მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფიკო გურამიშვილი ყველაზე ლამაზი მოჭადრაკეების სიაშია
სოფიკო გურამიშვილი ყველაზე ლამაზი მოჭადრაკეების სიაშია

ჩემ­და სა­მარ­ცხვი­ნოდ უნდა ვთქვა, რომ ჭად­რა­კის სამ­ყა­რო­ში არც ისე გარ­კვე­უ­ლი ვარ და ვერც დიდი მო­ჭად­რა­კე­ო­ბით და­ვიკ­ვეხ­ნი, მაგ­რამ ინ­ტერ­ნე­ტი ხომ იცით, რო­გო­რი უკი­დე­გა­ნო და ჩამ­თრე­ვი სივ­რცეა.

ჰოდა, სწო­რედ ინ­ტერ­ნეტ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ერთი სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია. თურ­მე, მსოფ­ლი­ოს მო­ჭად­რა­კე გო­გო­ნებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი სო­ფი­კო გუ­რა­მიშ­ვი­ლია. რამ­დე­ნი­მე სა­იტ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნე მსგავ­სი რე­ი­ტინ­გე­ბი და ერ­თგან სოფო პირ­ველ ხუ­თე­ულ­შიც კი იყო, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. მერე გა­დავ­ხე­დე ჭად­რა­კის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის დღი­უ­რებს, რე­პორ­ტა­ჟებს და იქაც ბევ­რჯერ იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ფი­კოს მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა და ამა­ვე დროს, დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა.

სოფო ჯერ 23 წლი­საა, მაგ­რამ მრა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბა მო­ას­წრო, ქა­ლებს შო­რის გროს­მა­ის­ტე­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ოს­ტა­ტია. ასე რომ, კარგ გა­რეგ­ნო­ბას­თან ერ­თად, უდა­ვოდ დიდი ნი­ჭიც აქვს და შრო­მის­მოყ­ვა­რეც ყო­ფი­ლა.

რე­ი­ტინ­გში კი­დევ იყო რამ­დე­ნი­მე ქალი, მაგ­რამ მე ყვე­ლა­ზე მე­ტად ერთი არა­ბი გო­გო­ნა მო­მე­წო­ნა და მის ფო­ტო­საც გთა­ვა­ზობთ - მა­რი­ამ მან­სუ­რიც მო­ჭად­რა­კეა და ისიც ულა­მა­ზეს მო­ჭად­რა­კე გო­გო­ნებს შო­რის არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

თუმ­ცა და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ სო­ფი­კოს. ინ­ტერ­ნეტ­ში ისიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სოფო ძა­ლი­ან ხში­რად გა­მო­დის წყვილ­ში ჭად­რა­კის გე­ნი­ო­სად აღი­ა­რე­ბულ ნი­დერ­ლან­დელ მო­ჭად­რა­კე ანიშ გი­რის­თან.

მან ჯერ კი­დევ 14 წლი­სამ გა­ით­ქვა სა­ხე­ლი, რო­გორც ჭად­რა­კის ვუნ­დერ­კინდმა, დღე­საც წარ­მა­ტე­ბით თა­მა­შობს. ანიშს მამა ნე­პა­ლე­ლი ჰყავს, დედა - რუსი, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გშია და­ბა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­ხე­ლით გა­მო­დის.

რო­გორც გა­ვარ­კვიე, ანი­ში და სოფო ძა­ლი­ან მე­გობ­რო­ბენ, შარ­შან ახალ წელ­საც სოფო ანიშ­სა და მის დებ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რია. ერთი-ორ­გან ისიც ამო­ვი­კი­თხე, თით­ქოს მათ შო­რის უფრო მეტი რამ არის, ვიდ­რე მე­გობ­რო­ბა და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებთ, თუმ­ცა ზუს­ტად არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, არც ეგ იქ­ნე­ბა ცუდი, მშვე­ნი­ე­რი წყვი­ლია, თან ერთი საქ­მე აერ­თი­ა­ნებთ.

ერთი სი­ტყვით, სო­ფი­კოს ბუკ­ლი­კო კი­დევ მეტ წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს რო­გორც საქ­მი­ან, ისე პი­რად ამ­ბებ­ში.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სოფიკო გურამიშვილი ყველაზე ლამაზი მოჭადრაკეების სიაშია

სოფიკო გურამიშვილი ყველაზე ლამაზი მოჭადრაკეების სიაშია

ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ჭადრაკის სამყაროში არც ისე გარკვეული ვარ და ვერც დიდი მოჭადრაკეობით დავიკვეხნი, მაგრამ ინტერნეტი ხომ იცით, როგორი უკიდეგანო და ჩამთრევი სივრცეა.

ჰოდა, სწორედ ინტერნეტში აღმოვაჩინე ერთი სასიხარულო ინფორმაცია. თურმე, მსოფლიოს მოჭადრაკე გოგონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი სოფიკო გურამიშვილია. რამდენიმე საიტზე აღმოვაჩინე მსგავსი რეიტინგები და ერთგან სოფო პირველ ხუთეულშიც კი იყო, რამაც ძალიან გამახარა. მერე გადავხედე ჭადრაკის ჩემპიონატების დღიურებს, რეპორტაჟებს და იქაც ბევრჯერ იყო აღნიშნული სოფიკოს მომხიბვლელობა და ამავე დროს, დახვეწილი გემოვნება.

სოფო ჯერ 23 წლისაა, მაგრამ მრავალი გამარჯვების მოპოვება მოასწრო, ქალებს შორის გროსმაისტერი და საერთაშორისო ოსტატია. ასე რომ, კარგ გარეგნობასთან ერთად, უდავოდ დიდი ნიჭიც აქვს და შრომისმოყვარეც ყოფილა.

რეიტინგში კიდევ იყო რამდენიმე ქალი, მაგრამ მე ყველაზე მეტად ერთი არაბი გოგონა მომეწონა და მის ფოტოსაც გთავაზობთ - მარიამ მანსურიც მოჭადრაკეა და ისიც ულამაზეს მოჭადრაკე გოგონებს შორის არის დასახელებული.

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ სოფიკოს. ინტერნეტში ისიც აღმოვაჩინე, რომ სოფო ძალიან ხშირად გამოდის წყვილში ჭადრაკის გენიოსად აღიარებულ ნიდერლანდელ მოჭადრაკე ანიშ გირისთან.

მან ჯერ კიდევ 14 წლისამ გაითქვა სახელი, როგორც ჭადრაკის ვუნდერკინდმა, დღესაც წარმატებით თამაშობს. ანიშს მამა ნეპალელი ჰყავს, დედა - რუსი, სანქტ-პეტერბურგშია დაბადებული, მაგრამ ნიდერლანდების სახელით გამოდის.

როგორც გავარკვიე, ანიში და სოფო ძალიან მეგობრობენ, შარშან ახალ წელსაც სოფო ანიშსა და მის დებთან ერთად შეხვედრია. ერთი-ორგან ისიც ამოვიკითხე, თითქოს მათ შორის უფრო მეტი რამ არის, ვიდრე მეგობრობა და რომანტიკული ურთიერთობები აკავშირებთ, თუმცა ზუსტად არაფერია ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, არც ეგ იქნება ცუდი, მშვენიერი წყვილია, თან ერთი საქმე აერთიანებთ.

ერთი სიტყვით, სოფიკოს ბუკლიკო კიდევ მეტ წარმატებას უსურვებს როგორც საქმიან, ისე პირად ამბებში.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს