მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯორჯ ჰარისონის მეუღლემ ითხოვა, მუსიკოსს ძეგლი არ დაუდგან
ჯორჯ ჰარისონის მეუღლემ ითხოვა, მუსიკოსს ძეგლი არ დაუდგან

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ქა­ლაქ ჰენ­ლი-ონ-ტემზში ჯორჯ ჰა­რი­სო­ნის­თვის ძეგლის დად­გმა მას შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რეს, რაც იდეა ჰა­რი­სო­ნის მე­უღ­ლემ ოლი­ვია ჰა­რი­სონ­მა არ მო­ი­წო­ნა. სწო­რედ, ამ ქა­ლაქ­ში გა­ა­ტა­რა ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბი მუ­სი­კოს­მა.

ჯორჯ ჰა­რი­სო­ნი 1970 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად სამ­ხრეთ ოქსფორდში, პა­ტა­რა ქა­ლაქ ჰენ­ლი-ონ-ტემზში გა­და­ვი­და და იქ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, 2001 წლამ­დე იცხოვ­რა. 2012 წლის ივ­ნის­ში ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ჯე­იმს ლამ­ბერ­ტი ცნო­ბი­ლი გი­ტა­რის­ტის­თვის ძეგლის დად­გმის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და. იმ ზა­ფხულს, ლამ­ბერ­ტმა ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ჰა­რი­სო­ნი ქა­ლა­ქის საქ­მე­ე­ბით აქ­ტი­უ­რად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი :"იგი ად­გი­ლობ­რი­ვი კი­ნო­თე­ატ­რის შე­ნახ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნეს მხარს უჭერ­და".

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯორ­ჯის ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბის დად­გმის იდეა მუ­სი­კო­სის ქვრივ­მა არ მო­ი­წო­ნა. "რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მისი ხსოვ­ნის აღ­ნიშ­ვნის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი ხერ­ხი რო­მე­ლი­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ოლი­ვია ჰა­რი­სონ­მა. მისი თქმით, ამ ზა­ფხულს თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ჯგუ­ფი და­ა­სა­ხე­ლებს, თუ რა იქ­ნე­ბა ეს პრო­ექ­ტი.

"ცოტა გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ჰა­რი­სო­ნის ქვრი­ვის აზრს პა­ტი­ვი უნდა ვცეთ, მით უმე­ტეს, რომ იგი უწინ­დე­ბუ­რად ჰენ­ლი­ში ცხოვ­რობს", -აღი­ა­რა ლამ­ბერ­ტმა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჯორჯ ჰარისონის მეუღლემ ითხოვა, მუსიკოსს ძეგლი არ დაუდგან

ჯორჯ ჰარისონის მეუღლემ ითხოვა, მუსიკოსს ძეგლი არ დაუდგან

დიდ ბრიტანეთში ქალაქ ჰენლი-ონ-ტემზში ჯორჯ ჰარისონისთვის ძეგლის დადგმა მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც იდეა ჰარისონის მეუღლემ ოლივია ჰარისონმა არ მოიწონა. სწორედ, ამ ქალაქში გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წლები მუსიკოსმა.

ჯორჯ ჰარისონი 1970 წელს საცხოვრებლად სამხრეთ ოქსფორდში, პატარა ქალაქ ჰენლი-ონ-ტემზში გადავიდა და იქ გარდაცვალებამდე, 2001 წლამდე იცხოვრა. 2012 წლის ივნისში ქალაქის მაცხოვრებელი ჯეიმს ლამბერტი ცნობილი გიტარისტისთვის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოვიდა. იმ ზაფხულს, ლამბერტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰარისონი ქალაქის საქმეებით აქტიურად იყო დაკავებული :"იგი ადგილობრივი კინოთეატრის შენახვაში მონაწილეობდა და ადგილობრივ ბიზნეს მხარს უჭერდა".

მიუხედავად ამისა, ჯორჯის ბრინჯაოს ქანდაკების დადგმის იდეა მუსიკოსის ქვრივმა არ მოიწონა. "რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მისი ხსოვნის აღნიშვნის ყველაზე შესაფერი ხერხი რომელიმე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა იქნება",- განაცხადა ოლივია ჰარისონმა. მისი თქმით, ამ ზაფხულს თანამოაზრეების ჯგუფი დაასახელებს, თუ რა იქნება ეს პროექტი.

"ცოტა განაწყენებული ვარ, მაგრამ ჰარისონის ქვრივის აზრს პატივი უნდა ვცეთ, მით უმეტეს, რომ იგი უწინდებურად ჰენლიში ცხოვრობს", -აღიარა ლამბერტმა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება