მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა პაპუაშვილი: "ასეთი "ბანბანერკა" ქართველების არასოდეს მესმოდა"
ზაზა პაპუაშვილი: "ასეთი "ბანბანერკა" ქართველების არასოდეს მესმოდა"

"წარ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან თუ ვინ­მე კი­დევ სა­სი­კე­თოს ელის, ძა­ლი­ან შემ­ცდა­რია. მათი გან­ზრახ­ვაც, ფიქ­რიც და საქ­ცი­ე­ლიც იქი­თაა მი­მარ­თუ­ლი, რო­გორ გვავ­ნონ, რო­გორ შე­მოგ­ვიტ­რი­ალ­დნენ და დაგ­ვსა­ჯონ ას­მა­გად იმის გამო, რომ არ­ჩევ­ნებ­ში და­ვა­მარ­ცხეთ. ეს შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლია, მაგ­რამ ჩვენ თუ კა­ცე­ბი და ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ, ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ", - მე­უბ­ნე­ბა ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი. რო­გორ მო­ირ­გო პო­პუ­ლა­რულ­მა მსა­ხი­ობ­მა კა­ნონ­მდებ­ლის მან­ტია, რას ფიქ­რობს ყბა­და­ღე­ბულ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­ზე და რის­თვის წა­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში, ზაზა პა­პუ­აშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში შე­ი­ტყობთ:

- ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ხან­გრძლი­ვი, 9-წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ ფას­და­უ­დე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. ღვაწ­ლი არ უნდა და­ვუ­კარ­გოთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც არ უკ­მი­ეს ბო­რო­ტე­ბას გუნ­დრუ­კი და ხმა აი­მაღ­ლეს. ვი­ღა­ცას ეს სი­ცო­ცხლის ფა­სად და­უჯ­და, ვი­ღა­ცას - ცი­ხის, და­სა­ხიჩ­რე­ბის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის ფა­სად და ამი­ტო­მაც ეს გა­მარ­ჯვე­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ გა­მარ­ჯვე­ბას ასე იო­ლად ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვებს, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და, რა­საც ებ­რძო­და. ამ გა­მარ­ჯვე­ბის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა კი­დევ იმი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, რომ მის უკან უბე­დუ­რე­ბაა, ის პარ­ტია და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნეს ქვე­ყა­ნას. ამის უკან ციხე, დი­ლე­გე­ბი და ცო­ცხე­ბია.

პირ­ვე­ლი ეტა­პი გა­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ მე­ო­რე ეტა­პი უფრო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ქვეყ­ნის მარ­თვა­სა და და­ლა­გე­ბას დიდი გა­ნათ­ლე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბა, შრო­მა და სიყ­ვა­რუ­ლი სჭირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნებს, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ, წეს­რი­გი არ და­უმ­ყა­რე­ბი­ათ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­სა და კა­ნონ­ზე დაყ­რდნო­ბით. მათ ხალ­ხის და­ში­ნე­ბი­თა და დამ­ცი­რე­ბით და­ამ­ყა­რეს რე­ჟი­მი. კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბას დრო სჭირ­დე­ბა, რად­გან მას თა­ვი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი აქვს. თუ კა­ნონს არ და­ვი­ცავთ, იმ ხალ­ხს და­ვემ­სგავ­სე­ბით, რომ­ლე­ბიც ერთ დღე­ში ნა­ჯა­ხის პრინ­ცი­პით ისე წყვეტ­დნენ პრობ­ლე­მებს, რო­გორც თა­ვად სჭირ­დე­ბო­დათ და არა ისე, რო­გორც ხალ­ხსა და ქვე­ყა­ნას.

ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­ჯე­რა უცხო­ე­ლე­ბი, ამ შავ­ბნე­ლი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახალ­გაზ­რდა რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი მო­ვე­დით და ბევ­რს ჩვე­ნი არ ეს­მი­სო. ეტყო­ბა, ამით მო­ა­ტყუ­ეს გარე სამ­ყა­რო, თო­რემ ვერ გა­მი­გია, რა­ტომ ვერ ეს­მის მსოფ­ლი­ოს, რომ ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი ჩა­დე­ნი­ლის გამო პა­სუ­ხი უნდა აგოს. თუ ასე არ უნდა იყოს, მა­შინ რა­ტომ სთხო­ვენ პა­სუხს ყო­ფილ პრე­მი­ე­რებ­სა და პრე­ზი­დენ­ტებს უცხო­ეთ­ში? რო­დე­საც უცხო­ეთ­ში ჰკი­თხა­ვენ უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, ეს არ ცხად­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ დევ­ნად და აქ რა ხდე­ბა? 29 მლნ-ით და­ფი­ნან­სე­ბულ ტე­ლე­ვი­ზი­ას რომ 8 მლნ-იანი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აღ­მო­აჩ­ნდე­ბა, არ უნდა ვი­კი­თხოთ, რა ხდე­ბა? სა­ო­ცარ თავ­ხე­დო­ბას აწყდე­ბი, რისი ჩამ­დე­ნიც თვი­თონ იყ­ვნენ, იმას შენ გაბ­რა­ლე­ბენ. ამ ხალ­ხის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა­ზე ხალ­ხმა უარი თქვა. ესე­ნი კი რა­ტომ­ღაც მობ­რუ­ნე­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. მტე­რი მობ­რუნ­დეს ისე, ეგე­ნი რომ მობ­რუნ­დე­ბი­ან. რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კო­ბენ, მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ ქარ­თველ ხალ­ხს გუ­ლის­ხმო­ბენ? რო­მელ­მაც უარი უთხრა არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­დეს, ლუკ­მა­პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო და ფაქ­ტობ­რი­ვად, უსამ­შობ­ლოდ და­ტო­ვეს? რო­დე­საც ხალ­ხს არ უნ­დი­ხარ, რა­ტომ ძა­ლა­დობ?

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა მორ­ყე­უ­ლია. ხალ­ხი და­უ­საქ­მე­ბე­ლი და დამ­შე­უ­ლია. თავ­ზე ჭერი და წამ­ლის ფული არა აქვთ. დღე­ში 60-70 კაცს ვხვდე­ბი და ისეთ რა­მე­ებს ჰყვე­ბი­ან, ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს ჩემ­ზე. ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი იყო ქვე­ყა­ნა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ლა­ზი­კის აშე­ნე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­და.

- მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში 40-ზე მეტ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა იყო გა­და­წყვე­ტი­ლი. პრე­ზი­დენ­ტი აღ­შფო­თე­ბუ­ლია, არა­ბი ინ­ვეს­ტო­რე­ბი რო­გორ გა­აბ­რუ­ნე­სო.

- არა­ბებს კი არა, ყვე­ლას გა­ვაბ­რუ­ნებთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 40-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, უგე­მოვ­ნოდ, ის­ტო­რი­ი­სა და ტრა­დი­ცი­ის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად თით­ლი­ბა­ზობ­დნენ და ყელ­ყე­ლა­ობ­დნენ. რა უბე­დუ­რე­ბაა ეს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა, რო­მელ­ზეც 340 მლნ და­ი­ხარ­ჯა და მის დამ­თავ­რე­ბას კი­დევ 20 მლნ სჭირ­დე­ბა. ამ­დე­ნი ფული რა­ტომ და­ი­ხარ­ჯა ამ გა­უ­გე­ბა­რი მა­ხი­ნის­თვის?

2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი კა­ნო­ნი შე­იც­ვა­ლა უკე­თე­სო­ბის­კენ, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი გა­ი­მიჯ­ნა, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი­სა და პო­ლიტ­დევ­ნი­ლე­ბის სა­კი­თხი და­დე­ბი­თად გა­და­წყდა და პრე­ზი­დენ­ტის ვეტო და­იძ­ლია. ეს პა­ტა­რა შრო­მა არ არის. კო­მი­ტე­ტე­ბი ღა­მე­ებს ათე­ნებ­დნენ, რომ ეს სა­კი­თხე­ბი გა­და­ე­წყვი­ტათ.

ბევ­რი ბერ­კე­ტი წა­ერ­თვა პრე­ზი­დენტს. ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ლე­შის შე­ნახ­ვა ძა­ლი­ან ძვი­რი უჯ­დე­ბა ქვე­ყა­ნას. ახა­ლი სი­ტყვა შე­მო­ი­ღეს - კო­ჰა­ბი­ტა­ცია. ქარ­თველს შე­უძ­ლია თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ პირ­წმინ­დად დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან გვაქვს საქ­მე, რო­მელ­თაც პა­სუ­ხი უნდა აგონ კა­ნო­ნის წი­ნა­შე. უმ­რავ­ლე­სო­ბა ზნე­ობ­რი­ვად, მოთ­მი­ნე­ბით უდ­გე­ბა ამ საქ­მეს. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან კი სა­ბო­ტა­ჟის, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტის მცდე­ლო­ბე­ბია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ზაზა პაპუაშვილი: "ასეთი "ბანბანერკა" ქართველების არასოდეს მესმოდა"

ზაზა პაპუაშვილი: "ასეთი "ბანბანერკა" ქართველების არასოდეს მესმოდა"

"წარსული ხელისუფლებისაგან თუ ვინმე კიდევ სასიკეთოს ელის, ძალიან შემცდარია. მათი განზრახვაც, ფიქრიც და საქციელიც იქითაა მიმართული, როგორ გვავნონ, როგორ შემოგვიტრიალდნენ და დაგვსაჯონ ასმაგად იმის გამო, რომ არჩევნებში დავამარცხეთ. ეს შურისძიების სურვილია, მაგრამ ჩვენ თუ კაცები და ამ ქვეყნის შვილები ვართ, ეს არ უნდა დავუშვათ", - მეუბნება ზაზა პაპუაშვილი. როგორ მოირგო პოპულარულმა მსახიობმა კანონმდებლის მანტია, რას ფიქრობს ყბადაღებულ კოჰაბიტაციაზე და რისთვის წავიდა პოლიტიკაში, ზაზა პაპუაშვილთან ინტერვიუში შეიტყობთ:

- ქართველმა ხალხმა ხანგრძლივი, 9-წლიანი ბრძოლის შემდეგ ფასდაუდებელი გამარჯვება მოიპოვა. ღვაწლი არ უნდა დავუკარგოთ იმ ადამიანებს, რომელთაც არ უკმიეს ბოროტებას გუნდრუკი და ხმა აიმაღლეს. ვიღაცას ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ვიღაცას - ციხის, დასახიჩრების, მატერიალური მდგომარეობის გაუარესების ფასად და ამიტომაც ეს გამარჯვება ფასდაუდებელია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ასე იოლად ხელიდან არ გაუშვებს, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რასაც ებრძოდა. ამ გამარჯვების ხელიდან გაშვება კიდევ იმიტომ არ შეიძლება, რომ მის უკან უბედურებაა, ის პარტია და ის ადამიანები, რომელთაც ამდენი უბედურება მოუტანეს ქვეყანას. ამის უკან ციხე, დილეგები და ცოცხებია.

პირველი ეტაპი გავიარეთ, მაგრამ მეორე ეტაპი უფრო რთული აღმოჩნდა. ქვეყნის მართვასა და დალაგებას დიდი განათლება, გამოცდილება, შრომა და სიყვარული სჭირდება. ადამიანებს, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ, წესრიგი არ დაუმყარებიათ კონსტიტუციასა და კანონზე დაყრდნობით. მათ ხალხის დაშინებითა და დამცირებით დაამყარეს რეჟიმი. კანონის აღსრულებას დრო სჭირდება, რადგან მას თავისი პროცედურები აქვს. თუ კანონს არ დავიცავთ, იმ ხალხს დავემსგავსებით, რომლებიც ერთ დღეში ნაჯახის პრინციპით ისე წყვეტდნენ პრობლემებს, როგორც თავად სჭირდებოდათ და არა ისე, როგორც ხალხსა და ქვეყანას.

ყოფილმა ხელისუფლებამ დააჯერა უცხოელები, ამ შავბნელი ქვეყნის ხელისუფლებაში ახალგაზრდა რეფორმატორები მოვედით და ბევრს ჩვენი არ ესმისო. ეტყობა, ამით მოატყუეს გარე სამყარო, თორემ ვერ გამიგია, რატომ ვერ ესმის მსოფლიოს, რომ ადამიანმა თავისი ჩადენილის გამო პასუხი უნდა აგოს. თუ ასე არ უნდა იყოს, მაშინ რატომ სთხოვენ პასუხს ყოფილ პრემიერებსა და პრეზიდენტებს უცხოეთში? როდესაც უცხოეთში ჰკითხავენ უმაღლეს თანამდებობის პირებს, ეს არ ცხადდება პოლიტიკურ დევნად და აქ რა ხდება? 29 მლნ-ით დაფინანსებულ ტელევიზიას რომ 8 მლნ-იანი დავალიანება აღმოაჩნდება, არ უნდა ვიკითხოთ, რა ხდება? საოცარ თავხედობას აწყდები, რისი ჩამდენიც თვითონ იყვნენ, იმას შენ გაბრალებენ. ამ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნაზე ხალხმა უარი თქვა. ესენი კი რატომღაც მობრუნებაზე ლაპარაკობენ. მტერი მობრუნდეს ისე, ეგენი რომ მობრუნდებიან. როდესაც ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ, მაინტერესებს, რომელ ქართველ ხალხს გულისხმობენ? რომელმაც უარი უთხრა არჩევნებზე, რომელიც იძულებული გახადეს, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილიყო და ფაქტობრივად, უსამშობლოდ დატოვეს? როდესაც ხალხს არ უნდიხარ, რატომ ძალადობ?

აბსოლუტურად ყველა სტრუქტურა მორყეულია. ხალხი დაუსაქმებელი და დამშეულია. თავზე ჭერი და წამლის ფული არა აქვთ. დღეში 60-70 კაცს ვხვდები და ისეთ რამეებს ჰყვებიან, ძალიან მოქმედებს ჩემზე. ასეთი პრობლემები იყო ქვეყანაში, ხელისუფლება კი ლაზიკის აშენებაზე ლაპარაკობდა.

- მთაწმინდის რაიონში 40-ზე მეტსართულიანი შენობის აშენება იყო გადაწყვეტილი. პრეზიდენტი აღშფოთებულია, არაბი ინვესტორები როგორ გააბრუნესო.

- არაბებს კი არა, ყველას გავაბრუნებთ. როგორ შეიძლება იმ ტერიტორიაზე 40-სართულიანი შენობის აშენება. ეს ადამიანები, უგემოვნოდ, ისტორიისა და ტრადიციის გაუთვალისწინებლად თითლიბაზობდნენ და ყელყელაობდნენ. რა უბედურებაა ეს პარლამენტის შენობა, რომელზეც 340 მლნ დაიხარჯა და მის დამთავრებას კიდევ 20 მლნ სჭირდება. ამდენი ფული რატომ დაიხარჯა ამ გაუგებარი მახინისთვის?

2 თვის განმავლობაში ბევრი კანონი შეიცვალა უკეთესობისკენ, კომპეტენციები გაიმიჯნა, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საკითხი დადებითად გადაწყდა და პრეზიდენტის ვეტო დაიძლია. ეს პატარა შრომა არ არის. კომიტეტები ღამეებს ათენებდნენ, რომ ეს საკითხები გადაეწყვიტათ.

ბევრი ბერკეტი წაერთვა პრეზიდენტს. ამ პოლიტიკური ლეშის შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას. ახალი სიტყვა შემოიღეს - კოჰაბიტაცია. ქართველს შეუძლია თანაცხოვრება, მაგრამ ჩვენ პირწმინდად დამნაშავეებთან გვაქვს საქმე, რომელთაც პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. უმრავლესობა ზნეობრივად, მოთმინებით უდგება ამ საქმეს. ყოფილი ხელისუფლების მხრიდან კი საბოტაჟის, პროვოკაციებისა და კონფლიქტის მცდელობებია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"