ეშტონ კატჩერმა და მილა კუნისმა გადაწყვიტეს მათი ურთიერთობა დააკანონონ. როგორც წყარო აცხადებს, წყვილი დაქორწინებას აპრილში გეგმავს.
კატჩერმა უკვე გააცნო მისი ახალი საყვარელი ოჯახს. მან მილა კუნისი შობას საკუთარი მშობლების სახლში მიიყვანა.
”შობას ეშტონმა მილა მშობლებთან მიიყვანა და ოფიციალურად წარუდგინა. რაც შეეხება ქორწილს, ისინი აპრილში მოკრძალებულ ცერემონიას გეგმავენ”, - აცხადებს წყარო.
გარდა ამისა, წყვილი ბავშვის გაჩენასაც გეგმავს. როგორც დასავლურ მედიაში წერენ, მილა დაორსულებას მხოლოდ ქორწილის შემდეგ აპირებს.
მომზადებულია News.com-ის მიხედვით.