მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკულ პრესას Twitter-ის ფოტოების გამოყენება აუკრძალეს
ამერიკულ პრესას Twitter-ის ფოტოების გამოყენება აუკრძალეს

ამე­რი­კულ პრე­სას Twitter-ის ფო­ტო­ე­ბის თვით­ნე­ბუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვეს. ნიუ-იორკში სა­სა­მარ­თლომ ფო­ტოგ­რაფ დე­ნი­ელ მო­რე­ლის საქ­მის გან­ხილ­ვი­სას, რომ­ლის Twitter-ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­ზეთ The Washington Post-ის სა­იტ­ზე აღ­მოჩ­ნდა, და­ად­გი­ნა, რომ მე­დი­ას უფ­ლე­ბა არ აქვს "ტვი­ტე­რის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს.

საქ­მე ჰა­ი­ტის 2010 წლის მი­წისძვრის ფო­ტო­ებს ეხე­ბო­და, რომ­ლის უნებ­ლიე მოწ­მე ფო­ტოგ­რა­ფი გახ­და. სტი­ქი­ის და მისი შე­დე­გე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი კად­რე­ბი მო­რელ­მა Twitter-ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ეს სა­ა­გენ­ტო France Presse-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს, ფო­ტო­ე­ბი გად­მო­წე­რეს და მათ Getty Images-ში ატ­ვირ­თეს, სა­ი­და­ნაც ისი­ნი The Washington Post-ის ფურ­ცლებ­ზე მოხ­ვდა.

ფო­ტოგ­რაფ­მა პრე­ტენ­ზი­ე­ბი ფო­ტო­ე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბის­თა­ნა­ვე წა­მო­ა­ყე­ნა. მაგ­რამ 2010 წელს და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სი სა­ა­გენ­ტო AFP-მა წა­მო­ი­წყო. ორ­გა­ნი­ზა­ცია იმ­დე­ნად იყო სა­კუ­თარ სი­მარ­თლე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ რე­პუ­ტა­ცი­ის დაც­ვის მიზ­ნით სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა­ში ჩა­ე­ბა. სა­სა­მარ­თლო­ში სა­ა­გენ­ტო ამ­ტკი­ცებ­და, რომ Twitter-ის კა­ნო­ნე­ბით, მას მო­რე­ლის ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­და.

მაგ­რამ სა­სა­მარ­თლომ სხვა დას­კვნა გა­მო­ი­ტა­ნა. პრო­ცე­სი ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა და AFP-სთვის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის სას­ჯე­ლი ჯერ არ გა­მო­უ­ტა­ნი­ათ. თა­ვად მო­რელ­მა სა­კუ­თა­რი ზა­რა­ლი "ათო­ბით და ასო­ბით ათას დო­ლა­რა­დაც კი შე­ა­ფა­სა", მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ კომ­პენ­სა­ცი­ას მი­ი­ღებს.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "ტვი­ტე­რის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის პა­სუხს მხო­ლოდ AFP და Getty Images-ი აგე­ბენ. მიკ­რობ­ლო­გე­ბის სერ­ვი­სი Twitter-ი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მან გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ფო­ტო­ებ­ზე უფ­ლე­ბას ყო­ველ­თვის აღი­ა­რებ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Reuters-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამერიკულ პრესას Twitter-ის ფოტოების გამოყენება აუკრძალეს

ამერიკულ პრესას Twitter-ის ფოტოების გამოყენება აუკრძალეს

ამერიკულ პრესას Twitter-ის ფოტოების თვითნებურად გამოყენების უფლება ჩამოართვეს. ნიუ-იორკში სასამართლომ ფოტოგრაფ დენიელ მორელის საქმის განხილვისას, რომლის Twitter-ში განთავსებული ფოტოები, მისი ნებართვის გარეშე გაზეთ The Washington Post-ის საიტზე აღმოჩნდა, დაადგინა, რომ მედიას უფლება არ აქვს "ტვიტერის" მომხმარებლების ფოტოები კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოს.

საქმე ჰაიტის 2010 წლის მიწისძვრის ფოტოებს ეხებოდა, რომლის უნებლიე მოწმე ფოტოგრაფი გახდა. სტიქიის და მისი შედეგების ამსახველი ექსკლუზიური კადრები მორელმა Twitter-ში გამოაქვეყნა. ეს სააგენტო France Presse-ის თანამშრომლებმა შენიშნეს, ფოტოები გადმოწერეს და მათ Getty Images-ში ატვირთეს, საიდანაც ისინი The Washington Post-ის ფურცლებზე მოხვდა.

ფოტოგრაფმა პრეტენზიები ფოტოების უკანონოდ გამოყენებისთანავე წამოაყენა. მაგრამ 2010 წელს დაწყებული პროცესი სააგენტო AFP-მა წამოიწყო. ორგანიზაცია იმდენად იყო საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, რომ რეპუტაციის დაცვის მიზნით სასამართლო განხილვაში ჩაება. სასამართლოში სააგენტო ამტკიცებდა, რომ Twitter-ის კანონებით, მას მორელის ფოტოების გამოყენების უფლება ჰქონდა.

მაგრამ სასამართლომ სხვა დასკვნა გამოიტანა. პროცესი ჯერ არ დამთავრებულა და AFP-სთვის საავტორო უფლების დარღვევისთვის სასჯელი ჯერ არ გამოუტანიათ. თავად მორელმა საკუთარი ზარალი "ათობით და ასობით ათას დოლარადაც კი შეაფასა", მაგრამ სავარაუდოდ, იგი გაცილებით ნაკლებ კომპენსაციას მიიღებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, "ტვიტერის" მომხმარებლების უფლებების დარღვევისთვის პასუხს მხოლოდ AFP და Getty Images-ი აგებენ. მიკრობლოგების სერვისი Twitter-ი სასამართლო განხილვაში არ მონაწილეობდა. მან განაცხადა, რომ მისი მომხმარებლების ფოტოებზე უფლებას ყოველთვის აღიარებდა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები