მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იღბლიანი ჯენტლმენი" ბეზრუკოვი
"იღბლიანი ჯენტლმენი" ბეზრუკოვი

სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვი ჩემი საყ­ვა­რე­ლი რუსი მსა­ხი­ო­ბია, ამი­ტო­მაც "იღ­ბლი­ა­ნი ჯენტლმე­ნე­ბის" სა­ნა­ხა­ვად სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვე­შუ­რე კი­ნო­თე­ატრ "რუს­თა­ველ­ში". რა­საკ­ვირ­ვე­ლია, საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვე­ბი იკი­თხავთ, სად ბეზ­რუ­კო­ვი და სად "იღ­ბლი­ა­ნი ჯენტლმე­ნე­ბიო", მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ ძვე­ლი ფილ­მის ახ­ლე­ბუ­რი ვა­რი­ან­ტი რუ­სებ­მა, "ბე­დის ირო­ნი­ის" მსგავ­სად, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ გა­და­ი­ღეს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, კარ­გა­დაც გა­არ­ტყეს, რად­გა­ნაც მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ ფილ­მს არც რუ­სეთ­ში და არც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მო­აკ­ლდე­ბა. ფილ­მის ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი თე­მურ ბეკ­მამ­ბე­ტო­ვი გახ­ლავთ.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ფილ­მს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მთლი­ა­ნი ში­ნა­არ­სი უც­ვლე­ლია, ბეზ­რუ­კო­ვი კარგ და ცუდ პერ­სო­ნაჟს ასა­ხი­ე­რებს. მისი ერთი გმი­რი სა­ბავ­შვო ცენ­ტრში მუ­შა­ობს, ანი­მა­ტო­რად. რო­დე­საც პო­ლი­ცია შე­ამ­ჩნევს, რომ ის ძა­ლი­ან ჰგავს ცნო­ბილ კრი­მი­ნალ "სმა­ი­ლიკს", გა­და­წყვე­ტენ, ეგ­ვიპ­ტე­ში და­პა­ტიმ­რე­ბულ "სმა­ი­ლი­კის" ორ მე­გო­ბარს "შე­უ­სახ­ლონ" ცი­ხე­ში და მათ­გან მო­პა­რუ­ლი ძვირ­ფა­სი აბ­ჯრის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვონ. პა­რა­ლე­ლუ­რად, "სმა­ი­ლი­კი" დაძ­რწის აქეთ-იქით და ძა­ლი­ან ცუდ საქ­მე­ებს აკე­თებს.

ბეზ­რუ­კო­ვი ხომ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და კი­დევ უფრო შე­მიყ­ვარ­და, რად­გან ორი­ვე პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბას თავს ძა­ლი­ან კარ­გად არ­თმევს. სწო­რედ მას რომ შე­ავ­ლოთ თვა­ლი, ამის­თვის ღირს ფილ­მის ყუ­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ფილმში ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი დათო ბახ­ტა­ძე თა­მა­შობს, თუმ­ცა არ გა­გიმ­ხელთ, რა როლს, თა­ვად ნა­ხეთ და ბევ­რს იცი­ნებთ.

"იღ­ბლი­ა­ნი ჯენტლმე­ნე­ბის" ახა­ლი ვერ­სია ძველს რომ ვერ შე­ედ­რე­ბა, ამას ჩემი თქმა არ უნდა, რად­გან ახა­ლი ფილ­მის სცე­ნა­რი ისე­თი ფრთი­ა­ნი ფრა­ზე­ბით ვერ და­იკ­ვეხ­ნის, რო­გო­რიც ძველ ვა­რი­ან­ტშია და სა­ერ­თოდ, ის ხომ კლა­სი­კაა და არც უნდა შე­ვა­და­როთ. რო­გორც ჩანს, რუ­სულ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვთ და ძვე­ლი ფილ­მე­ბის გა­დამ­ღე­რე­ბას შე­უდ­გნენ, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, არ­ცთუ კარ­გად გა­მო­დის, თუკი გა­ვიხ­სე­ნებთ "სამ­სა­ხუ­რებ­რივ რო­მან­სა" და უფრო ადრე გა­და­ღე­ბულ "ბე­დის ირო­ნი­ის" გაგ­რძე­ლე­ბას, და "იღ­ბლი­ან ჯენტლმე­ნებ­საც" მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ მა­გა­ლი­თად, მივ­ხვდე­ბით, რომ ეს ისე­თი ფილ­მე­ბია, რომ­ლე­ბიც დროს გა­უძ­ლებს და მათი გა­დამ­ღე­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბით მხო­ლოდ დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ერთ სა­ღა­მოს.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"იღბლიანი ჯენტლმენი" ბეზრუკოვი

"იღბლიანი ჯენტლმენი" ბეზრუკოვი

სერგეი ბეზრუკოვი ჩემი საყვარელი რუსი მსახიობია, ამიტომაც "იღბლიანი ჯენტლმენების" სანახავად სიამოვნებით გავეშურე კინოთეატრ "რუსთაველში". რასაკვირველია, საქმეში ჩაუხედავები იკითხავთ, სად ბეზრუკოვი და სად "იღბლიანი ჯენტლმენებიო", მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძველი ფილმის ახლებური ვარიანტი რუსებმა, "ბედის ირონიის" მსგავსად, წინასაახალწლოდ გადაიღეს და შეიძლება ითქვას, კარგადაც გაარტყეს, რადგანაც მაყურებელი ამ ფილმს არც რუსეთში და არც საქართველოში არ მოაკლდება. ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი თემურ ბეკმამბეტოვი გახლავთ.

რაც შეეხება თავად ფილმს, რასაკვირველია, მთლიანი შინაარსი უცვლელია, ბეზრუკოვი კარგ და ცუდ პერსონაჟს ასახიერებს. მისი ერთი გმირი საბავშვო ცენტრში მუშაობს, ანიმატორად. როდესაც პოლიცია შეამჩნევს, რომ ის ძალიან ჰგავს ცნობილ კრიმინალ "სმაილიკს", გადაწყვეტენ, ეგვიპტეში დაპატიმრებულ "სმაილიკის" ორ მეგობარს "შეუსახლონ" ციხეში და მათგან მოპარული ძვირფასი აბჯრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ. პარალელურად, "სმაილიკი" დაძრწის აქეთ-იქით და ძალიან ცუდ საქმეებს აკეთებს.

ბეზრუკოვი ხომ ძალიან მიყვარდა და კიდევ უფრო შემიყვარდა, რადგან ორივე პერსონაჟის განსახიერებას თავს ძალიან კარგად ართმევს. სწორედ მას რომ შეავლოთ თვალი, ამისთვის ღირს ფილმის ყურება. გარდა ამისა, ფილმში ქართველი მსახიობი დათო ბახტაძე თამაშობს, თუმცა არ გაგიმხელთ, რა როლს, თავად ნახეთ და ბევრს იცინებთ.

"იღბლიანი ჯენტლმენების" ახალი ვერსია ძველს რომ ვერ შეედრება, ამას ჩემი თქმა არ უნდა, რადგან ახალი ფილმის სცენარი ისეთი ფრთიანი ფრაზებით ვერ დაიკვეხნის, როგორიც ძველ ვარიანტშია და საერთოდ, ის ხომ კლასიკაა და არც უნდა შევადაროთ. როგორც ჩანს, რუსულ კინემატოგრაფში ძალიან რთული პერიოდი აქვთ და ძველი ფილმების გადამღერებას შეუდგნენ, რაც, საბოლოო ჯამში, არცთუ კარგად გამოდის, თუკი გავიხსენებთ "სამსახურებრივ რომანსა" და უფრო ადრე გადაღებულ "ბედის ირონიის" გაგრძელებას, და "იღბლიან ჯენტლმენებსაც" მოვიშველიებთ მაგალითად, მივხვდებით, რომ ეს ისეთი ფილმებია, რომლებიც დროს გაუძლებს და მათი გადამღერებული ვარიანტებით მხოლოდ დროის სასიამოვნოდ გატარებაა შესაძლებელი ერთ საღამოს.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება