პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოქრუაშვილის პოლიტიკური რეანიმაცია ძნელი იქნება"
"ოქრუაშვილის პოლიტიკური რეანიმაცია ძნელი იქნება"

ამ­ნის­ტი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი გან­წყო­ბით შეხ­ვდა. პა­ტი­მარ­თა ოჯა­ხე­ბის­თვის 12 იან­ვა­რი, რო­დე­საც ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნონს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ხელი მო­ა­წე­რა, ერთ-ერთი ბედ­ნი­ე­რი დღე იქ­ნე­ბა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ამ­ნის­ტი­ის ამოქ­მე­დე­ბას სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბა და უჩ­ნდე­ბა კი­თხვა - ხომ არ გა­უ­ა­რეს­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა? ამ ფო­ნის შექ­მნა­ში დიდი როლი ითა­მა­შა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ", რო­მელ­მაც კა­ნონს "ჯა­ბას ამ­ნის­ტია" უწო­და - პა­რა­ლე­ლი 1992 წელ­თან გა­ავ­ლო, რო­დე­საც პა­ტი­მარს ხელ­ში ავ­ტო­მატს აძ­ლევ­დნენ. თუმ­ცა ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე აცხა­დებს, რომ პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა აბ­სურ­დუ­ლია და ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რი მოხ­დე­ბა.

- ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის სტრა­ტე­გი­აა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ახ­სე­ნონ ის მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ცუდ ასო­ცი­ა­ცი­ებს იწ­ვევს. ამ­ნის­ტი­ას "ჯა­ბას ამ­ნის­ტი­ას" იმი­ტომ უწო­დე­ბენ, რომ 1992 წელს, გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ, ყო­ველ­გვა­რი გა­და­ხედ­ვა-გად­მო­ხედ­ვის გა­რე­შე, გახ­სნეს ცი­ხის კარი და ყვე­ლა პა­ტი­მა­რი გა­მო­უშ­ვეს. მა­შინ სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მთლი­ა­ნად დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო მი­ლი­ცია. უფრო ზუს­ტად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არ არ­სე­ბობ­დნენ - იყო გვარ­დია, "მხედ­რი­ო­ნი" და ათას­გვა­რი არა­ფორ­მა­ლუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა. მოკ­ლედ, იმის თქმა მინ­და, რომ მა­შინ მხო­ლოდ პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბა არ გამ­ხდა­რა კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­ზე­ზი. ამი­ტომ დღე­ვან­დელ და მა­შინ­დელ ვი­თა­რე­ბას შო­რის პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა აბ­სურ­დია. თუმ­ცა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი პა­რა­ლე­ლებს კი არ ავ­ლე­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დარ­ჩე­ნილ ნე­გა­ტი­ურ ფონ­ზე იწყე­ბენ თა­მაშს. დღე­ვან­დე­ლი ამ­ნის­ტია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კი არის, მაგ­რამ ყვე­ლას ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, - პრე­ზი­დენ­ტმა ამ­ნის­ტი­ას ხელი განა იმი­ტომ არ მო­ა­წე­რა, რომ თით­ქოს­და კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­ე­შინ­და. ამ­ნის­ტია ორ ნა­წი­ლად რომ ყო­ფი­ლი­ყო გა­ყო­ფი­ლი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრე­ზი­დენ­ტი ხელს მხო­ლოდ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ნა­წილს არ მო­ა­წერ­და. თუ პრე­ზი­დენ­ტი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ხელს მო­ა­წერ­და, ლო­გი­კუ­რად, ეს იქ­ნე­ბო­და აღი­ა­რე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ არის სა­მარ­თა­ლი და ასე­თი კა­ტე­გო­რი­ის მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბი არ­სე­ბო­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ შიშს თუ სიფრ­თხი­ლეს, რომ ამ­ნის­ტია კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას გა­მო­იწ­ვევს, უკვე ვი­ლა­პა­რა­კე 1992 წლის ამ­ნის­ტი­ა­ზე და ვი­ტყვი, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია არ არის, სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ამა­ვე დროს, ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდს ახა­სი­ა­თებს კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც პრო­ვო­ცი­რე­ბულს ჰგავ­და. თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რომ არ ეთ­ქვა ის ცნო­ბი­ლი ფრა­ზა - შე­იძ­ლე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბი იყოს და ამას გა­გე­ბით უნდა მო­ვე­კი­დო­თო, ეს თემა წინა პლან­ზე არ წა­მო­ი­წევ­და. ივა­ნიშ­ვი­ლის ეს გან­ცხა­დე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა და ამას მოჰ­ყვა ეს ამ­ბა­ვი.

- თქვით, რომ კრი­მი­ნო­გე­ნულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სირ­თუ­ლე­ე­ბი პრო­ვო­ცი­რე­ბულს ჰგავ­და. სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ამ­ნის­ტი­ის მომ­ხრე­ებს აკ­რი­ტი­კე­ბენ, მათ კონ­ტრარ­გუ­მენ­ტად ის მოჰ­ყავთ, რომ თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი უწყობს ხელს კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას - იწყა­ლებს რე­ცი­დი­ვის­ტებს თუ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს.

- ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა კარ­გად იცი­ან პი­ა­რით ფო­ნის შემ­ზა­დე­ბა. მათ ამ­ნის­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე ფონი შე­ამ­ზა­დეს, რა­საც, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ხელი შე­უ­წყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბით. ვისი შე­წყა­ლე­ბუ­ლი რას ჩა­ი­დენს, ეს ალ­ბათ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უნდა არ­კვი­ონ, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა პრო­ვო­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. თუ რო­მე­ლი­მე ში­ნა­უ­რი თუ გა­რე­უ­ლი ძალა ამ თე­მით თა­მაშს მო­ინ­დო­მებს, სამ­წუ­ხა­როდ, ნი­ა­და­გი მზად არის. თუმ­ცა ამა­ვე დროს, უნდა მო­ემ­ზა­დოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და კა­ტას­ტრო­ფუ­ლი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა.

- ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლებ­ზე ადრე ციხე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და­ტო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბა მო­უხ­სნა, ორზე კი ამა­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, გი­რაო შე­ე­ფარ­და. სხვა­თა შო­რის, ამან გა­აძ­ლი­ე­რა ვერ­სია, რომ რო­დე­საც თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბო­და, მას ჰქონ­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტია. ბევ­რი მომ­ხრე ჰყავს იმ ვერ­სი­ა­საც, რომ სა­მარ­თალ­მა ბო­ლოს და ბო­ლოს პური ჭამა.

- ჯერ ვნა­ხოთ, მას გი­რა­ოც აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მე ჯერ არ და­ხუ­რუ­ლა და სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩენს უნდა და­ვე­ლო­დოთ. პრო­კუ­რა­ტუ­რას ყვე­ლა ბრალ­დე­ბა არ მო­უხ­სნია, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ცი­ხე­ში ჯდო­მა სა­ჭი­რო არ არის და ის ითა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ვერ გე­ტყვით, აქვს თუ არა ოქ­რუ­აშ­ვილს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი, მაგ­რამ მან ქვეყ­ნის წი­ნა­შე ჩა­ი­დი­ნა დიდი და­ნა­შა­უ­ლი. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ერთ-ერთი სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი იყო იმ პრო­ცე­სე­ბი­სა, რა­მაც ქვე­ყა­ნა ჩიხ­ში შე­იყ­ვა­ნა. ზნე­ობ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას აუ­ცი­ლებ­ლად ეკის­რე­ბა.

- არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­დეს. ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი "ოქ­როს მოწ­მის" სტა­ტუ­სი შე­ე­ლა­ხა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იყო მო­ლო­დი­ნი, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი თა­ვი­სი ჩვე­ნე­ბე­ბით გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­სა თუ ელი­ტა­რუ­ლი კო­რუფ­ცი­ის ფაქ­ტებს ახ­დი­და ფარ­დას.

- რო­დე­საც სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და­ი­წყებს ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მას. რო­დის დად­გე­ბა ეს დრო, ვერ გე­ტყვით, რად­გან პრო­ცე­სე­ბი ცოტა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას უამ­რავ ფაქ­ტზე შე­უძ­ლია სა­უ­ბა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას - მე­ეჭ­ვე­ბა, რომ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­გუ­რის რან­გში შეძ­ლოს. მისი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ნი­მა­ცია რთუ­ლი იქ­ნე­ბა და გულ­წრფე­ლად შე­მიძ­ლია ვურ­ჩიო - არც ღირს.

- და­ვა­ზუს­ტოთ - ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მას მა­შინ და­ი­წყებს, რო­დე­საც ამას თა­ვად ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ, თუ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

- თქვით, რომ პრო­ცე­სე­ბი ცოტა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და. ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის შე­საძ­ლო ამ­ნის­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გუ­ლის­ხმობ­დით?

- დიახ, ზუს­ტად ამას ვგუ­ლის­ხმობ. ისე, არის მე­ო­რე მო­მენ­ტიც. ოქ­რუ­აშ­ვილ­მა შე­საძ­ლოა, გუ­დას პირი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შეც მოხ­სნას, რად­გან პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის ერთ-ერთი გზა ესე­ცაა.

ოქ­რუ­აშ­ვილ­მა რა­ღაც გზით სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უნდა მო­ახ­დი­ნოს. იმა­საც იტყვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას არ ეთან­ხმე­ბო­და მა­შინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ქმე­დე­ბებს, მაგ­რამ მარ­ტო იყო და თა­ვი­სი ვერ გა­ი­ტა­ნა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"ოქრუაშვილის პოლიტიკური რეანიმაცია ძნელი იქნება"

"ოქრუაშვილის პოლიტიკური რეანიმაცია ძნელი იქნება"

ამნისტიას საზოგადოება სხვადასხვაგვარი განწყობით შეხვდა. პატიმართა ოჯახებისთვის 12 იანვარი, როდესაც ამნისტიის შესახებ კანონს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა, ერთ-ერთი ბედნიერი დღე იქნება, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ამნისტიის ამოქმედებას სიფრთხილით ეკიდება და უჩნდება კითხვა - ხომ არ გაუარესდება ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა? ამ ფონის შექმნაში დიდი როლი ითამაშა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც კანონს "ჯაბას ამნისტია" უწოდა - პარალელი 1992 წელთან გაავლო, როდესაც პატიმარს ხელში ავტომატს აძლევდნენ. თუმცა ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ პარალელების გავლება აბსურდულია და ქვეყანაში საგანგაშო არაფერი მოხდება.

- ნაციონალების სტრატეგიაა, რომ მოსახლეობას შეახსენონ ის მოვლენა, რომელიც ცუდ ასოციაციებს იწვევს. ამნისტიას "ჯაბას ამნისტიას" იმიტომ უწოდებენ, რომ 1992 წელს, გადატრიალების შემდეგ, ყოველგვარი გადახედვა-გადმოხედვის გარეშე, გახსნეს ციხის კარი და ყველა პატიმარი გამოუშვეს. მაშინ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, მთლიანად დემორალიზებული იყო მილიცია. უფრო ზუსტად, სამართალდამცველები არ არსებობდნენ - იყო გვარდია, "მხედრიონი" და ათასგვარი არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მაშინ მხოლოდ პატიმრების გამოშვება არ გამხდარა კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესების მიზეზი. ამიტომ დღევანდელ და მაშინდელ ვითარებას შორის პარალელების გავლება აბსურდია. თუმცა ნაციონალები პარალელებს კი არ ავლებენ, საზოგადოებაში დარჩენილ ნეგატიურ ფონზე იწყებენ თამაშს. დღევანდელი ამნისტია ფართომასშტაბიანი კი არის, მაგრამ ყველას ციხიდან გამოშვებას არ ითვალისწინებს.

ასევე, მნიშვნელოვანია, - პრეზიდენტმა ამნისტიას ხელი განა იმიტომ არ მოაწერა, რომ თითქოსდა კრიმინოგენული ვითარების გაუარესების შეეშინდა. ამნისტია ორ ნაწილად რომ ყოფილიყო გაყოფილი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ხელს მხოლოდ პოლიტპატიმრების ნაწილს არ მოაწერდა. თუ პრეზიდენტი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ხელს მოაწერდა, ლოგიკურად, ეს იქნებოდა აღიარება, რომ ქვეყანაში არ არის სამართალი და ასეთი კატეგორიის მსჯავრდადებულები არსებობენ. რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ შიშს თუ სიფრთხილეს, რომ ამნისტია კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს, უკვე ვილაპარაკე 1992 წლის ამნისტიაზე და ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში მსგავსი სიტუაცია არ არის, სტაბილური მდგომარეობაა. ამავე დროს, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, გარდამავალ პერიოდს ახასიათებს კრიმინოგენული ვითარების გართულება. საქართველოშიც იყო მსგავსი მდგომარეობა, რომელიც პროვოცირებულს ჰგავდა. თავად ბიძინა ივანიშვილს რომ არ ეთქვა ის ცნობილი ფრაზა - შეიძლება გართულებები იყოს და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთო, ეს თემა წინა პლანზე არ წამოიწევდა. ივანიშვილის ეს განცხადება გამოიყენეს მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა და ამას მოჰყვა ეს ამბავი.

- თქვით, რომ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით სირთულეები პროვოცირებულს ჰგავდა. სხვათა შორის, როდესაც ნაციონალები ამნისტიის მომხრეებს აკრიტიკებენ, მათ კონტრარგუმენტად ის მოჰყავთ, რომ თავად პრეზიდენტი უწყობს ხელს კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას - იწყალებს რეციდივისტებს თუ ე.წ. კანონიერ ქურდებს.

- ნაციონალებმა კარგად იციან პიარით ფონის შემზადება. მათ ამნისტიასთან დაკავშირებით კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებაზე ფონი შეამზადეს, რასაც, როგორც აღვნიშნე, ხელი შეუწყო ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებით. ვისი შეწყალებული რას ჩაიდენს, ეს ალბათ, სამართალდამცველებმა უნდა არკვიონ, თუმცა არსებული ვითარება პროვოცირების საშუალებას იძლევა. თუ რომელიმე შინაური თუ გარეული ძალა ამ თემით თამაშს მოინდომებს, სამწუხაროდ, ნიადაგი მზად არის. თუმცა ამავე დროს, უნდა მოემზადოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და კატასტროფული არაფერი მოხდება.

- ამნისტირებულებზე ადრე ციხე ირაკლი ოქრუაშვილმა დატოვა. პროკურატურამ ორ საქმეზე ბრალდება მოუხსნა, ორზე კი ამავე სამართალდამცავი უწყების შუამდგომლობით, გირაო შეეფარდა. სხვათა შორის, ამან გააძლიერა ვერსია, რომ როდესაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში ბრუნდებოდა, მას ჰქონდა გათავისუფლების გარანტია. ბევრი მომხრე ჰყავს იმ ვერსიასაც, რომ სამართალმა ბოლოს და ბოლოს პური ჭამა.

- ჯერ ვნახოთ, მას გირაოც აქვს შეფარდებული, შესაბამისად, საქმე ჯერ არ დახურულა და სასამართლო განაჩენს უნდა დაველოდოთ. პროკურატურას ყველა ბრალდება არ მოუხსნია, თუმცა მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის ციხეში ჯდომა საჭირო არ არის და ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გეტყვით, აქვს თუ არა ოქრუაშვილს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, მაგრამ მან ქვეყნის წინაშე ჩაიდინა დიდი დანაშაული. ოქრუაშვილი ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო იმ პროცესებისა, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ზნეობრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მას აუცილებლად ეკისრება.

- არ არის გამორიცხული, რომ ოქრუაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდეს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ჟურნალისტებისა და ექსპერტების მიერ მინიჭებული "ოქროს მოწმის" სტატუსი შეელახა. ყოველ შემთხვევაში, იყო მოლოდინი, რომ ოქრუაშვილი თავისი ჩვენებებით გახმაურებულ საქმეებსა თუ ელიტარული კორუფციის ფაქტებს ახდიდა ფარდას.

- როდესაც საჭირო გახდება, ოქრუაშვილი დაიწყებს ჩვენებების მიცემას. როდის დადგება ეს დრო, ვერ გეტყვით, რადგან პროცესები ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა. დარწმუნებული ვარ, მას უამრავ ფაქტზე შეუძლია საუბარი. რაც შეეხება ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას - მეეჭვება, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეს სერიოზული ფიგურის რანგში შეძლოს. მისი პოლიტიკური რეანიმაცია რთული იქნება და გულწრფელად შემიძლია ვურჩიო - არც ღირს.

- დავაზუსტოთ - ოქრუაშვილი ჩვენებების მიცემას მაშინ დაიწყებს, როდესაც ამას თავად ჩათვლის საჭიროდ, თუ ახალი ხელისუფლება?

- ახალი ხელისუფლება.

- თქვით, რომ პროცესები ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა. ძველი ხელისუფლების საჯარო მოხელეების შესაძლო ამნისტირების შესახებ ივანიშვილის განცხადებას გულისხმობდით?

- დიახ, ზუსტად ამას ვგულისხმობ. ისე, არის მეორე მომენტიც. ოქრუაშვილმა შესაძლოა, გუდას პირი ახალი ხელისუფლების გარეშეც მოხსნას, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი გზა ესეცაა.

ოქრუაშვილმა რაღაც გზით საკუთარი თავის რეაბილიტაცია უნდა მოახდინოს. იმასაც იტყვის, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას არ ეთანხმებოდა მაშინდელი მაღალჩინოსნების ქმედებებს, მაგრამ მარტო იყო და თავისი ვერ გაიტანა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა