კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამრიკო ჭოხონელიძე: "ახლა ნათლისღება მოდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ნათლიას, ბერა დამირეკავს და ამ დღეს მომილოცავს"
თამრიკო ჭოხონელიძე: "ახლა ნათლისღება მოდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ნათლიას, ბერა დამირეკავს და ამ დღეს მომილოცავს"

ამ­ბობს, რომ ის პე­რი­ო­დი არა­სო­დეს და­ა­ვი­წყდე­ბა და სა­კუ­თარ კა­რი­ე­რა­ზე მე­ტად კულ­ტუ­რის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს. მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე თა­მა­მი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და პო­ზი­ცი­ის გახ­მო­ვა­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამ­ბობს, რომ სწო­რედ ამის გამო იქცა "დაბ­ლო­კილ მომ­ღერ­ლად".

- ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და ამა თუ იმ პრო­ცე­სი­სა და ადა­მი­ა­ნის მი­მართ. ვინ­მე თუ გან­სხვა­ვე­ბულ აზრს გა­მოთ­ქვამ­და, არ მოს­წონ­დათ, ვერ მი­ი­ღეს ჯან­სა­ღად, ეს იყო მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა. არა­და, თუ შე­ნი­ანს არ მო­უს­მი­ნე, არა­ფე­რი გა­მო­ვა. იმ სფე­რო­ში, სა­დაც მე ვარ, მი­მაჩ­ნდა, რომ ჩემი აზრი კომ­პე­ტენ­ტუ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მე ფოლკ­ლო­რის­ტი ვარ. რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს და რო­გორც ჩემი საქ­მის მცოდ­ნეს, არ მქონ­და უფ­ლე­ბა, არ მეთ­ქვა ის, რაც ფოლკ­ლო­რის სფე­რო­ში ხდე­ბა. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ამ სფე­რო­ში, ასე ვთქვათ, სა­და­ვე­ე­ბი და­ი­ჭი­რეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი იყ­ვნენ და ამას მხო­ლოდ მე არ ვამ­ბობ­დი, ამა­ზე ყვე­ლა ფოლკ­ლო­რის­ტი ლა­პა­რა­კობ­და. თან­და­თან ვხე­დავ­დით, რო­გორ უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს კულ­ტუ­რის სფე­როს სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­გორ ხდე­ბო­და მი­ტა­ცე­ბა და მით­ვი­სე­ბა სხვი­სი ნაღ­ვა­წის; სა­მარ­ცხვი­ნოდ შე­ფუთ­ვა იმ ყვე­ლაფ­რის, რა­საც ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნი­და. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო მსმე­ნე­ლი - არას­წო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი.

ლა­მის ერის მა­მად შე­რა­ცხეს კაცი, რო­მელ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ან­გრია ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ამას ძა­ლი­ან ოს­ტა­ტუ­რად ფუ­თავ­და. მე ამ ყვე­ლა­ფერს აღ­მა­შე­ნებ­ლის პროს­პექტს ვამ­სგავ­სებ, გა­ვა­ი­გი­ვე მუ­სი­კის სფე­როს­თან. ბრჭყვი­ა­ლა ქა­ღალ­დში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩანს, იმის იქით კი ნა­გა­ვია. მე იქ ვცხოვ­რობ­დი ოც­და­ო­რი წელი და კარ­გად ვიცი, რა ხდე­ბა. ხალ­ხი საყ­ვე­დუ­რის მეტს არა­ფერს ამ­ბობს. დამ­პა­ლია ყვე­ლა­ფე­რი...

აქ ერთ ადა­მი­ან­ზე არ არის ლა­პა­რა­კი, იმ ერთს უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნე­ბის არ­მია უდ­გას გვერ­დით. უფ­ლე­ბა არ მქონ­და, ხმა არ ამო­მე­ღო, არ მეთ­ქვა ამა­თი კა­ი­კა­ცო­ბის შე­სა­ხებ. რომ იტყვი­ან, ცე­ცხლს შე­ვენ­თე, ბევ­რი კი მა­შინ გა­ჩუმ­და. ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი არ არის, ვჩან­დი თუ არა სცე­ნა­ზე. კი­დევ კარ­გი, რომ მაქვს პრო­ფე­სია და ვმუ­შა­ობ­დი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში, მქონ­და სტუ­დია და ჩემი საქ­მით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. სცე­ნა­ზე დგო­მის იდე­ფიქ­სიც არ გა­მაჩ­ნია, არა ვარ ამით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

- მინ­და გკი­თხოთ ერთ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­სა და კულ­ტუ­რის მა­შინ­დელ მი­ნის­ტრ ნიკა რუ­რუ­ას ეხე­ბა. თქვე­ნი კონ­ცერ­ტის ჩაშ­ლის მცდე­ლო­ბა იყო?

- არ ვიცი, მა­შინ რა მოხ­და. დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლის მე­სი­ჯი - ოდეს­მე გე­ტყვი, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­შიო. კონ­ცერ­ტამ­დე ორი კვი­რით ადრე მი­რე­კავს ნიკა, რო­მე­ლიც ჩემ გვერ­დით უნდა მდგა­რი­ყო და მის ორ­კესტრს აკომ­პა­ნი­რე­ბა უნდა გა­ე­წია და მე­უბ­ნე­ბა: კონ­ცერ­ტი ჩა­ი­შა­ლა, რად­გან ბა­ტო­ნი ნიკა რუ­რუა პა­რიზ­ში მგზავ­ნის ჩემი ორ­კესტრი­თო. რა უნდა მექ­ნა? და­ვუ­რე­კე დათო დო­ი­აშ­ვილს, მირ­ჩია, რუ­რუ­ას­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი და ყვე­ლა­ფე­რი გა­მერ­კვია. მას კი გა­უკ­ვირ­და, მი­თხრა, მე არა­ვის ვგზავ­ნი პა­რიზ­შიო. ასე რომ, დღემ­დე ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე. ნი­კამ მი­თხრა, ზე­წო­ლის ქვეშ ვი­ყა­ვიო, არ ვიცი, ოდეს­მე მე­ტყვის, ალ­ბათ. თუ არ მე­ტყვის, ეგეც მის ნა­მუს­ზე იყოს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თამრიკო ჭოხონელიძე: "ახლა ნათლისღება მოდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ნათლიას, ბერა დამირეკავს და ამ დღეს მომილოცავს"

თამრიკო ჭოხონელიძე: "ახლა ნათლისღება მოდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ნათლიას, ბერა დამირეკავს და ამ დღეს მომილოცავს"

ამბობს, რომ ის პერიოდი არასოდეს დაავიწყდება და საკუთარ კარიერაზე მეტად კულტურის სფეროში არსებული პრობლემები აწუხებს. მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე თამამი მოსაზრებებისა და პოზიციის გახმოვანებით გამოირჩევა. ამბობს, რომ სწორედ ამის გამო იქცა "დაბლოკილ მომღერლად".

- ყოფილ ხელისუფლებას არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა ამა თუ იმ პროცესისა და ადამიანის მიმართ. ვინმე თუ განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, არ მოსწონდათ, ვერ მიიღეს ჯანსაღად, ეს იყო მთელი უბედურება. არადა, თუ შენიანს არ მოუსმინე, არაფერი გამოვა. იმ სფეროში, სადაც მე ვარ, მიმაჩნდა, რომ ჩემი აზრი კომპეტენტური უნდა ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან, რომ მე ფოლკლორისტი ვარ. როგორც მოქალაქეს და როგორც ჩემი საქმის მცოდნეს, არ მქონდა უფლება, არ მეთქვა ის, რაც ფოლკლორის სფეროში ხდება. ის ადამიანები, რომლებმაც ამ სფეროში, ასე ვთქვათ, სადავეები დაიჭირეს, აბსოლუტურად არაკომპეტენტურები იყვნენ და ამას მხოლოდ მე არ ვამბობდი, ამაზე ყველა ფოლკლორისტი ლაპარაკობდა. თანდათან ვხედავდით, როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს კულტურის სფეროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, როგორ ხდებოდა მიტაცება და მითვისება სხვისი ნაღვაწის; სამარცხვინოდ შეფუთვა იმ ყველაფრის, რასაც ადამიანთა ჯგუფი წლების განმავლობაში ქმნიდა. ჩემთვის ყველაზე გამაოგნებელი იყო მსმენელი - არასწორად ინფორმირებული ხალხი.

ლამის ერის მამად შერაცხეს კაცი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაანგრია ყველაფერი, მაგრამ ამას ძალიან ოსტატურად ფუთავდა. მე ამ ყველაფერს აღმაშენებლის პროსპექტს ვამსგავსებ, გავაიგივე მუსიკის სფეროსთან. ბრჭყვიალა ქაღალდში ყველაფერი კარგად ჩანს, იმის იქით კი ნაგავია. მე იქ ვცხოვრობდი ოცდაორი წელი და კარგად ვიცი, რა ხდება. ხალხი საყვედურის მეტს არაფერს ამბობს. დამპალია ყველაფერი...

აქ ერთ ადამიანზე არ არის ლაპარაკი, იმ ერთს უსინდისო ადამიანების არმია უდგას გვერდით. უფლება არ მქონდა, ხმა არ ამომეღო, არ მეთქვა ამათი კაიკაცობის შესახებ. რომ იტყვიან, ცეცხლს შევენთე, ბევრი კი მაშინ გაჩუმდა. ჩემთვის მტკივნეული არ არის, ვჩანდი თუ არა სცენაზე. კიდევ კარგი, რომ მაქვს პროფესია და ვმუშაობდი თეატრალურ ინსტიტუტში, მქონდა სტუდია და ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული. სცენაზე დგომის იდეფიქსიც არ გამაჩნია, არა ვარ ამით დაავადებული.

- მინდა გკითხოთ ერთ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა მემანიშვილსა და კულტურის მაშინდელ მინისტრ ნიკა რურუას ეხება. თქვენი კონცერტის ჩაშლის მცდელობა იყო?

- არ ვიცი, მაშინ რა მოხდა. დღემდე შენახული მაქვს ნიკა მემანიშვილის მესიჯი - ოდესმე გეტყვი, რა მოხდა სინამდვილეშიო. კონცერტამდე ორი კვირით ადრე მირეკავს ნიკა, რომელიც ჩემ გვერდით უნდა მდგარიყო და მის ორკესტრს აკომპანირება უნდა გაეწია და მეუბნება: კონცერტი ჩაიშალა, რადგან ბატონი ნიკა რურუა პარიზში მგზავნის ჩემი ორკესტრითო. რა უნდა მექნა? დავურეკე დათო დოიაშვილს, მირჩია, რურუასთან მივსულიყავი და ყველაფერი გამერკვია. მას კი გაუკვირდა, მითხრა, მე არავის ვგზავნი პარიზშიო. ასე რომ, დღემდე ვერაფერი გავიგე. ნიკამ მითხრა, ზეწოლის ქვეშ ვიყავიო, არ ვიცი, ოდესმე მეტყვის, ალბათ. თუ არ მეტყვის, ეგეც მის ნამუსზე იყოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"