ამერიკული ორგანიზაცია Hapilabs-ის დამოუკიდებელმა სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ საკვების მიღების სისწრაფე ადამიანის წონაზე მოქმედებს. თუ თქვენ კერძს სწრაფად მიირთმევთ, ამით წონაში მომატების საფრთხეს ზრდით.
ენთუზიასტი სწავლულების ჯგუფმა შექმნა ჩანგალი HAPIfork, რომელიც გააკონტროლებს კერძის მიღების სისწრაფეს.
ჩანგალში ჩამონტაჟებულია მოწყობილობა, რომელიც ითვლის, რამდენჯერ მიიტანეთ პირთან ლუკმა და რა სისწრაფით მიირთვით. გამომთვლელი მანქანა ადგენს მანძილს ტუჩიდან თეფშამდე და კერძის მისართმევად საჭირო სისწრაფეს განსაზღვრავს. თუ ის დააფიქსირებს, რომ ჩანგლის მოძრაობის სიჩქარემ ნორმას გადააჭარბა, ვიბრირებას იწყებს.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დანაყრების გრძნობა ადამიანს საკვების მიღებიდან 20 წუთში ეუფლება. ჩანგლის მიზანია, რომ ამ დროის განმავლობაში ადამიანმა საკვების დამატებითი ულუფა არ მიიღოს.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.