სუპერმარკეტების გერმანული ქსელი "დეჰაგე" თბილისში ჰიპერმარკეტს ხსნის. კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ეს იქნება ობიექტი, რომელიც მომხმარებელს 7 000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას, მათ შორის 200-ზე მეტი სახეობის გერმანული წარმოების ექსკლუზიურ პროდუქტებს შესთავაზებს. ჰიპერმარკეტის გახსნა სექტემბისთვისაა დაგეგმილი.
ამასთან, კომპანიამ ცოტა ხნის წინ ახალი სუპერმარკეტი ლილოში გახსნა, სადაც თბილისის მოსახლეობას კვალიფიციური კონსულტანტები ემსახურებიან.
"დეჰაგე" ქართული რითეილ ბაზრის ახალი მოთამაშეა, ამჟამად "დეჰაგეს" ბრენდით თბილისში 3 სუპერმარკეტი მოქმედებს. კომპანია საშუალო და დაბალ საფასო სეგმენტზე მუშაობს და 7 000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას მინიმუმ 10%-ით დაბალ ფასად ყიდის.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9