პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა
საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა

Freedom House-ის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო "ნა­წი­ლობ­რივ თა­ვი­სუ­ფალ" ქვეყ­ნებს შო­რის და­სა­ხელ­და.

ამე­რი­კულ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ახა­ლი ან­გა­რი­ში - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში", რო­მე­ლიც 2012 წლის მო­ნა­ცე­მებს ეყ­რდნო­ბა.

რე­ი­ტინ­გში სა­ქარ­თვე­ლოს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წინა წლის მსგავ­სად, 2012-შიც 4-დან 3 ქუ­ლით გა­ნი­სა­ზღვრა. რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, ევ­რა­ზი­ის ქვეყ­ნებს - ყა­ზა­ხეთს, ტა­ჯი­კეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის, სა­დაც 2011 წელ­თან შე­და­რე­ბით შარ­შან თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი შე­და­რე­ბით გა­უ­ა­რეს­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რი­ქით, მდგო­მა­რე­ო­ბა ნა­წი­ლობ­რივ გა­უმ­ჯო­ბეს­და.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბა პირ­ვე­ლად მოხ­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით, თუმ­ცა წლის ბო­ლოს სი­ტუ­ა­ცია არ­ცთუ ისე და­მა­კა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან ახალ­მა მთავ­რო­ბამ მოკ­ლე ვა­და­ში და­ა­პა­ტიმ­რა წინა მთავ­რო­ბის 30 მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რაც შე­ფას­და, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა", - აღ­ნიშ­ნავს ორ­გა­ნი­ზა­ცია.

Freedom House-ის ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­ში სა­ქარ­თვე­ლო, ლი­ბი­ას­თან ერ­თად, ასე­ვე მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნად, სა­დაც 2012 წელს გა­უმ­ჯო­ბეს­და არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­მო და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცია აღ­ნიშ­ნავს, რომ ევ­რა­ზი­ის ქვეყ­ნებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბი შე­სამ­ჩნე­ვად გა­უმ­ჯო­ბეს­და.

Freedom House თა­ვი­სუფ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნებ­სა და სა­დაო ტე­რი­ტო­რი­ებს სამ კა­ტე­გო­რი­ად ჰყოფს: თა­ვი­სუ­ფა­ლი, ნა­წი­ლობ­რივ თა­ვი­სუ­ფა­ლი და არა­თა­ვი­სუ­ფა­ლი. გა­და­ნა­წი­ლე­ბა ემ­ყა­რე­ბა ორი კრი­ტე­რი­უ­მის მი­ხედ­ვით მი­ნი­ჭე­ბულ ქუ­ლებს - პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ნა­წი­ლობ­რივ თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნა, Freedom House-ის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც შე­ზღუ­დუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

წლე­ვან­დე­ლი ან­გა­რიშ­ში 195 ქვე­ყა­ნა და 14 სა­დაო ტე­რი­ტო­რია მოხ­ვდა, აქე­დან 90 - თა­ვი­სუ­ფალ ქვეყ­ნებს შო­რის, 58 - ნა­წი­ლობ­რივ თა­ვი­სუფ­ლებს, 47 - არა­თა­ვი­სუფ­ლებს შო­რის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა

საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყნებს შორის დასახელდა.

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში - "თავისუფლება მსოფლიოში", რომელიც 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი წინა წლის მსგავსად, 2012-შიც 4-დან 3 ქულით განისაზღვრა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევრაზიის ქვეყნებს - ყაზახეთს, ტაჯიკეთსა და უკრაინას შორის, სადაც 2011 წელთან შედარებით შარშან თავისუფლების ხარისხი შედარებით გაუარესდა, საქართველოში პირიქით, მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა.

"საქართველოში ძალაუფლების გადაბარება პირველად მოხდა დემოკრატიული არჩევნების გზით, თუმცა წლის ბოლოს სიტუაცია არცთუ ისე დამაკაყოფილებელი იყო, რადგან ახალმა მთავრობამ მოკლე ვადაში დააპატიმრა წინა მთავრობის 30 მაღალჩინოსანი, რაც შეფასდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა", - აღნიშნავს ორგანიზაცია.

Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო, ლიბიასთან ერთად, ასევე მოხსენიებულია ქვეყანად, სადაც 2012 წელს გაუმჯობესდა არჩევნების ჩატარების გარემო და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევრაზიის ქვეყნებს შორის საქართველოში პოლიტიკური უფლებები შესამჩნევად გაუმჯობესდა.

Freedom House თავისუფლების მდგომარეობის მიხედვით, ქვეყნებსა და სადაო ტერიტორიებს სამ კატეგორიად ჰყოფს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. გადანაწილება ემყარება ორი კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებულ ქულებს - პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლება.

ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანა, Freedom House-ის მაჩვენებლებით, ის ქვეყანაა, სადაც შეზღუდულია პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლება.

წლევანდელი ანგარიშში 195 ქვეყანა და 14 სადაო ტერიტორია მოხვდა, აქედან 90 - თავისუფალ ქვეყნებს შორის, 58 - ნაწილობრივ თავისუფლებს, 47 - არათავისუფლებს შორის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა