პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დააკავეს ლელა წურწუმია ახალი წლის წინ და რატომ გამოაშვებინა მომღერალი პრემიერ-მინისტრმა
რატომ დააკავეს ლელა წურწუმია ახალი წლის წინ და რატომ გამოაშვებინა მომღერალი პრემიერ-მინისტრმა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ვი­გე, რომ ლელა წურ­წუ­მია ახა­ლი წლის წინ და­ა­კა­ვეს და მომ­ღე­რალ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და­კი­თხვა­ზე გა­ა­ტა­რა. თუმ­ცა რო­გორც კი ლე­ლას და­კა­ვე­ბის ამ­ბა­ვი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყუ­რამ­დე მი­სუ­ლა, ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლა და მომ­ღე­რა­ლი გა­მო­აშ­ვე­ბი­ნა. რო­გორც მი­თხრეს, და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი კომ­პა­ნია "ბა­და­გო­ნი" ყო­ფი­ლა, რომ­ლის წი­ლის 12%, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, ლელა წურ­წუ­მი­ას ეკუთ­ვნის. ამ­ბობ­დნენ, ახალ­მა მთავ­რო­ბამ "ბა­და­გონ­ში" ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნა და სა­ვა­რა­უ­დოდ, ლე­ლაც იმი­ტომ და­ი­ჭი­რე­სო.

კომ­პა­ნია "ბა­და­გო­ნი", რომ­ლის წი­ლის დიდ პრო­ცენტს იტა­ლი­ე­ლე­ბი ფლო­ბენ, ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. კა­ხე­თის მა­შინ­დე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი კომ­პა­ნი­ა­ში შე­ვი­და და რამ­დე­ნი­მე კას­რი ღვი­ნო ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ გა­დაღ­ვა­რა იმ მი­ზე­ზით, რომ ღვი­ნო სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. ზუს­ტად იმ დროს, რო­დე­საც "ბა­და­გონ­ში" ღვი­ნოს ღვრიდ­ნენ, ევ­რო­კავ­ში­რის ტრი­ბუ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სი­ა­მა­ყით ლა­პა­რა­კობ­და იმის შე­სა­ხებ, რომ იტა­ლი­ე­ლებ­მა კა­ხეთ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და­ა­ბან­დეს და უგემ­რი­ე­ლეს ღვი­ნო "ბა­და­გონს" აწარ­მო­ებ­დნენ... მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს სკან­და­ლი ყვე­ლას მი­ა­ვი­წყდა, ან მი­ა­ვი­წყე­ბი­ნეს, და კომ­პა­ნი­ის სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი საკ­მა­ოდ ხში­რად გა­დი­ო­და ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­ვე­ცა­დე, ლე­ლას და­კა­ვე­ბის ამ­ბა­ვი გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა და მომ­ღე­რა­ლის მე­უღ­ლეს, კახა მა­მუ­ლაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დი, რო­მელ­მაც ჩემს ნათ­ქვამ­ზე ბევ­რი იცი­ნა:

- სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა ჭო­რის­თვის. რას ამ­ბო­ბენ, რა­ტომ და­ი­ჭი­რეს ლელა?

- ამ­ბო­ბენ, "ბა­და­გო­ნის" 12%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია. კომ­პა­ნი­ა­ში ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს და იმი­ტომ და­ა­კა­ვეს. ლე­ლას და­ჭე­რის ასე­თი ვერ­სი­აა ქა­ლაქ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

- რას ამ­ბობთ, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, კომ­პა­ნია "ბა­და­გო­ნის" პი­არ­მე­ნე­ჯე­რი ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი ხომ არ და­ი­ჭი­რეს და ლელა ხომ არ ჰგო­ნია ხალ­ხს? ვხუმ­რობ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ლი­ზას ჯვა­რი სწე­რია.

- ე.ი. ლე­ლას "ბა­და­გონ­თან" არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს?

- არა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ამ კომ­პა­ნი­ას­თან არც მე და არც ლე­ლას არას­დროს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ გვქო­ნია. მხო­ლოდ მისი გახ­სნის დღეს იმ­ღე­რა ლე­ლამ კონ­ცერ­ტზე, ეგ იყო და ეგ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ჭორი რა­ტომ გავ­რცელ­და ქა­ლაქ­ში. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის­გან გა­ვი­გე, რომ ლელა ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი...

- ვერ გე­ტყვით, ალ­ბათ ჭო­რიკ­ნე­ბის­თვის კარ­გი თე­მაა.

- მად­ლო­ბა კო­მენ­ტა­რის­თვის.

- მად­ლო­ბა თქვენ, რომ ამ ჭო­რით ბევ­რი მა­ხა­ლი­სეთ.

კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლელა სა­მუ­შა­ოდ სომ­ხეთ­ში მი­იწ­ვი­ეს და 8 იან­ვარს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ლე­ლას ად­რეც სთა­ვა­ზობ­დნენ სა­მუ­შა­ოს ამე­რი­კა­ში, სომ­ხეთ­ში, მონ­ღო­ლეთ­ში და ლე­ლამ სომ­ხე­თი აირ­ჩია. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­ა­ფა­სეს და წა­ვი­დაო, წერ­დნენ. მა­ლე­ვე გავ­რცელ­და მა­მუ­ლი­ჩას კო­მენ­ტა­რი, სა­დაც ამ­ბობს, რომ ლელა ახალ ალ­ბომ­ზე მუ­შა­ობს, გა­ზა­ფხულ­ზე კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას გეგ­მავს და არ­სად წას­ვლას არ აპი­რებს. თვი­თონ კახა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ბევ­რს ხა­ლი­სობ­და "ფე­ის­ბუქ­ში" და ამ­ბობ­და, მონ­ღო­ლე­თის­კენ მივ­დი­ვა­რო. იქვე დას­ძენ­და, სომ­ხეთ­ში სა­მუ­შა­ოდ გა­დას­ვლის თე­მამ ლე­ლას და­ჭე­რა გა­და­ფა­რაო. მე­გობ­რე­ბი ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ტომ და­ი­ჭი­რე­სო, კა­ხამ კი უპა­სუ­ხა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, "ბა­და­გონ­ში" წილს არ­თმე­ვე­ნო. აშ­კა­რაა, რომ კა­ხას ეს ჭორი მხო­ლოდ ჩემ­გან არ მო­უს­მე­ნია, რად­გან "ბა­და­გო­ნი­დან" ლე­ლას­თვის წი­ლის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მი­კი­თხავს. თუ ეს ჭორი მარ­თა­ლია, გა­უ­გე­ბა­რი რჩე­ბა, რა­ტომ აღ­შფოთ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­ინ­ცდა­მა­ინც ლელა წურ­წუ­მი­ას და­ჭე­რის გამო და მა­ინ­ცდა­მა­ინც ლელა რა­ტომ გა­მო­აშ­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე და­ჭე­რე­ბის ფონ­ზე. ვერც იმ აზრს და­ვე­თან­ხმე­ბი, რომ ლელა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფა­სე­ბუ­ლი არაა. მარ­თა­ლია, ლე­ლას ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­გორც "რე­ი­ტინ­გის" მკი­თხვე­ლის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მან­ქა­ნა და­უ­კაწ­რეს და აგი­ნეს, რაც ლე­ლას მე­უღ­ლემ "რე­ი­ტინგთან" ინ­ტერ­ვი­უ­შიც და­ა­დას­ტუ­რა, მაგ­რამ და­ფა­სე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არის. მომ­ღე­რალს არც ანა­ზღა­უ­რე­ბა უნდა ჰქონ­დეს და­ბა­ლი. რო­გორც გა­ვი­გე, ვარ­სკვლა­ვე­ბის სახ­ლში ბი­ნის რე­მონტზე ლელა უამ­რავ ფულს ხარ­ჯავს. შპა­ლე­რი თურ­მე იტა­ლი­ა­ში შე­უკ­ვე­თა, რომ­ლის დი­ზა­ი­ნიც თა­ვად შე­ურ­ჩე­ვია და ასე­თი შპა­ლე­რი მხო­ლოდ მას ექ­ნე­ბა. ასე­ვე მზად­დე­ბა თურ­მე ავე­ჯიც ამა­ვე ბი­ნის­თვის... მარ­თა­ლია, მა­მუ­ლი­ჩა ლე­ლას და­ჭე­რის ამ­ბავს უარ­ყოფს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ლელა წურ­წუ­მი­ას შე­სა­ხებ ბოლო დროს ბევ­რი ჭორ-მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბა. იმე­დია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კვე­ვა, რა არის ამ ყვე­ლა­ფერ­ში ტყუ­ი­ლი და რა - მარ­თა­ლი.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რატომ დააკავეს ლელა წურწუმია ახალი წლის წინ და რატომ გამოაშვებინა მომღერალი პრემიერ-მინისტრმა

რატომ დააკავეს ლელა წურწუმია ახალი წლის წინ და რატომ გამოაშვებინა მომღერალი პრემიერ-მინისტრმა

რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ლელა წურწუმია ახალი წლის წინ დააკავეს და მომღერალმა რამდენიმე საათი დაკითხვაზე გაატარა. თუმცა როგორც კი ლელას დაკავების ამბავი ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მისულა, ძალიან გაბრაზებულა და მომღერალი გამოაშვებინა. როგორც მითხრეს, დაკავების მიზეზი კომპანია "ბადაგონი" ყოფილა, რომლის წილის 12%, გავრცელებული ხმების თანახმად, ლელა წურწუმიას ეკუთვნის. ამბობდნენ, ახალმა მთავრობამ "ბადაგონში" ფინანსური დარღვევა აღმოაჩინა და სავარაუდოდ, ლელაც იმიტომ დაიჭირესო.

კომპანია "ბადაგონი", რომლის წილის დიდ პროცენტს იტალიელები ფლობენ, ვარდების რევოლუციის შემდეგ სკანდალში გაეხვა. კახეთის მაშინდელი გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი კომპანიაში შევიდა და რამდენიმე კასრი ღვინო ტელეკამერების წინ გადაღვარა იმ მიზეზით, რომ ღვინო საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ზუსტად იმ დროს, როდესაც "ბადაგონში" ღვინოს ღვრიდნენ, ევროკავშირის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი სიამაყით ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ იტალიელებმა კახეთში ინვესტიციები დააბანდეს და უგემრიელეს ღვინო "ბადაგონს" აწარმოებდნენ... მოგვიანებით ეს სკანდალი ყველას მიავიწყდა, ან მიავიწყებინეს, და კომპანიის სარეკლამო რგოლი საკმაოდ ხშირად გადიოდა ქართულ ტელევიზიებში. რასაკვირველია, შევეცადე, ლელას დაკავების ამბავი გადამემოწმებინა და მომღერალის მეუღლეს, კახა მამულაშვილს დავუკავშირდი, რომელმაც ჩემს ნათქვამზე ბევრი იცინა:

- საინტერესო თემაა ჭორისთვის. რას ამბობენ, რატომ დაიჭირეს ლელა?

- ამბობენ, "ბადაგონის" 12%-იანი წილის მფლობელია. კომპანიაში ფინანსური დარღვევა აღმოაჩინეს და იმიტომ დააკავეს. ლელას დაჭერის ასეთი ვერსიაა ქალაქში გავრცელებული.

- რას ამბობთ, ჩვენი მეგობარი, კომპანია "ბადაგონის" პიარმენეჯერი ლიზა ბაგრატიონი ხომ არ დაიჭირეს და ლელა ხომ არ ჰგონია ხალხს? ვხუმრობ, რასაკვირველია. ლიზას ჯვარი სწერია.

- ე.ი. ლელას "ბადაგონთან" არანაირი შეხება არ აქვს?

- არა, რასაკვირველია. ამ კომპანიასთან არც მე და არც ლელას არასდროს არანაირი შეხება არ გვქონია. მხოლოდ მისი გახსნის დღეს იმღერა ლელამ კონცერტზე, ეგ იყო და ეგ.

- როგორ ფიქრობთ, ეს ჭორი რატომ გავრცელდა ქალაქში. რამდენიმე ადამიანისგან გავიგე, რომ ლელა ახალი წლის წინა დღეებში რამდენიმე საათით იყო დაკავებული...

- ვერ გეტყვით, ალბათ ჭორიკნებისთვის კარგი თემაა.

- მადლობა კომენტარისთვის.

- მადლობა თქვენ, რომ ამ ჭორით ბევრი მახალისეთ.

კახა მამულაშვილთან საუბრის შემდეგ რამდენიმე საათში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელა სამუშაოდ სომხეთში მიიწვიეს და 8 იანვარს მეუღლესთან ერთად საქართველო დატოვა. ამ ინფორმაციის თანახმად, ლელას ადრეც სთავაზობდნენ სამუშაოს ამერიკაში, სომხეთში, მონღოლეთში და ლელამ სომხეთი აირჩია. საქართველოში არ დააფასეს და წავიდაო, წერდნენ. მალევე გავრცელდა მამულიჩას კომენტარი, სადაც ამბობს, რომ ლელა ახალ ალბომზე მუშაობს, გაზაფხულზე კონცერტის გამართვას გეგმავს და არსად წასვლას არ აპირებს. თვითონ კახა ამ ყველაფერზე ბევრს ხალისობდა "ფეისბუქში" და ამბობდა, მონღოლეთისკენ მივდივარო. იქვე დასძენდა, სომხეთში სამუშაოდ გადასვლის თემამ ლელას დაჭერა გადაფარაო. მეგობრები ეკითხებოდნენ, რატომ დაიჭირესო, კახამ კი უპასუხა, როგორც ამბობენ, "ბადაგონში" წილს ართმევენო. აშკარაა, რომ კახას ეს ჭორი მხოლოდ ჩემგან არ მოუსმენია, რადგან "ბადაგონიდან" ლელასთვის წილის ჩამორთმევის შესახებ არაფერი მიკითხავს. თუ ეს ჭორი მართალია, გაუგებარი რჩება, რატომ აღშფოთდა პრემიერ-მინისტრი მაინცდამაინც ლელა წურწუმიას დაჭერის გამო და მაინცდამაინც ლელა რატომ გამოაშვებინა ქვეყანაში მიმდინარე დაჭერების ფონზე. ვერც იმ აზრს დავეთანხმები, რომ ლელა საქართველოში დაფასებული არაა. მართალია, ლელას ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როგორც "რეიტინგის" მკითხველისთვის გახდა ცნობილი, მანქანა დაუკაწრეს და აგინეს, რაც ლელას მეუღლემ "რეიტინგთან" ინტერვიუშიც დაადასტურა, მაგრამ დაფასებული ნამდვილად არის. მომღერალს არც ანაზღაურება უნდა ჰქონდეს დაბალი. როგორც გავიგე, ვარსკვლავების სახლში ბინის რემონტზე ლელა უამრავ ფულს ხარჯავს. შპალერი თურმე იტალიაში შეუკვეთა, რომლის დიზაინიც თავად შეურჩევია და ასეთი შპალერი მხოლოდ მას ექნება. ასევე მზადდება თურმე ავეჯიც ამავე ბინისთვის... მართალია, მამულიჩა ლელას დაჭერის ამბავს უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ ლელა წურწუმიას შესახებ ბოლო დროს ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება. იმედია, უახლოეს მომავალში გაირკვევა, რა არის ამ ყველაფერში ტყუილი და რა - მართალი.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება