საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქერის დღიურები" გააკრიტიკეს
"ქერის დღიურები" გააკრიტიკეს

სე­რი­ა­ლი "ქე­რის დღი­უ­რე­ბი", რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი კი­ნოგ­მი­რის, ქერი ბრედ­შო­უს ახალ­გაზ­რდო­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს, კრი­ტი­კო­სებ­მა მი­წას­თან გა­ას­წო­რეს. სე­რი­ა­ლის პირ­ვე­ლი ეპი­ზო­დის პრე­მი­ე­რა 14 დე­კემ­ბერს შედ­გა. სა­კულ­ტო სე­რი­ა­ლის "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" პრე­ის­ტო­რი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ელო­და, თუმ­ცა კრი­ტი­კოს­თა შე­ფა­სე­ბე­ბი უარ­ყო­ფი­თი იყო.

კრი­ტი­კო­სი რო­ბერტ ლე­ი­ლო­დი The Los Angeles Times-ში წერს: "დი­ა­ლო­გე­ბი არ არის შთამ­ბეჭ­და­ვი, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბე­ბი ბუ­ნებ­რი­ვად თა­მა­შო­ბენ".

New York Times-ში კი მაიკ ჰე­ი­ლის კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლი და­ი­ბეჭ­და, სა­დაც ის წერს, რომ ფილ­მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი დარ­ჩე­ბი­ან "ქე­რის დღი­უ­რე­ბით".

"ქე­რის დღი­უ­რე­ბი" სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ყუ­რე­ბე­ლია, მაგ­რამ "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" სავ­სე იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რით და დრა­მით. მისი თაყ­ვა­ნის­მცმე­ლე­ბი ნამ­დვი­ლად იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი დარ­ჩე­ბი­ან. ორი­გი­ნა­ლის ფონ­ზე ახა­ლი სე­რი­ა­ლი ძა­ლი­ან უბ­რა­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მის რობი ქე­რის როლს კარ­გად არ­თმევს თავს. ამას­თან, მას ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს, მაგ­რამ სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბის მე­გობ­რო­ბა არ არის ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო, რო­გორც ეს "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" იყო", - წერს კრი­ტი­კო­სი.

უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა და­ი­ბეჭ­და გა­მო­ცე­მა The Hollywood Reporter-შიც. წე­რი­ლის ავ­ტო­რი ტიმ გუდ­მე­ნი თვლის, რომ ორი­გი­ნა­ლი სე­რი­ა­ლის პრე­ის­ტო­რია ძა­ლი­ან შორ­საა სა­კულ­ტო ფილ­მის­გან.

კრი­ტი­კოს მეტა ზო­ლე­რის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც The Vulture-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, ნათ­ვა­მია, რომ "ქე­რის დღი­უ­რე­ბის" პერ­სო­ნა­ჟე­ბი ზედ­მე­ტად მსუ­ბუ­ქე­ბი არი­ან.

"ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბი აშ­კა­რად არ არი­ან მზად ასე­თი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის­თვის და მათი "ამო­ქაჩ­ვა" უფრო გა­მოც­დი­ლებს უწევთ. სე­რი­ა­ლი "ქე­რის დღი­უ­რე­ბი" მხო­ლოდ იმი­ტომ შე­იქ­მნა, რომ ფილ­მით "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" ფუ­ლის შოვ­ნა გა­ნაგ­რძონ", - წერს მეტა ზო­ლე­რი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"ქერის დღიურები" გააკრიტიკეს

"ქერის დღიურები" გააკრიტიკეს

სერიალი "ქერის დღიურები", რომელიც ცნობილი კინოგმირის, ქერი ბრედშოუს ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს, კრიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს. სერიალის პირველი ეპიზოდის პრემიერა 14 დეკემბერს შედგა. საკულტო სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" პრეისტორიას საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა, თუმცა კრიტიკოსთა შეფასებები უარყოფითი იყო.

კრიტიკოსი რობერტ ლეილოდი The Los Angeles Times-ში წერს: "დიალოგები არ არის შთამბეჭდავი, თუმცა მსახიობები ბუნებრივად თამაშობენ".

New York Times-ში კი მაიკ ჰეილის კრიტიკული წერილი დაიბეჭდა, სადაც ის წერს, რომ ფილმის თაყვანისმცემლები იმედგაცრუებულნი დარჩებიან "ქერის დღიურებით".

"ქერის დღიურები" სასიამოვნო საყურებელია, მაგრამ "სექსი დიდ ქალაქში" სავსე იყო არაჩვეულებრივი იუმორით და დრამით. მისი თაყვანისმცმელები ნამდვილად იმედგაცრუებულნი დარჩებიან. ორიგინალის ფონზე ახალი სერიალი ძალიან უბრალოდ გამოიყურება. მის რობი ქერის როლს კარგად ართმევს თავს. ამასთან, მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ სერიალის გმირების მეგობრობა არ არის ისეთი საინტერესო, როგორც ეს "სექსი დიდ ქალაქში" იყო", - წერს კრიტიკოსი.

უარყოფითი შეფასება დაიბეჭდა გამოცემა The Hollywood Reporter-შიც. წერილის ავტორი ტიმ გუდმენი თვლის, რომ ორიგინალი სერიალის პრეისტორია ძალიან შორსაა საკულტო ფილმისგან.

კრიტიკოს მეტა ზოლერის წერილში, რომელიც The Vulture-ზე გამოქვეყნდა, ნათვამია, რომ "ქერის დღიურების" პერსონაჟები ზედმეტად მსუბუქები არიან.

"ახალგაზრდა მსახიობები აშკარად არ არიან მზად ასეთი პასუხიმგებლობისთვის და მათი "ამოქაჩვა" უფრო გამოცდილებს უწევთ. სერიალი "ქერის დღიურები" მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ ფილმით "სექსი დიდ ქალაქში" ფულის შოვნა განაგრძონ", - წერს მეტა ზოლერი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება