ არქიტექტურა გარკეული ინფორმაციის მქონეა. ბაგრატის ტაძარი, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის სახელთან არის დაკავშირებული, ანუ ერთიანი ძლიერი საქართველოს სიმბოლოა. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ის ასპექტიც, რომ საქართველოში მონარქია ბუნებრივი განვითარების გზით არ დასრულებულა - მეფისთვის თავი არ მოგვიჭრია, არც მოგვიკლავს, ფრანგებისგან, ინგლისელებისგან თუ რუსებისგან განსხვავებით. გვავიწყდება ისიც, რომ კულტურული აღმშენებლობა კოლექტიური მოვლენაა - ქვეყანას ის პირველი პირი ჰყავს, ვისაც იმსახურებს. ახლა კი გამოვიდა, რომ მეფეს თუ არა, ტაძარს მოვაჭერით თავი.

- შესაძლებლად მიიჩნევთ, 1-ელ თებერვალს დანიშნულ იუნესკოს კომიტეტის სხდომამდე ეს პრობლემა მოგვარდეს?

- ეს არის ბანალური "ნაციონალური" ტყუილი. 2009 წლის შემდეგ ბაგრატის ტაძარში არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. ბაგრატის ტაძრის საფუძველს დღეს არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რაც ზემოდან ადგას.

ჩემი აზრით, იუნესკო ბაგრატის ტაძრის მიმართ აღარაფერს შეცვლის და ვერც კულტურის სამინისტროს ახალი ფორმულირებები უშველის საქმეს! როცა არქიტექტურის ძეგლი იუნესკოს ნუსხაში შედის, ნიშნავს, რომ ის არის საკვლევი თემა, რომ ის საინტერესოა მთელი კაცობრიობისათვის, სხვა კულტურებისთვის. ახლანდელი ბაგრატი კი, სამწუხაროდ, ამგვარ ინტერესს აღარ იწვევს. არც ჩვენი ქვეყნისა და მით უმეტეს, მსოფლიო თანამეგობრობისთვის, კულტურული ღირებულება აღარ აქვს.

- თუ შეიძლება რაიმეს შეცვლა, ერთგვარი გამოსავლის ძიება, რომ ბაგრატს სტატუსი დაუბრუნდეს?

- სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. იუნესკომ თავისი დამოკიდებულება რომც შეიცვალოს, არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება, მხოლოდ თავს მოვიტყუებთ.

ბაგრატის ტაძრის სავალალო მაგალითის გათვალისწინებით, მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას. მახსოვს, რონალდო დელ ბიანკოს ფონდის მიერ ჩატარებული რეგიონული ფესტივალის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ("კულტურათა დიალოგი") ვატიკანის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ნუნციუსმა კლაუდიო გუჯეროტიმ წაიკითხა მოხსენება "სტუმარ-მასპინძლის ლიტერატურული ანალიზი", რომლის დასკვნაშიც თქვა: მესმის, რატომ ღიზიანდებით უდიდესი ჰუმანისტური კულტურის შემქმნელი ხალხი, როცა ევროპელები ჩამოდიან და ტრენინგებს გიტარებენ დემოკრატიასა და ჰუმანიზმზეო, და იქვე დასძინა: სამწუხაროდ, თქვენ ეს მემკვიდრეობა დაგავიწყდათ და ახლა ამის გახსენებაა საჭიროო.

ცნობისათვის

ბაგრატის ტაძარი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე".

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"