პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემზარავი წერილი ციხიდან - "მახოს გვარი გაიგეთ, ეგ არის ელექტროშოკით წამების სპეცი"
შემზარავი წერილი ციხიდან - "მახოს გვარი გაიგეთ, ეგ არის ელექტროშოკით წამების სპეცი"

შემ­ზა­რა­ვი წე­რი­ლი ცი­ხი­დან (სტი­ლი და­ცუ­ლია):

"მო­გე­სალ­მე­ბით დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით. ამ 8 წლის მან­ძილ­ზე არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად და სა­დის­ტუ­რად მე­პყრო­ბოდ­ნენ. მე თქვე­ნი იმე­დი მაქვს, რომ გა­ა­გე­ბი­ნებთ, ვი­საც ჩათ­ვლით სა­ჭი­როდ. 2006 წლის ბუნ­ტის დროს ცი­ხის "ბალ­ნი­ცა­ზე" ვი­წე­ქი. იმ დღეს, რო­დე­საც სრო­ლა და ადა­მი­ა­ნე­ბის და­ხოც­ვა და­ი­წყეს, კა­რის გი­სო­სე­ბი­დან ვი­ყუ­რე­ბო­დი. და­მი­ნა­ხეს, მაგ­რამ ჩემ­თვის არა­ვის ეცა­ლა. იმ დღეს არა, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს ამოც­ვივ­დნენ და და­მი­წყეს ცემა.

ვეხ­ვე­წე­ბო­დი, პლასტმა­სი მაქვს თავ­ში-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხეს, გუ­შინ ხომ ნახე, რამ­დე­ნი დავ­ხო­ცეთ, იმათ სი­ა­ში ხარო და ნეკ­ნე­ბი და­მიმ­ტვრი­ეს, ტვი­ნის შერ­ყე­ვა დამ­მარ­თეს. ორი კვი­რა ლო­გი­ნად ჩავ­ვარ­დი. მერე რუს­თა­ვის მე-6 სა­პყრო­ბი­ლე­ში წა­მიყ­ვა­ნეს. 2007 წელი იყო უკვე, მი­ღე­ბის დროს, ანუ სა­კან­ში სა­ნამ შე­მიყ­ვან­დნენ, მომ­კლეს ცე­მით. იმ წელს სამ­ჯერ 20-20 სუტ­კა მომ­ცეს, ზამ­თარ­ში საც­ვლე­ბის ამა­რა ვი­ყა­ვი, ტიტ­ვე­ლი. იმ დროს უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­რო­სი მახო იყო, გა­ი­გეთ მისი გვა­რი. ეს კაცი პა­ტიმ­რებს ელექტრო­შო­კით აწა­მებ­და. ჩემ­თა­ნაც ამო­დი­ო­და კარ­ცერ­ში და ელექტრო­შო­კით მა­წა­მებ­და. გო­ნე­ბას ვკარ­გავ­დი, მაგ­რამ წყალს მას­ხამ­დნენ და მერე ისევ ელექტრო­შოკ­ში მა­ტა­რებ­დნენ. თავს რომ ვერ ვუშ­ვე­ლე, თავი ჩა­მო­ვი­კი­დე. ჩემ­და სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­და­მარ­ჩი­ნეს. მერე ფე­ხე­ბი და მარ­ცხე­ნა ხელი და­ვი­ლურ­სმე. თან ჩემი ად­ვო­კა­ტი და­ვი­ბა­რე. სამი დღე ვი­ჯე­ქი ასე და­ლურ­სმუ­ლი, მერე ახალ "რეზ­ბალ­ნი­ცა­ზე", მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს.

წყალ­ბურ­თე­ლი ვი­ყა­ვი, წა­მა­ლი ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­მი­კე­თე­ბია, "რეზ­ბალ­ნი­ცა­ზე" კი ბინ­ძუ­რი ნემ­სით "ცე" და "ბე" ჰე­პა­ტი­ტი გა­დამ­დეს. ამა­ზე ერთი ამ­ბა­ვი ავ­ტე­ხე, იცოდ­ნენ, რომ ცი­ხემ­დე ჰე­პა­ტი­ტი არ მქო­ნია და და­მი­წყეს მკურ­ნა­ლო­ბა უკვე ახალ "რეზ­ბალ­ნი­ცა­ზე", მაგ­რამ ამ ახალ ად­გილ­ზეც 2009 წლის 3 ივ­ლისს შე­მო­მიც­ვივ­დნენ პა­ლა­ტა­ში. რა გინ­დათ-მეთ­ქი. გვა­გი­ნე­ბო და და­მე­სივ­ნენ, ჩა­მარ­ტყეს თავ­ში და ლიფ­ტში ჩა­მაგ­დეს. ჩა­მიყ­ვა­ნეს მორ­გში, და­მი­წყეს ცემა. ჩემ გარ­და მორ­გში ოთხი ავად­მყო­ფი იყო, ისი­ნი მალე აიყ­ვა­ნეს, მე კი დამ­ტო­ვეს. თვე-ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე ჩავ­ყავ­დი მორ­გში და მცემ­დნენ. მი­დი­ო­და ფურ­თხე­ბა, სი­გა­რე­ტე­ბით წა­მე­ბა. ამომ­წვა­რი მაქვს მთე­ლი ტანი. ბო­ლოს საც­ვლე­ბის ამა­რას მკვდრებს სა­დაც ჭრი­ან, იქ მაგ­დებ­დნენ. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ბოთ­ლით გა­გა­უ­პა­ტი­უ­რებთ, ხმას თუ ამო­ი­ღე­ბო.

ოღონდ არ გა­ვე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნე და ვით­მენ­დი. მერე, სა­დაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს მა­ლა­ვენ, იქ უნ­დო­დათ ჩემი ჩა­კეტ­ვა, ერ­თმა­ნეთს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, მა­ცი­ვარ­ში ჩავ­კე­ტო­თო. მე­ო­რემ უთხრა, რომ ჩავ­კე­ტოთ, გა­ი­გუ­დე­ბაო. მა­ცი­ვარ­ში კი შე­მაგ­დეს, მაგ­რამ კარი ღია და­ტო­ვეს და მკვდარ­თან ვი­ჯე­ქი. რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სა­ცემ­რად, ვე­უბ­ნე­ბო­დი, ქარ­თვე­ლე­ბი ხართ, ღმერ­თის არ გე­ში­ნი­ათ-მეთ­ქი? უფრო მირ­ტყამ­დნენ. ჩე­მებს არ მა­ნა­ხებ­დნენ. ღა­მის 3, ხან 4 სა­ათ­ზე შე­მო­ვი­დოდ­ნენ და ჩა­მიყ­ვან­დნენ მორ­გში. თან კვდე­ბოდ­ნენ სი­ცი­ლით, წამო-წამო, ახა­ლი მკვდა­რი უნდა გა­გაც­ნო­თო. არ მქონ­და გა­მო­სა­ვა­ლი და თა­ვის მოკ­ვლა დავ­გეგ­მე, რომ ვე­ღარ გა­და­ვერ­ჩი­ნე. მი­პო­ვეს და მა­ინც გა­დავ­რჩი. ფსი­ქი­კა, ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მირ­ყი­ეს, გუ­ლის მან­კი დამ­მარ­თეს. დედა ინ­ვა­ლი­დი მყავს. რა ვქნა, და­მეხ­მა­რეთ. აქ ღვიძ­ლი მეშ­ლე­ბა, და­ვი­ღუ­პე­ბი, და­მეხ­მა­რეთ, გთხოვთ. ამ­დე­ნი ხანი გა­ვი­და და დღეს საკ­ნის კარი რომ იღე­ბა, კი­დევ მგო­ნია, რა­მეს და­მი­შა­ვე­ბენ-მეთ­ქი. 4 ნო­ემ­ბერს 32 წლის გავ­ხდი. ახლა რომ მი­ვე­დი, ალექ­სამ და მა­ი­ზე­რამ მი­თხრეს, შენ ხომ არ და­გა­ვი­წყდა მორ­გიო. მა­ხოს გვა­რი გა­ი­გეთ, ეგ არის ელექტრო­შო­კით წა­მე­ბის სპე­ცი. ალექ­სას და მა­ი­ზე­რას ვი­ნა­ო­ბაც გა­ი­გეთ. კი­დევ უფ­რო­სე­ბი, 2009 წლის ჯა­ლა­თე­ბი: "რეზ­ბალ­ნი­ცის" უფ­რო­სი ალე­კო მუ­ხა­ძე, მისი მო­ად­გი­ლე გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი, რე­ჟი­მის უფ­რო­სი ავთო პო­პი­აშ­ვი­ლი, უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­რო­სი ნიკო ხა­ტი­აშ­ვი­ლი. კი­დევ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მჭირ­დე­ბა. წი­ნას­წარ მად­ლო­ბა. ღმერ­თი იყოს თქვე­ნი მფარ­ვე­ლი. ირაკ­ლი მა­რაქ­ვე­ლი­ძე".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შემზარავი წერილი ციხიდან - "მახოს გვარი გაიგეთ, ეგ არის ელექტროშოკით წამების სპეცი"

შემზარავი წერილი ციხიდან - "მახოს გვარი გაიგეთ, ეგ არის ელექტროშოკით წამების სპეცი"

შემზარავი წერილი ციხიდან (სტილი დაცულია):

"მოგესალმებით დიდი პატივისცემით. ამ 8 წლის მანძილზე არაადამიანურად და სადისტურად მეპყრობოდნენ. მე თქვენი იმედი მაქვს, რომ გააგებინებთ, ვისაც ჩათვლით საჭიროდ. 2006 წლის ბუნტის დროს ციხის "ბალნიცაზე" ვიწექი. იმ დღეს, როდესაც სროლა და ადამიანების დახოცვა დაიწყეს, კარის გისოსებიდან ვიყურებოდი. დამინახეს, მაგრამ ჩემთვის არავის ეცალა. იმ დღეს არა, მაგრამ მეორე დღეს ამოცვივდნენ და დამიწყეს ცემა.

ვეხვეწებოდი, პლასტმასი მაქვს თავში-მეთქი. მიპასუხეს, გუშინ ხომ ნახე, რამდენი დავხოცეთ, იმათ სიაში ხარო და ნეკნები დამიმტვრიეს, ტვინის შერყევა დამმართეს. ორი კვირა ლოგინად ჩავვარდი. მერე რუსთავის მე-6 საპყრობილეში წამიყვანეს. 2007 წელი იყო უკვე, მიღების დროს, ანუ საკანში სანამ შემიყვანდნენ, მომკლეს ცემით. იმ წელს სამჯერ 20-20 სუტკა მომცეს, ზამთარში საცვლების ამარა ვიყავი, ტიტველი. იმ დროს უსაფრთხოების უფროსი მახო იყო, გაიგეთ მისი გვარი. ეს კაცი პატიმრებს ელექტროშოკით აწამებდა. ჩემთანაც ამოდიოდა კარცერში და ელექტროშოკით მაწამებდა. გონებას ვკარგავდი, მაგრამ წყალს მასხამდნენ და მერე ისევ ელექტროშოკში მატარებდნენ. თავს რომ ვერ ვუშველე, თავი ჩამოვიკიდე. ჩემდა საუბედუროდ, გადამარჩინეს. მერე ფეხები და მარცხენა ხელი დავილურსმე. თან ჩემი ადვოკატი დავიბარე. სამი დღე ვიჯექი ასე დალურსმული, მერე ახალ "რეზბალნიცაზე", მე-8 საპყრობილეში გადამიყვანეს.

წყალბურთელი ვიყავი, წამალი ცხოვრებაში არ გამიკეთებია, "რეზბალნიცაზე" კი ბინძური ნემსით "ცე" და "ბე" ჰეპატიტი გადამდეს. ამაზე ერთი ამბავი ავტეხე, იცოდნენ, რომ ციხემდე ჰეპატიტი არ მქონია და დამიწყეს მკურნალობა უკვე ახალ "რეზბალნიცაზე", მაგრამ ამ ახალ ადგილზეც 2009 წლის 3 ივლისს შემომიცვივდნენ პალატაში. რა გინდათ-მეთქი. გვაგინებო და დამესივნენ, ჩამარტყეს თავში და ლიფტში ჩამაგდეს. ჩამიყვანეს მორგში, დამიწყეს ცემა. ჩემ გარდა მორგში ოთხი ავადმყოფი იყო, ისინი მალე აიყვანეს, მე კი დამტოვეს. თვე-ნახევრის მანძილზე ჩავყავდი მორგში და მცემდნენ. მიდიოდა ფურთხება, სიგარეტებით წამება. ამომწვარი მაქვს მთელი ტანი. ბოლოს საცვლების ამარას მკვდრებს სადაც ჭრიან, იქ მაგდებდნენ. მეუბნებოდნენ, ბოთლით გაგაუპატიურებთ, ხმას თუ ამოიღებო.

ოღონდ არ გავეუპატიურებინე და ვითმენდი. მერე, სადაც მიცვალებულებს მალავენ, იქ უნდოდათ ჩემი ჩაკეტვა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მაცივარში ჩავკეტოთო. მეორემ უთხრა, რომ ჩავკეტოთ, გაიგუდებაო. მაცივარში კი შემაგდეს, მაგრამ კარი ღია დატოვეს და მკვდართან ვიჯექი. რომ ჩამოდიოდნენ საცემრად, ვეუბნებოდი, ქართველები ხართ, ღმერთის არ გეშინიათ-მეთქი? უფრო მირტყამდნენ. ჩემებს არ მანახებდნენ. ღამის 3, ხან 4 საათზე შემოვიდოდნენ და ჩამიყვანდნენ მორგში. თან კვდებოდნენ სიცილით, წამო-წამო, ახალი მკვდარი უნდა გაგაცნოთო. არ მქონდა გამოსავალი და თავის მოკვლა დავგეგმე, რომ ვეღარ გადავერჩინე. მიპოვეს და მაინც გადავრჩი. ფსიქიკა, ჯანმრთელობა შემირყიეს, გულის მანკი დამმართეს. დედა ინვალიდი მყავს. რა ვქნა, დამეხმარეთ. აქ ღვიძლი მეშლება, დავიღუპები, დამეხმარეთ, გთხოვთ. ამდენი ხანი გავიდა და დღეს საკნის კარი რომ იღება, კიდევ მგონია, რამეს დამიშავებენ-მეთქი. 4 ნოემბერს 32 წლის გავხდი. ახლა რომ მივედი, ალექსამ და მაიზერამ მითხრეს, შენ ხომ არ დაგავიწყდა მორგიო. მახოს გვარი გაიგეთ, ეგ არის ელექტროშოკით წამების სპეცი. ალექსას და მაიზერას ვინაობაც გაიგეთ. კიდევ უფროსები, 2009 წლის ჯალათები: "რეზბალნიცის" უფროსი ალეკო მუხაძე, მისი მოადგილე გოგა ბუთლიაშვილი, რეჟიმის უფროსი ავთო პოპიაშვილი, უსაფრთხოების უფროსი ნიკო ხატიაშვილი. კიდევ სახალხო დამცველი მჭირდება. წინასწარ მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ირაკლი მარაქველიძე".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ