Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მონაკოს პრინცმა გრეის კელის შესახებ გადაღებული ფილმი გააკრიტიკა
მონაკოს პრინცმა გრეის კელის შესახებ გადაღებული ფილმი გააკრიტიკა

გრე­ის კე­ლის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი ახა­ლი ფილ­მით, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს მსა­ხი­ო­ბი ნი­კოლ კიდ­მა­ნი ას­რუ­ლებს, მო­ნა­კოს სა­მე­ფო ოჯა­ხი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არაა. ფილმზე მო­მუ­შა­ვე ჯგუფს გრე­ის კე­ლის შვი­ლე­ბი: მო­ნა­კოს პრინ­ცი ალ­ბერ II, პრინ­ცე­სა კა­რო­ლი­ნა და პრინ­ცე­სა სტე­ფა­ნია უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ფილ­მის რე­ჟი­სორს, ოლი­ვი­ერ და­ჰან­სა და პრო­დუ­სე­რებს საპ­რო­ტეს­ტო წე­რი­ლი უკვე გა­უგ­ზავ­ნეს.

"ჩვენ­თვის ეს ფილ­მი არ ასო­ცირ­დე­ბა ბი­ოგ­რა­ფი­ულ ნა­მუ­შე­ვარ­თან. ფილმში მისი ცხოვ­რე­ბა უმიზ­ნო, გლა­მუ­რულ ას­პექ­ტშია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ნა­მუ­შე­ვა­რი დატ­ვირ­თუ­ლია ის­ტო­რი­უ­ლი უზუს­ტო­ბე­ბით და სცე­ნარ­ში ბევ­რია შე­თხზუ­ლი სცე­ნე­ბი", - ამო­ი­კი­თხავთ წე­რილ­ში.

ახალ ფილმში "Grace of Monaco", რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი­სა და შემ­დგომ­ში მო­ნა­კოს პრინ­ცე­სა გრე­ის კე­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, მთა­ვარ როლს მსა­ხი­ო­ბი ნი­კოლ კიდ­მა­ნი ას­რუ­ლებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია huffingtonpost.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მონაკოს პრინცმა გრეის კელის შესახებ გადაღებული ფილმი გააკრიტიკა

მონაკოს პრინცმა გრეის კელის შესახებ გადაღებული ფილმი გააკრიტიკა

გრეის კელის შესახებ გადაღებული ახალი ფილმით, რომელშიც მთავარ როლს მსახიობი ნიკოლ კიდმანი ასრულებს, მონაკოს სამეფო ოჯახი აღფრთოვანებული არაა. ფილმზე მომუშავე ჯგუფს გრეის კელის შვილები: მონაკოს პრინცი ალბერ II, პრინცესა კაროლინა და პრინცესა სტეფანია უპირისპირდებიან. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა ფილმის რეჟისორს, ოლივიერ დაჰანსა და პროდუსერებს საპროტესტო წერილი უკვე გაუგზავნეს. 

"ჩვენთვის ეს ფილმი არ ასოცირდება ბიოგრაფიულ ნამუშევართან. ფილმში მისი ცხოვრება უმიზნო, გლამურულ ასპექტშია წარმოდგენილი. ნამუშევარი დატვირთულია ისტორიული უზუსტობებით და სცენარში ბევრია შეთხზული სცენები", - ამოიკითხავთ წერილში.

ახალ ფილმში "Grace of Monaco", რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავისა და შემდგომში მონაკოს პრინცესა გრეის კელის შესახებ მოგვითხრობს, მთავარ როლს მსახიობი ნიკოლ კიდმანი ასრულებს.

მომზადებულია huffingtonpost.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება