პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოაბიტაცია "რუსთავი 2"-ზე - რამ გაურთულა საქმე გვანცა დარასელიას
კოაბიტაცია "რუსთავი 2"-ზე - რამ გაურთულა საქმე გვანცა დარასელიას

7 იან­ვრი­დან "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. გა­და­ცე­მა "სხვა ამ­ბე­ბი" "შუა დღეს" შე­უ­ერ­თდა, შე­დე­გად კი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლი "სხვა შუა დღე" ეწო­და. ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გვან­ცა და­რა­სე­ლია "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს" მა­ყუ­რე­ბელს და­ემ­შვი­დო­ბა და ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი გა­და­ცე­მის მუდ­მი­ვი წამ­ყვა­ნი გახ­და. ამ ცვლი­ლე­ბებ­სა და სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ გვან­ცას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვეს­ტუმ­რეთ.

- 2012 წლის მი­წუ­რუ­ლი და 2013 წლის და­სა­წყი­სი კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით შენ­თვის მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოდ­გა...

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" წამ­ყვა­ნო­ბა ჩემ­თვის დიდი ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა იყო. ამ შო­უ­ში ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯე, მარ­თლა ძნე­ლია იმუ­შაო პრო­ექ­ტზე, სა­დაც წყდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი. ახა­ლი წლის ღა­მეს "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში ნიჭ­მა იზე­ი­მა, შე­დე­გად კი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­მა" ერთი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და­დე­ბი­თის­კენ შეც­ვა­ლა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა "სხვა ამ­ბებს", მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს გა­და­ცე­მა "შუა დღეს" შე­უ­ერ­თდა.

- რა­ტომ გა­ერ­თი­ან­და ეს ორი გა­და­ცე­მა?

- ჩემი აზ­რით, ამ ორი გა­და­ცე­მის კო­ა­ბი­ტა­ცია "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან ამ ამ­ბავს დიდი გუ­ლის­წყვე­ტით შევ­ხვდი, რად­გან "სხვა ამ­ბე­ბი" ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და დღემ­დე მიყ­ვარს. ვფიქ­რობ, ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­და­ცე­მა იყო ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში და შე­სა­ბა­მი­სად, მა­ყუ­რე­ბე­ლიც მრავ­ლად გვყავ­და.

- რო­გორც მივ­ხვდი, "სხვა ამ­ბე­ბის" და­ხურ­ვის იდეა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ეკუთ­ვნო­და...

- ეს იდეა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მხ­ოლოდ იმი­ტომ გა­უჩ­ნდა, რომ "შუა დღის" ეთე­რი უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გამ­ხდა­რი­ყო, აქ არ ყო­ფი­ლა ვინ­მეს შემ­ცი­რე­ბის ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­მენ­ტი...

- არც "სხვა ამ­ბე­ბის" რე­ი­ტინ­გი ყო­ფი­ლა ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი?

- კი, ოღონდ და­დე­ბი­თი კუ­თხით. ჩვენს გა­და­ცე­მას ძა­ლი­ან კარ­გი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და, ხში­რად ვამ­ზა­დებ­დით სი­უ­ჟე­ტებს მა­ყუ­რებ­ლის თხოვ­ნით, ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტო­მაც ჰქონ­და კარ­გი რე­ი­ტინ­გი, რა­მაც გან­სა­ზღვრა "შუა დღეს­თან" კო­ა­ბი­ტა­ცია.

- რა­ტომ­ღაც მგო­ნია, ახლა უფრო ნაკ­ლე­ბად დატ­ვირ­თუ­ლი ხარ, ვიდ­რე "სხვა ამ­ბებ­ზე" მუ­შა­ო­ბის დროს. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო, ახლა კი თა­ნა­წამ­ყვა­ნებ­თან ერ­თად უძღვე­ბი გა­და­ცე­მას, რაც ალ­ბათ საქ­მეს გი­ი­ო­ლებს..

- მე ასე ვერ ვი­ტყო­დი... რო­დე­საც მარ­ტოს მიგ­ყავს გა­და­ცე­მა, თვი­თონ იღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, სტუ­მარს ეკი­თხე­ბი იმას, რაც შენ გინ­და და ეს საქ­მეს აი­ო­ლებს, თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ყვე­ლამ სწო­რად უნდა გა­ი­ნა­წი­ლოს სათ­ქმე­ლი, რომ სა­უ­ბა­რი ყა­ყა­ნის რე­ჟიმ­ში არ გა­და­ვი­დეს და მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­ი­გოს, რა ხდე­ბა სტუ­დი­ა­ში. წი­ნას­წარ ყვე­ლა­ფერს ვერ და­გეგ­მავ, ამა თუ იმ თე­მა­ზე გიჩ­ნდე­ბა რეპ­ლი­კა, გინ­და აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა, ამ დროს კი შე­იძ­ლე­ბა სხვა სა­უბ­რობ­დეს და გა­და­ფარ­ვა რომ არ მოხ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­ი­სა და სათ­ქმე­ლის სწო­რად გა­ნა­წი­ლე­ბა. ამი­ტო­მაც პარტნი­ო­რებ­თან მუ­შა­ო­ბა ნამ­დვი­ლად უკავ­შირ­დე­ბა სირ­თუ­ლე­ებს, თუმ­ცა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ამა თუ იმ თე­მა­ზე ყვე­ლა ადა­მი­ანს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, შე­დე­გად, მა­ყუ­რე­ბელს უფრო ფარ­თოდ გაშ­ლილ თე­მას ვთა­ვა­ზობთ.

- რო­გორც ვი­ცით, "სხვა შუა დღეს" ბევ­რი წამ­ყვა­ნი ჰყავს, ამას ემა­ტე­ბა სტუმ­რე­ბი, ამ ხალ­ხმრავ­ლო­ბის გამო ხში­რად გა­და­ცე­მა ად­რეც გა­უკ­რი­ტი­კე­ბი­ათ... ხომ არ ფიქ­რობთ წამ­ყვა­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით?

- დღეს­დღე­ო­ბით წამ­ყვა­ნე­ბის ასე­თი გა­და­ნა­წი­ლე­ბაა: გა­და­ცე­მას გა­უ­ძღვე­ბა ოთხი ადა­მი­ა­ნი - მე და დიმა ობო­ლა­ძე ყო­ველ­დღე ვი­მუ­შა­ვებთ, თიკა ფა­ცა­ცია, ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი, აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და ნინო ხოშ­ტა­რია ერ­თმა­ნეთს დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­ე­ნაც­ვლე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა კრი­ტი­კას, გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი მო­ი­თხოვს იმას, რომ ეთერ­ში სხვა­დას­ხვა ტი­პა­ჟის წამ­ყვა­ნე­ბი ის­ხდნენ, ხან­და­ხან ისიც ხდე­ბა, რომ სტუმ­რის აზრი იფა­რე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ესეც იწ­ვევს კრი­ტი­კას, რა­საც გვერდს ვერ ავუვ­ლით.

- რაც შე­ე­ხე­ბა დი­ლის გა­და­ცე­მას, ისევ იქ­ნე­ბი მისი წამ­ყვა­ნი?

- დი­ლის ეთერ­ში აღარ ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მარ­თლა დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს" მა­ყუ­რე­ბელს იმ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მაგ­რძნო­ბი­ნეს. სხვა­თა შო­რის, ბევ­რს დღემ­დე გული სწყდე­ბა იმის გამო, რომ "დი­ლა­ში" აღარ ვჩან­ვარ. ჩემ­თვის დი­ლის ეთე­რი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა... ეს მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რი პე­რი­ო­დი იყო, ამ გა­და­ცე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე გუნდთან ძვე­ლე­ბუ­რად ვაგ­რძე­ლებ მე­გობ­რო­ბას, უბ­რა­ლოდ, "სხვა შუა დღე­ში" გა­და­ვი­ნაც­ვლე.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ფი­ნა­ლი 31 დე­კემ­ბერს და­ემ­თხვა. დაღ­ლი­ლი შეხ­ვდი 2013 წელს?

- სახ­ლში მარ­თლა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი მი­ვე­დი, მაგ­რამ ის მა­ხა­რებ­და, რომ ახალ წელს ჩემს შვილ­თან ერ­თად პირ­ვე­ლად ვხვდე­ბო­დი. 12 სა­ათ­ზე ერეკ­ლეს ეძი­ნა, შე­ვე­დი ოთახ­ში, ვა­კო­ცე და უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი ამ დროს. ეს ახა­ლი წელი შეგ­რძნე­ბე­ბის მხრივ იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი, თო­რემ 2013 წელს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, სახ­ლში შევ­ხვდი. შვი­ლი ჩემი ქმრის მშობ­ლებს და­ვუ­ტო­ვეთ, ჩვენ კი მე­გობ­რებს გა­ვუ­ა­რეთ და კლუბ­ში წა­ვე­დით. მარ­თა­ლია, ერეკ­ლეს ჯერ ამ­დე­ნი არ ეს­მის, მაგ­რამ თოვ­ლის ბა­ბუ­ის სა­ხე­ლით სა­ჩუ­ქა­რიც ვუ­ყი­დეთ (იღი­მის)

- გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი ახა­ლი წელი გახ­სენ­დე­ბა?

- ყვე­ლა ახალ წელს კარგ დროს ვა­ტა­რებ. შარ­შან ორ­სუ­ლად გახ­ლდით, ბოლო თვე­ში ვი­ყა­ვი და ახა­ლი წელი კი არა, და­ძი­ნე­ბის გარ­და არა­ფე­რი მინ­დო­და. პირ­ველ ახალ წელს, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე, ბავ­შვთა სახ­ლში შევ­ხვდით. მისი მე­გობ­რე­ბი მი­დი­ოდ­ნენ და შეს­თა­ვა­ზეს, ხომ არ წა­მოხ­ვი­დო­დი­თო, მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სი­ცხე მქონ­და, მაგ­რამ დავ­თან­ხმდით და იქ მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით გა­ვა­ბედ­ნი­ე­რეთ. ეს მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი ახა­ლი წელი იყო ჩემ­თვის.

- იან­ვა­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბით და­ტ­ვირ­თუ­ლია, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი თუ გაქვს ამ დღე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- შო­ბას დე­და­სა და შვილ­თან ერ­თად შევ­ხვდი. სიმ­ბო­ლუ­რი იყო ეს დღე ჩემ­თვის. წელს პირ­ვე­ლად ავან­თე ფან­ჯა­რას­თან ორი სან­თე­ლი. რო­გორც წესი, ერთს ვან­თებ­დი ხოლ­მე, მაგ­რამ ამ­ჯე­რად იქ, სა­დაც ერეკ­ლეს ეძი­ნა, მე­ო­რე სან­თე­ლიც ავან­თე, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი ჩემს შვილ­თა­ნაც მო­ვი­დო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ნათ­ლის­ღე­ბას, მო­გეხ­სნე­ბათ, ამ დღე­სას­წა­ულ­ზე ნათ­ლუ­ლი უნდა მი­ვი­დეს ნათ­ლი­ას­თან, სამი ნათ­ლუ­ლი მყავს, ორს უკვე შე­უძ­ლია მო­მი­ლო­ცოს და იმე­დია, ასეც მო­იქ­ცე­ვი­ან, ერთი კი ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა.

- მალე ერეკ­ლე ერთი წლის გახ­დე­ბა, ლა­პა­რა­კობს უკვე?

- კარ­გა ხა­ნია, ამ­ბობს დე­დას, ბა­ბუ­საც ეძა­ხის და გა­ა­გი­ჟა უკვე ამით. მა­მას ჯერ ვერ გა­მოთ­ქვამს, მაგ­რამ მის და­ნახ­ვა­ზე პი­რის მოძ­რა­ო­ბით ახ­ვედ­რებს, რომ ეძა­ხის. ახლა იმ ეტაპ­ზე ვართ, როცა თი­თის გაშ­ვე­რით გვაჩ­ვე­ნებს რა უნდა. მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ასა­კი­სა, ძა­ლი­ან თბი­ლია, სიყ­ვა­რულს ისე გა­მო­ხა­ტავს, რომ არა­ნა­ი­რი სი­ტყვე­ბი არ მჭირ­დე­ბა, ჩემ მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბი­ლია (იღი­მის).

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კოაბიტაცია "რუსთავი 2"-ზე - რამ გაურთულა საქმე გვანცა დარასელიას

კოაბიტაცია "რუსთავი 2"-ზე - რამ გაურთულა საქმე გვანცა დარასელიას

7 იანვრიდან "რუსთავი 2"-ის სატელევიზიო ეთერში ცვლილებები განხორციელდა. გადაცემა "სხვა ამბები" "შუა დღეს" შეუერთდა, შედეგად კი ინტეგრირებული სახელი "სხვა შუა დღე" ეწოდა. ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია "დილა მშვიდობისა საქართველოს" მაყურებელს დაემშვიდობა და ზემოთ ხსენებული გადაცემის მუდმივი წამყვანი გახდა. ამ ცვლილებებსა და სადღესასწაულო განწყობაზე სასაუბროდ გვანცას ტელევიზიაში ვესტუმრეთ.

- 2012 წლის მიწურული და 2013 წლის დასაწყისი კარიერული თვალსაზრისით შენთვის მეტად მრავალფეროვანი გამოდგა...

- "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანობა ჩემთვის დიდი ნდობის გამოცხადება იყო. ამ შოუში ბოლომდე დავიხარჯე, მართლა ძნელია იმუშაო პროექტზე, სადაც წყდება ადამიანების ბედი. ახალი წლის ღამეს "რუსთავი 2"-ის ეთერში ნიჭმა იზეიმა, შედეგად კი "საქართველოს ვარსკვლავმა" ერთი ადამიანის ცხოვრება თავიდან ბოლომდე დადებითისკენ შეცვალა. მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერში ვმონაწილეობდი. რაც შეეხება "სხვა ამბებს", მოგეხსენებათ, ეს გადაცემა "შუა დღეს" შეუერთდა.

- რატომ გაერთიანდა ეს ორი გადაცემა?

- ჩემი აზრით, ამ ორი გადაცემის კოაბიტაცია "რუსთავი 2"-ის ეთერზე დადებითად აისახა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ამ ამბავს დიდი გულისწყვეტით შევხვდი, რადგან "სხვა ამბები" ძალიან მიყვარდა და დღემდე მიყვარს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გადაცემა იყო ქართულ ტელესივრცეში და შესაბამისად, მაყურებელიც მრავლად გვყავდა.

- როგორც მივხვდი, "სხვა ამბების" დახურვის იდეა ხელმძღვანელობას ეკუთვნოდა...

- ეს იდეა ხელმძღვანელობას მხ­ოლოდ იმიტომ გაუჩნდა, რომ "შუა დღის" ეთერი უფრო საინტერესო გამხდარიყო, აქ არ ყოფილა ვინმეს შემცირების ან გათავისუფლების მომენტი...

- არც "სხვა ამბების" რეიტინგი ყოფილა ამ გაერთიანების განმსაზღვრელი?

- კი, ოღონდ დადებითი კუთხით. ჩვენს გადაცემას ძალიან კარგი რეიტინგი ჰქონდა, ხშირად ვამზადებდით სიუჟეტებს მაყურებლის თხოვნით, ალბათ სწორედ ამიტომაც ჰქონდა კარგი რეიტინგი, რამაც განსაზღვრა "შუა დღესთან" კოაბიტაცია.

- რატომღაც მგონია, ახლა უფრო ნაკლებად დატვირთული ხარ, ვიდრე "სხვა ამბებზე" მუშაობის დროს. მაშინ ყველაფერი შენი გასაკეთებელი იყო, ახლა კი თანაწამყვანებთან ერთად უძღვები გადაცემას, რაც ალბათ საქმეს გიიოლებს..

- მე ასე ვერ ვიტყოდი... როდესაც მარტოს მიგყავს გადაცემა, თვითონ იღებ გადაწყვეტილებებს, სტუმარს ეკითხები იმას, რაც შენ გინდა და ეს საქმეს აიოლებს, თანაწამყვანების შემთხვევაში კი ყველამ სწორად უნდა გაინაწილოს სათქმელი, რომ საუბარი ყაყანის რეჟიმში არ გადავიდეს და მაყურებელმა გაიგოს, რა ხდება სტუდიაში. წინასწარ ყველაფერს ვერ დაგეგმავ, ამა თუ იმ თემაზე გიჩნდება რეპლიკა, გინდა აზრის დაფიქსირება, ამ დროს კი შეიძლება სხვა საუბრობდეს და გადაფარვა რომ არ მოხდეს, აუცილებელია დროისა და სათქმელის სწორად განაწილება. ამიტომაც პარტნიორებთან მუშაობა ნამდვილად უკავშირდება სირთულეებს, თუმცა უფრო საინტერესოა, რადგან ამა თუ იმ თემაზე ყველა ადამიანს განსხვავებული შეხედულება აქვს, შედეგად, მაყურებელს უფრო ფართოდ გაშლილ თემას ვთავაზობთ.

- როგორც ვიცით, "სხვა შუა დღეს" ბევრი წამყვანი ჰყავს, ამას ემატება სტუმრები, ამ ხალხმრავლობის გამო ხშირად გადაცემა ადრეც გაუკრიტიკებიათ... ხომ არ ფიქრობთ წამყვანების გადანაწილებას დღეების მიხედვით?

- დღესდღეობით წამყვანების ასეთი გადანაწილებაა: გადაცემას გაუძღვება ოთხი ადამიანი - მე და დიმა ობოლაძე ყოველდღე ვიმუშავებთ, თიკა ფაცაცია, ბაია დვალიშვილი, აჩიკო სოლოღაშვილი და ნინო ხოშტარია ერთმანეთს დღეების მიხედვით შეენაცვლებიან. რაც შეეხება კრიტიკას, გადაცემის ფორმატი მოითხოვს იმას, რომ ეთერში სხვადასხვა ტიპაჟის წამყვანები ისხდნენ, ხანდახან ისიც ხდება, რომ სტუმრის აზრი იფარება და შეიძლება ესეც იწვევს კრიტიკას, რასაც გვერდს ვერ ავუვლით.

- რაც შეეხება დილის გადაცემას, ისევ იქნები მისი წამყვანი?

- დილის ეთერში აღარ ვიქნები, მაგრამ თქვენი ჟურნალის საშუალებით მართლა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "დილა მშვიდობისა საქართველოს" მაყურებელს იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც წლების განმავლობაში მაგრძნობინეს. სხვათა შორის, ბევრს დღემდე გული სწყდება იმის გამო, რომ "დილაში" აღარ ვჩანვარ. ჩემთვის დილის ეთერი ყოველთვის განსაკუთრებული და გამორჩეული იქნება... ეს მართლა ძალიან მაგარი პერიოდი იყო, ამ გადაცემაზე მომუშავე გუნდთან ძველებურად ვაგრძელებ მეგობრობას, უბრალოდ, "სხვა შუა დღეში" გადავინაცვლე.

- "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალი 31 დეკემბერს დაემთხვა. დაღლილი შეხვდი 2013 წელს?

- სახლში მართლა ძალიან დაღლილი მივედი, მაგრამ ის მახარებდა, რომ ახალ წელს ჩემს შვილთან ერთად პირველად ვხვდებოდი. 12 საათზე ერეკლეს ეძინა, შევედი ოთახში, ვაკოცე და უბედნიერესი ვიყავი ამ დროს. ეს ახალი წელი შეგრძნებების მხრივ იყო გამორჩეული, თორემ 2013 წელს ჩვეულებრივად, სახლში შევხვდი. შვილი ჩემი ქმრის მშობლებს დავუტოვეთ, ჩვენ კი მეგობრებს გავუარეთ და კლუბში წავედით. მართალია, ერეკლეს ჯერ ამდენი არ ესმის, მაგრამ თოვლის ბაბუის სახელით საჩუქარიც ვუყიდეთ (იღიმის)

- გამორჩეულად რომელი ახალი წელი გახსენდება?

- ყველა ახალ წელს კარგ დროს ვატარებ. შარშან ორსულად გახლდით, ბოლო თვეში ვიყავი და ახალი წელი კი არა, დაძინების გარდა არაფერი მინდოდა. პირველ ახალ წელს, რომელიც მეუღლესთან ერთად გავატარე, ბავშვთა სახლში შევხვდით. მისი მეგობრები მიდიოდნენ და შესთავაზეს, ხომ არ წამოხვიდოდითო, მართალია, ძალიან მაღალი სიცხე მქონდა, მაგრამ დავთანხმდით და იქ მცხოვრები ბავშვები რამდენიმე საათით გავაბედნიერეთ. ეს მართლა გამორჩეული ახალი წელი იყო ჩემთვის.

- იანვარი დღესასწაულებით და­ტ­ვირთულია, რაიმე განსაკუთრებული ტრადიციები თუ გაქვს ამ დღეებთან დაკავშირებით?

- შობას დედასა და შვილთან ერთად შევხვდი. სიმბოლური იყო ეს დღე ჩემთვის. წელს პირველად ავანთე ფანჯარასთან ორი სანთელი. როგორც წესი, ერთს ვანთებდი ხოლმე, მაგრამ ამჯერად იქ, სადაც ერეკლეს ეძინა, მეორე სანთელიც ავანთე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ღვთისმშობელი ჩემს შვილთანაც მოვიდოდა. რაც შეეხება ნათლისღებას, მოგეხსნებათ, ამ დღესასწაულზე ნათლული უნდა მივიდეს ნათლიასთან, სამი ნათლული მყავს, ორს უკვე შეუძლია მომილოცოს და იმედია, ასეც მოიქცევიან, ერთი კი ჯერ ძალიან პატარაა.

- მალე ერეკლე ერთი წლის გახდება, ლაპარაკობს უკვე?

- კარგა ხანია, ამბობს დედას, ბაბუსაც ეძახის და გააგიჟა უკვე ამით. მამას ჯერ ვერ გამოთქვამს, მაგრამ მის დანახვაზე პირის მოძრაობით ახვედრებს, რომ ეძახის. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა თითის გაშვერით გვაჩვენებს რა უნდა. მიუხედავად მცირე ასაკისა, ძალიან თბილია, სიყვარულს ისე გამოხატავს, რომ არანაირი სიტყვები არ მჭირდება, ჩემ მიმართ განსაკუთრებულად თბილია (იღიმის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები