პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოველმა სამართალდამცავებმა "დედ ჰასანის" მკვლელობაში ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს
მოსკოველმა სამართალდამცავებმა "დედ ჰასანის" მკვლელობაში ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს

მოს­კო­ველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ას­ლან უსო­ი­ა­ნის ("დედ ჰა­სა­ნი") მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"ლა­იფ­ნი­უ­სის" ცნო­ბით, ასე­ვე დად­გე­ნი­ლია ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც "დედ ჰა­სანს" ეს­რო­ლეს. ცე­ცხლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-5 და მე-6 სარ­თუ­ლებს შო­რის მდე­ბა­რე კი­ბი­დან გახ­სნეს. ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია 9 მმ კა­ლიბ­რის ვაზ­ნე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლელს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მუ­შაო უნი­ფორ­მა ეცვა და რად­გან სა­დარ­ბა­ზო­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა უცხო პი­რე­ბის მოძ­რა­ო­ბას შეჩ­ვე­უ­ლია.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ვა­რა­უ­დით, "დედ ჰა­სა­ნი" სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ია­რა­ღით მოკ­ლეს. ეს არის "ვალ"-ის ტი­პის 9 მმ კა­ლიბ­რი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი ავ­ტო­მა­ტი, რომ­ლის ლუ­ლაც უხმო სრო­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი შიდა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ია­რა­ღი არ­მი­ის სპეც­რაზ­მის შე­ი­ა­რა­ღე­ბას წარ­მო­ად­გენს.

გა­მომ­ძი­ებ­ლებს გა­სა­ოც­რად მი­აჩ­ნი­ათ ფაქ­ტი, რომ რეს­ტო­რან "კა­რეტ­ნი დვორ"-ის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი­დან არც ერთს ჩამ­წე­რი ფუნ­ქცია არ აღ­მო­აჩ­ნდა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მკვლე­ლო­ბის სუ­რა­თის აღ­დგე­ნას უსო­ი­ა­ნის დაც­ვის წევ­რი­სა და იმ ქა­ლის მო­ნა­თხრო­ბით შე­ეც­დე­ბი­ან, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა და და­იჭ­რა. მას მკერ­დი­სა და ფე­ხის არე­ში ორი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ძი­ე­ბას ჩვე­ნე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის­ცემს.

პრო­ზექ­ტუ­რას, სა­დაც "დედ ჰა­სა­ნის" გვა­მია დას­ვე­ნე­ბუ­ლი, პო­ლი­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი რაზ­მე­ბი იცავს. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის ცხე­დარს დაკ­რძალ­ვამ­დე და­ი­ცა­ვენ.

მოს­კო­ვის ცენ­ტრში "დედ ჰა­სა­ნი" გუ­შინ მოკ­ლეს. თავ­დას­ხმა "პო­ვარ­სკის" ქუ­ჩა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­დე­საც "დედ ჰა­სა­ნი" რეს­ტო­რან "კა­რეტ­ნი დვორ"-იდან გა­მო­ვი­და. ამ რეს­ტო­რანს კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ რე­ზი­დენ­ცი­ად მი­იჩ­ნევ­დნენ, რად­გან იგი იქ ხში­რად იღებ­და სტუმ­რებს და კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს არ­კვევ­და.

დაჭ­რი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მო­ა­თავ­სეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. 1937 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი უსო­ი­ა­ნი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მოქ­მე­დი უმ­სხვი­ლე­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი კლა­ნის ლი­დე­რად ით­ვლე­ბო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: "რო­გორ მოკ­ლეს "დედ ჰა­სა­ნი" - მკვლე­ლო­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი გრა­ფი­კა"

მოსკოველმა სამართალდამცავებმა "დედ ჰასანის" მკვლელობაში ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს

მოსკოველმა სამართალდამცავებმა "დედ ჰასანის" მკვლელობაში ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს

მოსკოველმა სამართალდამცავებმა კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან უსოიანის ("დედ ჰასანი") მკვლელობაში ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს.

"ლაიფნიუსის" ცნობით, ასევე დადგენილია ადგილი, საიდანაც "დედ ჰასანს" ესროლეს. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 და მე-6 სართულებს შორის მდებარე კიბიდან გახსნეს. ადგილზე აღმოჩენილია 9 მმ კალიბრის ვაზნები.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელს, სავარაუდოდ, სამუშაო უნიფორმა ეცვა და რადგან სადარბაზოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილობრივი მოსახლეობა უცხო პირების მოძრაობას შეჩვეულია.

სამართალდამცავების ვარაუდით, "დედ ჰასანი" სპეცსამსახურების იარაღით მოკლეს. ეს არის "ვალ"-ის ტიპის 9 მმ კალიბრიანი სპეციალური ავტომატი, რომლის ლულაც უხმო სროლისთვის აუცილებელი შიდა მოწყობილობებით არის აღჭურვილი. აღნიშნული იარაღი არმიის სპეცრაზმის შეიარაღებას წარმოადგენს.

გამომძიებლებს გასაოცრად მიაჩნიათ ფაქტი, რომ რესტორან "კარეტნი დვორ"-ის სათვალთვალო კამერებიდან არც ერთს ჩამწერი ფუნქცია არ აღმოაჩნდა.

სამართალდამცავები მკვლელობის სურათის აღდგენას უსოიანის დაცვის წევრისა და იმ ქალის მონათხრობით შეეცდებიან, რომელიც მკვლელობის ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა და დაიჭრა. მას მკერდისა და ფეხის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და სავარაუდოდ, გამოძიებას ჩვენებას მოგვიანებით მისცემს.

პროზექტურას, სადაც "დედ ჰასანის" გვამია დასვენებული, პოლიციის გაძლიერებული რაზმები იცავს. კრიმინალური ავტორიტეტის ცხედარს დაკრძალვამდე დაიცავენ.

მოსკოვის ცენტრში "დედ ჰასანი" გუშინ მოკლეს. თავდასხმა "პოვარსკის" ქუჩაზე განხორციელდა, როდესაც "დედ ჰასანი" რესტორან "კარეტნი დვორ"-იდან გამოვიდა. ამ რესტორანს კრიმინალური ავტორიტეტის არაოფიციალურ რეზიდენციად მიიჩნევდნენ, რადგან იგი იქ ხშირად იღებდა სტუმრებს და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან ურთიერთობებს არკვევდა.

დაჭრილი კრიმინალური ავტორიტეტი რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა. 1937 წელს საქართველოში დაბადებული უსოიანი რუსეთის ფედერაციაში მოქმედი უმსხვილესი კრიმინალური კლანის ლიდერად ითვლებოდა.

იხილეთ ვიდეო: "როგორ მოკლეს "დედ ჰასანი" - მკვლელობის კომპიუტერული გრაფიკა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ